"რუხის" პრეზიდენტი გრიგორი კოზლოვსკი უკრაინისა და პოლონეთის ჩემპიონატების გაერთიანების მომხრეა.

"გაკეთდება 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა, სადაც უკრაინული და პოლონური გუნდები ითამაშებენ. პირველ ლიგაში 2 ზონა იქნება, ერთი - უკრაინული, მეორე - პოლონური. წარმოგიდგენიათ, ჩემპიონატი შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე? მაგარი იქნებოდა.

დიდი ფული დატრიალდებოდა. ხანდახან ცელქი იდეები მაწუხებს.

ახლა ბელგია და ნიდერლანდები აპირებენ ერთიანი ჩემპიონატის ჩატარებას. ჩეხეთი და სლოვაკეთი სამი წელია ერთიანი თასის გათამაშებას ატარებენ, უკვე გაერთიანებაზე ფიქრობენ. ასეთი რამეები ევროპაში ხდება. ხალხი უნდა დააინტერესო.

ვისაც რუსებთან სურს თამაში - "ჩემოდანი - სადგური - რუსეთი", ამის ორგანიზებას ლვოვიდან მოვუწყობთ. ვფიქრობ, ამის პრობლემა არ იქნება. მათ მაშინაც ეშინოდათ გაერთიანების, ხოლო ახლა ოკუპანტებთან საერთო არავის არაფერი არ უნდა რომ ჰქონდეს", - განაცხადა კოზლოვსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინამ და პოლონეთმა 2012 წელს ერთობლივად ჩაატარეს ევროპირველობა.

გენა
აზერბაიჯანს უნდა შევთავაზოთ
მერაბი
შავი ზღვის თასი არ იქნებოდა ცუდი იდეა. საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.

ალბათ რაღაც ამგვარი გაერთიანებული ჩემპიონატის, ამიერკავკასიის (რაც აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობის გამო რთული იქნება) ან აზერბაიჯანთან გაერთიანების მოფიქრება ჩვენთვისაც არ იქნებოდა ურიგო, მოკლედ ფაქტია, რომ რაღაც არის რადიკალურად შესაცვლელი და სამწუხაროდ არათუ მუშაობა ასეთ იდეებზე არც ფიქრობს არავინ?!
emigranti
აზერების და სომხების შერიგება არ გამოვა, თორემ ამიერკავკასიის ჩემპიონატიც ურიგო არ იქნებოდა. მაყურებელსაც მოიზიდავდა და ბიზნესსაც. რაღაც რომ მოსაფიქრებელია ფაქტია, თორემ დინამოს თამაშებზე ცარიელ ტრიბუნებს რომ ვუყურებ გული მეწვის.
კაი იდეაა
მართლა კარგი იდეაა. მაგარი ჩემპიონატი გამოვა და ფინანსურადაც შეძლებენ ბიზნესის დაინტერესებაა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო