ხაბაროვსკის სკა-ს 30 წლის ნახევარმცველი ირაკლი კვეკვესკირი გალში დაიბადა, ომის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდა, სადაც "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო ვარჯიში, თამაშობდა უნგრეთის "პეჩში" და სზტკ-ერიმაში, ბათუმის "დინამოში", გურიაში", სომხეთის "მიკაში" და "ალაშკერტში", აგრეთვე მოსკოვის "არარატში". საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩში (1 გოლი გაიტანა). საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. Sport24-თან ინტერვიუში მან კარიერის უნგრული პერიოდი გაიხსენა.

- "პეჩში" გასახდელში ორად ვიყავით გაყოფილი - ლეგიონერები და უნგრელები. ერთ დღეს ახალი ბუცებით მივედი, სალათის ფერით, ისეთი მაგარი იყო. გავხსენი და ბუცებს აწერია: "Fuck Russia". საწყენი იყო, ცრემლებამდე. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, ბუცები ვიყიდე, ფული ბევრი არ მქონდა და ასე მომექცნენ. მაშინ მათი იუმორი ვერ გავიგე.

- საქმის გასარჩევად წახვედი?

- გუნდის კაპიტანთან მივედი, კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ასეთი ნორმალური უნგრელი იქ მეტად არ შემხვედრია. მითხრა, არ განმეცადა და საკითხს გადაწყვეტდა.

ჩემთან ერთად მთელი გუნდი შეკრიბა და დედის გინებით ფეხბურთელებს მიმართა: "ხვალ ამ ბიჭს ახალი ბუცები უნდა ჰქონდეს, ფული ყველამ შეაგროვეთ".

შემდეგ გავიგე ეს ვინც გააკეთა, ნაცისტი აღმოჩნდა. იყო ჩვენთან ერთი ასეთი ადგილობრივი ფეხბურთელი, მსგავს რამეებს ხშირად აკეთებდა. განსაკუთრებით ლეგიონერებთან. მის ხუმრობებს საერთოდ ვერ აღვიქვამდი - ხანდახან რასისტულს, ხანდახან კი უბრალოდ ველურს.

მას შეეძლო მოსულიყო და ეთქვა: "ჩემი სახლის გასაღები აიღე, ჩემი მეუღლისგან დავიღალე, წაიყვანე და რაც გინდა ის უყავი". გავოგნდი, როდესაც ეს პირველად მოვისმინე. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, ქართულ ოჯახში, ჩემთვის ეს ნონსენსი იყო, ხოლო მათთვის - ნორმა.

- უნგრეთში ბევრი ნაცისტი შეგხვდა?

- ჩვენს გუნდში ასეთი მხოლოდ ორი იყო. მეორემ ცუდად დაასრულა, მატჩების გაყიდვისთვის კინაღამ დააპატიმრეს, ფეხბურთის თამაში აუკრძალეს. მასთან ერთად ამ ისტორიაში ჩემპიონატზე მონაწილე ბევრი ფეხბურთელი მოხვდა, ზოგიერთმა საერთოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩემს გუნდში მატჩებს ოთხი ფეხბურთელი ყიდიდა. მე მაშინ ეს ჯერ კიდევ არ მესმოდა. როცა თანდათან თამაშები გავაანალიზე, ყველაფერს მივხვდი. ისინი ასეთ რამეებს აკეთებდნენ, განსაკუთრებით ის ნაცისტი.

dato
თურქეთის შემოსევა და ბევრად დიდი ტერიტორიის დაპყრობა ასევე სპარსეთის მრავალჯერადი შემოსევა და ტყვედ წაყვანა ათასობით მონღოლების შემოსევა და ხალხის გადაჯიშება ტყვედ წაყვანა,რასაც მიაღწიეთ კავშირის დროს იყო, ამერიკას მთელი მსოფლიო მონად ყავს ახლა შენი დამონებაც უნდა და მერე როგორც უნდა ისე გატრიალებს,მთლად კარგი არც ერთი ქვეყანა არ არის და ცუდიც ყველა არის გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავ,
ss
ნახე უნგრეთის პარლამენტის წინ, დუნაის სდანაპიროზე, რა ფეხსაცმელებია ჩამწკრივებული ძეგლად

ღრმად პატივცემულო გოჩა,რუსეთის დამყრობლური პოლიტიკა მთელმა მსოფლიომ იცის, შიში და რიდი აქვთ მათი.ქართველებმა ნეტა რად ვერ გავიგეთ,რომ რუსეთი დღესდღეობით ზე სახელმწიფოა და მისი ინტერესების წინააღმდეგ არ ეგების გაუაზრებელი ლაშქრობების მოწყობა.სტალინის მმართველობიდან დაწყებული მათი მეცნიერები მხოლოდ იარაღის შექმნით არიან დაკავებული, ბუნებრივი რესურსებით უაღესად მდიდარი ქვეყანა თავინთ ხალხს აშიმშილებენ,უამრავ ფულს ხარჯავენ,რათა მსოფლიოში ზე სახელმწიფოს სტატუსი არ დაკარგონ,გავლენა იქონიონ მსოფლიო პოლიტიკაზე.
L.J.
არ იტირო ირაკლი :)
გოჩა
Pastor-ს: ისე გინდა წარმოაჩინო, თითქოს რუსეთი ცივილიზაციის აკვანია. შეიძლება ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ არც სხვაზე არაფრით ნაკლებები არ ვართ. ფაქტია, რუსეთი დამპყრობელია და საქართველოს ტერიტორიები აქვს მიტაცებული. მარტო აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველი გამოყარა. შაჰ-აბასსაც კი არ გაუკეთებია ასეთი რამ. როგორ არა გრცხვენია ასეთებს რომ წერ? რამდენს გიხდიან ამ სიბინძურის აგიტაციაში და ქართველი ერის შეურაცხყოფაში?
სვანი - გიორგიპირველი-ს!
არ მოიტყუო. რამდენ რუსს იცნობ პირადად, ოღონდ კალმიკელები, ნენცები, იაკუტები და დანარჩენი 145 ოლქის, რესპუბლიკის, მხარის ხალხი რუსი არ არის, სუფთა რუს პეტერბურგელ არისტოკრატებს. არ მოიტყუო და მერე ქართული ხასიათით შეადარე, ნებისმიერ ევროპელს, მეგრელის, ესპანელისა და იტალიელის გარდა. ინგლისელი განსაკუთრებულია.
კარგი რაააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეგ ოინი წაუკითხე კახელებს. სვანი.
ეგ იქ, ქართველი არ იყო, მეგრელი იყო და ამიტომაც ვერ გაუგეს. გაოცებული უყურებდნენ. ეს, ასე იქნებოდა. აღმოსავლეთ ევროპა, ჯერ მაშინაც, არ იცნობდა საქართველოს? თან, მთელი გუნდი და ეხლა, მით უმეტეს, 30 წელი გავიდა.
Baggio
ოეეეე ,,გრუზინ,,
Pastor
რამდენიც არ უნდა იქაჩოთ იმ დამპყრობელ თუ გამანადგურებელ რუსეთს მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს ცემენ და აღიარებენ მათ დიდ კულტურის ღვაწლს სამყაროს წინაშე ჩვენგან განსხვავებით მოგწონთ თქვენ თუ არა ფაქტი ჯიუტია. ვინც მსოფლიო ვარსკვლავი მომღერალი მსახიობი სპორცმენი თუ მწერალია რუსეთში აქვთ ყოველ მეორე თვეს ტურნეები და ჩვენ მსოფლიო რუკაზე თუ ვარსებობთ დედამიწის მოსახლეობის 1პ % არ კი გაუგონია, ქვეყანა საქართველო და ბევრს პათეტიკურ პროპაგანდის გავლენით ისიც კი გონია საქართველოს ფეხბურთში უფრო დიდი ფეხბურთელები დუ მიღწევები აქვს ან ქონია რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ უვიც ურა პატრიოტ ჩაბნელებულ ნაროდს რომლებსაც თავი ყველაზე მაგრები გონიათ სინამდვილეში აფრიკის რომელიმე დაბლობის დონის ქვეყანა ვართ დამშეული მოსახლეობით და თუ ვინმეს საჭმელს ყიდულობს მათი აბსოლიტური უმრავლესობა რუსეთში მყოფი ნათესავებით გამოგზავნილი ფულით ახერხებს თავის გატანას და რაზე გაქვთ კიდე პრეტენზია უმადურების დაუნახავობის ჩემპიონი ქვეყანა ვართ სიმართლე მწარეა მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და რატომღაც ჩვენ სულ მართლები გვგონია თავ და სხვა ყველა დამნაშავეა ჩვენ წინაშე რაც რაც პირდაპირ თავის მოტყუება და ორღობის ბოღმიანი დედაბერის ბეცი თეორიაა.
Vasia
ნაცისტები, სკინხედები, ცოლის გამჩუქებლები და პიდარასტები რუსეთში როა ისე უნდა. რას ბოდიალობს ე ჩემაალა.
ვა რა დონეა
უნგრელების საზიზღრობა არავის გაუგია ხოლო რუსები რასაც წარმოადგენენ ჩადი ცხინვალში და სოხუმში და დაინახავ.

უამრავი რუსი მეგობარი მყავს,ძალიან კეთილი და გულთბილები არიან,ხალხი რა შუაშია მათ მთავრობაში სისხლისმელი მკვლელები რომ ჰყავთ.პუტინს ყოველთვის ძაან უშვერი სიტყვებით ლანძღავენ,მაგრამ რუსულ მაფიას ვერაფერს უხერხებენ,იმავე პუტინის მეთაურობით.რუსეთში ყველა არჩევნები ყალბდება ხოლმე!
gio
"ირაკლი კვეკვესკირი გალში დაიბადა, ომის შემდეგ მისი ოჯახი მოსკოვში გადასახლდა" - მაგრამ, შემდეგ ისე შეუყვარდა რუსეთი, რომ ატირდა ბიჭი :D
გიორგიპირველი
რამდენ უნგრელს იცნობ პირადად? მე - ბევრს. ნამყოფიც ვარ უნგრეთში და ძალიან მაგარი ხალხია. საიდან დაადგინე მაგათი საზიზღრობა?

არცოდნა არ ცოდვაოო.უნგრელები,ან მადიარები უიღურები-თურქული ტომის მოდგმის ხალხია...
D
შე სულელო, იმის ზურგი არ გქონდა რომ თავიდანვე სცოდნოდათ რუსი კი არა ქართველი რომ ხარ?!!! :) ხო არ დაგიწერდნენ
"odala"-ს
ერთი გაგვაგებინაე შენ რას იგებ?
აბა შენა გყოლია
ეტყობა ვერ არის თავის მატორზე რუსეთის შეგინებაზე თუ აცრემლდა.ეტყობა რუსეთი დედას ურჩევნია.
გიორგი
არა, ბატონო, მიმუშავია უნგრელ მეცნიერებთან, მიცხოვრია და აზრიც ჩამომყალიბებია. ძალიან კარგი ხალხია, უანგარო დახმარებაც იციან, გადაგყვებიან (არა საქეიფოდ მოპატიჟებისთვის – საქმისთვის) უბრალოდ, სასაყვედუროდ ის მაქვს, რომ ბიზნეს ინტერესების გამო ხანდახან რუსებს უტარებენ უწესობებს, კბილების ღრჭიალით, მაგრამ ეს არ ეთვლებათ.
გიორგი
ჩვენთვის ქართველებისთვის ვინცაა საზიზღარი კი ვიცით. უნგრელები რომ არა ეგეც ნაღდია
odala
აი, მაგას რომ ვერ იგებთ ვერც თქვენ და ვერც ამის დამწერი, იმიტომ ხართ ჯოგი და იმიტომ ვართ ამ დღეში.
ემრე
უნგრელები საზიზღარი ხალხია, მაგათთან რუსები ანგელოზები არიან
ddgfdf
ალბათ ეგეც არმიანსკი ტრაკვესირია.
ddgfdf
კაპიტანს უარესი გაუკეთებია.
ddgfdf
ხო მაგან უნდა მოულაქუცოს იქნებ მტკას პასაჟირში გადაიყვანონ სკამის სახეხად.

დაეწერა, თორემ უცბად არ გაეგოთ, ნეტავი გალი და დაბლა–მაღლა ზონა თუ იციან, სოხუმი სად დედიმაგათშია, ეს თუ გაუგიათ? მაისურზე დაეწერა? – გაასამართლებდნენ. გაიგე, ურაპატრიოტო?
გიორგი
რუსებმა სახლიდან გამოაგდეს,ლტოლვილად აქციეს და მაინც რუსეთს მიეკედლა და რუსობს. ტვინი არ გვაქვს ქართველებს. მეტის ღირსები ვართ.
საქართველო
რა არ მესმის იცით,რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და ხალხის უმეტესობა რუსეთში გაიქცა საცხოვრებლად. მაპატიეთ და ვერ ვიგებ ესეთ გაგებას.
გალელი
სამართლიანად დაუწერია ირაკლი ბატონო და რას ერჩოდი?გაიგო ვინც გამოგაგდო გალიდან და დაწერა ის რაც თვითონ შენ უნდა დაგეწერა
წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" დამარცხდა და პლეი-აუტში ითამაშებს
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
"არასრულწლოვანი ნაძირალა" - ირაკლი კვეკვესკირი ვიტალი მიკოლენკოს განცხადებას ეხმაურება
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
უმაღლესი ლიგის XXVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქემ ქართველი დაიმატა
დინამო (თბ) VS ალაშკერტი - მთელი საქართველოს იმედი
"სისხლით ქართველი ვარ, ვისაც რუსი ხალხი უყვარს" - კვეკვესკირი ნაკრებზე ნაწყენია