#Sixth_Man

პირველ რიგში, იგორ კოკოშკოვისა და ილიას ზუროსის შედარების დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვა სტილის სპეციალისტებთან.

დავიწყოთ კოკოშკოვით:

უძლიერესი მწვრთნელია (ევროპის დონეზე), მაგრამ საქართველოს ნაკრებში მისი დრო უკვე ამოწურული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეს თავს ვერ ართმევდა კარგად. უბრალოდ, ჩვენი ნაკრები იმ კონდიციაში ჩადგა, ევროპის ერთ-ერთ სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და ითვლება. შესაბამისად, ასეთი დონის გუნდს სჭირდება ჩამოყალიბებული სისტემა. ამას კი იგორის ტაქტიკა ვეღარ ესადაგებოდა.

კოკოშკოვი არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან პროდუქტიულად ათამაშებს გუნდს, რომელსაც ჰყავს მსროლელები. ამის ნათელი მაგალითია სლოვენიის ეროვნული ნაკრების წარმატება იგორის "თავკაცობით". საქართველოს ნაკრებს კი, რამდენი სტაბილურად კარგი "სნაიპერი" ჰყავს? - ძალიან ცოტა.

ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, ჯერ კლასიკური სტილით თამაში მოგვიწევს (მეპასე გამთამაშებელი, აქტიური ცენტრი და მძიმე ფორვარდი, დაცვაზე ორიენტირებული Role Player-ები). ვიმეორებ - ჯერ!

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სერბი სპეციალისტის წასვლის დრო იყო და ასეც მოხდა, თორემ მას ენთუზიაზმს არავინ უკარგავს. გუნდისა და მწვრთნელის სტილი ვეღარ მიესადაგა ერთმანეთს, უბრალოდ.

რა მოხდა შემდეგ? მოვიდა ილიას ზუროსი, რომელიც ნამდვილადაა კლასიკური კალათბურთის მიმდევარი, მაგრამ, კოკოშკოვისგან განსხვავებით, ენთუზიაზმის ნასახიც არ ეტყობა...

გაგიჩნდათ ბოლო ფრაზაზე პროტესტის გრძნობა? მესმის, იმიტომ, რომ თამაშების დროს მთელი მონდომებით ცდილობს მოგებას, მაგრამ სად ჩანს ენთუზიაზმი, როცა კონკრეტული სისტემის შექმნაა საჭირო? სწორედ ამაზეა საუბარი.

ვამბობთ კლასიკური სტილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ გამთამაშებლისა და 3-წამიანი ზონის "მაღლებით" უნდა ხდებოდეს შეტევა.

ილიას ზუროსი ზედმეტად ინერტულად უდგება საკითხს და მისი შეტევა მთლიანად წინახაზელების იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული, სამწუხაროდ...

ამის შემდეგ ისმის კითხვა: მწვრთნელი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ მოთამაშეები ვარჯიშებზე დაიბაროს და შეხვედრების დროს ცვლილებები გააკეთოს? - არა, რა თქმა უნდა... ტაქტიკა, სტრატეგია... სადაა ეს ყველაფერი? მაღლებისთვის ბურთის ჩაგდება და იმპროვიზაციის ლოდინი არც ერთია და არც - მეორე.

არ ვიცი, ფედერაცია რას აპირებს, მაგრამ ამ კაცს ან სწორად მუშაობა უნდა მოეთხოვოს, ან იმ კონტრაქტს გადაეხედოს, რომელიც კიდევ ორი წელი გვავალდებულებს ამ ყველაფრის ყურებას...

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება ილიას ზუროსი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ენთუზიაზმითა და კლასიკური სტილის ნოვატორულთან სინთეზის მიდგომით დააბალანსებს საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

giorgi4444
ცალსახად შეკვეთილი სტატიაა. მცდელობაც არ არის რაიმე შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანის. ესეთ მდგაბიო სტატიებს არ უნდა აქვეყნებდეთ პატივისცემით გიორგი :)
vako
20 ქულით რომ მოუგებ ესპანეთს ნახევარფინალში მანდ მარტო დრაგიჩი და დონჩიჩი არ კმარა. მწვრთნელის დამსახურებაა ძალიან დიდი

ჩემი აზრით ეს შეკვეთილი სტატიაა, ვითომ ორი მწვრთნელის შესადარებელი სტატიაა, ამ დროს შინაარსობრივად ზუროსის გასაკრიტიკებელადაა დაწერილი.
zaza
სლოვენია დრაგიჩმა და დონჩიჩმა გახადა ჩემპიონი და არა კოკოშამ.ეხლა არ მკითხოს ვინმემ ესენი ვინებიაო.დდ
დათოს
"მადლიბამ" დაგლიჯა
BSKT
ძალიან არასრულყოფილი ანალიზია, ანუ ზუროსი მხოლოდ მოთამაშეებს იბარებს ვარჯიშებზე და შეხვედრების დროს ცვლილებებს აკეთებს? ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მეგობრულად გირჩევთ, როგორც ერთგული მკითხველი რომ შეეცადოთ თუ ანალიტიკურ სტატიას დებთ, ცოტა მეტი არგუმენტი და ანალიზი მოაყოლოთ, ესე ჰაერზე გასროლა მკითხველის უპატივცემულობაცაა, არაპროფესიონალიზმის მომენტებზე რო არაფერი ვთქვათ. მადლობა, ნახვამდის:)
zaza
სლოვენია ჩემპიონი კოკოშამ კიარა დრაგიჩმა და დონჩიჩმა გახადეს.დდ არ ყოლოდა ესენი და ნახავდი რასაც მოიგებდა სლოვენია
Gia
სტატიის ავტორი კარგად ვერ ერკვევა კალათბურთში.ბოლო 20 წელია არც ერთი თამაში არ გამოცდენია ჩვენი გუნდის. რისი თქმა მინდა ზუროსი არის უძლიერესი ტაქტიკოსი.ეგეთი მწვრთნელი ჩვენ არ გვყოლია. ჩვენს ნაკრებს ყავს სულ 4-5 საშუალო დონის კალათბურთელი და ამ გუნდით ვეთამაშებით ტოლსწორად გრანდებს. ყოჩაღ ზუროს
შოთა გუგეშაშვილი
სლოვენიაც ზუროსმა ხომ არ გახადა ცემპიონი
გოგა
რა იდიოტობა, ვინ დაწერა ეს? შედეგებს გადახედეთ რა დონის გუნდებს ვუგებთ და საკმაოდ ხშირადაც. ზუროსი ჭკვიანი და პრაგმატული მწვრთნელია, ყველა თამაში მოგება უნდა, არაქვს მნიშვნელობა რა შემადგენლობა ყავს და რა თამაშია ამხანაგური თუ ოფიციალური, აი ზუსტად ასეთი მწვრთნელი გვჭირდება და გვყავს კიდევაც.
mitro
აჰა რეგბის მერე წავიდა შეკვეთილი სტატიები კალათბურთზე... ზუსტად ესეთი სტატიებით დაიღუპა ფეხბურთიც, რეგბიც და დაიღუპება კალათბურთიც. კრიტიკა კარგია მარა არა ესეთი უვიცი ავტორების მიერ სტატიების შეთხზვით!!!
ჭანტუ
ძაან დიდი უმადურობაა ეს სტატია ზუროსის მიმართ
zaza
ზუროსი რო ყოფილიყო კოკოშკოვის დროინდელ ნაკრებში ბევრად უკეთეს შედეგს დადებდა იგივე უკრაინა და მაკედონია რითი გვაჯობეს რითიდა მწვრთნელით.გადახედეთ რა გუნდი ყავდა კოკოშკოვს და რა გყავს დღეს.და რა გუნდებს უგებს სირცხვილი ჩვენ .რასაც იტყვის რო წავა აქედან უკვე ნა თელია.
ზიზუ
ვინც ეს სტატია დაწერა წარმომიდგენია რა დონეზე ესმის კალათბურთი, წადი ძმაო სხვა სპორტი მოსინჯე იქნებ ის უფრო იცი. ზუროსს ის შემადგენლობა რომ ჰყავდეს ვიდრე კოკოშკოვს ჰყავდა, გაცილებით უფრო მაგარი შედეგი გვექნებოდა
Wtf
პირიქით რომ გაიგო ეს ანალიზი უფრო იქნება რეალობასთან ახლოს :დდ იგორის დროს ნაკრების ძირითადი ტაქტიკა ზონური დაცვა იყო და სწორედ კოკოშკოვის დროს ეწყობოდა თამაში მაღლებზე :დ კოკოშკოვის პლუსად რაც წამოაჩინეთ ეგ ყოველივე ზუროსის უპირატესობაა
მათე
რა რესურსიც კოკოშკოვს ქონდა ის რესურსი ზუროსს არააქვს და ფაქტიურად ეროვნული ლიგის კალათბურთელებით ამარცხებს გუნდებს.შეუცდომელი არცერთი მწვრთნელი არ არის, საერთოდ ეს სტატია მე მგონი უფრო პროვოკაციას ემსახურება და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უფრო შეკვეთილი სტატიაა და დიდ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს.თან ავტორი ფსევდონიმით წერს და ეტყობა რომ კალათბურთისგან საკმაოდ შორსაა.
პრაგმატიზმი
ჯერ ერთი თუ ანალიზს აკეტებთ მეტი კვალიფიკაცია მოგეთხოვებათ, მიზეზები იხილეთ. 1. საერთოდ კოკოშკოვმა ამოწურა თავის თავი ნაკრებში. აგვიანებდა შეცვლებს, არ ათამაშებდა მთლიანად ნაკრებს, ეყრდნობოდა ერთეულებს, ეშინოდა ცვლილებების, კონსერვატორი ხედვები ქონდა. 2. ზუროსი ენერგიას გადასცემს გუნდს, ძლერი ტაქტიკოსია ვიდრე სტრატეგი, არ ეშინია ექსპერიმენტების, მინიმალური რესურსებით შეუძლია შედეგის დადება, შანს აძლევს ახალგაზრდებს, გუნდი განახლებადია მის ხელში, არ ცნობს ავტორიტეტებს.
არდილეს
დავალებულს წააგავს
კოკოშკოვი
ზუსტად ზუროსმა ააწყო სისტემა, მეორე შემადგენლობით რო ვთამაშობდეთ უძლიერეს ნაკრებებთან მაინც წინასწარ ვერავინ იტყვის რო დიდი ანგარიშით წავაგებთ, იმიტო რო ზუროსის დროს რო დაცვას ვთამაშობთ დამოუკიდებლობის შემდეგ არ გვითამაშია ესეთი დაცვა, კაცმა იცის როდის უნდა აიღოს წუთშესვენება და კოკოშკოვისგან განსხვავებით ისიც იცის რომ 5-6 კაცით არ უნდა ითამაშოს მთელი თამაში, 40 წუთი ვერ ითამაშებს ყველა თამაშს ვინც არ უნდა იყოს, მაგიტო ეროვნული ლიგიდანაც ათამაშებს ხალხს და სწორიც არის
ავტორს
აშკარაა რომ კალათბურთის ანალიზი შენი ძლიერი მხარე არ არის... იქნებ სხვა რამ გეცადა , რა ვიცი რაც უფრო გამოგდის..
გუსანი
ამ ხედვაში მეტი რეალობაა, ვიდრე სუბიექტივიზმი, მაგრამ მაგ დონის მწვრთნელის ჩამოყვანაც არარეალურია, ჯერ საქართველო და ჩვენი მენტალიტეტი უნდა შეიგრძნოს, მისი გაჯანსაღება კი ნამეტანი შრომატევადი და სხვა ფაქტორებზეც დამოკიდებულია,ამდენი კონტიგენტი და ამყოლი კი სად არის?....
სოსო
არ ვიცი,რა დონეზე საუბრობს ავტორი,მაგრამ რამდენი კაცი გვყავს ნაკრებში,ევროპის დონეზე,მთელი მატჩის განმავლობაში მაღალ ტემპს რომ გაქაჩავენ?ან სხვა კომპონენტებით შეესაბამებიან?ზუროსი დაცვიდან ათამაშებს ნაკრებს,რადგან შეტევაში სტაბილური ხალხი,ძალიან ცოტა გვყავს და რამდენიმე კაცი,კიდევ ამათზეც გაცილებით სუსტი გვყავს.კარგი დაცვის დაყენება,სუსტი შემსრულებლით,კიდევ შეიძლება,მაგრამ შეტევა,სროლით მთავრდება და თუ ვერ ჩააგდებ,აქ მწვრთნელი უძლურია.6-7 კაცი კი სტაბილურად კარგი და სწრაფი თამაშისათვის,ძალიან ცოტაა.სერბიასთან გამარჯვება,მართლაც დიდებული რამე იყო,მაგრამ მათთვის მატჩს,დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მოტივაცია რომ ძალიან დიდი რამეა,ყველამ ვიცით 9-10 სტაბილურად მაღალი დონის კალათბურთელია საჭირო,აქტიური შემტევი კალათბურთი რომ ათამაშო ნაკრებს.ეს ფუფუნება ჯერ არ გვაქვს და ალბათ კარგა ხანს არც გვექნება.ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ცინცაძეც უკვე ასაკშია და ძველებურ დატვირთვებს ვეღარ გაუძლებს,ანდრონიკაშვილს კი,ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე აქვს სასწავლი.შენგელია,შერმადინი,ბითაძე და ამერიკელი.ესენი სტაბილურად საკმაოდ მაღალი კლასის კალათბურთელები არიან.ცინცაძე,ბურჯანაძე და სანაძე,ის ხალხია ხან ასე და ხანაც ისე რომ თამაშობენ.ამათ შემდეგ?ანდრონიკაშვილი და მამუკელაშვილი მოდიან,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა მათ იმედზე ყოფნა,გამოცდილება და დაკაცება სჭირდებათ და ასეც კი,სულ 9 კაცი ქუჩდება.გუნდის ნახევარი რომ გამთამაშებელია,ეგეც ხომ ჭეშმარიტებაა და ცინცაძე თავისი ასაკით,უამრავი ტრავმით და ბოლო რამდენიმე წელი,სუსტ ლიგებში თამაშით,იქნება ისეთივე ნაყოფიერი,როგორიც ადრე იყო?ვერ იქნება და ვხედავდით კიდეც,რომ ვეღარ იყო ძველებურად საიმედო.აბა მაშ, რას ითხოვთ ზუროსისაგან?
fani
ერთი ჟურნალისტი როგორ ვერ მოიძებნა, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა სპორტის კონკრეტულ სახეობაში??? ზუროსმა მთელი წინა შესარჩევი სათადარიგო მოთამაშეებით ჩაატარა (მათ შორის საქართველოს და ლიბანის ჩემპიონატის მოთამაშეებით), გარდა ამისა ემატება ფედერაციიდან ზეწოლა და ისეთი გადაბერებული მოთამაშეების გამოყენება იძულებით უწევს, როგორიც იყო (ანატოლი ბოისა) და არის (ცინცაძე). ამის მიუხედავად გერმანიას და სერბეთს 2 მეოთხედის შემდეგ ვუგებდით გასვლაზე. სამქულიანების % მაჩვენებლით ჯგუფის ლიდერები ვიყავით. ხოდა ბიძიკო, წარმოდგენა თუ არ გაქვს რატომ წერ საერთოდ??? მე კალათბურთი მიყვარს, საქართელოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ყველა ევრობასკეტზე ვარ ნამყოფი და მსგავსი უვიცი განცხადებები, როგორც გულშემატკივარსა და კალატურთის მოყვარულს ძალიან მაღიზიანებს.
ირაკლი
ეგეთი დიმიტრი იყო გელოვანი
sixmans
დაგავალეს ბაბუ? თუ შენით დაასკვენი?
Dato
დიდი ხანია ასეთი აზრიანი სტატია არ წამიკითხავს საიტზე. მადლიბა
Irakli
რადენი ახალწვეული, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშით ატარებს შეხვედრებს ზუროსი? სერბეთს რა შემაგენლობით მოუგო სებეთში!? ზუროსი კოკოშკოვის ნახევარი და მესამედი კადრებით დებს შედეგს. ვერ ვხდები აკ კაცს კიდევ რა უნდა მოვთხოვოთ.
Master
სასწაული,რას უწუნებთ ზუროსს?ზუროსის დროს რომ გუნდები დავამარცხეთ ისეთები კოკოშკოვს არც დაესიზმრებოდა.გაცილებით შედეგიან კალათბურთს ათამაშებს,თანაც ვინებით,ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებით.ავტორ ალბათ აგერია,ზუროსი კოკოშკოვი გგონია და კოკოშკოვი ზუროსი,თორემ ასეთ სულელურ სტატიას არ გამოაცხობდი.რა ენთუზიაზმზე საუბრობ ნეტა,რა ფილოსოფიური აზრები მოგდის.შედეგებს მაინც შეხედე და მაშინ ვინ გვყავდა კალათბურთელები დაახლა ვინ გვყავს.
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
"მამუკელაშვილის შედარება იოკიჩთანაა შესაძლებელი" - ქართველს დრაფტის წინ ისევ აქებენ
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ბითაძე კვლავ ძირითადში იყო - "ორლანდო" "ფინიქსთან" დამარცხდა [VIDEO]
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება -1.8%-იანი შანსი და პირველი არჩევანი "დალას მავერიქსს"
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]
სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
NBA-ის გასული დღის 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
ბითაძის ამ გუნდში გადასვლა ძალიან რეალურია - ცნობილი ამერიკული გამოცემა დეტალებზე წერს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბითაძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველი "ფინიქს სანსთან" შეხვედრის MVP გახდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს წინააღმდეგ სერბები შეარჩია
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!