"მილანი" - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. იტალიურმა კლუბმა 50-ზე მეტი ტიტული მოიგო, მათგან 7 კი ჩემპიონთა ლიგის თასია. გასაკვირი არაა, რომ იტალიურ გრანდში დიდებული თავდამსხმელები ითამაშებდნენ.

5. ფილიპო ინძაგი, 2001-12

ინძაგი იყო თავდამსხმელი, რომელსაც გოლის გატანა სხეულის ნებისმიერი ნაწილით შეეძლო. ეშმაკი და საზრიანი ინძაგი შეტევაში ისეთ პოზიციას პოულობდა, რომ გოლის გატანა ერთი-ორი მცირე მოძრაობით მოეხერხებინა. გულშემატკივარს ის დაამახსოვრდა, როგორც გოლის გატანის საოცარი ალღოს მქონე ფეხბურთელი. მთლიანობაში, "მილანის" შემადგენლობაში მან 126 გოლი გაიტანა.

4. ჟოზე ალტაფინი, 1958-65

ბრაზილიელი იტალიური ფესვებით, თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად ითვლებოდა. მან 20 წლის ასაკში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ გახდა იტალიის მოქალაქე და "მილანში" 7 ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. თავდამსხმელის მთავარი მახასიათებლები იყო: სისწრაფე, ტექნიკა და ინტელექტი. სწორედ მათ აქციეს ფეხბურთელი გოლების მანქანად: 246 მატჩში 161 გოლი.

3. ანდრეი შევჩენკო, 1999-2006, 2008-09

უკრაინელი, რომელსაც "მილანში" არასდროს დაივიწყებენ. ლობანოვსკის აღზრდილი შევჩენკო იტალიაში სწრაფად შეთამაშდა და 2000-იანების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. მას ჰქონდა ზუსტი დარტყმა, იყო სწრაფი და ამტანი. "მილანში" თამაშის პერიოდში მას 175 გოლი დაუგროვდა.

2. მარკო ვან ბასტენი, 1987-95

ჰოლანდიელმა "მილანში" 8 წელი დაჰყო, თუმცა აქედან მხოლოდ 5.5 ითამაშა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა აიძულა, ფეხბურთიდან ნაადრევად წასულიყო. თუმცა მარკომ თავის კვალის დატოვება მაინც მოასწრო: მოიგო 3 "ოქროს ბურთი" და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტიტული. თამაშობდა სანახაობრივად: ურტყამდა ორივე ფეხით, კარგად გრძნობდა და ასრულებდა მომენტებს. 201 შეხვედრაში თავის გამოჩენა 124-ჯერ მოახერხა.

1. გუნარ ნორდალი, 1949-56

თუკი დიდებული შვედი "ოქროს ბურთის" პერიოდში ითამაშებდა, ის მას აუცილებლად მოიგებდა, თანაც რამდენიმეს. ნორდალი იყო სუპერბომბარდირი და პრაქტიკულად ყველა მატჩში გოლი გაჰქონდა. 60 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ის კლუბის საუკეთესო ბომბარდირი და იტალიურ ფეხბურთში საშუალო შედეგიანობის რეკორდსმენია. მან 268 მატჩში 221 გოლი შეაგდო.

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიაში?

