დიდების დარბაზს სამი ლეგენდარული კალათბურთელი შეემატა
კალათბურთის დიდების დარბაზს სამი ლეგენდარული კალათბურთელი შეემატა. ცერემონია სპრინგფილდში 8 სექტემბერს გაიმართა და საფირმო შინდისფერ პიჯაკებში შეიმოსნენ შაკილ ო'ნილი, იაო მინი და ალენ აივერსონი.

მათ გარდა, ეს პატივი წილად ხვდათ: ჯერი რეინსდორფს, რომელიც "ჩიკაგო ბულზის" მფლობელი იყო მაშინ, როცა ეს გუნდი ექვსჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი; შერილ სვუპს - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და ქალთა NBA-ის ოთხგზის გამარჯვებულს, აგრეთვე ტომ იზოს - მიჩიგანის უნივერსიტეტის მთავარ მწვრთნელს.

სიკვდილის შემდეგ დიდების დარბაზში შეიყვანეს მწვრთნელი ზელმო ბიტი, კალათბურთელი კამბერლენდ პოუზი, პირველი აფროამერიკელი პროფესიული მწვრთნელი ჯონ მაკლენდონი და არბიტრი ჯონ მაკლენდონი.

ო'ნილმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 19 სეზონი გაატარა და თამაშობდა "ორლანდოს", "ლეიკერსის", "მაიამის", "ფინიქსის", "კლივლენდისა" და "ბოსტონის" შემადგენლობაში. 15-ჯერ მონაწილეობდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", მიღებული აქვს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, იყო სეზონის MVP და სამჯერ დასახელდა ფინალური სერიების საუკეთესო კალათბურთელად. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი შაკი მეშვიდე ადგილზეა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში.

აივერსონი 14 სეზონი თამაშობდა NBA-ში. მას სამ გუნდში მოუწია გამოსვლა - "ფილადელფიაში", "დენვერში", "დეტროიტსა" და "მემფისში". 1997 წელს, სეზონის საუკეთესო ახალბედა გახდა, 2001 წელს კი MVP-ის ტიტული მოიპოვა. 11-ჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

იაო მინი "ჰიუსტონმა" 2002 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. ჩინელმა ტექსასურ კლუბში ცხრა სეზონი გაატარა, რომლის დროსაც რვაჯერ იყო "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე და ხუთჯერ შეიყვანეს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში.

საზეიმო ცერემონიის დროს, ერთ ამაღელვებელ მომენტს ჰქონდა ადგილი - შაკილ ო'ნილი პირველად შეხვდა თავის ბიოლოგიურ მამას ჯოზეფ ტონის, რომელმაც საკუთარი ვაჟი და ცოლი ბავშვის დაბადებისთანავე მიატოვა.

"სრულიადაც არ ვარ გაბრაზებული შენზე. არც სიძულვილის გრძნობა მამოძრავებს და შენი განსჯის არანაირი უფლება არ მაქვს, რადგან თავად მყავს შვილები და ვიცი, რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მათი აღზრდა", - მოჰყავს შაკის სიტყვები The Undefeated-ს.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაბადების შემდეგ, მომავალ ვარსკვლავს დედა და მამინაცვალი ფილიპ ჰარისონი ზრდიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევანი
აივერსონი 14 სეზონი თამაშობდა NBA-ში. მას სამ გუნდში მოუწია გამოსვლა - "ფილადელფიაში", "დენვერში", "დეტროიტსა" და "მემფისში" 1.ფილადელფია 2. დენვერი 3. დეტროიტი 4. მემფისი კი, ნამდვილას ს ა მ გუნდში თამაშობდა :))))
Luka
Saqartvelos kalatburtshi araferi xdeba?????an superliga rodis icyeba,an klubebi rogor emzadebian an ra cvlilebebia. Saertod arafers ar cert da idzulebuli vxdebi sxvagan vikitxo informaciebi
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
დღის კარიკატურა: ჩვენი მხსნელები - ძიუდოს მესი და ონილი
ალენ აივერსონის საყვარელი მოთამაშე რასელ უესტბრუკია
ალენ აივერსონი: თუ ფარსაც ვეღარ წვდები, დროა, დაამთავრო
დედამიწა შაკისთვისაც ბრტყელია
NBA-ს ლეგენდამ გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი დაასახელა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონის" რეკორდი და წაგება
ასეთი რამ პირველად მოხდა - შაკილ ონილის გალიაში გადაღების დროს ზვიგენი შევიდა [VIDEO]
TimeLine: მესი - ფეხბურთის ჭრიკიშვილი
ალენ აივერსონი: კობის ენდომებოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა
ᓨᓐᓙᓘᓚ ᓝᓜᓘᓚᓡ ᓡᓐᓡᓐᓛᓐᓠᓗᓚᓝᓨᓘ ᓣᓩᓘᓕᓚᓔᓡ
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
მსოფლიოს ჩემპიონატი 2019: იაო მინი ელჩია
ფოტო-NEWS: შაკი და სიმონა სუპერბოულზე
ᓩᓘᓜᓔᓗᓨᓘ ᓐᓛᓔᓠᓘᓙᓔᓚ ᓙᓐᓚᓐᓗᓑᓣᓠᓗᓔᓚᓡ ᓡᓞეᓥტᓐᓙᓚᓘ ᓛᓘᓣᓫᓦᓕᓜᓔᓡ