Irish Times-ი რაგბის რეპორტიორ ჯონ ო'სალივანის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი წერს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 6 ერს საქართველო და ფიჯი დაემატებიან.

ავტორის მიხედვით, მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ტესტ-მატჩების შესახებ და განსაზღვრავს 2020 წლის "6 ერის" კალენდარს, რომელიც არატრადიციული ფორმატით ჩატარდება და შეჯიბრებაში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი მიიღებს: ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი და საქართველო. მოსალოდნელია, რომ გათამაშება 5 დეკემბერს დასრულდება.

სტატიის მიხედვით, ბრიტანულ პრესაში, განსაკუთრებით, ინგლისურ მედიაში, ბევრი სპეკულაცია იყო იმის შესახებ, თუ რომელი იქნებოდა ის ორი გუნდი, რომლებიც ტრადიციულ 6 ნაკრებს დაემატებოდნენ. განსაკუთრებით ბევრს წერდნენ იაპონიის ნაკრებზე, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული სამოგზაურო შეზღუდვების გამო მე-8 გუნდი საქართველო იქნება და არა იაპონია.

"ფიჯელი და ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საფრანგეთსა და ბრიტანეთში თამაშობს, რაც ამ ორი ნაკრების სამოგზაურო სტატისტიკას შეამცირებს. ამასთანავე, ტიერ 2 დონის გუნდების შეჯიბრებაში მონაწილეობა ამ ქვეყნებისთვის წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველა თამაში მოიგო, მათ შორის რუმინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. უკანასკნელი 10 შეჯიბრებიდან საქართველომ 9 ტურნირში გაიმარჯვა და პირდაპირ საუკეთესო ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობა თუ არა, პლეი-ოფის შანსი მაინც დაიმსახურა.

რეალურად თუ შევაფასებთ ვითარებას, ეს მალე არ მოხდება, თუმცა ეს შანსი მათთვის უდიდესი პლატფორმა იქნება, რათა 6 ერის გუნდების წინააღმდეგ დაამტკიცონ, რომ მომავალში ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას იმსახურებენ. თუ საქართველოს სურს ხმამაღალი განცხადების გაკეთება, თუ საით არის მათი რაგბი მიმართული, მაშინ ეს იდეალური პერიოდია ამის გასაკეთებლად." - წერს ავტორი.

ავთანდილი
თუ გეოგრაფიულად განვსაზღვრავთ. საქართველო უფროს ევროპა, ვიდრე იაპონია, გიჟი და აშშ. სათამაშო დონიდან გამომდინარე, კიდევ არ მგონია საქართველო მაჩანჩალა იყოს სულ. ერთ 4-5 წელიწადში დაგვიდვეს წინ იტალია წინ.
gogia
1 2 3 4 5 -ს ასეთი უვიცი როგორ ხარ როცა საქართველო გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობს,სკოლაში თუ ვერ ისწავლე ინტერნეტსი მაინც შედი და იქ ნახე რომ საქართველო აზიური ქვეყანაა.მასე ისრაელიც იტყვის რომ ევროპელი ვარო.
Covid-19
გამიხარდა ნიკო შენი ჩასწორება! თუ იაფი და თან ქართველი მწვრთნელები გვყავს რომლებიც უკეთესად ათმაშებენ ნაკრებს, თან ეს "8 ერიც" თუ დადასტურდა, მაშინ რაღა გვინდა მეტი?! არა თუ სანერვიულოდ, პირიქით, ამ წელიწადს აუცილებლად დიდი სურპრიზით და მაღალ ნოტაზე დავასრულებთ! ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და დავტკბეთ ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლით!
niko
რატომ არის ნაკრები უმწვრთბელოდ? უკეთესად ათამაშა გუნდი ქართველი მწვრთნელების ხელში. ჰეიგმა წინსვლაზე ინერციით მიღებული გუნდი დაღმა სვლაზე გაუშვა არასწორი მიდგომით. თვითონ უკანახაზელი იყო და უკანა ხაზი ვერანაერად ვერ დააყენა და შეარჩია სწორად. ჩამოიყვანეთ ახლა მილიონ დოლარიანი წელიწადში მწვრთნელი და აკეთონ ექსპერიმენტები. მთავარი მწვრთნელი მაგივრად კარგი უკანახაზის მწვრთნელია საჭირო და თაობა რომელიც მოდის უფრო გამართულად და სწორად თამაშობს, თან ფიზიკური მონაცემებითაც გაუმჯობესდნენ. ჰეიგის ბოლო წლებში კი შერკინებაც უკანსვლაზე იყო
სოსო
აქ მხოლოდ პროფესიონალე სპორტსმენებზე კი არა,ახალგაზრდობაზეა ლაპარაკი ემიგრანტო და თუ ფიქრობ,რომ ნარკოტიკი,თუნდაც მარიხუანა არაფერს ვნებს ორგანიზმს,მაშინ სალაპარაკოც არაფერი ყოფილა.სად გინახია დაბოლილი სპორტსმენიო კითხულობ,მინახია,უფრო მეტი გამიგია და უნიჭიერესი ბიჭები ჭიდაობასა თუ ფეხბურთში,უკვალოდ რომ დაიკარგნენ,სწორედ მარიხუანას დასახურებაა.ერტ ორს ვიცნობ კიდეც.ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები,ახლა ჩამოწერილ და ფსკერზე დასულ ნარკომანებად რომ იქცნენ.ან წვეულებაზე გოგონებს რომ მიაქვთ მარიხუანა და ბიჭებსაც აძლევენ,ეს დაბოლილ გათიშული გოგო ბიჭები,იქ რას იზავენ,როგორ მოიქცევიან,ეგ არაფერია?ან მარიხუანა რა ღირს,60 ლარი ადგილობრივი და შემოტანილი 120 ლარი არა?ამას წინათ პირდაპირ ფეისბუკში იყო ვაჭრობა გაჩაღებული.ეს ფული რომ არ ექნება,რას იზავს მოზარდი,რომელიც ამას უკვე შეჩვეულია?მშობლები მისცემენ ფულს?თქვენ შეიძლება მისცეთ,მაგრამ მეტი წილი არ მისცემს,თუნდაც იმიტომ,რომ ამისი ფული არ ექნებათ და ამის შემდეგ იწყება ყველა ხერხით ამ ფულის შოვნაზე ჩალიჩი.აქ კი უკვე ყველაფერი მოსულა,ქურდობაც,ძალადობაც,შეწერებაც და ზოგჯერ ალბათ მკვლელობაც.ბოლო 30 წელი,ამის მეტს რას ვხედავთ.სხვა ლეგალურ ნარკოტიკთან ,მარიხუანა შესაძლოა თამაშსაც ჰგავს,ბავშვებსაც ასე ჰგონიათ და სწორედ ამიტომაა საშიში.ვერც კი იგებ,ისე ხდები მასზე დამოკიდებული და სულ უფრო ძლიერი საშუალება გჭირდება.ჩემ ბიჭობაში,ჩემთანაც სწავლობდნენ ბიჭები,რომლებიც ეწეოდნენ მარიხუანას და დამიჯერე,მათი ქცევა,ძალიან განსხვავდებოდა დანარჩენებისაგან.მათ სულ სხვა ინტერესები ჰქონდათ და რაც ყველაზე უარესია,თანდათან უფრო მაგრებსაც გაუსინჯეს გემო და დღეს,არც ერთი ჩემი ჯგუფელი,მარიხუანას მწეველი,ცოცხალი აღარ არის.სხვა მხრივ ძალიან კარგი და წყნარი ბიჭები,ფულიანი მამის შვილები.სწორედ ამ ფულმა წაიყვანა ისინი მოლიპულ გზაზე,გაიჩინეს სხვა მეგობრები და დაანელეს ოჯახები.
მ.მ
მართალი ხარ მეგობარო.გასაგები და მისაღებია შენი შენიშვნა,მაგრამ წინა შენიშვნის ფორმა მისაღები არ იყო.
covid-19
ე ბიჭო, კორონასაც ქონია რაღაც დადებითი. ოღონდ, თუ ეს მართალია, და ეს შანსი თუ ვერ გამოვიყენეთ და დავრჩით საპატიო ბოლო ადგილზე, სავარაუდოდ კაი ხნით დავემშვიდობებით 6 ერს. შესაბამისად, არ ვიცი რა გვირჩევნია. ღირს ჩიტი ბრდღვნად ამ უმწვრთნელო ნაკრებში?
xx
აბა აბა აწი რა გიჭირთ?დდდდდდდდდდდდდდდ
ანესთეზეოლოგი
ასეთი მიდგომით და მხოლოდ ფულზე ფიქრით ღირსები არიან იტალიის მსგავსად კიდევ დაუსუსტდეთ რომელიმე ნაკრები მაგალითად შოტლანდიაა მაგ გზაზე და მერე დაერხევათ ჯიგრებს, წავა რეგრესი. ისედაც მაგ გზაზე არიან ბოლო მსოფლიომ მშვენივრად დაგვანახა ეს ფაქტი.
დიმა
და ქალებიც კარგი ყავთ ჩელიაბინსკში, არა,Odala (კამუ დალა, პაჩემუ დალა)?!-) ეს თუ სიმართლეა, უდიდესი შანსია დავამტკიცოთ რომ პერსპექტივა გვაქვს გავხდეთ უმაღლესი დონის გუნდების კონკურენტი გუნდი! მთავარია ფსიქოლოგიურად ვიყოთ მზად ამ ტესტისტვის!
emigranti
მარიხუანას რას ერჩი ერთი ეგ გამაგებინე. რა შუაშია ჩხუბთან და მკვლელობასთან მარიხუანა? დაბოლილი ადამიანის ჩხუბი გაგიგია სადმე? ან დაბოლილი სპორტსმენი წარმოგიდგენია თამაშისას ან ჭიდაობისას. სერიოზული განათლებისათვის კი პროფესიონალ სპორტსმენებს ნამდვილად არ სცალია და ერთეულებია ვინც ამას ახერხებს. მარიხუანას მინუსებთან ერთად დადებითიც ბევრი აქვს სხვა ლეგალურ "საწამლავთან" შედარებით და აქ მისი ხსენება მატრაკვეცობაა და მეტი არაფერი.
ბმბ
რას იმადლებიან ვერ ვიგებ, ამათ რაგბის განვითარება არ უნდათ, ამათ რაგბი არ უყვართ, ამათ მხოლოდ ფული უყვართ. რაგბის მამები უდიდეს დანაშაულს სჩადიან იმით, რომ აფერხებენ რაგბის განვითრებას, საკუთარი მონოპოლიური მმართველობის ხარჯზე.
emigranti
ნუ გწყინს შენიშვნას რომ გაძლევენ. ნასწავლმა და განათლებულმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ ვისთვის ან რისთვის წერ კომენტარს თუ ხალხმა უნდა იმარჩიელოს რას გულისხმობ. ამიტომ ჯობია კომენტარის გამოქვეყნებამდე ერთხელ მაინც გადაიკითხო და შეასწორო, თუ სადმე შეცდომაა. პრობლემაც მოიხსნება.
fsiuuu
რომ არ არის საქართველო 6 ერის დონის ეგ ისედაც ვიცით, იმიტომაც გვინდა მანდ რომ მოვძლიერდეთ და განვითარდეთ, დღეს არ ვართ და ხვალ ვიქნებით მათი დონის, თუ არ მიგვიღებენ ვერც ვერასოდეს დავეწევით..
jjj
ვიღაცას დაესიზმა ახლა ეს ინფორმაცია ისე გავს.DDD
12345
საქართველო გეოგრაფიულად. ჰაერის ტემპერატურით და ბუნებით, ბუნებრივი ადგილმდებარეობით ევროპაა და ფიჯის აქ რა უნდა გაუგებარია.
avto
რა რუსეთი ,მოძლიერდა თუ ძმა ხარ,რუსეთს რო 6 ერში მინიმუმ 10წელი არ მიიღებენ მაგაზე რაზეც გინდა სანაძლეოს დავდებ (თუ რამე ფულის ან პოლიტიკური ფაქტორი არ გაურიეს) რუსეთი კი არა ჩვენ მიგვიღონ 10წელში ეგაა საოცნებო...მართალია რო ეგრევე გამოვვარდებით ამაზე არავინ დაობს მარა იმდენი წელი რაც იტალიას აქ იქ გატარებული მაგათზე დიდი პროგრესი ჩვენ გვექნებოდა...იმ ტურნირში სადაც საქართველო გამოდის იმის მეტს ვერ იზამ რასაც გუნდი აკეთებს ფიზიკურად მეტი განვითარების საშუალებას მეტოქის მონაცემები და დონე არ გვაძლევს...და რუსეთი კიარ განვითარდა იმ ნაკრებების ფონზე გამოიკვეთა რომლებიც არ ვითარდებიან კიარა არ ცდილობენ განვითარებას უბრალოდ...იმდენ ინვესტიციას არ დებენ და იმ რესურსით რაც აქვთ მეტს ვერ ახერხებენ ..და ჩვენ რაც შეგვეხება ჯიგრით ვართ ძლიერები და ამით გავდივართ ფონს. ან რა ხელშეწყობა აქ ეხა რაგბს ერთადერთი სლოგანი რაგბი ჩვენი თამაშია:) თორე იმის ნახევარი ფული რაც რუსეთში ჩაყარეს განვითარებისთვის ჩვენები თუ არ იფრენდნენ ბევრად ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა მაგ 6 ერის ქვეყნებისთვის. მოკლედ 6 ერში თამაში აუცილებელია ჩვნთვის და მინიმუმ 1 შანსს ვიმსახურებთ
Kartveli
Provokatori xar cadi yana toxne
გოგა
ფიჯი რა შუაშია მაგათი ევროპელობა და მაგათი სტადიონზე დასწრებადობა არ გაიშვა სტადიონიც არ აქვთ მგონი ნორმალური, მახსოვს ჩვენ რო ჩავედით მაგათთან კუნძულებზე ხალხი ბორცვებზე იჯდა ისიც კანტაკუნტად
Odala
მართლა არაა საქართველოს ადგილი 6 ერში, მართალი თქვა პარისემ. არც მაყურებელი დადის და არც სირბილი შეუძლიათ, ძალისხმიერი რაგბი დამთავრდა უკვე. ცოტა და მოძლიერდება რუსეთის ნაკრები, ამხელა ქვეყანაა, ფული არის, ჩემპიონატი ნორმალურია, ხალხი ივლის და 6 ერშიც მიიღებენ რუსეთს.
G.LA
არ შეილება ასეთი პესიმისტობა, ვიღაცეების და რაღაცეების გამო. გეტყობა ძალიან ახლაგაზდა ხარ. დამიჯერე ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი წინ გაქვს, შენც და კომეტ. X თავისი 100%. ნამდვილად სასიხარულო სტატიაა, მარა ბოლოში არ მომეწონა " რეალურად თუ შევაფასებთ ვითარებას, ეს მალე არ მოხდება, " თუ პანდემია ნახსენები ახლა უნდა ყოფილიყო.
მ.მ
მიმხვედრი მიხვდა აზრს რისი თქმაც მინდოდა და ნუ გა@@@ნაურდებით ხოლმე ეს ყველაფრის მცოდნე გრამატიკოსები.ან შენ რა ჩემი დურბინდი იცი მე რა მისწავლია და რა არა.
სოსო
სამი თამაში ჯგუფში.ეს ჩვენთვის შესანიშნავი იქნება.წარმატებაზე თავს ვერ დავდებ,მაგრამ ქართულ რაგბის, ძალიან ძლიერ ბიძგს რომ მისცემს,ეს უეჭველია.შეფარდებაც გამოჩნდება ,ჩვენი და იტალიის.მთავარია მომზადება მოვასწროთ.ზირაქა და გორგოძე,ძალიან გამოგვადგებოდნენ,მაგრამ არა უშავს.სამაგიეროდ სხვები მიიღებენ გამოცდილებას.აღარ მინდა,რომ მიწოლაში კვლავ გვაჯობონ.რაც შეეხება კრიმინალს,კრიმინალი ყველგან არის და რაგბისტებში,მე მგონი ყველაზე ნაკლებად არიან,რადგან ამისათვის არ სცალიათ და აქაც,სხვებს რომ არ გამოეძახებინათ დასახმარებლად,არაფერ შუაში იქნებოდნენ.საქმის გარჩევებში სწორედ არაფრის მაქნისი,ქათმის მკერდიანი კლუბის ბიჭები ებმებიან ხოლმე და შემდეგ დასახმარებლად ეძახიან,ფიზიკურად ძლიერ მეგობრებს.რომლებიც მეგობრობის ხათრით უარს ვერ ამბობენ და ასე ებმებიან შარში.მეტწილად ასე ხდება.თავისი თავის იმედი რომ ჰქონოდათ,არც ამათ დაუძახებდნენ და ასე თუ ისე,საკუთარ ღირსებას შეინახავდნენ.რა თქმა უნდა,ყველა დანაშავე უნდა დაისაჯოს,ალბათ სასჯელებიც უნდა გამკაცრდეს,მაგრამ მაინც და მაინც სპორტსმენებზე ნუ გადავიტანთ აქცენტს.რადგან სპორტი არის სულით და ხორცით ჯანსაღი ადამიანების გამოზრდის საუკეთესო საშუალება,მარიხუანისაგან განსხვავებით.თუ სახელმწიფო ლგპტ პროპაგანდის ნაცვლად ცხოვრების ჯანსაღი წესის და მაღალ მორალურად,სულიერი აღზრდის დანერგვით,კულტურის,განათლების დონის რეალური ამაღლებით დაკავდება,კრიმინალი,აუცილებლად შემცირდება.
გიორგი 48
გამარჯობათ მეგობრებო! დიდი ხანია ასე არაფერი გამხარებია..... დიდება უფალს და წარმატებები ჩვენს ბიჭებს....
ზორბეგი
იტალია აქაც რომ ბოლოზე გავიდეს მაგარი იქნება, ფიჯი უეჭველი მოუგებს და ჩვენც თუ რამეს მოვახერხებთ კი იქნებიან ღირსები
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
ეს თუ სიმართლეა ძალიან მაგარი ამბავია და სერიოზული პერსპექტივაა! წინსვლა და წარმატებები საქართველო!
x
100% მართალი ხარ
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ექვს ერს ორიც რომ დაემატოს, გახდება რვა და ტრუბებით ხელში, დუბინკებით ტიპი თუ გავა, წინ მათ ვერავინ დაუდგება, დროშები ჩქარა!!
vax-vax
ჯერ ქართული გესწავლა,მერე გეჯღაბნა ეს სისულელეები
დათო
სახელმწიფო ხელს არავის აფარებს!!! ასე, რომ იყოს პირველ რიგში ოჯახი ამოიღებდა ხმას!!! ღირსეული ოჯახია ნამდვილად!!! ნაძირალა და არამზადა, რაგბში კი არა, შეიძლება ნორმალურ, წესიერ ოჯახში გაიზარდოს!!! ამიტომ , რაგბის და მთელი სპორტის ლაფში გასვრა, სწორ საქციელად არ მიმაჩნია!!!
კეშა-უმცროსი
ვგრძნობდი რაღაც უნდა გამხარებოდა! და ისე აგიხდეთ ყველაფერი სასიკეთოდ!
ფეხბურთი
რაგბიც შემზიზღდა, ჭიდაობაც, სპორტიც , არაგვიც და მეშინია საქართველოც არ შემზიზღდეს, ამათ გადამკიდე ....
შოთა
რა ხდება? თვალები მატყუებს? რომ ვკითხულობდი სტატიას, თარიღს დავხედე, პირველი მარტი ან აპრილი ხომ არ არის თქო)))
მ.მ
გულშემატკივარს ვერარ ასწრებენ სტადიონებზე და ფულს ვეღარ შოულობენ მაინც,შეგვიყვანენ აბა რას იზავენ.
lekso kutaisi
გიორგი ჰაკარაჰვილის გამო რეგბზეც ამიცრუვდა გული არ მინდა არც ტკვენი 6 ერი და არც ტკვენი მოგებები სანამ ამ ბავჰვის მკვლელებს სახელმციპო ხელს აპარებს სპორცმენებს რომლებმაც გიორგის მკვლელობაჰი მიიგეს მონაცილეობა არ დაისჯებიან მიმიპურტხებია კველაპრისტვის
ვვვ
ებიჯო! მეორე ტალღისთვის, მეგონი, ნატოშიც მიგვიღებენ )) იმედია, ყველაზე სანდო პუბლიკაცია ეს არის ;)
sormona
ვააა რა მაგარიაა, ახლოს ვართ მიზანთან!!!!!
Zaza
ხოდა ეხლა უნდა დავამტკიცოთ რა შეგვიძლია ისტორიული შანსი მოგვეცა.
სასწაული ამბავი! მაგარია!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საქართველო 6 ერს დაემატება - ინგლისთან გასამართი მატჩის თარიღიც ცნობილია
აგუსტინ პიშო: როცა 6 ერში საქართველოს მიღებას მხარი დავუჭირე, კინაღამ მომკლეს
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
რადიკალური ცვლილებები რაგბიში: 6 ერის კარი იღება - სად იქნება საქართველოს ნაკრები?
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
საქართველოს ბედს ევროპელები გადაწყვეტენ - მსოფლიო რაგბიმ "8 ერს" მწვანე შუქი აუნთო
Irishtimes.com: საქართველოს გაცვეთილი, დამაიმედებელი ფრაზებით კვებავენ
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
საქართველოს 6 ერში მიიწვევენ?! ინგლისის რაგბის ბოსისა და იტალიური გამოცემის პროგნოზი...