#Bean

• ჰაკიმ ოლაჯუვონი - ჩემი აზრით, ისტორიაში საუკეთესო დამცველი. ამ მოთამაშეზე სუბრისას, ხშირად, მარტო, ორი საჩემპიონო სეზონით შემოიფარგლებიან. ხანდახან, 1986 წელი ახსენდებათ, როცა ახალგზარდა ოლაჯუვონმა და რალფ სემფსონმა კონფერენციის ფინალი ითამაშეს და ლოს ანჯელეს ლეიკერსი გამოთიშეს ასპარეზობას, ხოლო, სულ ბოლოს, ბოსტონ სელტიქსთან დამარცხდნენ.

მიმოვიხილოთ ისეთი პერიოდი, რომელზეც ხალხი ნაკლებად საუბრობს.

• დავიწყოთ 1986 წლიდან, რა დროსაც, როგორც ვთქვი, ლეიკერსთან მოუწიათ შეხვედრები. ამ სერიაში ოლაჯუვონი, საშუალოდ, 31.0 ქულას, 11.2 მოხსნას, 2.2 ჩაჭრას და 4.0 დაფარებას ასრულებდა. ამ დროს, რეალურად, გამოჩნდა ჰაკიმის პოტენციალი. ყველამ იცოდა, რომ რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ ამ სერიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ფინალში ბოსტონთან 6 მატჩიან სერიაში წააგეს, მაგრამ როცა ასეთი ახალგაზრდა გუნდი სუპერფინალში ამდენს ახერხებს, ბუნებრივია, ყველა განიხილავს მათ, როგორც ახალ დინასტიას, ყოველშემთხვევაში - რამდენიმე წელი ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად. თუმცა, ეს ესე არ მოხდა. შემდეგ სეზონში, გუნდს დაეწყო პრობლემების მთელი სერია. რალფ სემფსონმა მიიღო მუხლის ტრავმა, რის გამოც, ნახევარი სეზონი გამოტოვა. ლუის ლოიდმა, რომელიც გუნდის ძირითადი 2 ნომერი გახლდათ და მიჩელ უიგინსმა (სათადარიგო 2 ნომერი) მიიღეს დისკვალიფიკაცია ნარკოტიკების მოხმარების გამო. (უკანასკნელი ენდრიუ უიგინსის მამაა).

სემფსონის ტრავმების და მოთამაშეების დისკვალიფიკაციის გამო, ჰაკიმმა, ფაქტობრივად, დაკარგა რამდენიმე სეზონი.

1987 წელს დამარცხდა ფლეიოფის მეორე რაუნდში სიეტლ სუპერსონიქსთან.

1988-91 წლების ჩათვლით, პირველ რაუნდებს ვერ ცდებოდა (დალას მავერიქსთან, სიეტლთან და ორჯერ - ლეიკერსთან).

1992 წელს, საერთოდ, ვერ გავიდნენ ფლეიოფში.

• გუნდის პრობლემებს ემატებოდა ისიც, რომ ოლაჯუვონს სერიოზული პრობლემები ჰქონდა გუნდის მენეჯმენტთან, რაც მოედანზე მოქმედებებზეც ისახებოდა. ხშირად, მონაწილეობდა ხელჩართულ ჩხუბებში, ლიდერობდა ლიგას ტექნიკურ ჯარიმებში, უკმაყოფილო იყო გუნდელებით, რომლებიც არც ისე კარგები იყვნენ და ა.შ.

ის პრეცენდენტიც კი დადგა, რომ ეჭვქვეშ აყენებდნენ სხვადასხვა ანალიტიკოსები ჰაკიმის ლიდერულ შესაძლებლობეს, უსვამდნენ ხაზს მის ცუდ ქცევებს და იმას, თუ რა საშინლად ეპყრობოდა ის თანაგუნდელებს.

ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ოლაჯუვონი მუდმივად ითხოვდა ახალ და გაზრდილ კონტრაქტს. ის ითვლებოდა ლიგაში საუკეთესო ცენტრად, მაგრამ მისი ხელფასი არ შეეფერებოდა მის სტატუსს.

ადრეულ წლებში, დადებული კონტრაქტი არ აძლევდა საშუალებას, განეახლებინა კონტრაქტი. მისი წლიური ხელფასი, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი გახლდათ სეზონში, როცა სახელფასო ჭერი პროგრესულად იზრდებოდა.

შეთანხმებას არ შედგა, ამიტომ, 1992 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ჰაკიმმა გაცვლა მოითხოვა. ჰიუსტონის მეპატრონემ, ჩარლი თომასმა, განაცხადა, რომ მოთამაშე ტრავმას იმიზეზებდა, რათა არ ეთამაშა, რადგან არ მოსწონდა სიტუაცია და კონტრაქტი...

რეალურად კი, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა.

ჰაკიმმა, რა თქმა უნდა, უარყო ეს ყველაფერი და განაცხადა, რომ როქეთსის მენეჯმენტი მას აძალებდა, ტრავმირებულს ეთამაშა. 1992 წლის მარტში ჰაკიმმა ღიად თქვა უარი გუნდში დაბრუნებაზე. ამის მიზეზი არ იყვნენ არც გუნდელები და არც ფანები. მას, უბრალოდ, არ წარმოედგინა ჰიუსტონის მენეჯმენტთან მუშაობა.

როგორც სტივ პეტერსონმა, ჰიუსტონ როქეთსის იმდროინდელმა ჯიემმა განაცხადა, ლეიკერსთან, თითქმის, შეთანხმებული იყო ტრეიდი:

ლოს ანჯელესელები მიიღებდნენ ოლაჯუვონს, ხოლო, ჰიუსტონი - ჯეიმს ვორთის და ვლად დივაცს.

ეს ტრეიდი ახალი წესების გამო ჩაიშალა, რომელიც სახელფასო ჭერს ეხებოდა (ერთი მხარის წარსადგენი ,,სატრეიდო მასალის" ხელფასების წლიური შემოსავალი არ უნდა იყოს მეორე მხარის ჯამური წლიური ხელფასების 60%-ზე ნაკლები).

საბოლოოდ, ჰაკიმი გუნდში დარჩა და მიაღწია შეთანხმებას, რომელმაც ორივე მხარე, გარკვეულწილად, დააკმაყოფილა.

• 1992-93 წლების სეზონი ცენტრის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. საშუალოდ, ის აკეთებდა 26.1 ქულას, 13.0 მოხსნას, 3.5 გადაცემას, 1.8 ჩაჭრას და 4.2 დაფარებას.

თითქმის, ყველა კომპენეტში კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა.

ამ პერიოდისთვის, ის 30 წლის გახლდათ, მაგრამ ეს იყო მომენტი, როცა ჰაკიმი MVP-ის კალიბრის მოთამაშედ განიხილებოდა.

ამ სეზონში, მხოლოდ, ჩალზ ბარკლიმ აჯობა ამ ტიტულისთვის ბრძოლაში, მაგრამ, მაინც, მეორე რაუნდში გამოვარდა გუნდი.

სერიის მე-7 თამაშში, სიეტლ სუპერსონიქსთან, მათ ჰქონდათ სერიოზული შანსი გამარჯვების, მაგრამ ვერნონ მაქსველმა უკანასკნელი სროლა ვერ გამოიყენა...

შემდეგ ორ სეზონში ყველამ ვიცით, რაც მოხდა - მისი 1993-94 წლების სეზონი განიხილება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში.

საშუალოდ აკეთებდა 27.3 ქულას, 11.9 მოხსნას, 3.6 გადაცემას, 1.6 ჩაჭრას და 3.7 დაფარებას. გახდა MVP, ფინალების MVP, საუკეთესო დამცველი, მოხვდა წლის პირველ გუნდში და დამცველთა პირველ ხუთეულში.

შემდეგ სეზონში, გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა კონფერენციაში, თუმცა, მაინც შეძლო ჩემპიონობის მოპოვება.

• შემდეგ წლებში, აღარ ჰქონია მას განსაკუთერბული შანის ჩემპიონობის, გარდა 1997 წლისა, სადაც, კონფერენციის ფინალში მას, კლაიდ დრექსლერს და ბარკლის ჯონ სტოქტონის სამ ქულიანმა დაუხურა სერია.

• საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ჰაკიმ ოლაჯუვონის კარიერა, შეიძლება, ორ ნაწილად დაიყოს:

პირველი - სადაც ის ითვლებოდა საშინელ გუნდელად და პერსონად. მეორე - სადაც ის ლეგენდა გახდა.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
ჩარლზ ბარკლის აზრით, ლებრონი მეშვიდეა
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება -1.8%-იანი შანსი და პირველი არჩევანი "დალას მავერიქსს"
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
ლებრონის ნამდვილი მამა - ლებრონ მაქლილენდი?
NBA - პროგნოზები
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
რა არის სტრიტბოლი: ციხე, ქუჩური ჩვევები და ვარსკვლავები
ჩარლზ ბარკლი: დღევანდელ გუნდებს იატაკზე გავაკრავდით
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტის გარეშე შანსი არ არის
კევინ დურანტი - ,,ბოროტი" სუპერგმირი
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
თორნიკე შენგელია NBA-ში?
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
ჩარლზ ბარკლი: ახლანდელ "მეომრებს" გავანადგურებდით
NBA - პროგნოზები (5 სექტემბერი)