ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

championat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლამ საქართველოსა და რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა championat.com-მა გაკვირვება ვერ დამალა იმის გამო, რომ შენგელიას ტრანსფერით საქართველოში უკმაყოფილოები არიან. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი რომან დიომინი სათაურში თორნიკეს უკვე მოსკოვური გუნდის ახალწვეულად მოიხსენიებს:

რუსული არმიის კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

აგრესიული არაკეთილმოსურნეები აბსოლუტური უმრავლესობაა. რა არ არის ისე საქართველოში?

"საქართველოს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსაიტების მომხმარებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც უახლოეს ხანში შეიძლება "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდეს.

"სირცხვილია, რუსული არმიის გერბი რომ გვაქვს მკერდზე. იმ არმიის, რომელიც შენს ქვეყანას ბომბავდა", "მონური თვითდამცირება", "საზოგადოებისთვის სილის გაწნა", "შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკა და სპორტი განუყოფელია, მტერი - ის ყველგან მტერია", - ციტირებს შენგელიას შესაძლო ტრანსფერზე მომხმარებელთა რეაქციას ინტერნეტპორტალი ambebi.ge.

უნდა ითქვას, ეს ყველაზე მკაცრი კომენტარები არაა. უარესებიც არის. უბრალოდ მათი აქ გამოქვეყნება "არაცენზურულობისა" და ზედმეტი აგრესიულობის გამო არამართებულია".

ავტორს აგრეთვე crystalsport.ge-ზე გამოქვეყნებული კომენტარები მოჰყავს და აგრძელებს:

"ყველაზე დიდ ქართულ პორტალ sportall.ge-ზე გამოთქმული მოსაზრებები:

"სამწუხაროდ, პოლიტიკა მსოფლიოში ყველაფერზე ახდენს გავლენას. ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ მინდა ვიხილო კალათბურთელი, რომელიც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ ცსკა უკვე კერძო კლუბია, მაგრამ ეს ხომ ასე არ არის. "გაზპრომი" რუსული კლუბების სპონსორია. 2006 წელს მათ გაყინეს თბილისი. ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, სადაც ენებება, იქ წავიდეს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს უფლება აქვს, "რუსული არმიის კლუბის" წარმომადგენლებს აუკრძალოს მათი სახელით ასპარეზობა. ქართული სახელმწიფოს მტერი რუსეთია და არამარტო მისი მთავრობა (მთავრობას ხალხი ირჩევს).

"ვისმა არმიამ დაგლიჯა შენი სახელმწიფო ნაწილებად? როგორია არმიული გერბის ისტორია, რომელიც თამაშებისას შენს გულზე იქნება?".

"თუ ეს სიმართლეა და მართლა აპირებს ცსკა-ში გადასვლას, პირადად მე მისდამი ინტერესი დავკარგე და მეტად არ მინდა მისი სახელის გაგონება".

ამ საიტზე მომხმარებლებს პლუსების და მინუსების დასმა შეუძლიათ, რაც აუდიტორიის საერთო აზრის გაგების შესაძლებლობას იძლევა. შენგელიას მიმართ აგრესიულ კომენტარებს მუდმივად "აპლუსებენ" სამის ერთთან პროპორციაში (მაგალითად, 45 პლუსი 15 მინუსის წინააღმდეგ ან 75 პლუსი 25 მინუსის წინააღმდეგ).

კომენტარებში უმცირესობა მოუწოდებს, არ აურიონ ერთმანეთში სპორტი და პოლიტიკა, მიანიშნებენ იმაზე, რომ ცსკა შენგელიასთვის როგორც სათამაშო, ასევე ფინანსური თვალსაზრისით კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს. თუმცა მათ უბრალოდ "ამინუსებენ". აი, ასე ჩაერია თორნიკეს სპორტულ კარიერაში პოლიტიკა.

კრიტიკოსებმა თითქოს დაივიწყეს, რომ რუსეთში რიგი ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. თანაც, ცსკა-ს კალათბურთელთა გუნდში არც ისე დიდი ხნის წინ ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი ასპარეზობდა - 2014/15 წლების სეზონში. მაშინ ასეთი აგრესიული რეაქცია არ შეინიშნებოდა. თუმცა შენგელია ელიტური დონის მოთამაშეა. ალბათ, თანამემამულეები ასე მკაცრად ამიტომ რეაგირებენ თორნიკეს იმ კლუბში გადასვლაზე, რომელიც რუსულ არმიასთან ასოცირდება".

