საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ფლეი ოფის პირველი ეტაპი წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ და ფოთის ‘ფოთმა’ გადალახეს.

ზღვისპირელებმა, რომლებმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულეს, „პარკი არენაზე“ მარნეულის ‘არმაზი’ მიიღეს, დიდი ანგარიშით, 65:7 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მე-4 ადგილზე გასულმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს ‘დინოზავრი’ მიიღო. დაძაბული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 35:24 და crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

მეორე ეტაპიდან ბრძოლაში პირველი ლიგის ლიდერებიც ჩაერთვებიან. 28 მარტს პატარძეულის ‘ვეფხვები’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ ვაზისუბანში 15 საათზე დაუხვდება და გამარჯვებული დიდი ფინალის საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული წინასწარ ფინალში გადაინაცვლებს და ‘ფოთსა’ და ‘დინოზავრს’ შორის გამარჯვებულს დაელოდება. ეს შეხვედრა ფოთის „პარკი არენაზე“ 30 მარტს გაიმართება.

28 მარტს გაიმართება პირველ ლიგაში ასვლა/დარჩენის პირველი შეხვედრა. რეგიონული ლიგის მეორეადგილოსანი, გარდაბნის ‘ქვემო ქართლი’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ (პირველი ლიგის მე-9 ადგილოსანი) „ლოკომოტივის ბაზაზე“ 15 საათზე დაუხვდება. განმეორებითი შეხვედრა 4 ან 5 აპრილს შედგება.

Rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
15 მილიონი 17 წლის ტალანტში - დონეცკის "შახტარი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
მეტოქეთა მწამებელი ხვიჩა "ენფილდზე", ხაფანგი ლუის ენრიკესთვის და გამარჯვებაში 100%-ით დარწმუნებული სობოსლაი
Rousing The Kop: მამარდაშვილს ალისონის დონემდე მისაღწევად დიდი გზის გავლა მოუწევს - ბრაზილიელის წასვლა გარდაუვალია
იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა
U17 | ანდორა 0:1 საქართველო
"ამაზე კარგი დრო როდისღა ექნება?" - კანმა ნოიერს ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
"დაცვაში ქვასავით მტკიცეა, შეტევაში კი..." - ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ხალხი "არსენალის" წარუმატებლობით სიამოვნებას იღებს" - გარი ნევილი
"როგორც ჩანს, "ტოტენჰემი" პრემიერლიგიდან გავარდება" - ჯეიმი კარაგერი
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "პორტუსთან" დამარცხდა
[VIDEO] გულიაშვილის "რასინგმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგისკენ მიიწევს
[VIDEO] მიქაუტაძეს რომ ის ბურთი გაეტანა - "ვილიარეალმა" "ატლეტიკს" მაინც მოუგო
ქალთა ხელბურთის ლიგა: "აჭარამ" ვერცხლის მედლები გაინაღდა
ფოთის სტადიონზე ტრიბუნის გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს [PHOTO]
"შენს დედას შ****ი" - ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩი სკანდალურად დასრულდა [VIDEO]
ხელბურთი. ქალები: რეგულარული დასრულდა და ნახევარფინალის წყვილები გაირკვა
საქართველოს ხელბურთის ჩემპიონატი ზღვისპირებემა მოიგეს