#Sixth_Man

როგორც მოგეხსენებათ, 2020 NBA Draft Lottery-ზე მინესოტა "თიმბერვულვსმა" პირველი პიკის არჩევის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ გზას, თუ როგორ შეუძლია ამ გუნდს, ეს შანსი ხეირიანად გამოიყენოს.

პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ, რომ დრაფტის ყველაზე ,,კაშკაშა" 3 ახალგაზრდა არ სჭირდებათ (ენტონი ედვარდსი, ჯეიმს უაისმენი და ლამელო ბოლი), რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ. რატომ?

ედვარდსი - "მინესოტას" უკვე ჰყავს დიენჯელო რასელისთვის (გუნდის ძირითადი გამთამაშებელი) იდეალური როლის მქონე სამი 3 & D სტილის Shooting Guard-ები: მალიკ ბიზლი, ჯოშ ოკოგი და ჯეიკობ ევანსი. როდესაც ასეთი დალაგებული სიტუაცია გაქვს უკანა ხაზში, ის, უბრალოდ, არ უნდა არიო.

უაისმენი - დღევანდელ კალათბურთში დიდი სისულელეა, ითამაშო 2 ცენტრით, თუნდაც, ერთ-ერთი პერიმეტრიდან კარგად ისროდეს (კარლ ენტონი-თაუნსი), მეორეს კი სისწრაფეც ჰყოფნიდეს და ენთუზიაზმიც სხვა პოზიციებთან დაცვაში დასადგომად.

ლამელო - ის და დიენჯელო ერთად? გამორიცხულია, ან ერთი უნდა იყოს, ან - მეორე. ბოლოს და ბოლოს, საშინელი დაცვაა უკანა ხაზში.

რეალურად, 2 პოზიცია სჭირდება გუნდს ძირითად ხუთეულში: Small Forward და Power Forward, მაგრამ ასე ზეპირად ვერავის მოვიყვანთ, გვჭირდება სტილების შერჩევა.

SF - დრიბლინგის უნარი სჭირდება და კარგი დაცვა. უნდა ესმოდეს ,,დამხმარის" სტატუსის აუცილებლად. რომც ვერ ისროდეს ძალიან კარგად, ეგეც არ არის კატასტროფა. გუნდს საკმარისზე მეტი კარგად მსროლელი ჰყავს.

PF - დაცვა, დაცვა და დაცვა! რატომ? იმიტომ, რომ თაუნსს ეს ვიღაცამ უნდა დაუბალანსოს, პლუს, ზომით ცენტრებთან არ უნდა იჩაგრებოდეს. გარდა ამისა, მოუწევს მოხსნაზე ორიენტირებაც, რადგან კარლი პერიმეტრზე ხშირად ამოდის და შეტევის დროს 3-წამიანში ვიღაც საჭიროა. როგორც ხედავთ, საკმაოდ კომპლექსურადაა საქმე.

ხსენებული ტიპის მძიმე ფორვარდი წლევანდელ დრაფტზე დგას, საბედნიეროდ, და ესაა ონიეკა ოკონგვუ. 206 სმ სიმაღლისა და 109 კგ წონის 4/5 ნომერი, რომელიც, მე პირადად, ძალიან მაგონებს მონთრეზლ ჰერელსა და ბემ ადებაიოს.

ძალიან ათლეტური ,,ცხოველი", ძლიერი, სწრაფი, კარგი დამცველი, გენიალური მომხსნელი, ცუდი მსროლელი და ლოუ პოსტში გამოუცდელი (რომელიც არ სჭირდება). ესაა ამ ბიჭის დახასიათება. ნუ, როგორც მიხვდით, როულ ფლეიერია.

"თიმბერვულვსისთვის" ოკონგვუს მიღება სურვილის ამბავია, მხოლოდ, თუ მას პირველ პიკად აიყვანს, მაგრამ ეს სისულელე იქნება, რადგან დრაფტის პირველ ხუთეულში არიან გუნდები, რომლებიც ედვარდსს, ლამელოსა და უაისმენს არავის დაუთმობენ. შესაბამისად, საჭიროა სარფიანი ტრეიდი, რათა შეგვრჩეს ტოპ პიკიც და შევავსოთ სხვა ცარიელი ადგილებიც.

ამისათვის გთავაზობთ, ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალურ სამმაგ ტრეიდს:

"მინესოტას" პირველი და 33-ე პიკი, + ჯარეთ ქალვერი და ბულსის 44-ე პიკი - "ატლანტა ჰოუქსში".

"ჰოუქსის" მე-6 და "ვულვსის" მე-17 პიკები - "ჩიკაგო ბულსში".

"ბულსის" მე-4 პიკი, ქემერონ რედიში, დეანდრე ჰანთერი და ბრუნო ფერნანდო - "მინესოტა თიმბერვულვსში".

ჩემი აზრით, სამივე გუნდს აწყობს ეს სცენარი:

"მინესოტა" - იღებს ხსენებულ 4 ნომერს და, ასევე, ხსენებული ტიპის ახალგაზრდა მსუბუქ ფორვარდსაც, რომელსაც ბონუსად კარგი სროლა მოჰყვება (რედიში) და კომბო ფორვარდს, რომელიც ბენჩიდან 3-ზეც შემოვა და 4-ზეც, თავისი კარგი დაცვით და სროლით (ჰანთერი). + თაუნსის შემცვლელ ცენტრსაც (ფერნანდო).

"ჰოუქსი" - მიიღებენ მას, ვინც განსაკუთრებულად უნდათ - ენტონი ედვარდსს და შეკრავენ ასეთ ხუთეულს:

ტრეი იანგი, ენტონი ედვარდსი, ჯარეთ ქალვერი, ჯონ კოლინსი, კლინტ კაპელა.

"ბულსი" - აქ ცოტა რთულადაა საქმე. თუ ამ გუნდმა დაიჯერა (რატომღაც), რომ ლამელო ბოლი (რომელიც ძალიან უნდათ) მე-4 არჩევნამდე მოაღწევს, ამ პიკს არ დათმობს, თუნდაც განსხვავება სულ 2 პიკსა და, ბონუსად, პირველი რაუნდის კიდევ ერთ პიკში იყოს. მაგრამ ესეც არაა პრობლემა "თიმბერვულვსისთვის", რადგან ოკონგვუ, დიდი ალბათობით, მე-6-მდე ჩამოაღწევს.

გაჩნდება კითხვა, თუ ეს ბიჭი მეექვსემდე ჩამოაღწევს, რატომ ვაძლევთ სხვას მე-17 არჩევანს? იმიტომ, რომ მე-4 პიკი ჩვეულებრივი თავის დაზღვევაა და ამით არაფერი მოაკლდებათ ,,მგლებს", თუ არ მოემატებათ.

სანამ იმაზე ვისაუბრებ, თუ როგორ "მინესოტა თიმბერვულვსს" ვიღებთ, ჯერ, ვახსენოთ ერთი-ორი დეტალი. გუნდს ჰაერივით დასჭირდება ვეტერანი ფოინთ ფორვარდი - ევან ტერნერი და აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივოს კონტრაქტი. პლუს, კარგი იქნება ჯერამი გრანტის ყიდვაც, თუ იაფად მოუვათ. სხვა შემთხვევაში, არ ღირს, რადგან ჯეიმს ჯონსონის 16 მილიონი აქვთ ,,შეტენილი"... თუ ეს არ გამოუვათ, დეანდრე ჰანთერი იქვეა!

მოკლედ - ბირთვი:

PG - დ.რასელი/ე.ტერნერი

SG - მ.ბიზლი/ჯ.ოკოგი/ჯ.ევანსი

SF - ქ.რედიში/დ.ჰანთერი

PF - ო.ოკონგვუ/ჯ.გრანტი

C - კ.ე.თაუნსი/ბ.ფერნანდო

რეზერვი:

SF - ჯ.ლეიმანი

PF - ჯ.ჯონსონი/ხ.ერნანგომეზი (თუ დაიტოვეს)

C - ო.სპელმანი

p.s. ძალიან კარგი გუნდი დგება, მაგრამ აქაცაა ერთი ,,მაგრამ", რომელსაც ყველაფრის გაფუჭება შეუძლია - მწვრთნელი...

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთი

reyban
სტატიის ავტორს ერთი მთავარი ნიუანსი არ ესმის ნბას თეზისიდან: ნბაში პირველ რიგში ირჩევენ ნიჭს და არა პოზიციას ;) end of story
გოგა
რამდენი ასეთი შანსი გაანიავა მინესოტამ უახლოეს წარსულში
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ გაიტანა - პსჟ "მონაკოს" ფრედ ეთამაშა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] "ლეიკერსმა" ედვარდსს ვერაფერი მოუხერხა - დონჩიჩი და ჯეიმსი გავარდნასთან ერთ ნაბიჯში არიან
36 წლის ასაკშიც შეუჩერებელია! ლებრონის მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა [VIDEO]
ჰარდენის აფეთქება... სუპერვარსკვლავს ვერავინ აჩერებს, მისი გუნდი კი თამაშს თამაშზე იგებს [VIDEO]
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
ჩხუბი NBA-ში - ფილადელფიასა" და "მინესოტას" კალათბურთელები პარკეტიდან გააძევეს [VIDEO]
ევროპელების დაპირისპირება დონჩიჩის გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში - "ატლანტა იუნაიტედი" "მინესოტასთან" დამარცხდა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEO] მამუკელაშვილი "იუტასთან" მატჩის საუკეთესო გახდა! - ქართველი "ტორონტოს" ლიდერად ყალიბდება
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
თორნიკე შენგელია NBA-ში?
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
"მემფისმა" "მინესოტას" ბარიერი გაიარა - გამორჩეული ახალგაზრდა "გოლდენ სტეიტს" შეხვდება [VIDEO]
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
გოგა მოედანზე არ გამოსულა, "ინდიანა" "შარლოტთან" მძიმე მატჩში დამარცხდა [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]