• irakli

ეგ კარგად იყოს და მე ეგოისტურად ჩემი თავი მადარდებს სიხარული და სიამოვნება რო მომაკლდა აღარ დავინტერესდები მაგის თამაშით

• erwerw

ერწერწრ

• Tokos

თოკო არცერთ ნორმალურ ქართველს არ გაუხარდება შენი რუსეთში გადასვლა... შენ თუ ასე ძალიან გაინტერესებს ფული ან ევროლიგის მოგება ნება შენია.. მაგრამ ქართველებს არაფერი გვავიწყდება ევროლიგის თასი ქართველი ხალხის სიყვარულში ნუ გაცვლი.... ყველაფერი წარმავალია ქვეყანაზე მხოლოდ კაცობა და სახელი რჩება და არა ტიტულები..... მესხს დიდი არაფერი მოუგია თასების მხრივ მაგრამ დღემდე ყველას ახსოვს და ყველა აღმერთებს...... დარჩი ღირსეულ ქართველად ნუ დაუგდებ ყურს ამ აგენტებს მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ მეტი არაფერი....

• სოსო

ფინანსური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისათვის,მაგრამ როცა პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ ბარსელონადან მადრიდის რეალში გადავიდა,ტრიბუნიდან ღორის თავი ესროლეს.უცხოელს ესროლეს, პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში გადასვლისათვის.

• ლმ

რა უჭირდა ასეთი რომ მაინცადამაინც რუსეთში და თან არმიის გუნდში წასულიყო. კაპიტნობა მარტო სამკლავურიც არაა კიდევ.

• ჯერი

შენისთანების გამოა ეს ქვეყანა ამ დრეში და იმიტომ გვაზიან რუსები თავზე.

• ქართველი

შენ მე გრამატიკას ვერ მასწავლი!! :)) ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ! მე ვერაფერს ვერ გასწავლი არც შევეცდები ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე მაგრამ შენი ქვეყანა არ უნდა აქილიკო ამერიკის და რუსეთის ირანის და ყველას ... ხალხს რო მიმართავ აქ მასას მაგაზე მაქვს ლაპარაკი!!!

• სხვის მაგივრად ორი სიტყვის მთქმელს

ეხლა რამდენიც არ უნდა ეცადოთ, რომ ქართველ ერს "შეტენოთ" რომ თურმე დავლაგდით და სამშობლოდან გავრბოდით, არაფერი გამოგივათ, ეგრე რომ არ იყო ძალიანაც კარგად იცით, მაგრამ ძალიან გინდათ, ჩვენ ქართველები როგორმე დაგვამციროთ, რომ ამ ფონზე მაგ ტიპის საქციელი ნაკლებად სამარცხვინო გამოჩნდეს. თანაც ვისაც რუსეთი ევასება, ეგ ხალხია სწორედ მაგის საქციელს რომ ამართლებს. 200 და 1000 წლის წინანდელი ამბები "კარგად გახსოვთ" თურქეთთან დაკავშირებით და აგერ გუშინ რომ, ომიანობის დროს რომ თავი დავანებოთ, შედარებითი მშვიდობიანობის დროს რომ ტატუნაშვილი გაიტაცეს, გასართობად აწამეს, გამოშიგნეს და ისე დაგვიბრუნეს ეს "აღარ გახსოვთ". თავის დროზე თურქეთიც, ირანიც და ვინ აღარ გინდა რომ ჩვენთან მტრად არ მოსულიყო, მაგრამ რუსეთთან, ამ საღორესთან არავის შედარება არ შეიძლება ბევრი მიზეზის გამო და თუნდაც იმიტომ, რომ მასთან ახლა ამ წუთს ვართ ომის მდგომარეობაში, ის ახლა, ამ წუთას კლავს, იტაცებს ჩვენს ხალხს , ჩვენს ისტორიას აყალბებს, რუსეთის სახელმწიფოს დონეზე და ხელისუფლების დაკვეთით ხდება ჩვენი ძეგლების, შენი ისტორიის სხვებისთვის მიკუთვნება. ენბიეს რეგულარულის ორგზის გამარჯვებულ ფაჩულიას კი მაგ ტიპს რომ ადარებთ, როგორ კალათბურთელს და როგორც ადამიანს, სასაცილო რომ არის ვერ გრძნობთ, დავიჯერო? ზაზა ჟურნალისტს რუსულად არც დაელაპარაკა, ეგ კი რუსეთის არმიის ჰიმნზე გაჭიმვას აპირებს. და საერთოდ, ეგ სად გადავა რა თქვენი საქმეაო რომ ამბობთ, არც თქვენი საქმეა მაგის საქციელს ჩვენ როგორ შევაფასებთ. თქვენ თუ მოგწონთ, იყვირეთ მასთან ერთად "ცეესკა-ცეესკა, რასია-რასია", ეგ არ ვიდარდოთ მართლა.

ქართველი-ს: თვალები დააჭყიტე და დაინახავ, რომ "გცეული" არსად წერია და წერია "გადაქცეული", ხოლო რაც შეეხება "ყავხარ", ეს ჩვეულებრივი ქართული სიტყვაა, შეიძლება დაიწეროს "ჰყავხარ", მაგრამ ეს ასეთი საგანგაშო შეცდომა არაა, რასაც აქ სხვები წერენ და არავის რეაქცია არა აქვს. შენ მე გრამატიკას ვერ მასწავლი! თუ რაიმე შინაარსის გარშემო გაქვს სათქმელი, ის ამოღერღე და მეათეხარისხოვან "შენიშვნებზე" ნუ ამახვილებ ყურადღებას. სად დაინახე ჩემი ერის ქილიკი? წაკითხულიდან აზრის გამოტანის პრობლემა გაქვს!

• დათო

ნორილსკი ნიკელის გუნდია და არმიასთან არაფერი არ აქვს საერთო! აბა კლეიბერნი, ბოლომბოი, მილუტინოვი, ჯეიმსი, ჰეკეტი, სტრელნიექსი წიტელი არმიის ოფიცრები არიან? ამდენი ტვინდახშული რატომ ცხოვრობს საქარტველოში? იმის მეასედი გააკეტეთ ჯერ ქვეყნისთვის, რაც თოკოს გაუკეთებია და მერე ჯღაბნეთ დისულელეები. მაგ კლუბის აქტივების 100%-ის მფლობელია პოტანინი-რუსი ბიზნესმენი-26 მლრდ-ის მფლობელი და სახელი მარკეტინგული თვალსაზრისით

• davit

sadgaa patriotoba? amat patriotoba marto fulia tu gadava magis nebaa da tavis gulshi chaixedos

• ქართველი

გცეულიო და ყავხართო რომ გვეუბნები შენ სადაური ხარ ბიჭო? ან ქართული ვინ გასწავლა. მიდი მიდი აქილიკე ხო შენი ერი მიდი მაგარო კაცო!!!

• ქართველი

ფშაველი კიარა მასხარა ხარ!!

• 123

ALONZO-ს--- ნაციონალ-სადისტებს ცოცხის გარდა არაფერი გელანდებათ, ყველაფერში ცოცხს ხედავთ, ცოცხი თქვენი ცხოვრების წესია და ცხოვრების აზრი

• Irakli

არ გრცხვენია? შენი წინაპრის სისხლის გამო ხარ დღეს აქ და არა რუსის პატრონაჟის გამო. ფშაველი კი არა პადმასკოვიელი დაიწერე სახელად.

• გაგრინსკის

კი ბატონო გაგრელო ზუსტად ეგრეა, აქ პასუხი წავიკითხე თქვენზე გაცემული და მაგ ადამიან მინდა 2 სიტყვა ვუთხრა, დიახ გარბოდნენ ბევრნი და ვინც გარბოდა ისეთების უმრავლესობა წერს დღეს აქ კომენტარს და აგინებს თორნიკეს. ტიტულის მოსაგებად მიდის ბიჭი და არა პუტინთან საძმაკაცოდ, პუტინი და რუსები ვინარიან არავისგან მესწავლება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 80 % , 8-9 წლის წინ რუსეთში თამაშობდა, მაშინ რატო არ კაკანებდით? გამომივიდნენ აქ პატრიოტი ბიჭები, თურქეთში რატო მიდიან, თორნიკეზე 2 ჯერ ავტორიტერი და გაქანების იყო ფაჩულია, მაგრამ ამაოხრებელ და ამწიოლებელ თურქეთში ითამაშა მაშინ სადიყავით? სხვის საქმეში ყველა ბრძენია სწორი ნათქვამია და ამ დროს საკუთარი ქვეყნისთვის რაგაუკეთებიათ ლითხონ თავიანთ თავს აქ მოჭიკჭიკე პატრიოტებმა! წარმატებები თოკო

• rasa

რუსეთთან კოლაბორაციონისტობის და რუსეთის მეტროპოლიად გადაქცევის მხარდაჭერაზე დიდი ნაძირლობა არ არსებობს. იფიქრე ამაზე!

• rasa

და გიკვირს? კომენტარების სექციას გადახედე რუსულ საიტზე? ნახევარი გვამადლის - სპარსელებისგან გადაგარჩინეთო (მიდი და აუხსენი ტოტლებენი ან კრწანისის ბრძოლა) და მეორე ნახევრს გონია რომ რუსეთში მილიონობით ქართველი ცხოვრობს (მაგათ ხომ 40-მილიონიანი მუსულმანი ერი ვგონივართ ხშირად). ხალხია თვითონ ეგეთი : გულგრილი და ცინიკური. მაგათთის მარტო მოცეკვავეები და მზარეულები ვიქნებით - შესაბამისად მაგ ქვეყნის ორბიტაზე მეტად განვითარების შანსი არ გვაქვს (თუ ინდივიდუალურად არ გავრუსდით)

• rasa

რუსეთუმე და ეროვნულად უთავმოყვარე რომ ვინმეს მოღალატეს დაუძახებს.

• ALONZO

ეგ ძახილის ნიშნებია თუ ცოცხები. გიცანი ვინც ხარ კლავიატურის "ლომო"

• ფშაველი

თოკო გენაცვალე მაგარო კაცო... თურქეთზე მართალს გვეუბნება ისე რუსეთი... ეგ ფაქტორი რომ არა ეხლაც სიამოვნებით გადაგვივლიდა, მიაყენეთ ერთი ადგილი...თოკო 90 % პროცენტს გვიყვარხარ და 10 % პროცენტი ყოველთვის გვყავდა მოღალატე...

ნეტა ზოგიერთები NBA-ში რომ ეპატიჟებით, ამერიკამ რა გაგიკეთათ რუსეთზე უკეთესი?! დამონებულები ყავხართ, უმაგათოდ მინისტრის მოადგილეც კი ვერ დაგინიშნიათ, მაგრამ 26 მაისიდან 5 დღის მერე (მანამდე არ ახსენდებათ) დამოუკიდებლობის დღეს რომ გილოცავენ, ხბოს აღფრთოვანებით ხვდებით და ვერ გაგიაზრებიათ, მონებად რომ ხართ გადაქცეული! მათ თუ არ მოგცეს ნება, წარმოებას ვერ გახსნი, ყოველ თეთრს გიკონტროლებენ! ამიტომ არ აწყობთ ისინი, ვინც რუსეთში ფულს აკეთებს, რომ ამ ფულს ვერ აკონტროლებენ, ხალხი დააჩმორეს უფულობით და პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობენ! 2008 წლის ომი მაკკეინმა დააწყებინა, თავისი საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა, როცა კარგად იცოდა, ამას რა შედეგი მოყვებოდა, ჰოდა კეთილი ინებეთ, და ამერიკასაც მოსთხოვეთ პასუხი ამ ომზე, თუ ერთი ადგილი გაქვთ!!!

• გაგრელს

ჯერ ეგ ერთი, ქართულად გაგრელია და არა გაგრინსკი, თუ ტქვენთვის რუსულ-ქურდული ვარიანტი უკეთ ჟღერს, მაშინ გასაგებია. ეს ისე, სხვათაშორის. მეორე - ქართველების უდიდესი უმრავლესობა არსად არ გაქცეულა 2008-ში რუსეთთან ომის დროს, ერთეული ვიღაც შეიძლება გაიქცა და ვიღაცას შეიძლება რუსების შემოსვლაც გაუხარდა, მშიშრები და ნაძირალები ყველა ერს ყავს და ქართველი ერი თქვენი გასალანძღი არ არის, ხოდა არ გვინდა რა, "თქვენ ის არა ხართ..." და ასე შემდეგ. არა ვართ და დაწყნარდით. მესამე - სახელმწიფო გადატრიალება (და არა "თბილისის ომი", როგორც თქვენ წერთ) და სამეგრელოს დარბევა მაგ საღორედან, რუსეთიდან დაიგეგმა და დაფინანსდა და სწორედ იმ გამყიდველი ქართველების მონაწილეობით, ვისაც რუსეთი მტრად არ მიაჩნია, და მასთან თანამშრომლობას და თბილ ურთიერთობას მიესალმება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ეგეთი ნაგავი ნებისმიერ ერს ყავს და ეგ თქვენც მშვენივრად იცით, უბრალოდ ეგ მთელს ერზე გინდათ განგებ გაავრცელოთ. მეოთხე - რუსეთში მცხოვრებ ქართველებს რატომ არ ერჩითო რომ კითხულობთ, გვებრალებიან და იმიტომ. ორი კაპიკის საშოვნელად, და ოჯახების გამოსაკვებად რომ მაგ საღორეში უწევთ ცხოვრება მათ უმრავლესობას (ზოგიერთი კი არის გაჯეჯილებული, მაგრამ ეგ ერთეულებია და თანაც როგორც წესი რუსეთის მოქალაქეობა მიღებულები, ანუ რუსები და მაგათზე საერთოდ ლაპარაკიც და კომენტარიც არ ღირს თანაც ეგ ადამიანები ერის სახეს არა წარმოადგენენ, განსხვავებით საქართველოს ნაკრების კაპიტნისაგან). ამას კი რა ჭირს შესაბრალებელი, ფული აკლია? ცოტას უხდიდნენ ბასკონიაში? საკმაოდ დიდი ფულის მქონე უფრო დიდ ფულზე გაიყიდა უბრალოდ. ხოდა აქ არავინ ითხოვს მაგის გასროკვას ან ჩაქოლვას, ნუ ნერვიულობთ. უბრალოდ იცოდეს, რომ ძალიან ბევრი იმ ადამიანის თვალში, ვისაც უყვარდა , გულშემატკივრობდა და პატივს ცემდა, ახლა ერთი უპრინციპო, არაპატრიოტი და ფულის ხამი ტიპია. ეგა არის, თორემ სულ თალიბანის არმიის მსროლელთა გუნდში გადასულა თუ უნდა, ჩვენ ეგ არ ვიდარდოთ.

• Jeyjey

საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანა სადაც ყველგან პოლიტიკა და ცუდი ამბები ბატონობს.. ამ ბიჭის არც ნათესავი ვარ და საერთოდ კალათბურთს არ ვუყურებ მაგრამ.... ეს ჩვენი საქმე არ არის სად ითამაშებს თორნიკე ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს გეფიცები რა საზიზღარი ხალხი ვართ ტოო სულ სხვისი ლანძღვაში ვატარებთ ცხოვრებას საზიზღარი ქვეყანა გვაქვს გეფიცებით ვიცი ბევრს გეწყინებათ ჩემი ნათქვამი და მე თქვენზე ძალიან მწყინს უბრალოდ ადამიანებს აქ ამოსუნთქვის საშვალება არ აქვთ .

• ლაშა

ფაჩულიამ, რომ რუს ჟურნალისტს უთხრა რუსულად კითხვას ნუ მისვავთო, მაშინ ხო აღფთივანდით??? ამოვიდა ყელში ეს ვაზელინობა. ჯერ ერთი ესპანეთიდან რომ ღორ რუსეთში წახვალ ეს არის სიშტერე და მეორეც როდესაც ბაკრების კაპიტანი ხარ ცოტა მეტი ვალდებულებები გაქვს და ეს უნდა გაითავისო. უკრაინელი ფეხბურთელის მაგალითი გაიხსნეთ. როდემდე უნდა ვიყით მონები?? ხომ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გგავგებინოთ რუსეთს, რომ ფული ყველაფერი არ არის.

• თემური

შენგელიას სადაც უნდა იქ ითამაშოს, მაგრამ რუსული არმიის კლუბში გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში მისი ადგილი აღარაა.

• ქორ-პარიკმახერი

მეგობრებო, ხალხო! სასტიკად წინააღმდეგი ვარ ცსკა-ში ან ნებისმიერ რუსულ გუნდში თოკოს გადასვლის, იმიტომ რომ თოკო სხვა დონეა კალათბურთში თუნდაც მარკოიშვილისგან განსხვავებით უფრო მეტად ვარსკვლავია. თოკო ჩვენი სიამაყეა, ნაღდი პატრიოტი და ქართველია სულით და გულით და რუსული არმიის ფორმით მისი დანახვა ნამდვილად დარტყმა იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ დააკვირდით სიტუაციას, მედალს აქვს მეორე მხარეც! თოკოს არათუ უკეთესი, საერთოს სხვა არცერთი ვარიანტი არა აქვს უფრო მაღალ დონეზე თამაშის! ,,რეალი" რამეს რომ აკეთებდეს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ ცსკა-ს ვარიანტს გამორიცხავდა თოკო, ანუ ნბა-არა, რეალიც არა, სხვა საკალათბურთო მონსტრებიც დუმან და ამ ყველაფრის ფონზე თოკოს რჩება ერთი არჩევანი ,,ბასკონია" ან ,,ცსკა", ამ ორს შორის კი არჩევანი ყველა პლიუსის და მინუსის გათვალისწინებით ცსკას მხარეზეა, თანაც ცალსახად, თუმცა სამწუხაროდ! ასე რომ რაც არ უნდა გულდასათუთქი იყოს ჩემთვის თოკოს ავადსახსენებელ ცსკა-ში თამაში, უნდა შევეგუო იმ იმედით, რომ ერთი წლის თავზე თოკოს უფრო მეტი მთხოვნელი და წინადადებები ექნება, რომ მოშორდეს მაგათ და არანაკლებ ან უფრო მაღალ დონეზე წავიდეს სათამაშოდ. წარმატებები თოკო! და მაინც ცსკა-ს დედაც...

• კლავიატურშიკების მტერი

გეთანხმები ძმაო 100%

• iason dabneuli

მაგას თუ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, რომანა იქნება თუ ივანა , თუ რომელიმე სხვა რუსი, ვერასოდეს ვერ მიხვდება

• გაგრინსკი

მე გაგრელი ვარ! ჩემზე მეტად არავის სტკივა აფხაზეთი, იქ დავიბადე და იქ ვცხოვრობდი, დამატოვებინეს ყველაფერი, მაგრამ დღეს თორნიკეს რომ ლანძღავთ ის პატრიოტები არახართ თქვენ აგვისტოს ომში საზღვარზე ვერავინ რომ ვერგაგასწროთ? ის ხალხი არახართ და ის ქართველები თბილისის ომი რომ მოაწყვეთ და ერთმანეთი არდაინდეთ? ის ქართველელები მარადოორებად რომ მოევლინეთ სამეგრელოს? თფუი თქვე მართლა კლავიატურის მგლებო, სხვის ლანძღვაში და გინებაში თან მალულად მაგრები ხართ!! დღეს ბიჭი სუპერ ვარსკვლავია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იწვევს და იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვონ აგინებენ..ნახევარი საქართველო რუსეთშია მაშინ რამდენი თვითმფრინავიც ჩამოფრინდება ქართველებით სავსე დახვდით აეროპორტში და არშემოუშვათ ქვეყანაში თუ ხართ მაგრები, მაგრამ ვინ მოგცათ თქვენ მაგის ერთი ადგილი! შეეშვით ბიჭს მე მას ყველგან ვუგულშემატკივრებ სადაც არუნდა იყოს! იქ რუსეთში ზუსტად არმიელების დარბაზში ააფრიალოს ქართული დროშა! თოკო წარმატწბები!