MAXSIMUS
და ჯანი რივერა???
რამდენი წლის ხარ
არ მგონია დიდი ხანია უყურებდე ფეხბურთს. მე რაც მახსოვს, 1998-99 წლების სეზონს ვუყურებდი აქტიურად, მაშინ ლაციო იყო ძალიან ძლიერი შემადგენლობით და დაბერებულმა ვეამ და ბირჰოფმა ლომის წილი დაიდეს მილანის გაჩემპიონებაში. თან გაითვალისწინე, ბირჰოფი ძირითადად თავით თამაშობდა კარგად, ხოლო ფეხით ვისაც უნდა ეთამაშა (ლეონარდო, ბონანი) პრაქტიკულად ყველა დაბერებული იყო. მე აღფრთოვანებული ვუყურებდი ეს 33 წლის კაცი როგორ მიათრევდა მთელ გუნდს და ლამის მარტო მატაობდა და ქმნიდა რაღაც არაორდინალურს. 2 კაცს ნებისმიერ დროს ატყუებდა 33 წლის ასაკშიც კი და ეხლა მეუბნები ინძაგი ჯობდაო, რომელიც სულ სხვის მიერ შექმნილ მომენტს ელოდა. პიპო მაგარი იყო მაგრამ რასაც ფეხბურთი ჰქვია, იმას ვეა თამაშობდა. პ.ს. იუთუბზე მოძებნე ვეას გოლი ვერონასთამ 1996 წელს, მთელი გუნდი რომ მოატყუა და თავის საჯარიმოდან წამოღებული ბურთი გოლად აქცია მარტომ. ამის მერე აღარ შეადარებ პიპოს და ვეას ;))
მილანის გულშემატკივარი
კომენტარებში ბევრი ჟორჟ ვეას ასახელებს და ინძაგის ადარებენ, სტატიის სათაური კი მილანის ისტორიაში საუკეთესო 5 თავდამსხმელია ანუ ის თავდამსხმელები, ვისაც მილანის ისტორიაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ბევრი გოლი გატანილი. სუპერპიპოს მილანისთვის მინიმუმ ორჯერ მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ჟორჟ ვეას. მხოლოდ ინძაგის მიერ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლი რად ღირს.
jorji
ჯორჯ ვეა??
სოსო
მესი და რონალდო,შეტევებს მოედნის სიღრმიდან იწყებდნენ და თავდამსხმელები არ არიან?ძალიან ხშირად ფეხბურთელების კლასიფიკაციასაც კი ასე აცალკევებდნენ.მეკარე,მცველები, ნახევარმცველები და თავდამსხმელები.ეს ბოლო ორი,ძალიან ხშირად ერთიან სიაში შეჰყავდათ,როგორც შეტევის ჯგუფი.ისედაც შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ერთმანეთისაგან განსხვავება,საკმაოდ პირობითია.ასე რომ თავდამსხმელი თუ შემტევი,იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ,რამდენად საშიშია ის მოწინააღმდეგის კარისათვის.ამ ნიშნით ძალიან ბევრი შემტევი ნახევარმცველი მოხვდება საუკეთესო თავდამსხმელების სიაში
დავით 67
შევჩენკომ რამდენი მატჩი ჩაატარა მილანში რატომ არ წერია? თუ სხვა თავდამსხმელებზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული და აქედან 175 გოლი. მემგონი ეს საუკეთესო შედეგი უნდა იყოს
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ყველას ჩვენი ავტოგოლა სჯობს. გოლი ვერ გააქვთ? აგერ არის ჩიკოლიკო, ბაც და გოლია აბა რაია?
სოსო
ეს პირველად თქვენგან გავიგე ობიექტურო შემფასებელო.ალბათ უამრავი თამაში რომ ერთპიროვნულად,სოლო რეიდების შემდეგ მოიგო,ეს შემტევობად არ ითვლება.საუკეთესო თავდამსხმელი,მეტოქის კარისათვის საფრთხის ხარისხით გამოვლინდება და კაკა,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელეს,დაცვაში წარმატებული თამაშისათვის ნამდვილად არ იყო
Dddddddddddddd
Ddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddd peticia gavaketot too gela visac gvinda siashi me movawer xels, inzaghi vin chemi trubnoi kluchia
George Weah
საინტერესოა რომ საიტზე milanlegends ვან ბასტენი არ ჰყავთ ხუთეულშიც კი. მათი ათეული ასე გამოიყურება: 1. გუნარ ნორდალი 2 . შევჩენკო 3 ჯანი რივერა 4 ალტაფინი 5. ალდო ბოფი 6. ინძაგი 7. ვან ბასტენი 8. სანტაგოსტინო 9. კაკა 10. პრატი პირადად ჩემი აზრია რომ კაკა ნახევარმცველია და არა თავდამსხმელი. თუ ყველა შემტევს იყვალოსწინებენ მაშინ რუდ გულიტმა რა დააშავა და ზოგადად შორს წავლენ. ასევე ინძაგი არანაირად არ ჯობია ვამ ბასტენს და არც სასწაული ტექნიკის მქონე ჟორჟ ვეად. ხოლო თუ ისეთ თავდამსხმელებსაც გაითვალისწინებენ მხოლოდ 1-2 სეზონი რომ ითამაშეს მაგრამ ტიტული მოაგებინეს გუნდს, ზლატანივ მაგ სიაშია და ალბათ კიდევ ბევრი.
Vea
ერთადერთი აფრიკელი რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო არა??? ინძაგი მკვლელი იყო მაგრამ როგორც ფეხბურთელი ვიას ფრხზილადაც არ ღირსა. შევჩენკოხ გამოჩნდა ჩელსიში რაც იყო. სულელური სიაა ძაან
a?
გელა ნუგზარაშვილი რატო არაა სიაში?
ზაზა
რუუდ გულიტი დიდი ფეხბურთელი იყო და ამ სიაში ნამდვილად დასამატებელია
"ობიექტური შემფასებელი"
უკაცრავად, მაგრამ კაკა რომ ნახევარმცველი იყო, თქვენთვის არავის უცნობებია?
სოსო
ვეა და კაკა,მოხსენიების ღირსებიც აღარ არიან?
Homer
უდაოდ შევაა საუკეთესო! ძაან მაღალ დონეზე ითამაშა
George Weah
ვეა ჯობია მინიმუმ ინძაგის.
Bachuki
და ჟორჟ ვეა?
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"არარაობანი - რებროვს არ გააგდებენ, რადგან შევჩენკოს მეგობარია" - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი
როდესაც მესი მოედანზეა, არგენტინელებს 1 მოთამაშით ნაკლები ჰყავთ - ვან ბასტენმა ლიონელი გააკრიტიკა
"ეშმაკმა დალახვროს, შენ ხომ მცველი ხარ" - დე ბურმა და ვან ბასტენმა კანსელუ გააკრიტიკეს
შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
ანდრეი შევჩენკოს 18 წლის შვილი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ომის დროს, თვეში 3.5 მილიონს რომ იღებ, არ გრცხვენია?!" - უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა შევჩენკო გააკრიტიკა
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
'სრული იდიოტიზმი!' - ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
"და უმადურს კიდევ მე მეძახდით?" - ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ალტაფინი: ლაუტარო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ფენომენი არ არის
პაველკომ სასამართლო დავა მოიგო - უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაც მოუწევს
"ეს სიმართლეა?! - შეუძლებელია!" - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენიც გააოგნა
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
ფილიპო ინძაგი: პიონტეკი ძალიან მომწონს, თუმცა არც კუტრონე უნდა დავივიწყოთ
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს