50-იანების ბოლოს დაბადებულმა როკი ლოკრიჯმა კრივის ოლიმპის დაპყრობა 19 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი მოწინააღმდეგე ტონი რინდი ადვილად დაანოკაუტა.

შემდეგ ჰქონდა 16-მატჩიანი წაუგებელი სერია, რითაც WBA-ს ჩემპიონთან, ეუსებიო პედროსასთან ბრძოლა დაიმსახურა. მაშინ პედროსა უფრო ძლიერი იყო და ჩვენი სტატიის გმირი 12-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

4 წლის შემდეგ მოკრივეები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და ამჯერად ეუსებიო კიდევ უფრო დამაჯერებლად დაჯაბნის როკის.

თუმცა ლოკრიჯი არ დანებდა გამოწვევას, მოიმატა წონაში, ავიდა ნახევრად მსუბუქ კატეგორიაში და გახდა ჩემპიონი, როცა პირველივე რაუნდში როჯერ მეივეზერი, ფლოიდ მეივეზერის ბიძა და მწვრთნელი, დაანოკაუტა.

ლოკრიჯის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე ლეგენდარული მექსიკელი ხულიო სეზარ ჩავესი იყო, რომელიც ამერიკელმა 1986 წელს დაამარცხა.

თუმცა 1987 წელს ბარი მაიკლი დაამარცხა და ისევ ჩემპიონი გახდა. დიდებასთან ერთად მასთან მოვიდა: ფული, ალკოჰოლი და ნარკოტიკები.

ძლიერი დამოკიდებულების შედეგად, როკის მეუღლე გაშორდა და თან ბავშვებიც წაიყვანა. მოკრივე სერიოზულ პრობლემებთან მარტო აღმოჩნდა. მალე ფულიც დაუმთავრდა და რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა.

"ნემსზე 20 წლის წინ დავჯექი. მაშინ დაიწყო პრობლემები ალკოჰოლთან. ჩემმა ცოლმა ბავშვები წაიყვანა და წავიდა. სიმართლე გითხრათ, ისინი იმ დღის შემდეგ აღარც მინახავს." - აღიარებს მოკრივე.

ამის შემდეგ მებრძოლი ციხეში აღმოჩნდა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ არანაირი საარსებო საშუალება აღარ ჰქონდა და უბრალოდ მაწანწალა გახდა, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა.

"ყველაზე ძლიერი დარტყმები რინგზე არ მიმიღია. უმძიმესი დარტყმები მივიღე ადამიანებისგან, რომლებიც მეგობრები მეგონა. დიახ, ცხოვრებაში უამრავი შეცდომა დავუშვი, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მაგრამ არც ერთი არ მოსულა და დახმარება არ შემოუთავაზებია. მათთვის მე მხოლოდ ფულის მოპოვების მანქანა ვიყავი. როგორც კი შევწყვიტე მოგების მოტანა, მომისროლეს და დამივიწყეს."

საკუთარი ცხოვრების გადატვირთვას ის მწვრთნელად ან მენეჯერად გახდომით აპირებდა, თუმცა მანქანამ გაიტანა და იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ უბრალო სამსახურსაც ვერ შოულობდა. გადაადგილება მხოლოდ ყავარჯნით შეეძლო.

2019 წელს როკი ლოკრიჯი ინსულტის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

მამუკა
"ცხოვრებისგან დარტყმების ატანა უნდა შეგეძლოს, წამოდგე და განაგრძო გზა"... მშვენიერი ნათქვამია. ჭეშმარიტად.
ავჭალიდან
მტერსა მტერმან ვერა უყოს,ოდეს კაცმა თავის თავსა. შოთა რუსთაველი
კვაზი
მერე ოხრად რჩება ეგ ფული მარადონას, რომ შეხედავ ამდენი ნარკოტიკებისგან მოძრავი ზომბი გგონია უკვე. შენელებული მოძრაობა, გამოშტერებული მეტყველება, ლაპარაკი უჭირს მაგრად, ეს ყველაფერი ამდენი სმისგან და მოწევის შედეგია. კაცი, რომ სახალხოდ ჩაიხდის რაზეა ლაპარაკი, თან როცა ცნობადი სახე ხარ არ ეპატიებათ ესეთი მდგომაეობა.
აკაკი-ს
მართალია. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს, სხვების დავალდებულება არც უნდა იფიქრო, ისე რასაც კაცი საკუთარ თავს ცუდს უკეთებს უჭკუობით, ისეთს მტერიც ვერ გაგიკეთებს
აკაკი
როდესაც გაგიჭირდება და ღმერთმა არ გაგიჭირვოთ ნურავის იმედზე ნუ იქნები საკუთარი თავის გარდა.... ვინც გგონია რომ შენს გვერდზეა სწორედ ის იქნება გულგრილი და ვისგანაც არ ელოდები ის უფრო დაგიდგება გვერდით...ცხოვრებისგან დარტყმების ატანა უნდა შეგეძლოს წამოდგე და განაგრძო გზა სხვას არ გადააბრალო შენი ასეთი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს შეცდომები პიროვნებად გაყალიბებს ზოგჯერ საჭიროცააა დაუშვა ის...
კვაზის
მარადონა წელიწადში ნახევარ მილიონს მხოლოდ პუმასგან იღებს ცხოვრების ბოლომდე და კიდევ უამრავი სარეკლამო კონტრაქტი აქვს.მადენს ვერ გაიჩხირავს
კვაზი
ესეთი ბედი ელის მარადონასაც.
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა