კრივის სამყაროში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონ კინგის წყალობით მოხვდა. ვინც კრივთან ახლოს არ არის, აქვე გეტყვით, რომ კინგი ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი, აფერისტი და ხარბი პრომოუტერია სპორტის ისტორიაში. ორი ფინანსური ზვიგენის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ერთი ოსტატურად ატყუებდა თავის მოკრივეებს და ფულს ჰპარავდა, მეორეს კი ატლანტიკ სიტიში თავისი სასტუმროსა და სამორინეს პოპულარობა სურდა.

თავის დროზე კინგმა და ტრამპმა გაერთიანებული ძალებით სოლიდური თანხა გამოიმუშავეს, მათი მსხვერპლი კი ლეგენდარული მაიკ ტაისონი გახდა.

ახალგაზრდა, ტემპერამენტიანი ტაისონი მაშინ თავის შესაძლებლობების პიკში იყო. კინგმა მაიკში ოქროს საბადო მალევე შენიშნა, თუმცა მასთან დაახლოება ადვილი საქმე არ იყო, რამდენადაც მოკრივემ და მისმა გუნდმა კარგად იცოდნენ დონის შავი საქმეების შესახებ და უარით გაისტუმრეს.

"ჩვენ მაიკის სპორტული კარიერის მიღმა ვიხედებოდით. გვინდოდა, რომ მაიკს ბიზნესის პრინციპები შეესწავლა და პროფესიონალი მენეჯერი გამხდარიყო. ის კარგი მოსწავლე იყო და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მისი კარიერა კინგის ხელში, რომ არ აღმოჩენილიყო." - იხსენებს ტაისონის მენეჯერი ბილ კეიტონი.

სამწუხაროდ, მაიკის მწვრთნელი და გამზრდელი კას დ'ამატო ისე გარდაიცვალა, რომ მოსწავლე ვერ დაიცვა ვარსკვლავური დაავადებისგან. 1985 წელს ახალგაზრდა მაიკი კევინ რუნის თავკაცობით ვარჯიშობდა და კინგს ისევ უარით ისტუმრებდა.

მაშინ ეშმაკმა პრომოუტერმა გადაწყვიტა დარტყმა ყველაზე სუსტ ადგილას მიეყენებინა და ტრამპთან მეგობრობა გამოიყენა. დონმა გაიგო, რომ მაიკის ცოლი ულამაზესი, მაგრამ მრისხანე მსახიობი რობინ გივენსი, ის ადამიანი იყო, ვინც მოკრივეზე გავლენას ახდენდა. დონალდის დახმარებით კი რობინს საჭირო "მესიჯი" მიაწოდა.

ერთ-ერთ წვეულებაზე აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, უმდიდრესმა, ქარიზმატულმა და ცნობილმა "კაზანოვამ", დონალდ ტრამპმა, მარტივად მიიპყრო რობინის ყურადღება და შთააგონა, რომ მისი ქმარი დიდი ხანი ოქროში იბანავებდა, თუკი კარიერის წარმართვის უფლებას დონ კინგს მისცემდა.

ასევე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ტაისონის ამჟამინდელი გუნდი რუნის ხელმძღვანელობით მოკრივეს იყენებს და უზარმაზარ ფულს ჰპარავს.

ახალგაზრდა ტაისონი თავისი მეუღლის სიყვარულით იწვოდა და ადვილად დაიჯერა, რომ ატლანტიკ სიტის სასტუმროში მას მაიკლ სფინქსთან ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა. რუნი ამ იდეის წინააღმდეგი იყო, თუმცა მაიკმა მწვრთნელს არ დაუჯერა.

1988 წელს ტაისონი სფინქსს 90 წამში დაანოკაუტებს და განაცხადებს:

"დღეიდან ჩემი ფინანსური კონსულტანტის სახელია - დონალდ ტრამპი!"

ტრამპმა ტაისონი ანკესზე წამოაგო და მის პრომოუტერად დონ კინგი დანიშნა. უამრავი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ აქედან დაიწყო მოკრივის კარიერის განადგურება.

"ტრამპმა ტაისონი მძ*ნერში ჩაითრია. ფაქტობრივად, მან მოკრივე კინგს მიუგდო, რომელიც ახალგაზრდა მებრძოლს რყვნიდა. დონი მაიკს არ აკლებდა გოგონებს, ათრობდა უძვირფასესი ალკოჰოლით, შესვა კოკაინზეც და თან არწმუნებდა, რომ ვარჯიშების გარეშე მაინც ყველას დაამარცხებდა.

დონს ფეხზე ეკიდა ის ფაქტი, რომ მაიკი ცუდად ვარჯიშობდა. ის უბრალოდ, როგორც ნავთობის ბურღს, ისე იყენებდა. როცა გამოწურა რესურსი - გადააგდო. ასე ექცეოდა სხვა მოკრივეებსაც." - იხსენებს მაიკის ექსმენეჯერი ბილ კეიტონი.

ტაისონის მეუღლემ მალევე შენიშნა კინგის ბოროტი ზრახვები და მას მანიპულირებაში ხელს უშლიდა. თუმცა ცბიერმა პრომოუტერმა ელიტარულ საზოგადოებაში ჭორები გაავრცელა, რომ ტაისონს მეუღლე ტრამპთან ღალატობდა. ეჭვიანობით დაბრმავებული მოკრივე ნიუ-იორკში ბიზნესმენის ოფისში მივარდა, გათიშა დაცვის ერთი წევრი, შევარდა ტრამპის კაბინეტში, სადაც ის კონფერენციას ატარებდა და დონალდს აგინა.

დაცვამ მოახერხა "რკინის მაიკის" შეჩერება და ის პოლიციას გადასცეს.

ეს შემთხვევა მოკრივესა და რობინის ურთიერთობაში საბედისწერო აღმოჩნდა. ერთი თვის შემდეგ ეჭვიანობითა და ოჯახური ძალადობით გადაღლილმა გივენსმა მაიკს უჩივლა, კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი "წაართვა" და შემდეგ გაშორდა. სასოწარკვეთილი ტაისონი უარესად დამძიმდა, საბოლოოდ ჩაეშვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფსკერზე და ვარჯიშები მიივიწყა.

1989 წელს ერთ დროს ყველაზე მრისხანე მძიმეწონოსანი ჯეიმს დაგლასის წინააღმდეგ გამოვიდა. დაგლასი უზარმაზარ აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა "რკინის მაიკი" საშინელ ფორმაში იმყოფებოდა, რამაც მის მარცხს ხელი შეუწყო - დაგლასმა მაიკი სასტიკად დაანოკაუტა და პირველი მარცხიც "აჩუქა".

თუმცა ამით სიტუაცია უფრო გართულდა და საეჭვო გაუპატიურების ბრალდებით მოკრივე ციხეში გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტრამპი მოკრივეს ფინანსურად დაეხმარა, თუმცა ეს თანხა გაცილებით ცოტა იყო იმასთან შედარებით, თუ რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმენმა ტაისონის სახელით.

კასი ცხოვრებიდან მაშინ წავიდა, როცა მაიკი პატარა და სულელი ბიჭუნა იყო. დიდებულმა მწვრთნელმა მას ასწავლა ჩხუბი, თუმცა ვერ მოასწრო ცხოვრების ბნელი მხარეები ეჩვენებინა.

ტაისონს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო კრივის სამაგალითო ლეგენდა, მაგრამ მისი ბედი აფერისტი, ბოროტი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც დაარწმუნეს მაიკი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, არაკომპეტენტურები იყვნენ და მოკრივეს ატყუებდნენ...

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
არა მჯერავს.. ტაისონმა ხია და არ მოკვდა? ვიღაცა სხვა იქნებოდა, ან ჩხუბი არა ყოფილა საერთოდ..
niko
ტრამპის ნაერი აფერისტი ბევრი არა არის და საშინლად გაუნათლებელი ადამიანია, თან ფაშისტი, კუ კლუხ კლანის მმხარ დამჭერი და ნეო ნაცისტური დაჯგუფებების და ღვარძლიანი, დაბალი დონის სი რი. თავის შვილთან ივანკასთანაც სექუალური ურთიერთობა ჰქონდა, თან არის პუტინის მონა რადგან 80-იანი წლებიდან ფულს უთეთრებდა რუსულ მაფიას და ჩინოვნიკებს. უცბად მიაბარებს საქართველოს რუსეთს როგორც სირია მიაბარა და ავღანეთიც. ტაისონი მან და კინგამ მაგრად გაღლიტეს და კიდევ ბევრი გააცრუა დიდი ბანკების ჩათვლით
ვახო
მაგარი მეცოდებით ეს ოცნების და ბიძინას ფანები ეგრევე პოლიტიკას რომ ჩართავთ ხოლმე.იცით საერთოდ რა ხდებოდა იმ წლებში შიდა ქართლის სოფლებში?ყოველდღე სროლა გატაცება გაუპატიურება მკვლელობასაც აღარ ერიდებოდნენ ერთი დღე უნდა წამოსულიყავით გეცხოვრათ იქ და რა ჭკუაზე იქნებოდით ვნახავდი, დარწმუნებული ვარ ერთ საათსაც ვერ გაძლებდით.ტყვიები რომ ჩაგიწუილებდათ ყურებთან მერე გეტლიკინათ აქ რომ ქილიკობთ და ისვრით უაზრო სიტყვებს
ლექსოს-ს
სტაჟიანი რუსოფილი ხარ,შე მანქურთო!!!
ლექსოს
შე დალოცვილო, რუსეთთან ტრამპმა კი არა, შვილმა ბუშმა მიგაგდო, მიშაია რომ წააქეზა და აყეფებული მურიასავით რუსულ დათვს რომ შეაჭამა 08.08.08–ში. პამპერსებიანი გემიც ხომ გახსოვს ჯორჯი ბიძიას გამოგზავნილი?
lekso kutaisi
ტრამპისტანა სულელი პრეზიდენტი ამერიკას ჯერ არ კოლია საკარტველოს უბედურებაც ტრამპის ბრალია მიგვაგდო რუსებტან მაგან ტუ გაიმარჯვა ნოემბერჰი საკარტველოს საკმე ცასულია ისედაც ცასულია მარა მაჰინ ნახე ამ სულელი უციგნური ოცნების პარპაჰი გმერტმა ნუ კნას
KORBEN
ტრამპი ასევე ჩაითრევს ამერიკას განავალში, ის ამის "სპეციალისტია". ასეთი საშინელი აურის ტიპი როგორ აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრად მიკვირს.
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"ლივერპულის" ფანები ტრამპს მიმართავენ: III მსოფლიო ომის დაწყება იქნებ ამ დრომდე გადაგედოთ...
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
ძმებმა კლიჩკოებმა 100 მილიონად არ იჩხუბეს
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
ტრამპი აშშ-ის ნაკრების თამაშებს აღარ დაესწრება - მიზეზი რასიზმის საკითხია
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ტრამპისა და ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო - კლოპი პოლიტიკაზე
დონალდ ტრამპი: სპორტი შეჩერებისთვის არაა შექმნილი
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ტრამპი NBA-ს კალათბურთელებზე: დებილები და ამაზრზენები არიან
დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [დასაწყისი]