• გია

სპორცმენი კი არა სპორტსმენი.დაანებეთ თავი თოკოს, ძაან მაგარი კაცია!

• ტოტო

ასეთი მაღალი კლასის კალათბურთელია და სხვა გუნდი ვერ მონახა ?

• სებელი კობა

ისეთი ალიაქოთი ატეხეს თითქოს შენგელია რუსის ჯარს შემოუძღვა თბილისში წითელი დროშით,,,,, თითქოს შენგელია პირველია ვინც ეს ნაბიჯი გადადგა,სხვა სპორცმენებიც ხომ თამაშობდნენ რუსულ გუნდებში,ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ეთამაშათ საქართველოს ნაკრებში. შენგელიამ იქ უნდა ითამაშოს სადაც ჩათვლის რომ ასეა უკეთესი მისთვის და მისი სპორტული წინსვლისთვის,,, მთავარია სადაც ითამაშებს იყოს კარგ ფორმაში და გამოადგეს საქართველოს ნაკრებს მომავალ წარმატებებში,,,,,,

• papa

აჰა უკვე დაიწყეს... თოკოს გულწრფელად ვაფრთხილებ, ცსკაში გადასვლის შემთხვევაში მოუწევს ლავროვთან ბრეჟნევივით ზასაობა და მაგათი ჰიმნის ნაღალი ნოტების აღება... სხვაგვარად გაამწარებენ რუსები...

• გულშემატკივარი

თოკო ნუ უსმენ ამ იდიოტებს, რომლებიც თუთიყუშივით იმეორებენ-გაუაზრებლად ბოროტი ნაცების ფრაზებს. შენი საქმისა და შენი ცხოვრების მეუფე შენ ხარ და შენ უნდა იყო. ნუ უსმენ ბრბოს

• GATUZO

რა კომენტარებია, გაგიჟება შეიძლება. რა კარიერას ვუნგრევთ ვისაც არ მოგვწონს თოკოს რუსეთის არმიის გუნდში გადასვლა. ისე წერთ, თითქოს სხვა გზა არ ქონდეს, ან ცეესკა ან თამაშს თავი დაანებოს. სირცხვილია ასე "გაპრავება". პ.ს. შარშან რეალში გადასვლაზე უარი თქვა, ბასკებს არ გაუტეხა. ახლა ცეესკაში გადადის. რა ქვია ახლა ამ საქციელს?

• status quo

ვერ მოგიწონებთ,თორნიკე, ცსკაში თამაშს,რაღაც ღალატის ბინძური სუნი უდის შენს საქციელს.ფულის გულისთვის პრინციპებს არ უნდა უღალატო. ვერ გიგულშემატკივრებ,ყოველთვის შენი გუნდის დამარცხება გამეხარდება.

• sormona

შენნაირი ნუ გგონია ყველა!!!!!!!

• გიონატ

სტატიის ბოლოშია აღნიშნული სწორად, რომ შენგელია ელიტარული მოთამაშეა მართლა და მას სხვა ევროპულ გრანდშიც შეუძლია გადასვლა ამიტომა საწყენი ცსკა. დარწმუნებული ვარ ნაკრებში ისეთივე თავგამოდებით ითამაშებს, შესაბამისად რადიკალიზმი არ არის აუცილებელი. მოღალატის იარლიყის მიკერება და ამით მის გადაწყვეტილებაზე ზეწოლა არ არის სწორი, ასევე მისი გადაწყვეტილების დაცვაც არ არის აუცილებალი "აბა რა ქნას მაგარ ანაზღაურებას სთავაზობენ"-ს მოტივით.

• sormona

ნაძირლობაა მეტი ფულის გამო მტრის ბანაკში გადასვლა!!!!!!

• sormona

მაგარი გასასამართლებელი საბუთია:(:(:( გკლავს, გართმევს, სისხლისგან გცლის ყოველდღიურად მაგრამ უფრო მეტ ფულს გაძლევს და მასთან ჯობია. უკაცრავად და სამარცხვინოა ეს ყველაფერი...

• Gagi

E.j. pulia mtavari???? Cota aqvs? An cota naklebi xelfasi rom qondes, ar eyopa? Amashia saqme

• KAKO

სულ ცალფეხზე არ კიდია შენგელიას, ჩვენი, რიგითი ქართველების დამოკიდებულება და ემოციები რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სამ ნაწილად დაშლაზე,მისთვისა და სხვა სპოცმენებისთვის მთავარია ფული და არა სხვა ღირებულებები,რომელიც ეხება ქვეყნის სიყვარულს და მისი ინტერესებისათვის რაღაცაზე უარის თქმას.ისე ჩვენი სპორცმენები რაღაც პატრიოტები და თავის თვითტომელების მოყვარულები არიან ბევრჯერ გამიჩნდ,თუნდაც ბოლო მოვლენები მდ.არაგვზე, როგორ ჩაქოლა ოცამდე ე.წ სპორცმენმა ახალგაზრდა და მერე ცოცხალმკვდარი მდინარეში გადააგდო...ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება,ღმერთმა დაგვიფაროს, გამონაკლისებიც არიან საბედნიეროდ.

• xx

სამარცხვინოები თქვენ ხართ, გაუმარჯოს ცსკა-ს და ტოკოს

• jorj

ევროპაში კრიზისია ესპანეთში საკალათბურთო კლუბებს უჭირთ მოთამაშეებისთვის ხელფასის გადახდა.თორნიკე ერთერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშეა ევროპაში. გამოჩნდა კლუბი რომელიც ვალდებულებას იღებს გადაუხადოს იგივე თანხა რასაც ესპანური კლუბი უხდიდა.

• ომბუცმენი

უკიდეგანო ნაძირლები ხართ!სულგაყიდული ზომბები ხართ!არაფრისმაქნისები!ათამაშეთ ეხლა ერთი ადგილი და იმოქმედეთ ბიჭზე უარყოფითად!ფუ თქვენ ოროსნებო!

• თენგო

ნუ გახსებით სხვაზე უკეთესები, ნუ განიკითხავთ, გირჩევთ სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ საკუთარი თავით დაიწყოთ!!!

• ომბუცმენი

ტვინი ნუ გაბურღეთ!თქვენ მართლა ქვეყნის მოღალატეებო!თქვენ უსისხლო ნაძირლებო!დარწმუნებული ვარ ფულის გულისთვის თქვენს მესაც გადაახტებით და აქ ხართ მაგრები!ცდილობთ ბიჭს კარიერა მოუსპოთ!თქვენ მართლა ყველა ფულის მონებო!თქვენი შვილი რომ მოევლინება ქვეყანას უკვე ზრდით რუსულ წიწიბურაზე და შვრიაზე!დაუძახეთ ჯერ თქვენ შვილებს ღორები და მერე მიეცით თავს უფლება სხვა გააკრიტიკოთ!

• გარინჩა

შესაძლებელია ბარტერული გაცვლა აფხაზეთი ჩვენ,თოკო რუსებს)))

• Gimzeri

Rodionovis da Beppaevia armiis mtavar sportul klubshi tamashs ar jobia kartvelistvis araferi! Utavmoyvareo yofila tu egrea

• gio

თორნიკე შენგელია: ცსკა-ში თუ გადავალ, იმედია ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. ამას კომენტარი არც ჭირდება, გასაგებია უკვე მისი დამოკიდებულება

• ჩანჩურა

ნეტავი მოეშვით ამ რუსოფობიას რა

• დათო

ყოველთვის ვგულშემატკივრობ ქართველ სპორტსმენებს რომელ გუნდშიდაც და რომელი სპორტის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, მაგრამ რუსული არმიის გუნდს, რუსული არმიის სიმბოლოს, მხოლოდ შენგელია კი არა მთლიანად ქართველებით რომ დააკომპლექტონ სასტარტო შემადგენლობა, ვერასდროს ვერ ვუგულშემატკივრებ. წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა გაგიხარდეს ცსკა-ს წარმატება ვინც არ უნდა თამაშობდეს იქ!!! ცსკა-ს ყოველთვის წაგებას ვუსურვებ შენგელიასთან ერთად ან უიმისოდ.

• 90

შეეშვით ამ კაცს რატომ ითხოვთ სხვებისაგან გმირობას თავად კი თბილ ადგილებს ეძებთ.კეტაშვილმა რომ თავისი ოლიმპიური ოქრო ჩააბარა სად არის ეხლა თუ იცით. დაუფასა ვინმემ. ან ახსოვს ვინმეს.რუსეთი ოკუპანტიო რომ გაიძახით აფხაზეთის ომის დროს თბილისიდან სოხუმში ერთი თვითმფრინავი ძლივს მიფრინავდა როცა დუბაიში ათიც არ ყოფნიდა ვინ იჯდა იმ თვითმფრინავში.აგვისტოს ომის დროს სარფში და წითელ ხიდთან თხებივით ერთმანეთს რომ ახტებოდნენ ვინ იყვნენ. სანამ სხვებს გმირობას მოვთხოვთ ჯერ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედოთ. არ დამიწყოთ ეხლა მე აქ ვიბრძოდი და მე იქო, რამდენი კაციც აქ კომენტარებს წერთ მაგდენი ჯარი არ გვყოლია სულ.

• G.LA

მაგ ჟურნალისტს იქნებ გადაუთარგმნოს ვინმე, რომ მარტო ცსკა-ს წაგება კი არ მთელი რუსეთის წაგება და დაქუცმაცება მინდა, ისე როგორც ჩემი ქვეყანა დააქუცმაცეს. დიახ პოლიტიკა და სპორტი ერთია, ოლიმპიადა სწორედ იმიტომ მოიგონეს რომ სისხლის დაუღვრელად იბრძოლონ. რუსეთან ახლაც ომში ვართ.

• G.LA

ზუსტად მაგიტომ რომ დიდი დონეა ჩვენ ყველას გვეამაყება და გვიყვარს (ჯერ კიდევ) ჩვენ ისევ გვინდა ვუქომაგოთ და გავიხაროთ მისი გამარჯვებით. ქართველების 95% ვერ გაიხარებს რუსეთის არმიელთა გამარჟცებით. ეს ძნელი მისახვედრია რუსო ჟურნალისტო? რაც შეეხება ფეხბურთელებს ესეც მტკივნეულია ჩვენთვის, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთში სიდუხჭირის გამო ვერ ვკიცხავთ ჩვენს ფეხბურთელებს რუსეთის ჩემპში. გადასვლაზე და თანაც ზოგიერთის რუსეთში თამაში ჩვენთვისაც უცნობია ზოგ შემთხვევაში. შენგელია კი კაშკაშებს ევროპაში და ნეხვში ჩავარდნაა არმიელთა რიგებში ყოფნა, პირადათ ჩემთვის. ამ ჟურლანილტმა ახლა აღმოაჩინა ჩვენი ქვეყანის 20% ოკუპირებული რომ აქვთ?

• ირაკლი ქუთაისელი

და რაში გამოიხატება მისი პატრიოტიზმი? რუსეთის ჰიმნზე რომ გაიჭიმება? ასეთი უბრალო რამეები რომ არ გვესმის მიტომ ვართ ამ დღეში. ისე მაგარი სასაცილოა, დაიწყო ამერიკაში და გააგრძელო რუსეთში

• macbook pro

თუ წადი რუსეთში ყოველთვის წაგება. გადამწყვეტ თამაშებში

• Margal

თოკო დაიკიდე ერთ ადგილზე ტვინგამოცლილი ხალხის კომენტარები , მთავრობა გვყავს პრორუსული იმაზე არაფერს ამბობენ და სპორტს პოლიტიკაში ურევენ , პუტინი მტერი როა ყველამ ვიცით მაგრამ საკალათბურთო კლუბი აქ არაფერ შუაშია . შებერე თოკო , გულით ვინც გბალოშიკობ შენთან ვართ "მზეები "დაიკიდე

• რეზო

თოკო, შენ ყოველთვის თავდადებული ხარ ნაკრებში თამაშის დროს, მუდამ გიგულშემატკივრებ, რადგან შენი ნამდვილი ქომაგი ვარ. მანუჩარიც ტოპ დონის დამცველი იყო, რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? იმიტომ, რომ უკვე აღარ იციან რა თქვან. ნეტა რომელი თქვენგანია თოკოზე პატრიოტი, პს ჯარისკაცებს ეს არ ეხებათ ისინი გმირები არიან. მოგიწოდებთ, რომ ცივილურად იაზროვნოთ და შეიგნოთ ის, რომ პატრიოტობა გუნდით არ განისაზღვრებს ეს თოკოს სისხლში აქვს. და თუ მაინც არაფერი გესმით მაშინ თოკოს მაინც ნუ შეაწუხებთ! მუდამ მვპ.

• Rezi

თოკო, მუდამ მვპ იქნები, საქართველოს სიყვარული გულში გაქვს და სადაც გინდა იქ ითამაშე,მუდამ გიგულშემატკივრებ.

• კოლხი

დიახ! თოკო ელიტური მოთამაშე და ჩვენი ქვეყნის სახეა! შესაბამისად არწავა ცსკ-ში მჯერა კიარა დარწმუნებულიც ვარ! დააბრუნონ ამ ბოზებმა აფხაზეთი-სამაჩაბლო! თოკო შენგელია კაცია ჯერ და მერე სპორტსმენი! მე კიდე მისი ერთგული ქომაგი, რომელიც მის არცერთ თამაშს არტოვებს! თოკო არიყიდება ფულზე! რუსეთი ჩვენი მტერია. ერთად დგომა გადაგვარჩენს დიდება უფალს!

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა

კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა

"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს

"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს

პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა

თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა

[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა

სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა

შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს