ჯა მორანტი ლიგაზე, გაპიარებულებზე, ზედმეტად განდიდებულებსა და ვითომ გამთამაშებლებზე მაღლა დგას. ამ ფოტოზე სიყვარულზე მაღლაც დგას. ჯას არ აქვს გენიალური ან დიდი პრესა, რაკურსი ზაიონ უილიამსონისკენაა და მე ვფიქრობ, ამ საკალათბურთო ზაიონის ("ზაიონი" - ქრისტიანულ მოძღვრებაში სამოთხეს ნიშნავს) საუკეთესო ახალწვეული ჯა მორანტია, უალტერნატივოდ და ულაპარაკოდ...

ჯამ ბევრი ითამაშა, ბევრი ისროლა და ბევრიც ააცილა, თუმცა ბევრჯერ ისეთი გაისროლა, რომ ყველაზე სწრაფმა და დიდებულმა მრბოლელებმაც კი ვერ შეძლეს აცილება. ერთ-ერთი მსხვერპლი თქვენ წინაშეა - "გამქრალი სიყვარული". ბანალური სახელწოდებაა, უკეთესს მოვიფიქრებდი, ეს მომენტი ფარის გაქრობითაც რომ დამთავრებულიყო. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ჯა დარბის, სცდება დამცველებს, ელასტიკური სხეული აქვს და ესთეტიკურია ყველა მისი მოძრაობა, ყოველი მისი გადაადგილება. ლამაზად ასრულებს, ლამაზი "ქილერია" (მკვლელია). მისი კრიმინალი სანახაობრივია და არ ექვემდებარება დასჯას. ჯას სანახაობა არალეგალურია და ყველა ვერ ბედავს მისთვის გემოს გასინჯვას. ამიტომ უყურებენ ლეგალურ ზაიონ უილიამსონს და მის ცხოველურ ჩატენვებს, გადაადგილებებს. გარე მხრიდან დასტალკვაა საჭირო. ალბათ, გემოვნების საკითხია, თუმცა გემოვნების მიღმაც, ობიექტური მხრიდანაც, ჯას უფრო მაღლა ვხედავ. მაგრამ არ შეცდეთ, ზაიონი ახალი საკალათბურთო ჟანრის წარმომადგენელია, რომელიც დროს საკმაოდ უსწრებს. ვფიქრობ, მალე დადგება პერიოდი (თუ უკვე არ დგას), როდესაც არც ერთ ოთხ ნომერს და, ზოგადად, კალათბურთელს, აღარ დასჭირდება პოსტ-მოძრაობები ან სტატიკურ შეტევაში პროდუქტიულობა. მე მომავლის კალათბურთად არანორმალურ ტემპს, ლამაზ ქაოსს და ამ ქაოსისგან წარმოქმნილ სანახაობას ვხედავ. გემოვნების საკითხია. მე კლასიკური გამთამაშებლებიც მომწონს და სტეფ კარიც... მომავლის საკალათბურთო ჟანრში ზაიონი ფრენას დაიწყებს... მაგრამ ეს ბლოგი მას არ ეხება.

ამ წლის საუკეთესოობაზე საუბარი არც უნდა იყოს. სტაბილურობა, ხანგრძლივობა, მრავალფეროვნება და ლიდერული ხასიათი, ეს სიტყვები ჯა მორანტის მხარეს დევს, სასწორი კი მარტივ და ლოგიკურ პასუხს აჩვენებს. ჯა ფლობს ბურთს და იწყებს ფარფატს, აკურატულ ფარფატს. მას შუძლია, რომ იყოს კარგი, დაბალანსებული, მყარი გუნდის პირველი ოფცია, თუმცა სჭირდება ასევე სტაბილური მეორე ოფცია, აუცილებლად - ახალგაზრდა. ამ მემფის გრიზლისში ვერ ვხედავ დიდ მომავალს. ჯა უნდა დარჩეს, თუმცა სჭირდება უფრო მყარი ნიადაგი. ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და მომხიბვლელი გუნდის შეკრებაა შესაძლებელი ჯას გარშემო. ამ რესურსს ეს პატარა და, ამავდროულად, დიდი ბიჭი დიდი დოზით აჩენს. დამაჯერებელი და სანდო გამთამაშებელი მომავალია. ჯა არ იქნება სუპერპოპულარული, თუმცა ის იტყვის თავის სიტყვას. შესაძლოა, ვერ აივსოს თითები ბეჭდებით, თუმცა დიდ სიყვარულს დაიმსახურებს. სანაცვლოდ, უესთეტიკურეს კალათბურთს და სანახაობას შემოგვთავაზებს...

ვინც ბაზერის ბლოგები იცის, ამჩნევს, რომ ხშირად ვსაუბრობ სანახაობაზე. მე ასე ვუყურებ კალათბურთს. ამიტომ მომწონს კარმელო ენტონი, ალენ აივერსონი, ჯეიმს ჰარდენი, ჯეისონ უილიამსი ("თეთრი შოკოლადი"), რაჟან რონდო, კაირი ირვინგი, რასელ უესტბრუკი, დემიენ ლილარდი და მოთამაშეები, რომლებიც არ დგანან სხვა დიდი ვარსკვლავების დონეზე (კობი, ლებრონი, ჯორდანი, ბერდი, მეჯიქი, კარი), თუმცა ქმნიან ლიგის ხასიათს და გვაძლევენ დიდ სიამოვნებას.

კარმელოს სროლის სტილი, სწრაფი აწევა, ტანის მცირედით გადახრა, მიწაზე დაშვების დროს რამდენიმე ნაბიჯი უკან და ბურთისა და ფარის აკურატული შეხება, + 3 ქულა. კარმელოს ნიუ იორკი ეჭირა!

ალენ აივერსონი - უბეჭდო სილამაზე. ელიტების მკვლელი. ვარსკვლავი გეტოდან!

ჯეიმს ჰარდენი - მისი ზანტი და ჟელიბონის ტიპის გადაადგილება. ყველაზე ტკბილი კანფეტი, რომელსაც დიდი ქარიზმა და შოუს დადგმის უნარი აქვს. ლიგის მოცეკვავე, დამცველთა მუხლების დიდი მტერი. ჰარდენთან მუხლებს უნდა მოუფრთხილდე!

რაჟან რონდო - კლასიკური გამთამაშებელი და პარკეტის გენერალი. არანორმალური პასები, რომელთაც ვეფხვის ინსტინქტების მქონე კალათბურთელებიც კი რთულად ამუღამებენ. ,,კლასიკური გამთამაშებლები" ჩემი ფავორიტი თემაა, კალათბურთის მშვენება ხალხია... ნეში, რონდო, პოლი...

კაირი - ჯადოქარი. უესტბრუკი - ტირანი. ლილარდი - დროის მანქანა. ჯეისონ უილიამსი, უბრალოდ - თეთრი შოკოლადი.

ამ სიას დაემატა ჯა მორანტი ჩემთვის. არ ვიცი, რამდენს მოიგებს, თუმცა გული უკვე მოგებული აქვს. ის და ზევით ჩამოთვლილი კალათბურთელები ლეგენდარულობასა და სიყვარულზე მაღლა დგანან. ჯა ამ ლეგიონის ყველაზე პატარა შამანია...

ვუსურვებ პლეი-ოფში გასვლას!

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

goga
ლუკას ადგილი არსად არ მონახა ;) ?
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონის" რეკორდი და წაგება
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
NBA-ს ლეგენდამ გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი დაასახელა
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
ალენ აივერსონი: კობის ენდომებოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
დრამა ლოს ანჯელესში - "ლეიკერსმა" "მემფისი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
ახალგაზრდა ვარსკვლავის შოუ ტეხასში - ჯას 49 ქულა და გამარჯვება [VIDEO]
ჯა მორანტის ჯადოსნური საღამო და დამარცხებული "გოლდენ სტეიტი" [VIDEO]
ალენ აივერსონი: თუ ფარსაც ვეღარ წვდები, დროა, დაამთავრო
"მემფისმა" "მილუოკი" გაანადგურა და დასავლეთში გალიდერდა [VIDEO]
ლეგენდები სპრინგფილდში
ალენ აივერსონის საყვარელი მოთამაშე რასელ უესტბრუკია
NBA. რეგულარული: "კლიპერსის" მორიგი მსხვერპლი, უესტბრუკის დებიუტი და იანისის სამმაგი დუბლი [VIDEO]
197 მილიონიანი დილემა: "მემფისისა" და ჯა მორანტის ბედი ბუნდოვანია
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
[VIDEO] NBA-ის ახალწვეულების საოცარი დაპირისპირება - კუპერ ფლეგის 49 ქულა "დალასისთვის" საკმარისი არ აღმოჩნდა