გუშინ, 7 ივლისს, უმსხვილეს რუსულ სპორტულ პორტალ championat.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარი იყო ქართველი გულშემატკივრის განწყობაზე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში სავარაუდო გადასვლაზე.

"ჩემპიონატს" sportall.ge-ს მომხმარებელთა კომენტარების ძირითადი აზრიც ჰქონდა გადმოცემული. სტატიის ავტორმა კომენტარების ანალიზზე გამოიტანა შემდეგი დასკვნა, რომ უმრავლესობის განწყობა შენგელიას ცსკა-ში გადასვლის შესახებ უარყოფითია. ასევე, ხაზი იყო გასმული, რომ ქართველებში ცსკა არმიულ გუნდთან ასოცირდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ რუსი გულშემატკივრები ამ ყველაფერზე. წინასწარვე გაცნობებთ: დადებითი განწყობა იქაც ცოტაა.

ისევე, როგორც "სპორტალზე", "ჩემპიონატზეც" შეიძლება კომენტარების მოწონება ან არმოწონება. ყველაზე მეტი მოწონების კომენტარი კი ასეთია:

"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში".

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო:

" - რუსეთში ხომ ქართველებიც ცხოვრობენ, რესტორნების მფლობელები და ასე შემდეგ. იმათზე რა ხდება?

- ისინი რუსები არიან. თორნიკე კი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ ეწვით."

"ყველაზე სასაცილო ისაა, რომ საქართველომ თავად დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში... ისე, მაშინ ჩვენმა არმიამაც გადააჭარბა. მათი მიზანი იყო სამხრეთ ოსეთის გაწმენდა საქართველოს ჯარისგან, ჩვენები კი ისეთ აზარტში შევიდნენ, კინაღამ თბილისიც აიღეს."

"ძალიანაც კი არ გვჭირდება, თანაც მსუბუქად არაადეკვატურია."

"მახსოვს, როცა არმიელებს ხვდებოდა ბასკონია, თორნიკე არასპორტული აგრესიით გამოირჩეოდა."

"ამერიკაში უამრავი რუსი ჰოკეისტი თამაშობს - მაგრამ მათ არავინ ლანძღავს. რუსი ფეხბურთელი "შახტარში" ან კიევის "დინამოში" რომ გადავიდეს, უმრავლესობა წარმატებას უსურვებს."

აღსანიშნავია, რომ ცსკა-ს გულშემატკივრები შენგელიას გადასვლას მეგა-ტრანსფერს უწოდებენ და ბედნიერები არიან.

"სუპერ ენაძენი იქნება. მან აჩვენა, რომ მიროტიჩზე უკეთესია."

"მიხარია თოკოს ტრანსფერი. ქართველი თავის მენტალიტეტით ლიდერია და თამაშის დროს 100%-ით იხარჯება."

მთლიანობაში, გულშემატკივრის უმრავლესობა თოკოს გადასვლას მიესალმება და დადებითად უყურებს. ქართველებს კი მეტად ბუნდოვანი პოზიციები გვაქვს.

ზურა
სტატიის ავტორს მინდა ვკითხო მეტად ბუნდოვანი თავად ხო არ აქვს წარმიდგენა? მარტივი კითხვა მაქვს სპორტი ხო არის გულშემატკივრებისთვის? ცეესკას ვინ გულშემატკივრობს? რუსი გენერლები რუსიული პოლიცია მილიცია რუსი ნაცია ცეესკა რო მოიგებს ვის გულებს გაუხარდება? მე თორნიკეს გადასვლა იმიტო არ მინდოდა ცეესკაში რო მისი გულშემატკივარი ვიყავი და ცეესკას არაფრის ფასად არ ვუგულშემატკივრებ. ასე რო ბუნდოვანი შენ უფრო გაქ მხედველობა. P.s (ვსქრინავ თუ არ გამოაქვეყნებთ ფბ ზე ავტვირთავ თავის ბუნდოვანი შეხედულებებიანად)
Georgian13
რუსებზე მზე ნაცია არ არსებობს! იმპერიალისტი ღორები ფურთხით ნაკეთებნი. მძულს ეს ღორის შვილები. ადმინ თუ დაბლოკო შენ იყო ჟირინოვსკი.
ოლა
ამათზე იძახით ხო, სპორტი სხვაა და პოლიტიკა სხვაო :)
გაიტანეთ გრენლანდია
პრავი არა ხარ ლევონ-ჯან.
ზედა მეზობელი
სირცხვილია ბიჭო ნუ აპრავებთ!!! არ დარჩენილა უწყება საქართველოში,რომელმაც აზრი არ გამოთქვა და არ გააპრავა ეს უთავმოყვარეო საქციელი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია და ეს ახალი ამბავი არაა. 1921 წელს,ახალგაზრდებმა იბრძოლეს ქვეყნის დასაცვად და მამების თაობა დაჭყეტილი თვალებით იყურებოდნენ რუსეთისკენ. ეხლაც ესეა,განათლებული ახალგაზრდა ებრძვის რუსულ ოკუპაციას და არ უსმენს მამების თაობას,ხოლო თხადაგიგოს უცოდინარი ახალგაზრდა ადვილად დასამუშავებელია. ზემოთ კარგად არის დადასტურებული,რომ არ არსებობს ორი რუსეთი. ის ერთია და იქ მეფობს ტირანია.რატო ფიქრობენ,რომ ვიკტორა სანიკიძე და მანუჩარა მარკოიშვილის აზრი ვინმეს ადარდებს? გაუნათლებლობა ჩვეულებრივი ამბავი როა ქართულ სპორტში ესეც გეცოდინებათ. მიშა ყაველმაშვილმა იმაზეც თქვას მადლობა განათლების გარეშე რო ზის პარლამენტში და შეეშვას გაპრავებას. ჩვეულებრივ მოქალაქეებს,რომლებიც ნაცს დამიძახებენ უეჭველად ვეტყვი,რომ ამ ქვეყნსი თავისუფლებისთვის ბრძოლა უმცირესობების გმირობებზე დგას და მათი დაღვრილი სისხლით არის მოტანილი დღემდე ეს ქვეყანა.მაშინ როცა გარსევან და ალექსანდერე ჭავჭავაძეები ეკატერინესთან ფულს ითვლიდნენ,კახელი გლეხი ერეკლეს გვერდზე იბრძოდა. მაშინ როცა თორნიკე შენგელია ცსკში ფულს ითვლის,ქართლელი ვაჟკაცი გახელაძე ოკუპანტებთან დაჩოქებას არ აპირებს. გიხარიათ ეს ფაქტი და გიხაროდეთ,მოვა თქვენი დროც. ისტორია გთავაზობთ იდგეთ სწორ მხარეს და როცა ამას არ აკეთებთ,მაშინ გაიხსენეთ ყორღანაშვილი. ეს საქმე ესე არ დამთავრდება.ადმინ,თუ დაბლოკო შენი იყო პუტინი და ჟირინოვსკი
ნიკო
თუ ეგრეა მაშინ ეგენი გერმანელებს, სტალინი გორელი იყო და არა ფსკოველი.
zviadi
ჩვენ კიდევ ათეულობით საუკუნე ვიყავით და ვიქნებით, რუსეთს კი მალე დანგრეულლს ვნახავთ და ის შტერი ქართველები, რომლებიც სამშობლოს ფულს ანაცვალებენ, დიდი სურვილის მიუხედავად, ისეთები ვეღარ იქნებიან
მოსეხონელი
2006ორი თვითფრინავი გამოუშვეს.ვინა ბიჯო გარუსებული როარიცი ნუაყენებ ხალხს შეურაწყობას.ყველაზე მეტი ფული რუსეთიდან იგზავნრბა სტატისტიკა გადამოწმე და ვინც დაგიჯერა იმანაც და ნახავ.და რა რუსები გვიგზავნიან ფულს???
ყველას გასაგონად
200 წელი თქვენი არმია იმიტომ იცავდა, რომ თქვენმა იმპერიამ ძირფესვიანად მოსპო ქართული სახელმწიფოებრივობა, ახალს არაფერს ვიტყვი უბრალოდ შეგახსენებთ: მეთვიდმეტე საუკუნიდამნ მოყოლებული ქართული წარმოშობის ოფიცრები სისხლს ღვრიდნენ რუსული იმპერიის გასაძლიუერებლად პეტრე ბაგრატიონი, რომან ბაგრატიონი, ძმები იაშვილები, კვინიტაძე, მაზნიაშვილი 1918 წლამდე და კიდე ძაან ბევრი. ბოროდინოს ბრძოლაში, რუსეთის თვის სამამულო ომში ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ოცამდე ქართველი გენერალი ებრძოდა ნაპოლეონს. ქართული მიწის დაცვას რაც შეეხება ქართული მილიცია, ქართველი მთიელები და ყველა ვისაც ბრძოლა შეეძლო თავს არ ზოგავდა რუსეეთის იმპერიის ჯარების მხარდამხარ და ყოველთვის წინა ხაზზე იყვნენ. ამის კარგი მაგალითია ქაიხოსრო მიქელაძის და მიქელაძეების გვარის გმირობა 1853 წლის რუსეთ თურქეთის ომში აჭარისთვის ბრძოლებში. უფრო მეტს გეტყვით საქართველოდან 700000 ქართველი ვაჟკაცი წავიდა და 400000 ვერ დაბრუნდა სამამულო ომიდად. 45 წლის შემდეგ ქართველი ოფიცერბი, ჯარისკაცები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის დასაცავად ყველა ცხელ წერტილში რითაც დიახაც მის ქვეყანას იცავდნენ ეს რომ ასეა ამის დამადასტურებლად მათი დამსახურებებიც გამოდგება. არაფერი არვის დასამადლებელი არ გვაქვს, ქართველებმა საკმარისი სისხლი გაიღეს საკუთარი ქვეყნის დასაცავად და სანამ რამეს იტყვის ვინმე ეს ყველაფერი გაიხსენოს რაც ძაან მოკლედ დავწერე. არაფერი მითვამს იმ მილიონი მშრომელის მიერ შექმნილ მილიარდობით მანეთის დოვლათზე, რომელიც მიითვისა რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაცვის შემდეგ.
პატრიოტთა ალიანსი
ნუ ემონებით და ავრცელებთ რუსულ აბსურდულ პროპაგანდას!
აიფაქტი
დანარჩენი 2800 წელი რომ ჩვენ ვაკავებდით აღმოსავლეთიდან წამოსულ საფრთხეებს რუსეთისთვის და ევროპისთვის? ჩვენთან რომ დახარჯავდნენ ძალებს, ხშირად არ ყოფნიდათ ევროპაზე გადასავლელად.
Status quo
ანრი კურტანიძევ, არა გვაქვს ჩვენ ბუნდოვანი პოზიცია. პირიქით, სრულიად ნათელი პოზიცია გვაქვს-უარყოფითი. ქართველი არ უგულშემატკივრებს თორნიკეს.
ლევანი
თორნიკე წარმატებები!!!! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ და სწორი არჩევანიც გააკეთე. რაც შეეხება ცუდ გამოხმაურებებს, საფრანგეთმ და გერმანიამ მსოფლიო ომები დაიწყო, და გაწყვიტა მსოფლიოს გენოფონდის თითქმის ნახევარი, მაგრამ ამისთვის არავინ ამბობს მათ ქვეყანაში თამაშზე უარს, ამერიკამ წინათ რაც ქნა იაპონიაში და სხვაგან კარგი ეს ძველი ისტორიაა, მარა ახლახან,რომ გადაადუღა ევროპის შუაგული, მაშ რატომღა ოცნებობენ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ამერიკაში თამაშზე, თურქეთმა და ირანმა ჩვენი მთელი არსებობის ისტორია სისხლით დაგვაწერინა და ახლა რა თურქეთში არ უნდა ეთამაშა არველაძეს,ამიტომ აუცილებელია სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ. ახლა დამწამებენ ახალ სიტყვას რუსოჰობიაო მე ეგ კი არა ვარ, არამედ ვამბობ იმას,რომ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ და ბრძოლით ვერავისთან ვერაფერს გავხდებით, ახლა აუცილებელია წარმატებული სპორტით ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ ჩვენ ამაყი ერი ვართ და ვარსებობთ დედამიწაზე, ისე მაინც ვიტყვი მე სსრკ-ში გავიზარდე და მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. შენ კი ახალგაზრდა არ გიცხოვრია იმ (უფასო სწავლა, უფასო მედიცინა, არა გარყვნილობასა და აზარტულ თამაშებს, მეტი ჰუმანუროაბა და ბევრი კარგი სხვა რამ,(თუმცა ნაკლოვანებები იქაც იყო, მარა რაღა იმას ვეჭიდებით, ავიღო, გადმოვიტანოთ კარგი,) რასაც ყოველ საათსა და დღეს ქადაგებდა პრესა და ტელევიზია, ახლა???? მარა ვაი,რომ იქაც აღმოჩდნენ გამყიდველი ქვეყნის მმართველები და ამერიკის ხელშეწყობით თავზე დაგვამხეს სოციალიზმი.) სსრკ-ში და ამიტომ არ გინდა სხვების მონაყოლის გამეორება, ეს იგივეა ბავშვმარომ თქვა უი იცი რა კარგია კოკაკოლაო, შენ რა იციო, დაგილევიაო, არა ბადრომ მომიყვაო.
მერაბი
რაც კომენტარები დაწერეს რუსებმა, სხვას არც ველოდი. ილუზორულია მათ მიმართ ნდობა. თორნიკემ არჩევანი გააკეთა, გული მწყდება, რომ რუსეთის არმიის გუნდშია. ნეტავ სხვაგან წასულიყო.

ისტორია რუსული საიტებიდან აქვს ნასწავლი. ნუ ან მეჩიტოვისაგან)))
ირაკლი
მე რიგითი გულშემატკივარი ვარ... მე მიყვარს თოკოც, ზაზაც, კახიც, შოთაც... მადლობა მათ, და ქედს ვიხრი იმ ქართველი სპორტსმენის თუ არასპორტსმენის წინაშე, რომლებმაც საქართველო გააცნეს მსოფლიოს დადებით ასპექტში.გარკვეულწილად, მე ჩემი აზრი და ხედვა გამაჩნია საკითხის მიმართ, მაგრამ თავს ნამდვილად ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს რაიმე მოვუწოდო ან ვუკარნახო. ( იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუნდაც თოკოს მეათასედი არ გამიკეთებია საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსაჩენად, თორემ ჩემი საქმით, ჩემივე ქვეყნის ხარისხიან იმფრასტრუქტურულ განვითარებას ვემსახურები)... წარმატებები შენ, ჩვენო თორნიკევ და ვისურვებდი, რომ შენი დარი და შენზე უკეთესი თაობა გაზრდილიყოს და აღზრდილიყოს ჩვენს მართლაც ბედკრულ საქართველოში! მიყვარხართ ქართველებო
სოსო
საქართველო როგორ "შეიერთეს",მგონი იცი.200 წელი როგორც გვიცავდნენ,იქიდან ჩანს,რომ მათგან "მიერთებული"საქართველოს სულ ცოტა მესამედი,მთელი სამხრეთი საქართველო,თურქებს დაუთმეს,ხოლო შემდეგ,სოჭი,აფხაზეთი და სამაჩაბლო,თვითონ დაიპყრეს.ეგ არის მაგათი დაცვის ფასი.ბათუმი და აჭარაც,ისევ ქართველებმა დაიბრუნეს,თორემ მაგათ არაფერში ენაღვლებოდათ.საქართველომ კი,ჯერ კიდევ 1812 წელს თავისი გმირი შვილის, პეტრე ბაგრატიონის სიცოცხლის ფასად,შეუნარჩუნა რუსეთს,ნაპოლეონთან შემდგომი ბრძოლის პერსპექტივა.მეორე მსოფლიო ომში კი,სულაც 350000 კაცამდე შეეწირა რუსეთის იმპერიის დაცვას.მადლობა 1956 წელსაც გადაგვიხადეს,1989 წელსაც,1991 წელსაც,1992 წელსაც და 2008 წელსაც.კარგი ხალხი,რუსეთშიც ბევრნი არიან,მაგრამ მათი ყველა მთავრობა,დამპყრობელია და შოვინისტი.ეგაა მაგათი იდეოლოგია
gio123
მოკლა ილია ჭავჭავაძე, მოკლა მიხეილ ჯავახიშვილი, მოკლა მძინარე პატრიარქი კირიონი, მოკლა პირველი რესპუბლიკა და მთელი თაობა, რომელიც ამ ქვეყანას ეთაყვანებოდა! გაწყვიტა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე შეყვარებული, მშიერ–მწყურვალი და დაქანცული, თავდაუზოგავად მუშაობდა მისი წინსვლისთვის! რუსეთმა მოკლა ჩვენი ბაბუები და ბებიები, მამები და დედები, წინაპრები და და–ძმები; რუსეთმა დატოვა ათასობით ქართველი მშობლების, ახლობლების და ბედნიერების გარეშე. რუსეთი კლავდა ყველაფერ ქართულს, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოკლა ვერაფერი და ვერც ვერასდროს ვერ მოკლავს ვერაფერს. რუსეთი კლავდა და კლავს საქართველოს სტაბილურ მომავალს, მაგრამ ვერც ამას მოკლავს. რამდენ საზღვარსაც არ უნდა გადმოვიდეს რუსეთის მკვლელი რაზმები, რამდენი ჩვენგანიც არ უნდა მოკლას ამ სიხლიანმა ტირანიამ, ის ვერ მოგვკლავს ყველას და ამიტომ, ის ვერ მოკლავს ჩვენს შემკვრელ იდეას. მოკვდება სისხლიანი რუსეთი და იცოცხლებს საქართველო.
rasa
მილიონი ქართველი არ ცხოვრობს! არც მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე 2006-ში არ გამოყრიდნენ მაგ ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს. ბოლო ცენზით 200 ათასი თუ რაღაც ეგრე ქართველი ცხოვრობს რუსეთში - აქედან ნახევარი გარუსებულია უკვე
civi
წარმატებები თორნიკეს მე ზუსტად ვიცი რომ ცესკას ფან კლუბი მაგარი განწყობით ელოდება თორნიკეს პ.ს ისე იმ 200 წელს რაც შეეხება მაგაში ვერ მოედავები რადგან მოსისხლე მტრებს პირი ქონდათ მაშინაც და ახ,აც დაღებული როდის ჩაგვყლაპავდნენ სამწუხაროდ გვიწევს ასეთ რეალობაში ცხორება როცა სხვა გზა არ ჩანს
mikhael
ისე კარგად იცავდნენ რომ სოჭი ადლერი 1920 წელს მიითვისეს . 1920 წელსვე თურქეთთან ზავი დადეს და ჩვენი მიწები დათმეს ყარსი , არდაჰანი და ა.შ. მერე 1921 წელს დაარღვიეს ფაქტი ურთიერთ თავდაუსხმელობის შესახებ და გააბოლშევიკეს საქართველო , რომლის დამოუკიდებლობა ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული!!!!! ესეც არ იკმარეს და 1921-31 წლებში მიიერთეს ქართული მიწები დღეს სადაც გამშვები პუნქტი ლარსი აქვთ, სომხეთს გადასცეს ლორე ტაშირი და აზერბაიჯანს ჰერეთის, კახი და საინგილო. ასე რომ დაიცვეს კი არა რეპარაციებს უნდა იხდინდნენ და კიდევ დიდ გულზე არიან !!! ჩვენები კი გარბიან რუსეთში ორი კაპიკის გამო და ფეხებზე ჰკიდიათ სამშობლო და ისტორია !!!! ასეთები ქმნიან ილუზიას რომ ქართველები გულმავიწყები ვართ და არ გვახსოვს ისტორიული დანაშაული მათი !!!
G.LA
რუსეთში თუ კითხულობენ ჩვენ კომენტარებს მშვენიერია. მათ უნად იცოდნენ რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას და ჩვენი თანამემალუეების გამოყრას. თოკოც კითხულობს და ასეთ ვნებათაღელვის შემდეგ იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე რუსების არმიელთა რიგებში არსოდეს ვიქნები შენი გულშემატკივარი. თოკო შენი ცხოვრება რა თქმა უნდა შენი ნებაა. მარა იცოდე, შენი იმხელა კალათბურთელი გახდი მარტო შენ თავს აღარ ეკუთვნი. შენც ყველა გამორჩეული სპორტსმენიც და ხელოვანიც, ასევე გამორჩეული ყველა ქართველიც ჩვენ ყველას გვეკუთვნით. ჩვენ თქვენით ვამაყობთ და ვხარობთ. ნუ წაგვართმევ ამ სიამაყეს და სიხარულს რომელსაც თოკო ჰქვია. ნუ აიღებ ამხელა ტვირთს, ეს შენც და ჩვენც დაგვაზარალებს.
gio
თურქეთზე და ირანზე რომ გადაგაქვთ ლაპარაკი, როდესაც ვინმე რუსეთის კაი ბიჭობაზე იტყვის რამეს ეგაა ზუსტად რუსული პროპაგანდის შედეგი, პოლიტიკა ცვალებადია და სხვადასხვა ეპოქას სხვადასხვა გამოწვევები აქვს, მაშინ რუსეთი იყო ჩვენი გადარჩენის საშუალება და გადავრჩით კიდეც დღეს ნატო და დასავლეთია მაშინდელი მოკავშირის და ეხლანდელი მტრის, რუსეთისგან გადარჩენის საშუალება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი ან მეორე ჩვენი მეგობარია, ეს უბრალოდ ამ მომენტში ჩვენი ინტერესები ემთხვევა, მაშინ რუსეთთან ემთხვეოდა. და თუ ვინმე იტყვის რომ რუსეთთან ვალში ვართ რადგან მან გადაგვარჩინა ტყუილია, ჯერ ერთი იმიტომ რომ რუსეთისთვის მიზანი ჩვენი გადარჩენა არ ყოფილა, ისე როგორც ნატოსთვის დღეს არაა მიზანი საქართველოს დაცვა. გადრა მაგისა ჩვენი ჯარისკაცები იბრძოდნენ რუსეთის ომებში და მათი ყველაზე დიდი ომი ქართველმა სტალინმა მოიგო, ყველაზე მეტი მაგ ომში პროცენტულად ქართველი დაიღუპა, დღეს ქართველები ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, ყველაზე მეტნი არიან წარმოდგენილი ნატოს მისიებში , ასე რომ არავისთან ვალში არ ვართ. პოლიტიკა ცივი თამაშია და დღეს თუ რუსეთია მტერი, სულაც არაა გამორიცხული რომ ხვალ დასავლეთი გახდეს, მაგრამ სანამ ეს მოხდება თვალები კარგად უნდა გავახილოთ და დღევანდელ მტერს დღეს ვებრძოლოთ ყველა შესაძლო მეთოდით.
ლაშა
ცსკ იმავე ფულით ფინანსდება რომელი ფულითაც ჩვენი დასაბომბი რაკეტები მზადდება!
ლაშა
ვინ გასწავლათ ისტორია?
ჟორა
მე ადრე დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება ამ ტრანსფერზე. ვერ გამიგია ჩვენი ფეხბურთელების თურქეთში, რუსეთსა და ირანში თამაშს მივესალმებით, ხოლო კალათბურთელის არმიელთა გუნდში თამაშს ვკიცხავთ? პაატას და მასავით მოაზროვნეებს კი მინდა ვუპასუხო, რომ საქართველოს გინდათ ნებისმიერ სხვა ქვეყანას მეგობრები არ ჰყავთ, ქვეყნები ერთმანეთს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ. თუ ვინმეს ჰგონია ამერიკას ან სხვა, რომელიმე ქვეყანას გულზე ვეხატებით ძალიან შემცდარა. მაგ ამერიკელმა კონგრესმენმა დაგვაყვედრა, 6 მილიარდამდე დოლარი დაგეხმარეთო. მერედა სად არის ეს ფული? რა აშენდა მით? რამდენი მივიდა ქართველ გაჭირვებულ მოქალაქემდე? მაგენი ქართველ ხალხს კი არ ეხმარებიან, არამედ ქრთამს უხდიან მმართველ ელიტას თავის ჭკუაზე, რომ ატრიალონ ქვეყანა. რაც უფრო ადრე მივხვდებით ზოგიერთების ასეთ ოინებს, მით მალე გვეშველება.
არც ნაცი, არც ქოცი
"200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში"
Qutaiseli
კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა. იმიტო არ უტყდება რო მტერია. აქ პრინციპებზეა საუბარი რომელიც ბევრს არააქ საერტოდ
პაატა
არ მესმის იმ ადამიანების ვინც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას რაღაც ფორმალურ-კარიერულ წინსვლად აფასებს და მხოლოდ ის არგუმენტი მოყავს რომ სპორტსმენია და რაც მეტს იშოვის მით უკეთესი...ჩვენი რეალობის მიღმაც კი, სპორტული მიღწევების თვალსაზრისით რუსეთის ჩემპიონობა დიდი ვერაფერი მიღწევა იქნება მაგისთვის და ევროლიგა რომც მოიგოს მერე რააა??? ცსკა-ს გამარჯვებას აღნიშნავთ თუ მისალოცად ექნება საქმე შენგელიას??? რომელი ქართველი იამაყებს ამ მიღწევით??? ჩვენი კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება თუ რა??? დინამოს აქვს მოგებული 1962-ში ჩენმპიონათა თასი და მათ გვერდზე არასდროს დავაყენებ!!! ახალგაზრდა თაობას რა მაგალითს აძლევს ვერ გავიგე!!! ფულის და ტიტულების გამო ყველაფერი მოსულა??? ყველას ბევრი ფული მისცეს, მაგრამ ფულსაც ხომ გააჩნია???ვისგან უნდა მიიღო ეს ჰონორარი?! ვინც ორ საუკუნეზე მეტია ხანია შენი ხალხის მხოცავი არმიაა???!!! გაეშვით ოსმალეთის და სპარსეთის ხსნებით რუსების გაპრავებას! არც ისტორია იცით და არც რეალობა გინდათ გაიგოთ! გამოდით თავისმოტყუების რეჟიმიდან! გაიგეთ, რომ რუსეთი ჩვენი მტერია! თუ მაინცდამაინც მეტი აზროვნება არ შეგიძლიათ და რუსეთი თქვენთვის მტერი არ არის და ამიტომაც მერე რა რომ ქართული კალათბურთის ვარსკვლავი არმიის გუნდში ითამაშებს, მაშინ ღიად მაინც თქვით თვქენი სათქმელი და ნუ მიედ-მოედებით ბიჭს კარიერას და ფლიქოლოგიას უნგრევენო! ყველა საკუთარ თავს უკეთებს რასაც უკეთებს! ერთმა დაწერა ესპანეთში კრიზისიაო და ხელფასს ვერ გადუხდიანო...რუსეთში ხო დალაგებულია ყველაფერი?! სულ რომ ყვაოდეს მთელი რუსეთი მაინც არ უნდა გადავიდეს თორნიკე ცსკა-ში!!!საცოდავი და გაუნათლებელი ხალხი ვართ, მტერსა და მოკავშირეს ვერ ვასხვავებთ, რუს ტურისტებს მისტირის ნახევარი საქართველო და ეხლა კიდე ამ მყრალი ცსკა-ს გადამკიდე დავერიოტ ქართველები ერთმანეთს?! სამარცხვინო ამბავი გვჭირს! ისე ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დროსაც კი ყველაზე მყრალი გუნდი ცსკა იყო რომ იცოდეთ, მოსკოვის გარდა ყველას ეზიზღებოდა! უფროსმა შენგელიამ მაინც უნდა იცოდეს ეს ამბავი და ბოლო-ბოლო კოლია დერიუგინი არ გადავიდა ცსკა-ში, თანაც როდის!!! წესიერ და პატრიოტ ხალხს უნდა მიბაძონ ახალგაზრდობამ და არა მათ ვისთვისაც ფულის და ტიტულებისთვის ყველაფერი მოსულა ცხოვრებაში!
manu
მაშინაც ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა როცა მანუ გადავიდა. და რომც არ გამოთქმულიყო მაშინ რა არგუმენტია ეხლა ეგ. ასეთი ამბავი არც ატყდებოდა მარკოიშვილი არ ყოფილა არასდროს ნაკრების ასეთი ლიდერი და კაპიტანი, არც კარიერის პრაიმში იყო მაშინ, მერე და მერე გაითქვა სახელიც და კარიერაც მერე აიწყო ევროპაში რაც მაქედან წავიდა. ერთი წელი იყო მანდ და გამოასწრო. იძახეთ ეხლა მარკოიშვილი მარკოიშვილი
fani
საქართველოს თავად არ დაუწყია ბრძოლა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მაგ ტყუილის რომ გჯერათ ეგ არის სასაცილო, და თქვენი არმია რის აზარტში შევიდა ომის აზარტში? სადაც უამრავი ათასობით ადამიანი გაუბედურდა რა ადამიანებიხართ ომს რომ ჩვეულებრივ აზარტათ მიიჩნევთ, ვისაც სადაც უნდა იქ გადავიდეს ბოლო ბოლო, მარა მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ რამით დაგიკავშირდეთ ცხოვრებაში
ქართველი
აზრზე ხართ რა .... ია რუსეთი? აქაც კი ტროლები ყავს.. რამდენს გიხდიან ძლიერო? ფულს გაძლევენ თუ იუბილარნოეს პეჩენიებს?
ქართველი
შენი ჩოლკიანი რუსლანი...
mosexoneli
1000 ანი ხარ,რამე რო მოხდეს ისევ ისინი იომებენ ვისაც მშვიდობა უნდა ესნი დაიმალებიან ვითომ პატრიოტები.
mosexoneli
მარკოიშვილიც ტამაშობდა მაგრამ არა აკიტეხით მაშინ ეს ამბავი.კომუნსტების დრო კიარაა ცსკა არმიის გუნდი იყოს კერდზოა.მილიონი ქართველი ცხოვროს რუსეთსი ნუ გავიწყდებათ.
ჯუბო
თუ გადავიდა მე პირადად ნაკრების თამაშებზე აღარ ვიცლი როცა თორნიკე ითამაშებს
g.la-ს
აქ, მოღალატეობაზე და გამცემლობაზე არ არის საუბარი, მე-17, მე-18 საუკუნისთვის ისე იყო საქართველო ფიზიკურად, ზნეობრივად და ეკონომიკურად გათანგული რომ ქობულეთში და დასავლეთ საქართველოს ზოგ სხვა ადგილებში მოწყობილი იყო ბაზრები, სადაც ქართველი ადამიანი ზოგჯერ თავისი სურვილით ოჯახის წევრს ჰყიდდა, ფრანგ მოგზაურს აქვს აღწერილიო, თუ როგორ გაყიდა გლეხმა საკუთარი დედა, ამ ბიზნესს სამეფო კარის დონეზე კურირებდნენ და უზარმაზარო მოთხოვნილება მოდიოდა ოსმალეთიდან, იმდენადაც კი რომ სოლომეონ მეფეს რომელმაც აკრძალვა სცადა, სტამბულიდან მოაწვნენ-თუ გინდა ტახტზე ყოფნა ნუ გვიშლი ხელსო! ელემენტარულად ქართველთა რაოდენობა 400 ათასზე იყო დასული....
odala
ნეტა მოეხერხებინა ერთხელ ვოვასთან დაწოლა დედაჩემს, ძმა მეყოლებოდა პუტინის შვილი...
odala
ჩემს დედას ძალიან მოსწონდა პუტინი... მეც მიყვარს ვოვა.
G.LA
სხვა ნიკის მოგონებაზე ვერ ქაჩავ ჩემი რომ არ აგეღო? გონება დაძაბე ცოტა და იქნებ მოიფიქრო. შენ ალბათ კორბენა ხარ. ძალიან პატარა კაცუნა ხარ.
გიორგი
ძალიან სამწუხაროა, რომ არმიის სპორტულ კლუბში გადავიდა!!! ტიპს რეალში და სხვა უმაღლესი კლასის გუნდებში შეეძლო გადასულიყო და გადავიდა სად????!!!! მეორე თემაა შოიგუ რომ გყავს კლუბის შეფი, საქართველოში სისხლის გუბეები, რომ აქვს დაყენებული და კიდევ რომ იზავს უეჭველი! მოკლედ ჩემთვის ეგ კალათბურთელი აღარ არსებობს! არც ნაკრების თამაშზე მივალ ეგ თუ გამოიძახეს! არა და როგორ ვგულშემატკივრობდი
გლახუნა
აქ მენტალურად მუდამ ავადმყოფი ურუს-თათრების ბჟუტური -ვის აინტერესებს ...კიდევ კარგა ხანს დარჩებიან 80-ულის მიმართ ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით და სანამ ამ ,,რუსული სამყაროდან,, ქართველობა - თავს არ დაიხსნის,მანამ უარეს დღეში ვიქნებით, ანუ მ უ დ ა მ 80-ული მიღმა ღატაკი, უიმედო და უპერსპექტივო. - ფ ა ქ ტ ი -2012 წელს კრემლის სპეც-სტრუქტურების და მათი ,,სასარგებლო იდიოტების,, - დასმული ვაჭარი-ივანაშვილების ხელისუფლებების პირობებში ; ეკონომიკური ზრდა გვაქვს - 0-ლ ( ვიმეორებ -8 წელი?!), 2-4-ჯერ გაზრდილი ფასები, 2-ჯერ დევალვირებული ლარის კურსი,ამ დროს 7.4-მლრდ-დან-18 მლრდ-მდე გაზრდილი საგარეო ვალი, სიღატაკე და აუტანელი ყოფიდან - 600 000-მეტი გასული-ემიგრანტად გადაქცეული საქართველოს მოქალაქე , ანუ დაუსუსურებული, სახელმწიფო ინსტიტუტები, დაკნინებული სტრუქტურები,მოშჭლილი სახელმწიფო უსაფრთხოება, გაძარცვული ბიუჯეტი, ჩამოშლილი ეკონომიკა და ზოგადად მხოლოდ შეუქცევადი - რ ე გ რ ე ს ი რ ე ბ ა დ ი პროცესი- უპერსპექტივობა- და რასაც- ერი დიდხანსა ვერ აიტანს ....
გლახუნა
თ.შენგელიას თუ ე რ ო ვ ნ უ ლ ი ღირსება,სახელმწიფო აზროვნება -პასუხისმგებლობა გააჩნია, თუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ვაჟკაცების საფლავებს პატივს სცემს...- საქართველოს სახელმწიფოს მტერ- ურუსეთში- ა რ უნდა წავიდეს,და თუ სიხარბემ (ესპანეთიდან -რუსეთში გადასვლით - ხარისხს ვერ გააუმჯობესებს) დაძლია - შესაბამისი დამოკიდებულებას მიიღებს...ანუ -თ.შენგელიასადმი პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა შემცირდება და ის ა ღ ა რ იქნება - ს ა ა მ ა ყ ო ქართველი, საამაყო სპორსმენი... პ.ს. - სააკვირველია მართლა ვ ე რ ვხდებით - კრემლი რატომ ცდილობს ავტორიტეტული ქართველების რუსეთში წაყვანას (?!) - სახელმწიფო აზროვნება-პასუხისმგებლობის, ეროვნული ღ ი რ ს ე ბ ი ს განცდის დაკნინება - გაფერმკთალება, მ ე ნ ტ ა ლ უ რ დასუსტებას რომ ცდილობს... რომ მუდამ მათ ავადმყოდ დღესაც შუა საუკუნეების ,,რუსული სამყაროს,, ნაწილი შევიქმნათ (?!), მართლა არ -თუ ვერ ხვდებით?!
NN
ჰო აქ ეხლა ვიღაც 2008 წლიდან უყურებს მარტო სიტუაციას და გასაგებია მატი პოზიციაც მაგრამ ზოგადად 200 წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ რა თქმა უნდა სადღაც მართალია იმ კომენტარის აზრიც 200 წლის წინანდელ პერიოდთან დაკავშირებით - ქართველი როგორც ერი გადარჩა და იდენტობა შეინარჩუნა რუსეთის წყალობით და მაგის უარყოფა უბრალოდ თვალის დახუჭვაა რეალობაზე- კარგად დააკვირდით თურქეთის და ირანის ვალაიეთად მყოფი საქართველოს ხელისუფალნი რუსეთს რიგრიგობით ეხვეწებოდნენ მათგან დახსნას და ამიტომ რუსული არმია ებრძოდა აქეთ სპარსელებს და იქით თურქებს - აი ეს არის ისტორიული ფაქტები - რაც შეეხება სპორტს როცა ადამიანი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ნაკრების წევრია რომელ გუნDშიც გინდა იქ ითამაშოს ლეგიონერად ცსკა იქნება თუ სიტყვაზე სპარტაკი მგონი დიდი განსხვავება არ არის - რუსეთი რუსეთიადა დღეს ოკუპანტია მაგრამ სპორტსმენს კარიერაში ხელი არ უნდა შეეშალოს
G.LA
დედის, სამშობლოს და ძმის გამყიდველი და მოღალატე არცერთ ეპოქაში და დროში არ გვაკლდა და ეგ დანარჩენი ქართველობის ჩრდილის მისაყენებელ არგუმენტად არ გამოდგება, ხოლო თუ რატომაა რუსეთი ისტორიაში ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, გავუიხსენებ სუყლხანსაბას სიბრძნე სიცრუისას, სადაც ამბობს რომ დაფარული მტერი ყველაზე დიდი მტერია, ის გავს თივაგადაფარებულ ორმოს რომელსაც ფეხს დაადგამ და ჩავარდები. ზუსტად ეგ ორმოა რუსეთი, რომლისთვისაც თივა ერთმორწმუნეობააა. რაც შეეხება ადგილების დათმობას ტრანსპორტში, დიდი ხანი არაა რაც მაგ ასაკიდან გამოვედი და როცა ვინმე ასაკოვანი თავზე დამადგებოდა და სიფათზე ეწერა, რო ვალდებული ვიყავი ადგილი დამეთმო, პრინციპულად არ ვუთმობდი. მე თუ ადგილს ვუთმობ ეს ჩემი კეთილი ნება უნდა იყოს და ბევრისთვისაც სიხარულით დამითმია, მიხვდებით ალბათ რა კატეგორიისთვის.
კორბენს
დიდი ალბათობით სიმართლეს ამბობ,
Me
Markoishvili ro tamashobda cskashi mashin rato iyavi chumad?
zaza
ამ თურქების და ირანელების დამცველებს ამათზე მეტი მტერი ჩვენ ერს არ ყოლია და არც ეყოლება ფიზიკური ყოფნა არყოფნის წინაშე დააყენეს ჩვენი ერი და ქვეყანა და ეხლა რუსეთის ჯინაზე თურქებს აპრავებ და ცდილობ ისტორიაც გააყალბო და რეალობასაც წაუყრუო ბიჭო ის რუსია ერდოგანს რო აფერხებს თორე აჭარა თურქეთის იქნებოდა იმიტო რო ეგ რუსი იმაზე ბაკლანი და მტაცებელია კვიპროსს რა უქნა თურქეთმა დაშალა მარტივ მამრავლებად და საბაბი თურქული მოსახლეობის დაცვა იგივე იქნებოდა აქაც.ისედაც თურქებით სავსეა ბათუმი.პატარა ქვეყნის წარმომადგენელი დაკვირვებული და ფრთხილი უნდა იყო და არა ურაპატრიოტი და ბრიყვი აჭარა ჩვენიაო სახელმძღვანელოებში რო უწერიათ ამას თავის მიზანი და მიზეზი აქ.
gios
ერთი რუსეთის მაქებარისაც.. მაგრამ რამ უნდა გათქმევინოს თურქეთ-ირანზე მეტად დაგვაზარალაო... რომელი რაინდობა დაგვაკარგვინა რუსეთმა, როცა იმ დონეზე იყო მონათვაჭრობა ჩვენში გამეფებული რომ ქართველი კაცი ხანდახან დედას ჰყიდდა ოსმალებზე....
ქართველი
აზრი არააქვს თქვენთან ლაპარაკს! ღმერთმა გაუმარჯოს დედაშენს და შენც! ერთ რამეს ვიძახი სულ (ჯერ მე ვინ ვარ რო რამე მეთქმოდეს ქვეყანაზე ყველას სახელით) აი ლეკვს რომ კისერში მოკიდებ ხელს და აწევ და რო წუხს და წნკავის ეგრე თუ მოგვკიდა უფალმა ხელი და გადაგვარჩინა თორე ისე საქართველოს არაფერი არ ეშველება და ვერ ეშველება ჩვენნაერი ხალხის გამო... უბრალოს შანსი არაა..
odala
დედაჩემისთვის ახლაც ავე მარიაა თურქულ-ირანული.
ქუთაისელს ქუთაისელისგან
უბედურება სწორედაც ეგაა ქუთაისელს რომ ქუთაისელის გადასვლა თბილისში უტყდებოდა.ე.ი მტრები თბილისელები ყოფილან.ეს შენ ვერ გაგირჩევია მტერი.ერთმანეთის გაუტანლობამ,რეგიონებად,ქალაქებად,უბნებად დაყოფამ დაგვღუპა.რუსეთს რაღას ერჩით,ოკუპანტია,მტერია და თავის საქმეს აკეთებს და თანაც თავის საქმეს ჩვენი ხელითაც აკეთებს
ზვიადი
არმიამ რომელმაც ჩემი სოფელი მიწასთან გადაასწორა და 2 ერთად გაზრდილი ბიძაშვილი მომიკლა იმ არმიის გუნდის ღირსებას დაიცავს? თან ჩემ პატრიოტობაში ეჭვი არ შეიტანოთო?
G.LA
ის კომეტარები უკვე წაუშალეს ადმინისტარციამ და მადლობა მათ. რომლის გამოც მოვითხოვე. ვინც წაიკითხა მიხვდებოდა რატოც.
Gio
რომელია ლაღი ახალი თაობა, ტრანსპორტში სკამზე დაჯდომას რომ ვერავინ დაასწრებს?:)
gio
თუ დემოკრატიიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ რატომ არ აქვს უფლება თავის აზრი დააფიქსიროს, ან სად დაიანახე მის ნაწერიში რასისტული, ან შუღლის ჩამომგდები, შინაარსი?შენ თუ პროვოკატორი არ ხარ მაგას არ უნდა ამბობდე.
Qutaiseli
ქუთაისლებს ის გვიტყდება ტორპედოდან დინამოში რომ გადადიან და თქვენ შენგელია ცსკაში არ გიტყდებათ? მე მაგრად მიტყდება. მტერი მტრისგან ვერ გაგვირჩევია რა სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი.
იაგო
შეეშვით სპორტსმენების ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თითოეულ სპორტსმენს უნდა გავუფრთხილდეთ მიუხედავად იმისა რომელ გუნდში ითამაშებს, ნაკრებში გვჭირდება დახვეწილი კლასის სპორტსმენები
G.LA
korben dallas ამ ჯერად კომენტარები წაგიშალეს. იმედია შემდეგ დაგბლოკავენ თუ ასეთ სისულელეებს დაწერ მეძავეობაზე და სხვა არა კაცურობებზე.
DATO
2008-შიც შინდისში რუსეთის არმია იცავდა.....ეგ ყველაფერი დაღუპული ქართველი ბიჭების მშობლებსა და შვილებს მოუყევით!!!!!!!
Nl
მთავრობა პრორუსი გვყავს იმაზე არ გაქვთ ასეთი რეაქცია და რა გადაეკიდეთ ამ სპორტს , სადაც დიდ ფულებს აძლევენ და ევროლიგის მოგების შანსი აქვს იქ წავა .
დავით
ცოტა მეტად ჩაუღრმავდი ისტორიას და წაიკითხავ რა დონის ზეგავლენა მოახდინა ჯერ ირანმა და შემდეგ თურქეთმა ჩვენი ერის რეგრესზე! რუსეთის მომხრე არასდროს ვყოფილვარ.. რუსეთისტად რომ არ მოგეჩვენო. ჩვენს გარშემო ნებისმიერი დიდი სიამოვნებით გადაგვყლაპავდა! ყველა ჩვენი მტერია..ისტორიულად..ასე რომ აქ ქვეყნების შედარება კი არა.. ამ ადამიანის წარმატებაზე ვიმსჯელოდ ჯობია.
ლევანი
რუსეთის არმია ისევე გვიცავდა 200 წელი, როგორც მონღოლების არმია იცავდა რუსეთს 350 წელი!
დავით
თორნიკე არის ფროფესიონალი კალათბურთელი! აქ დასრულდა ყველაფერი.. მის სპორტულ კარიერას თუ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ. მოგვწონს გუნდის სახელი თუ არა.. ის იქ საომრად არ მიდის. ტიტულების მოგებაა ყველა სპორცმენის მიზანი. რატომ არ გაქვთ ასეთივე აგრესია თურქულ კლუბებში მიმავალ სპორცმენებზე?! ვინც იმის გამო აღარ აპირებს გულშემატკივრობას როო..ცე-ეს-კა რუსული კლუბია... ლოკომოტივი.. კრასნოდარიი.. უფაა.. ორენბურგიი..რუბინი და კიდე უამრავი რა ჯანდაბაა..? იმ ბიჭებმა რა ქნან ვინც იქ სპორტულ კარიერას იწყობენ??? თქვენ არც მანამდე იყავით გულემატკივრები!
gio
თურქეთმა და ირანმა ნაკლებად დაგვაზარალა და რატომ დავწერ ეხლა, თურქეთი და ირანი წარმოდგენს მუსულმანური კულტურის ქვეყნებს, აღნიშნული კულტურა ჩვენთვის სრულიად უცხოა, ამიტომ ქართველისთვის თავიდანვე ყველაფერში ნათელი იყო, რომ მათსას არაფერს უნდა გაკარებოდა და მათგან არაფერი აეღო, აი ეს ვითომ ერთმორწმუნე რუსეთი ზუსტად ამ ყბადაღებული ერთმორწმუნეობით, გველივით შემოგვიცურდა, შემოიტანა უამრავი საძაგელი უკულტურობა, მარტო ქურდული მენტალიტეტი რომ ვახსენოთ, რომელითაც ჩაგვინაცვლა ქართული, რაინდული ეტიკეტი, საკმარისი იქნება. ჩვენ დღესაც საბჭოეთის და ცარიზმის ჯერ კიდევ მკვეთრ აჩრდილებს ვებრძვით და მენტალურად ისევ მათ კლანჭებში ვართ, თუმცა როდესაც ლაღ და თავისუფალ მომავალ თაობას ვუყურ, დიდი იმედი მაქვს რომ გავაღწევთ გვირაბის ბოლოს. რაც შეეხება კონკრეტულად თორნიკეს, თუ ვინმეა დღეს ქართველი კალათბგურთის გულშემატკივართათვის საქართველოს სიმბოლო, ეს თოკოა, არამარტო მისი თამაშით, თუნდაც მისი ხასიათით და გარეგნობით. დიდი კალათბურთელია, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ის თორნიკე შენგელიაა, ჩვენი სიმბოლო და არა რომელიმე რიგითი კალათბურთელი, ჩვენ, ყველას გვინდა რომ მან არ გვატკინოს გული და არ გადავიდეს ჩვენი მოსისხლე მტრის, რუსეთის არმიის კლუბში, იმედი გვაქვს კაპიტანი ყველაფერ ამას გაიაზრებს.
G.LA
ადმინისტრაციას მოგმართვათ თხოვნით გადაამოწომოთ აზრობრივათ korben dallas-ის კომენტარი, სადაც ის ცდილობს შუღლის ჩამოგდებას საზოგადოებაში და სადაც რასისტული ასევე მუსლიმანების მიმართ ამხედრებს საზოგადოებას. გთხოვთ დაბლოკოთ ეს პიროვნება თქვენს საიტზე.
gio
აწი გინდა წავიდეს და გინდა ნუ წავა, მაგის ქომაგი აღარა ვარ.
ჰაჰა
ვისაც უნდათ იმასთან არიან. და რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ეგ შენი და შენთან ერთად გაიზარდა თუ სხვა ოჯახში. ან ესეთი რა სადაქალო ყავდა ზანგებს, არაბებს, თურქებს და აშ. მიყვებიან და ქართველს იწუნებენ? ალბათ იმ დაწესებულებიდან არიან ქართველებს რომ არ უშვებენ. ორი ვარიანტია:ან ქართველები ეგეთ გოგოებს ზედაც არ უყურებენ ან ფული უნდათ და თხოვდებიან ფულზე. პ.ს. ისე შაჰაბასის ბებიაც ქართველი ყოფილა. ასე რომ შენი დისშვილებისგა და მისი დაქალების შვილებისგან კარგს არაფერს ველოდებით. კარგი იქნება თუ წავლენ თავიანთი ქმრების ქვეყანაში.
Haaland
რა რუსეთის არმიის გუნდი, არცერთი ქართველის გადასვლა არ უნდა ქართველ ადამიანს რუსეთში. მაგალითად ფეხბურთს ავიღებდი, სადაც უამრავი ქართველის კარიერა შეიწირა რუსეთმა. დღემდე მიდის მცოცავი ოკუპაცია და ბრავო თქვენ რუსეთუმეებო ირიბად და ზოგი პირდაპირ ეთანხმებით ამ ბიჭის კარიერის დანგრევას. რუსების ლაყბობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. მაგათ კომენტარებს ადეკვატურად როგორ მიიღებს ნორმალური ადამიანი. ეს ქართველი ბავშვების ქვეყანაა რომლებიც ახალ წარმატებულ ქვეყანას ააშენებენ რაც მტრებმა და მოღალატეებმა ლამის დაანგრიეს
G.LA
შენ რა გჭირს კორბენ? მეძავეები ყველა ქვეყანაშია და ანგელოზები ჩვენ როგორ ვიქნებით ამ დაქცეულ ქვეყანაში? მერე რა გინდა შენი დის ქმრით ჩვენ ბედნიერები ვიყოთ? ან აქ რა შუაშI შავკანიანი? შენით შენ თუ ხარ ბედნიერი იყავი. მაგ ბარებში თუ არ გიშვებენ, ალბათ იმიტომ რომ შენ ვერ გაგფცქვნიან ისე როგორც მათ. არ გსმენია რომ ჩამოსულებს ათასობით ფულს ახდევინებენ? ხოდა ჩვენი რა საქმეა რაც შსს-ს გასაკეთებელია? ამ 200 წლიან ისტორიაში იქნებ ერთი შემთხვევა მაინც დამისახელო რუსებმა ჩვენს გულისათვის სისხლი რომ დაღვარეს, მე მეხსიერება არ მყოფნის მაგდენი. მაინტერესებს შენ შეძლებ გაიხარო ცსკა-მ ევროლიგა რომ მოიგოს? მაშინ იხარე და იბედნიერე რუსების სიხარულით, მათ უხარიათ ყირიმი რომ წაგლიჯეს უკრაინას. აფხაზეთიც უკვე თავიიანთი გონიათ და ამითაც ხარობენ. მგონი არასწორედ აფასებ დღევანდელობას.
კახა
ცსკა - ში გამარჯვებების და სიხარულის გამოხატვის დროს მოუწევს რუსული დროშების ფრიალით ივანოვს გადაეხვიოს რომელიც გუნდის შეფია და პუტინის უახლოესი ადამიანია...... დაფიქრდი კაპიტანო!!!
korben dallas
აქ ჩამოთვლილი კომენტარებიდან მხოლოდ ერთს ვეთანხმები. 200 წელი ეს არმია იცავდა მათ. მის გარეშე ახლა ირანელებს ან თურქებს უნდა უცვივდებოდნენ მუხლებში". ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვაც დასვა და პასუხიც მალევე მიიღო: რა თქვა ტყუილი? საქართველო და ქართველების 99% იქნებოდა ირანის თურქის ხასა შავგრვემანი შეუხადავი რელიგია რათქმაუნდა 99% მაჰმადიანი ანუ მუსულმანები ვიქნებოდით.
დავითი
რა გჭირთ ხალხო ასე გამოტვინდით, თუ ერთი და იგივე ტიპები წერენ სხვადასხვა სახელით? თუ დღს ცხვირ-პირში გირტყამს ვინმე და მეორე მოსაშველებლად მოვა ან არ მიეხმარება მაინც ამ მოძალადეს... შეიძლება იმ სხვას სდიო შენ წლების წინ მცემე და დღეს ამაზე უკეთესი არ ხარო? ან ვინც გეტყვის ამ ცხვირ-პირში მცემელთან ნუ იმეგობრებო... უპასუხო აბა ის რომ წლების წინ მირტყამდაო? კარგი რა მართლა ბნელა? სახელწმიფო პირდაპირ გბომბავს, გიხოცავს მოსახლეობას, გპარავს მეკობრესავით ადამიანებს, შენს ტერიტორიას არ აღიარებს შენს ტერიტორიად და არაფერიო იძახით??? ადარებთ 100-200 და მეტი წლის წინანდელს? კარგი იმ 200 წლის წინ რა გიქნეს რუსებმა, ვინ მიგატოვა ასპინძაში, ვინ მიგატოვა კრწანისში? ვინ დაარღვია ტრაქტატი? კარგი რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი... რუსეთი მტერია, რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში თამაში სრიცხვილია, ნაკრების კაპიტანის თამაში კი სირცხვილზე მეტია!!!
ქართველი
ჩემო ძმაო თურქები და ირანელები არიან ავე მარია რაც რუსეთმა 200 წელში გვიქნა და ეხლა მოდი და მიმტკიცე რამე ან თავს იშტერებთ ბიჭო ან კიდე საერთოდ ვეღარ აზროვნებთ ამ ბევრი რუბლების შემყურე... მაგათი ვითომ ქერა ჩოლკიანი ....
შოკირებული გულშემატკივარი
მაგის ოჯახის წევრო რო დაღუპულიყო იმ ომში მაინც წავიდოდა რუსების გასართობად
გაგრინსკი
მე გაგრელი ვარ! ჩემზე მეტად არავის სტკივა აფხაზეთი, იქ დავიბადე და იქ ვცხოვრობდი, დამატოვებინეს ყველაფერი, მაგრამ დღეს თორნიკეს რომ ლანძღავთ ის პატრიოტები არახართ თქვენ აგვისტოს ომში საზღვარზე ვერავინ რომ ვერგაგასწროთ? ის ხალხი არახართ და ის ქართველები თბილისის ომი რომ მოაწყვეთ და ერთმანეთი არდაინდეთ? ის ქართველელები მარადოორებად რომ მოევლინეთ სამეგრელოს? თფუი თქვე მართლა კლავიატურის მგლებო, სხვის ლანძღვაში და გინებაში თან მალულად მაგრები ხართ!! დღეს ბიჭი სუპერ ვარსკვლავია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იწვევს და იმის მაგივრად რომ წარმატება უსურვონ აგინებენ..ნახევარი საქართველო რუსეთშია მაშინ რამდენი თვითმფრინავიც ჩამოფრინდება ქართველებით სავსე დახვდით აეროპორტში და არშემოუშვათ ქვეყანაში თუ ხართ მაგრები, მაგრამ ვინ მოგცათ თქვენ მაგის ერთი ადგილი! შეეშვით ბიჭს მე მას ყველგან ვუგულშემატკივრებ სადაც არუნდა იყოს! იქ რუსეთში ზუსტად არმიელების დარბაზში ააფრიალოს ქართული დროშა!
კახა
აქ პრობლემაა ცსკა, რუსეთის არმიის გუნდი, სხვა შემთხვევაში მაგალითად ხიმკიში რომ გადასულიყო, რომელიც ასევე ევროლიგაში თამაშობს ხმის ამომღები არ იქნებოდა არავინ. კიდე პრობლემაა რომ თორნიკე ნაკრების კაპიტანია და ამ ნაბიჯით ქართველების სიყვარულს მთლიანად დაკარგავს და მთელი ცხოვრება ეგ წლები ხინჯად გაყვება
iason dabneuli
ამ კომენტარების შემდეგ მაინც დაფიქრდი თორნიკე, თუ სად და ვინებთან მიდიხარ
ნუგზარი
რა მოკლე მეხსიერება აქვთ გაევროპებულ ქართველებს, რამდენი საუკუნე აოხრებდნენ საქართველოს თურქები და ირანელები. რა ვქნათ? ჩავკეტოთ საზღვრები?
Amiko
Warmatebebi qartvelo lomo
Amiko
Warmatebebs gisurveb.sheni qartveloba arasodes dafgeba ehvs qvesh.
GATUZO
აბა ჰე. აპრავეთ ჯიგრებო....
შენგელიას გუნდმა უშუალო მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა და იტალიის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო
ბურჯანაძის ორმაგმა დუბლმა კორუნელებს ვერ უშველა | "ლეიმა ბასკეტმა" უმაღლესში დარჩენის შანსი დაკარგა
შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო, "ტენერიფე" კი "გალათასარაისთან" მაინც დამარცხდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
მოსკოვის ცსკა-მ შენგელიას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - "მას რუსეთზე ცუდი არაფერი უთქვამს"
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
შენგელიას 14 ქულა და ვირტუსის იოლი გამარჯვება სერია A-ს მორიგ ტურში
შენგელიას მაგარი მატჩი - "ვირტუსი" "ტრიესტესთან" დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - შენგელიას "ვირტუსი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
"ვირტუსმა" "რეჯანა" დაამარცხა, შენგელია მატჩის MVP გახდა
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!
თორნიკე შენგელიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა
sportall.ge-მ ცსკა-სგან შენგელიას შესახებ ოფიციალური პასუხი მიიღო
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
შენგელიას 15 ქულა, 5 პასი და "ვირტუსის" გამარჯვება ბერლინში