ფეხბურთილეგიონერები
"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს
ხვიჩა ყაზაიშვილი
08:44/10-08-2020
+-

ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
13
გივი
(1)
/
Dislike(2)
2 რაღაცა. პირველი,კაპიტანი ხარ ჩემპიონი გახდი თასი აწიე პორველმა ლიგის შესარჩევი გელოდება, სად მიდიხარ? მეორე, ესეთ პატარებს ნუ აძლევთ დინამოს კაპიტნობის უფლებას.
8:02:27 PM 8/10/2020
გამოხმაურება(0)
ბათუმის ფანი
(1)
/
Dislike(2)
ნახევარი საქართველო ტოტალიზატორებში ზის,აქედან გამომდინარე ფიფიას ადგილზე რეკლამას გავუკეთებდი ყველა საშინაო მატჩს,გავათამაშებდი ლატარეას,დავუშვათ ავტომობილს,დარწმუნებული ვარ ასეთ 5 ლარიანი ბილეთით მინიმუმ 15000 კაცი მოვა
11:59:53 AM 8/10/2020
გამოხმაურება(1)
Night
Dislike(1)
/
Dislike(0)
ბეთლაივი დინამოს სპონსორია რომელიც ევროთასებზე საშინაო მატჩებზე მუდმივად ათამაშებს ფრიბეთბს ეროვნულ ლიგის თამაშებზეც ათამაშებდა ყოველთვის არა მაგრამ მაინც ათამაშებდა ზუსტად მაგის გამო ვიყავი რამოდენიმე თამაშზე ფეხბურთსაც მშვენივრად ვუყურე და ორი კაპიკიც მომეცა. ძნელია სამსახურიდან დაღლილი წახვიდე თამაშზე და როცა მსგავსი აქციაა სტიმულიც მეტია გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ სტადიონზე სიარულს სტიმული წახალისება სჭირდება მითუმეტეს ვიცით რასაც თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები თავის დროზე გეგუჩაძის ზესტას თამაშებზე დავდიოდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ სიამოვნებით ვადევნებდი თვალს ზესტაფონი 3-3 ბრიუგეს ალბად არასოდეს დამავიწყდება არც მე და არც იქ მყოფ გულშემატკივარს ბიჭებმა ითამაშეს მაგრამ რა ითამაშეს აი ეგ იყო ფეხბურთი ალექს გარსიას დინამოც თამაშობდა რუსთავს,დილას,ზესტაფონს არასოდეს შეურცხვენიათ თავი ყოველთვის ბოლომდე თამაშობდნენ
9:37:59 AM 8/12/2020
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2