ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ადასტურებენ, რომ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, ნარეკვავში გამართულ იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც წამოსვლის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

"კურიერთან" საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ამბობს, რომ ტატიაშვილი იმყოფებოდა 18 ივნისს გამართულ დაბადების დღეზე, თუმცა მონაწილეობდა თუ არა ჩხუბის ინციდენტში, მას ინფორმაცია არ აქვს.

"კურიერის" ინფორმაციით, ტატიაშვილის წვეულებაზე ყოფნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ის იყო ნარეკვავში დაბადების დღეზე და თავად დაურეკა "ნახალოვკელ" უბნელებს, რომ მის დასახმარებლად ჩასულიყვნენ; მეორე ვერსიით კი ის წვეულებაზე არ ყოფილა, დაურეკეს და იმ ადამიანებთან ერთად ჩავიდა მცხეთაში, რომლებიც "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

"დაველოდებით შესაბამის უწყებებს, ექსპერტიზას და გამოძიება იტყვის ობიექტურ ჭეშმარიტებას. ის ვიცი უბრალოდ, რომ ვესაუბრე მის პირად მწვრთნელს და გიგა საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა იქ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. მწვრთნელმა მითხრა, რომ შენიშვნასაც არ ვაძლევდი, ისეთი განვითარებული და ჭკვიანი ბავშვიაო" - ამბობს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი.

რაც შეეხება ტატიაშვილის პირად მწვრთნელს, ლევან ნოზაძე ადასტურებს, რომ ძიუდოისტი დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა: "ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღე ყოფილა. ვინ რომელ მანქანაში იჯდა და ასეთი დეტალები ნამდვილად არ ვიცი" - განუცხადა ნოზაძემ "კურიერს".

18 ივნისს გაუჩინარებული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. 19 წლის სპორტსმენი დღეს დაკრძალეს.

წყარო: ambebi.ge

სოსო
მქნელმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო.ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის,ის უნდა დაისაჯოს კიდეც,მაგრამ ასე კარგისა და ავის ერთიანად ლანძღვაც რომ არ შეიძლება,ამასაც ხომ უნდა მივხვდეთ?ესენი,სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭები არიან და ზოგიერთი თუ მართლაც დამნაშავეა,ზოგიც ხომ უდანაშაულო იქნება.ისინი რამხელა და ფსიქოლოგიურ დარტყმას მიიღებენ,ეგეც ხომ უნდა ვიფიქროთ?"ჯვარს აცვით ეგე",არ გახსენდებათ?თვითონ ოჯახი იკავებს თავს,ვინმესათვის ბრალის დადებაზე,სანამ ყველაფერი გაირკვევა და იქნებ ჩვენც პატივი ვცეთ?გიორგი დავკარგეთ და სხვა,რომელიმე უდანაშაულო ახალგაზრდის სულსაც ნუ გავანადგურებთ,ჩვენი რისხვით.ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს,მაგრამ მხოლოდ დამნაშავეს და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვაქცევთ.
simartle
კაკო ხარ თუ აკაკი, პირისპირ თუ გნახავ, იგივეს გეტყვი რასაც აქ: ვინც არ უნდა იყოს შენთვის, ისინი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!!! არავითარი შეღავათი! კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ხოლო თუ შენ და შენნაირები ეცდებით რომ “ფულისტი” ადვოკატების წყალობით სიმართლე მიჩქმალოთ, მაშინ ასევე წახვალთ ციხეში!!!
ika
სამუდამო პატიმრობა ყველას მშობლებიანად თუ იცოდნენ
912
ტატიაშვილმა უკვე ჩაიდინა დანაშაული როცა ორგანიზებულ მოძალადე ჯგუფში გაერთიანდა. რამდენად მცირე თუ დიდია ეს დანაშაული მხოლოდ ეს არის დასადგენი უბრალოდ იმას გაარკვევენ რომელი არაკაცის მოქნეულმა კეტმა მოკლა ბავშვი თუმცა ვისაც არ მოუქნევია და არ მოურტყავს არც ისაა ანგელოზი ერთი წუმპიდან ამოსული ბაყაყები არიან...
jarji
როგორ გარიჯგვინებია თავია ამას
ბონდო
გამოძიება არ დასრულებულა და ამდენ ბოროტებას მხოლოდ სათაურში როგორ ათავსებთ? ოჯახი არ გყავთ? შვილები არ გყავთ? ქვეყანა რომ არ გიყვართ ამას კითხვის ნიშანი ნამდვილად არ სჭირდება!
nika
და რას იზამ ამ ხალხს ვინც ეგრე ვფიქრობთ, დრინებით გამოგვეკიდები? ჩვენც არაგვში გადაგვყრი? ახლა ვერ ხდები, რომ ამ პოსტით კიდევ უფრო სარწმუნოს ხდი მაგ სტერეოტიპს?
gabo
ისინი ხო გყავს რკინიანი ვაჟკაცები 10-3 ის წინააღმდეგ.
ქომაგი
ძალიან არაობიექტური გვერდია. რატომ არ უშვებთ და ბლოკავთ კომენტარებს. გამოდით გვირაბიდან. თქვენ თვითონ აკეთებთ მიკერძოებას და სხვას უკითხავთ მორალს!
კაკო
რატომ ავრცელებთ ასეთ ფეიკებს ჟურნალისტები, მასალა გამოგელიათ???? იქნებ კეთილი ინებოთ და დაელოდოთ გამოძიების დასრულებას, მიბაძოთ დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრებს???? მერე, როდესაც დამნაშავე დადგინდება, რომელიმე თქვენგანი ბოდიშს მოუხდის ტატიაშვილს???? პ.ს. იმ ბრბოს, კი რომელიც სპორტსმენებს გონებაჩლუნგებად და არაკაცებად მოიხსენიებს, გეტყვით, თქვენი კლავიატურის ,,ვაჟკაცობა"" არ დაგეკარგოთ სადმე ბიჭოოოო......
goga
მაგ შემთხვევაში ბინის მეპატრონის პასუხისმგებლობაც იკვეთება, რატომ არ მოახდინა რეაგირება როდესაც რაოდენობა სტუმრების იყო დაშვებუზე მეტი. გამოდის ფულის და ერთი დღის ქირის გამო გაჩუმდა, თანაც ურცხვად იტყუება, ვითომ სახლში არაფერი მომხდარა. აშკარაა სახლში დაიწყო და დარეკვააც მოასწრეს, თბილისიდან დამხმარე ძალის ჩამოყვანა. :@
კორო
1. დიდი თავშეყრები აკრძალულია - აქ დაირღვა კანონი. 2. ჩხუბის დროს ამიტომ არ დარეკეს პოლიციაში. 3.საქმეში სადაც 40 ამდე მოწმეა და პოლიცია მაინც ვერაფერს აკეთებს - ჩვენი სახელმწიფო დავრდომილია და შველა უნდა!
ტოტო
ახალგაზრდებმა უნდა ააშენონ მომავალი ქვეყანაო,ვინ ამათმა უნდა ააშენონ.ააშენონ კი არა რაც გაკეთებულია იმასაც დაანგრევენ.ესენი არიან ველურები,არაკაცები.
Goga
აზრზე ხართ? რა ნაძირლები არიან, რომ ხედავდნენ, ისმენდნენ ყოველდღიურად, ძებნის შესახებ პირველივე დღიდან. არცერთს არ ეყო ვაჟკაცობა ამდგარიყო და მისულიყო ეთქვათ ან ოჯახისათვის ან პოლიციისთვის სასარგებლო ინფორმაცია. დიდი ალბათობით შემოაკვდათ ან მოკლეს და გადააგდეს, კვალის დასაფარად და სავარაუდოდ იმიტომ იყო ყველა ჩუმად.
Musenbezi
90% კუნთმაგარი და გონებაჩლუნგია მოჭიდაავების!!! 2 რაგბისტი და მოჭიდავე და კიდე რკინები ხელში? ამათი კაცობა ... და შეგნება .... მე!!!
ქართველი
50 კაციდან არცერთი არ აძლევს ნორმალურ ჩვენებას, არ იზიარებენ ოჯახის ტრაგედიას.
vax
უმკაცრესი სასჯელი, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე!!!
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
გამოირიცხა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანება წყალში ჩავარდნის შედეგად არ მიუღია [VIDEO]
ოქრო და ვერცხლი - კატედთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა!
"ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა..." - მსჯავდებულის დედა [VIDEO]
ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს 4 მედალი მოიპოვეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 4 სრულწლოვან ბრალდებულს 5-5 წლით დააკავებენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო