ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა თორნიკე შენგელიას მის კლუბში გადასვლის გამო საქართველოში კრიტიკულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"მართალი გითხრათ, თავიდან კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამდი, ინტერნეტში ცალკეული თავდასხმები ჩვეულებრივი ამბავია. მე საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. ერთ-ერთი მათგანი იოსებ აფციაურია, რომელსაც დიდ მოკითხვას გადავცემ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ის ქართულად შეტყობინებების გაგზავნაში მეხმარებოდა.

შესანიშნავად ვიცი, რომ თანამემამულეთა დიდი უმრავლესობა თავიანთი კაპიტნის წარმატებით გახარებულია და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. თუმცა, როდესაც ამ თემაზე უარყოფით დამოკიდებულებას ქვეყნის პრეზიდენტი გამოთქვამს, როდესაც მან პროფესიონალი სპორტსმენის მიერ სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევა ეჭვქვეშ დააყენა, ამან გაკვირვება გამოიწვია. თანაც, არა მარტო ჩემში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც.

როგორც შენგელიამ თქვა, მისთვის უცნაურია თავისი პატრიოტიზმის დონის ახსნა. მოლაპარაკებების პირველი დღიდანვე თოკოსთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშზე ჩვენი თანხმობა და ეს თანხმობა მან მიიღო. ჩვენ ჩვენი მოღვაწეობით უსასრულოდ შორს ვართ პოლიტიკური მოტივებისგან. გვსურს, უბრალოდ კალათბურთი ვითამაშოთ, გულშემატკივრები გავახაროთ და გავიმარჯვოთ. მეტი არაფერი.

უდიდესი პატივისცემით ვარ საქართველოსა და მისი ისტორიის მიმართ განწყობილი. ჩვენთან უკვე თამაშობდნენ გიორგი ცინცაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამიტომ მათ ყველა თანამემამულეს თოკოს მატჩებზე ველით. დარწმუნებული ვარ, ვინც თამაშობს ან ცსკა-ს გულშემატკივრობს, ეს საქართველოს პატრიოტიზმში ხელს არანაირად არ უშლის. საქართველოს შეუძლია და უნდა იამაყოს ისეთი სპორტსმენით, როგორიც შენგელიაა", - განაცხადა ვატუტინმა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ლევანი
ძალიან უცნაურია, რომ ელემენტარულ თავმოყვარეობაზე წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს!სირცხვილია მაგ ბიჭის საქციელი!
ნავთლუღელი არშააკა გელის
არცერთმა.... ეგ იაკობ ცურტაველის სიტყვებია...
picaso
ძველი და ახალი მტერი,ყველა მტერია,თუ ამ კუთხით მივუდგებით.მაშინ არც ფეხბურთელებმა,არც რაგბისტებმა არ უნდა ითამაშონ არც რუსეთში,არც თურქეთში.მაგრამ არიან და თამაშობენ.იმიტომ რომ ეს სპორტია და არა პოლიტიკა
ნანი
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მთელ საქართველოს და რუსეთს რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა დღეს საქართველო ბევრად უკეთ იქნებოდა.
მიშა
გპი-ს მანქანათმშენებლობაზე ხომ არ სწავლობდი?
ბლეყვო-ს!!!!
და გიხარია?
გიორგი
ამ კომენტარის შემდეგ, თუ რამე გაიგო ვაი-ქართველმა.
თემო
კარგი კალათბურთელია, წარმატებები და წინსვლა. ასპორტი სპორტია და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.
kaxa
სკამის მოთამაშე იქნება ეს ჩვენი ბლეყვი, აგერ ნახეთ თუ არა.
წადი რაჟა ძამიკო სახლში!
შენი ძალით კომპეტენტური,სალომეს რომ ამასდასწამებ,შენ მაგის ადგილზე ხაჭაპურის მეტი არაფერი გემახსოვრებოდა და მაგასაც ვერ წარმოთქვამდი,განჯგონებულო
ILIA
სიკვდილი - ოკუპანტებს!
გია
კი, ბატონებო! არ გამოაქვეყნეთ ჩემი პოსტი... მაგრამ წაიკითხეთ! ხომ ერთობით ქართველების დაპირისპირებით! გაერთეთ...
reali
მაგ ლოგიკით გერმაინამ 20 მილიონი ყველაზე ცოტა ადამინი შეიწირა და ქარველი აქიდან 300 ათასი იყო ,,, და ეხლა ქართველბის რიგი დგას გერმაინში ოგონდ პამპერსები უცვალონ იმ გერმანელ მოხუცებს რომლებიც იმ ომიანობაში მანაწილებდნენ. ეს ერთი და მეორე რამდენი ქართველი გადავიდა გერმანულ კლუბებში სათამაშოდ. ან კიდე აგერ თურქეთი ჩვენი ისტორიული მოსისხლე მტერი საუკუნები გვებრძოდა და იგივე მდგომარეობა იქაც...არველაძებმა რამდენი წელი ითამაშეს მაგრამ არავის უთქვამს არაფერი.. რაგა ეს რუსთთან უნდა გამოვიჩინოთ პატრიოტობა მარტო რუსეთია მტერი და ყველა მოყვარეა..
#სირცხვილია
ბოტი თუ ტროლი რო ხარ იმითაც ჩანს რო არ წაგიკითხავ,რაც დავწერე. ჩემს კომენტარში თუ ჩანს ერთი მხარის დიდება და მეორეს ლანძღვა,მაშინ დებილი ბოტი ხარ შენ და ტყუილად გიხდიან ფულს.
ss
თუ არ დაუძახეს ან არ იყიდეს ან არ გაუფორმეს კონტრაქტი ნბა-ში თავისით როგრ წავიდეს ?? თუ იყიდოს ბილეთი ლეიკერსის თამასში და ტაიმ აუტის დროს შერვარდეს მოედანზე და დაიწყოს თავისი ტალანტების ბრქვევა, ვერ გავიგე რა უცნაური ხალხი ხართ.. სადაც დაუძახეს იქ წავიდა ეს ერთი. ეხლა მეორე .. მაგ ოკუპანტებს ქვაყანაში მარტო თოკო კიარა მთელი ფეხბურთის ელიტაც იყო გაიხსენეთ სპარტაკში ანანიძე . კრასნოდარში ოქრიაშვილი, კვირკველია ჯანაშია და თოკოზე ნაკლები ცნობილი არცერთი არა თან და რამდენი ჩამოვთვალო კიდე.. მათთან დაკავშირებით ხმა არავის ამოუღია და რა შეჭამეთ ეს კაცი ვაა.. მარკოიშვილი სანიკიძეც თამაშობდა სხვათა შორის... წარმატებები თოკოს... უკეთესი იქნებოდა ლეიკერსში ლებრონის გვერდით მაგრამ ჩვენ რომ გვინდა ისე არა ყველაფერი... ..
გიორგი
გულდასაწყვეტია ასეთი მაგარი კალათბურთელი და რუსული არმიის გუნდში :( თოკო NBA-ში უნდა წასულიყო. რატომ მიდიან ასეთი ნიჭიერი სპორტმენები ამ რუსეთში როცა სხვა ალტერნატივაც აქვთ :( დამწყები რომ იყოს კიდე რაღაც პატარა გამართლება ექნებოდა, რომ ფული არა აქვს, უჭირს და ეხლა იწყებს კარიერას, მაგრამ ასეთი ვარსკვლავი ოკუპანტების ქვეყანაში არ უნდა მიდიოდეს.
გივი ჩეჩელაშვილი
რამე სხვა გუნდი რო ყოფილიყო კიდე გაატარებდა კაცი, რუსეთის ფირმებთან და ბიზნესმენებთან არაერთი ქართველი თანამშრომლობს, რუს ტურისტებს ელაქუცება ქართველი მომსახურე პერსონალი სასტუმროებსა და რესტორნებში, მაგრამ რუსული არმიის გუნდში როგორ უნდა ითამაშო კაცმა არ მესმის. გულზე რომ გეწერება რუსეთის არმია და ბურთით როცა იქნები და გულშემატკივარი ყვირის მაგ დროს, вперед ребята, наши армейцы ! მაგის მოსმენა ანწუხელიძის ქვეყნის შვილს ესიამოვნება? და თუ არ ესიამოვნება, იქ როგორ უნდა ითამაშო, სადაც შენი გულშემატკივარის მხარდამჭერი სიტყვები გულს გტკენს. აბა "вперед русская армия"-ამ გული როგორ არ უნდა გატკინოს?! ძალიან მაგარი პატრიოტია შენგელია და ძალიან უყვარს სამშობლოო. მეც მიყვარს სამშობლო, მხოლოდ გულზე ხელს როცა ვირტყავ გაუმარჯოს საქართველოსო, მტკივა, ნეკნებში კალაშნიკოვის ტყვია მაქვს გაჩხერილი მაგიტომაც მტკივა, ისე, სხვათა შორის ეგ ტყვია რაზბორკებში ან ნადირობისას შემთხვევით მოხვედრილი არაა, ომიდან მომყვება. იმდენმა კალათბირთელმა დაუჭირა მხარი შენგელიას, მე აწი ქართული კალათბირთის მყურებელი აღარ ვარ. კიდევ ართიც, ამის შემდეგ ე.წ გიორგიევსკი ლენტი მოიხსენი და საქართველოში ისე იარეო, როგორ ეტყვის ქართველი რუს ტურისტებს საინტერესოა. ან რუსეთის არმიის წარწერიანი მაისურით გადაღებული შენგელიას ფოტოს რომ გააძროს, საპასუხოდ და გითხრას ამისთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატო არ შეიძლებაო, სად მიდიხარ მერე, ხო მოგაკეტინებს?! ხოდა აი ეგ ნიშნავს იმას, რომ მთელ ქვეყანას მოგვაკეტინა რუსებთან მიმართებაში აწი ამ ტრანსფერმა.
ფეხბურთს ლევანა
თორნიკეს არა! ეგ უფრო მიხუია სააკოვს ეკუთვნის. ხვიჩა კვარაცხელიასაც ეხება არა?
სირცხვილიას თორნიკეს, მხარდამჭერისგან. შოთი
მაინც რაში ხედავთ თორნიკეს მოღალატეობას? ერთი ხვიჩა კვარაცხელიას და რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებსაც ვკითხოთ და ხმამაღლა სთქვან, რუსები ოკუპანტია? ვერ იტყვიან იმიტომ, რომ რუსეთში არიან და იქ შრომობენ. ხვიჩას და რუსეთში ჩვენს ქართველ ბიჭებზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ როცა ერთ მხარეს ადიდებთ და აქებთ, აი აქ უკვე მეკეტება გონება! რა გამოდის მარტო თორნიკეა "მოღალატე" (მაპატიე თორნიკე ამ იარლიყისთვის, შენ ბევრისთვის სასახელო კაპიტანი ხარ) და სხვა არა?! მართლა უკვე ნუ გამომიხვედით რომის პაპზე უფრო დიდი პაპი. გეყოთ უკვე ყველანაირ ზღვარს ხართ გადასულები. აქ არავინ ხართ თორნიკეზე მეტი. რამდენჯერ უნდა აგიხსნათ, ეს მისი არჩევანია, მისი სამუშაოა და არა თქვენი. წადით და თქვენს საქმეს მიხედეთ. თორნიკე როგორც წარმატებული იყო, ისეთივე წარმატებულ კარიერას გააგრძელებს და უფრო მეტადაც დაფასდება რუსეთში, ვიდრე თქვენნაირ სულით გაყიდული ქართველებისგან, რომლებმაც ლანძღვა გინება და შეურაცყოფის მეტი არაფერი არ იცით.
#სირცხვილია
ამდენი ხნის განმავლობაში წერთ ბევრს,მაგრამ არავის გაგხსენებიათ გეკითხათ თორნიკესთვის,რუსეთი ოკუპანტად მიაჩნია თუ არა ან თუ ცნობს,რუსული არმიის მრავალწლიან აგრესიას ქართველების წინაშე. ოღონდ,ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა კითხოთ,თორე ამირან გულში ღიღინებს გამოვა. ამ პასუხიდან გამოდინარე გააკრიტიკეთ,თავი რო მოაქვს პატრიოდად. ამბროსი ხელაიამ ევროპელ ლიდერებს მისწერა წერილი და შველა სთხოვა,იქვე დაუმატა,რომ სსრკ ქართველებზე ისეთ ექსპერიმენტებს ატარებს,რომელიც ქართველ ერს სულიერ განადგურებამდე მიიყვანსო. ხოდა შეხედეთ,ბევრ ქართველს,ჩვეულებრივ მოქალაქეს,ფეხბურთელს,კალათბურთელს და თვითონ თორნიკეს,მაშინვე მიხვდებით რაზე საუბრობდა ცხონებული პატრიარქი.სიტყვით პატრიოტი და საქმით მოღალატეა ქართველი ერი,მათ შორის თორნიკეც. არადა ილია ჭავჭავაძემ თქვა"სიტყვა სიტყვაა,ხოლო საქმე კი სხვა". ადამიანები დროში ფრიალით,სიტყვით კი არ ფასდება,არამედ მისი გაკეთებული საქმეებით.მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ,კლათბურთელი,ფეხბურთელი თუ კახელი გლეხი რუსეთი ყველასათვის ოკუპანტია. თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ,მაშინ მისი ღირსების დაცვა ვალდებულებაა ყველა მოქალაქის. სამ.კორეის მთავრობამ არ დაუშვა გამონაკლისი სონის შემთხვევაში და ჯარში გაიწვია,თორნიკე წავიდოდა თუ არა ჯარში? ჩემი აზრით არა. ჩააცვით ყველა ქართველს ფორმა და მწვანე ოფლი ადინე ქვეყნის სიყვარულში და მერე ვნახათ,როგორ წავა არმიის კლუბში. ეს მარტო თორნიკეს ბრალი არ არის,ყველას ბრალია,რომლებიც თავს არიდებთ სამხედრო მოვალეობის შესრულებას. მე გეტყვით ამას რატო აკეთებთ,რადგან არ გაგაჩნიათ ღირსება და ოკუპაციას მარტო სიტყვით გაპროტესტება რა უბედურებაა.ადვილია გააკრიტიკო ვიღაც,მაგრამ ძნელია მაგალითი მიცე სხვას. კლავიატურასთან პატრიოტობა მაგარია,მაგრამ საქმით დამტკიცება ჯობია. თორნიკეს საქციელი უპრინციპობა და კარიერისტობაა,ხოლო ვინც მას აკრიტიკებთ სიტყვით პატრიოტები ხართ. 30 წელია ქვეყანას ხან ერთი მოღალატე მართავს და ხან მეორე,შეცვალეთ რამე? კი შეცვალეთ,ერთი პატრიოტი კაცი იყო სათავეში და რუსების დავალებით მოვკალით,ხოდა თორნიკეს რატო თხოვთ ღირსებას უღირსების ქვეყნიდან.ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს და არ უყუროს სხვა,როცა ამას მოახერხებთ,მერე თორნიკესაც შერცხვება,მაგრამ კრიტიკა ჯობია. ჩემთვის საკალათბურთო ნაკრების ქომაგობაც სირცხვილი,რადგან უღირსი ხალხი თამაშობს იქ. ჭირსაც წაუღია კალათბურთი,მაგრამ ამ ქვეყანას უნდა ეშველოს. ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან,რომ მოღალატეებს პასუხი არ გავცე. ცნობისათვის 28 კაცი არის ავღანეთში ვირუსით ინფიცირებული და რომელს გაგახსენდათ? ის ბიჭები გმირები არიან და გკიდიათ,ხოლო უღირსი ადამიანის საქციელს განიხილავთ აქ. ღირსეული ადამიანი ერთხელ იტყვის,რომ სირცხვილია და მეტ ყურადღებას არ აღირსებს,ხოლო როცა შანსი მიეცემა ტყვიას დაახლის შუბლში მოღალატეს.ცოტა ხანი და ყველაფერი შეიცვლება,მერე არ მინდოდაო არ დაიწყოთ

და რას ვუზამთ რო ამერიკა მოგვეხმარება?)))))))))))))))))
ფეხბურთი
მიწას რომ რუსი პოლიტიკოსი წაგართმევს, რა უნდა თქვა სპორტსმენი ვარ და არ ვერევიო?
kommarkos
ვინც შენ დიზლაიკი დაგისვა იმათი დედააააა
Best
წარმატებები თორნიკე
მიხაელ
ამ საიტზე რომ რუსეთუმე ტროლებია იმდენი პრიგოჟინს არ ყავს ტროლების ფაბრიკაში
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ვინც სპორტს პოლიტიკაში აურევს, ის თავის ხალხის მტერია. ვაჟა ფშაველა. თუ რუსთაველმა თქვა? მოკლედ კარგადა თქვა, ვინცა თქვა.
ara
200 წლის მანძილზე ერთს ამბობდით და მეორეს აკეთებდით და არც ეხლა შეცვლილა რაიმე. ნათლად ჩანს როგორ აისახა ჩვენს ერზე ეს ყველაფერი...
ზურა
აი კაცი ძლივს ერთი არ ვნახე ნორმალურად, რომ აზროვნებდეს? აბა ეს ვითომ ყველაფრის მცოდნეები, რომ ყაყანებენ მშიერი ბაყაყებივით და თვითონაც, რომ არ იციან რაზე ყიყინებენ? გინდა რუსი ეძახე გინდა ამერიკელი, ნორმალურად კი ჩამოაყალიბა სათქმელი.
კახა
ეს რომ დამცველად დაგიდგება,საკუთარ თავს რატო არ ეკითხები რამ გადარია ეს ხალხიმანამდედარწმუნებული ვარ არცერთი ვიმეორებ არცერთი ნეგატიური გამოხმაურება არ გქონდა ის კიარა ფაჩულიასთან კომფლიქტს თუ გამოგონებული კომფლიქტი არ იყო ყველა მხარს შენ გიჭერდა და კითხე საკუთარ თავს რატო ფიქრობს ხალხი ასე ძალიან ბევრი დავანებოთ თავინაცებს დაქოცებს მაგათ მიუჩენს ხალხი თავის ადგილს უბრალოდ აღიარება საჭირო რომ უკეთესი ირობების და მაღალიხელფასის და კეთილდღეობისთვის ჯობდა რუსები რომ ამბობენ "ლუტშე სინიცა ვრუკე ჩემ ჟურავლ ნა ნებე" ნბა ინტერესს არ იჩენდა რეალიცაჭიანურებდა და აგერ კარგი კონტრაქტი სერიოზული ფინანსები რატომაც არა ეს იყო და ეს
მიხაელ
ეს უკვე დაცინვაზე მეტია რაა !!! რომელ ისტორიის პატივისცემაზეა ლაპარაკი ? რუსეთის მიერ თავის გემოზე ადაპტირებული რომელსაც თავს გვახვევს ??? სწორედ ამიტომ არ მინდა შენგელიას ნაკრებდი ნახვა , რადგან ამ ცინიკოსი ნე*****ის პროპაგანდის ჭანჭიკი გახდა !!!!
ჯერი
ვიღაც რუსი ვატუტინის საქმე არაა რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი (თუნდაც ისეთი არაკომპეტენტური პრეზიდენტი, როგორიც სალომე ზურაბიშვილია). და საერთოდ, ჩვენი ბრალია, ქართველების, რომ რუსებს ამდენ სალაპარაკოს ვაძლევთ. იმიტომაა ჩვენი ბრალი, რომ არაფერზე ჩამოყალიბებული და კონსოლიდირებული პოზიცია არ გვაქვს როგორც ერს, ქვეყანას. მტერი და მოყვარე ვერ გაგვირჩევია, დღემდე. მერე რა რომ შენგელია ცსკა-ში გადავიდაო ვიძახით, ანუ მტერს თავის სახელს არ ვარქმევთ, ჰოდა აბა რა გასაკვირია რუსებმა რაც უნდა ის რომ გაგვიკეთონ ადთან დაგვცინონ.
zviadi
დამპალი რუსი რომ პატრიტობის სწავლებას დაგიწყებს, აფირისტი
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მესის უჩვეულო ქმედება, რის გამოც არგენტინელმა მეტოქეს ბოდიში მოუხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა
"შახტარია" თუ ბრაზილიის ნაკრები? - გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა, დონეცკური გუნდი კი მესამე რაუნდში გავიდა
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
"მონსტრი, ბრწყინვალე, კერპი, თოკოს სახელობის საღამოები ევროლიგაზე" - რუსები შენგელიათი აღფრთოვანებულები არიან
"რუსეთის ჩემპიონატში გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, კრიტიკა? საერთოდ არ მაღელვებს" - პიანიჩი
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
"ნიღაბს ატარებდა და მოიხსნა... მოლოდინი ვერ გაამართლა" - ცსკა-ს პრეზიდენტმა შენგელიას წასვლაზე ვრცლად ისაუბრა
პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს - რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა
"ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან" - პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
[VIDEO] ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "ბარსელონას" კალათბურთელია
პიანიჩმა რუსეთის მიმართ შეხედულება შეიცვალა? - ბოსნიელი ამბობს, რომ ცსკ-ში გადასვლით ბედნიერია, მისმა მეგობარმა კი ტრანსფერის შესახებ განმარტება გააკეთა