ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და გუნდს თამაში ნომინალური თავდამსხმელის გარეშე დააწყებინა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ფრთხილობდა და ზედმეტ რისკს ერიდებოდა, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გახლდათ. როგორც ვივარაუდეთ, მარცხენა მცველისა და ცენტრფორვარდის პრობლემურ პოზიციაზე ცენტრალური მცველი ლაშა დვალი და გარემარბი ვაკო ყაზაიშვილი დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ჯვაროსნებმა" თავიდანვე შეუტიეს და კვარაცხელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ხატკევიჩმა ოქრიაშვილს მახვილი კუთხიდან არ დაანება გატანა. ამას უმალ ხვიჩას მორიგი გარღვევა და ოქრიაშვილის პასი მოჰყვა, რომელიც ზოლოტოვმა წააქცია. მსაჯმა ჩაქირმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა.

ვერაფერს იტყვი, დასაწყისი მართლაც ჩინებული იყო

სწრაფი გოლი იმის გარანტი იყო, რომ მეტოქე ღრმა დაცვაში ვერ ჩადგებოდა, თამაში გახსნილი იქნებოდა და ჩვენს გუნდს იერიშების მიტანის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა.

სტუმრებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან ბახარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე, კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია, სწრაფი შეტევისას კაკაბაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე ოქრიაშვილი მოძებნა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მერე შეცვლაზე შესულმა პოდსტრელოვმა ვერ გამოიყენა შანსი, ცოტა ხანში ოქრიაშვილმა ვერ უწია მიზანს.

აქტიურად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული გვილია, რომლის ჩაწოდება და დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. ბოლოს ბალარუსებმა შემოგვიტიეს, ლორიამ მარტინოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"

საქართველო - ბელარუსი 1:0

გოლი: ოქრიაშვილი (7, პენ)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ტაბიძე 81), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკავა, კვეკვესკირი, კვარაცხელია (ლობჟანიძე 89), კიტეიშვილი (გვილია 65), ოქრიაშვილი (ქვილითაია 89), ყაზაიშვილი (შენგელია 81)

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბორდაჩევი (პეჩენინი 73), ნაუმოვი, მარტინოვიჩი, ზოლოტოვი, ნეხაიჩიკი, ებონგი, იაბლონსკი (სკავიში 63), ბახარი (პოდსტრელოვი 63), ხაჩატურიანი (მაევსკი 46), ლისაკოვიჩი (ლაპტევი 70)

რეზო
ზოგიერთი ვაისს აკრიტიკებს რასაც არ ვეთანხმები. ვაისმა აირჩია ის ტაქტიკა, რომელიც შედეგზე იყო გათვლილი. შეხედეთ სტატისტიკას: ბელორუსებს კარში ერთხელაც არ დაატყმევინეს ჩვენმა ბიჭებმა ბურთი. აი ამიტომ იყო ეს თამაში შედეგზე გათვლილი.
ანაღვლე ამათ ფეხბურთი
გამწარებულები თითოეულ პენსიონერს დასდევენ ხმებისთვის, შენი ფეხბურთისთვის სცალიათ?))))))))))
gela
გილოცავთ გამარჯვებას, დღეს 9 ში, გორში ახალგაზრდული თამაშობს, არც ფედერაციას არც ერთ საიტს, არც შენ ადმინ, სიტყვაც არ დაგიძრავთ, ეს ის ბიჭები არიან რომელთაგან ბევრი იიმ ევროს ითამაშებენ, ასე რო ახლოა, გადახედე 1 გუნდის დაბ.წლებს, მაგრად აიგნორებთ ხო? ამ მოწერილსაც ალბათ.

ამ ტამაშით წავაგებთ უეჭველი მაკედონიასთან!
H
რა უცნაურია, რომ აქ ბევრი გვეჩხუბება თუ რატომ გვიხარია ეს გამარჯვება და რატომ არ ვლანძღავთ ვაისს. ისე ახურებთ ვითომ შედეგი ისედაც სულ გვქონდა და ეს წლები თამაშის სრულყოფისკენ ვისწრაფვოდით და გუშინდელი თამაში უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გავიგეთ, რომ ბელარუსი ჩვენზე დაბალი დონის გუნდია მაგრამ ისიც გასათველისწინებელია, რომ ისინიც ძალიან მოტივირებულნი იყვნენ და ერთი მატჩის შედარებით მაღალ დონეზე თამაში ყველა გუნდს შეუძლია და თან ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებთან. თავს ასეთ ფავორიტებად ბევრად ძლიერი შემადგენლობა როდესაც გვყავდა მაშინ არ მივიჩნევდით, როგორც გუშინ. სანამ ვაისს შედეგთან ერთად ლამაზ ფეხბურთს მოვთხოვთ კარგად გაიხსენეთ სად თამაშობენ ჩვენი ნაკრების წევრები. ერთი ფეხბურთელიც არ გვყავს, რომელიც მართლა საფეხბურთო ქვეყნის ჩემპიონატში ან მაღალი დონის კლუბში თამაშობს. იმის ილუზია, რომ ამ ერთი გამარჯვებით და თუნდაც ევროპაზე გასვლით ქართულ ფეხბურთდი არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება არავის აქვს. უბრალოდ კარგია, რომ უეფამ ჩვენი დონის ნაკრებეს ასეთი შანსი მისცა და ასე თუ ისე ვიყენებთ და აქაც მაჩანჩალები არ ვართ.
ექსპერტი
ყველაფერში პატრონს რანაირად ვეძებთ.ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს! 2 საუკუნის წინ თქვა იმ დალოცვილმა კაცმა. რა პატრონი რის პატრონი!
ქუთაის-ს
ვაისი ან ძალიან მშიშარა და კურდღელი მწვრთნელია, ან ყველაფერს აკეთებს რომ გუნდმა ვერ მოიგოს. პირდაპირ ხომ ვერ ეტყვის ბიჭებს, რომ წააგეთო. ეს გამორიცხულია. ხოდა, ყველაფერს იმიტომაც აკეთებს უკუღმა. რუბინის ყველა თამაშს ვუყურე და ხვიჩა თავის კრაიზე მეფეა! 2-3 კაცი ვერ აჩერებს, თვითონ თუ არ გააქვს, სხვას გააქვს მაგის წყალობით. რამდენს აკიდა წითელი ბარათი და კაცნაკლული დატოვა მოწინააღმდეგე გუნდი. აი ჯერ მარტო ამას რომ არ გამოიყენებ,არ ან ვერ დაინახავ, რბილად რომ ვთქვათ ან იდიოტი ხარ, ან იცი და სპეციალურად აკეთებ. რუსეთის ნაკრების დამცველები ვერ აჩერებენ, როგორ არ უნდა გამოიყენო ამხელა უპირატესობა არ მესმის. ამ თამაშებს ვაისი კი არა, უბრალოდ ბიჭები იგებენ ინდივიდუალური ცოდნის ხარჯზე. დააკვირდით სიმეონეს ან სლუცკის სიხარულს, ბავშვებით ხტუნავენ სიხარულისგან როცა გოლი გადის. სხვა ბევრ მწვრთნელებს აღარ ჩამოვთვლი. მე ეს ამ კაცს ვერ შევატყე. ყველაფერი მოჩვენებითი აქვს და არადამაჯერებელი. ჩემი აზრით ან დიდი ფული აქვს რუსეთიდან აღებული რო დაგვძიროს, ან მართლა მაგარი დაბალი დონის მწვრთნელია. ვიმეორებ, ბიჭები იგებენ და არა ვაისი. და საერთოდ, რას ნიშნავს სომხებთან ხვიჩას და ოქრის არ ყოფნა? ვის წისქვილზე ასხამს წყალს? 3 თამაშში გადაიწვება ხვიჩა? თუ დაიღლებიან, შეცვალოს, ვინ უშლის? არ მგონია მე ეგ მაინც წმინდა წყლის დამლევი კაცი!
ქუთაისი
ცაიშის გაუგებრობების საზღვარი არ აქვს...ყაზაიშვი,კიტეიშვილი,კვარაცხელია,ოქრიაშვილი,ანუ ყველა შემქმნელი და ძირითადის ფეხბურთელი გაიყვანა და შემოიყვანა ტაბიძე,გვილია,შენგელია,ლობჟანიძე,ქვილითაია...შემთხვევით რო ბელარუსში გოლი გაეტანა და დამატებითი დანიშნულიყო,წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია შეიქმნებოდა?!
Smouk
ყაზაიშვილი აღარ უნდა იყოს ნაკრებში,ყოველ მატჩში იჩენს ზერელე დამოკიდებულებას თამაშს,მაგ პოზიციაზე მოიძებნება უკეთესი ფეხბურთელი
სოსო
მაგ მომენტში,თორნიკემ ვეღარ გაიგო,ხვიჩა,მარჯვენა ფლანგზე გადავიდოდა თუ თვითონ უნდა წასულიყო მარჯვნივ.ხვიჩას მოძრაობას დაელოდა და ყოყმანში დრო დაკარგა.საერთოდაც გადაწყვეტილების მიღება,შეტევის განვითარებაში,ძალიან გვიჭირდა და ყოვნდებოდა.ამ თამაშში,ეს ჩვენი,ყველაზე დიდი ნაკლი იყო.მუდმივად ორჭოფობდნენ,გაემწვავებინათ თუ ბურთი დაეჭირათ და ამან დაშალა თამაში.პრესინგით,მეტოქის კართან ართმევდნენ ბურთს და მერე,აღარ იცოდნენ რა ექნათ.გამთამაშებელი და გამტანი,ისევ უდიდესი პრობლემაა,ფიზიკურ მომზადებასთან ერთად.უკვე მერამდენე თამაშია,გოლი პენალტებით გაგვაქვს.სხვათა შორის ამ ორჭოფობის გამო,ენერგიაც გაცილებით მეტი გვეხარჯებოდა და ამიტომაც დაიღალნენ,უკვე ერთი საათის შემდეგ
fff
მართალი ხარ მეგობარო თუმცა მაგ ყველაფერში, ჩვენი ყანა სტადიონის ხელიც ურევია.
სოსო
ლაშა სალუქვაძესაც შემოსწყრა,გიო ჩაკვეტაძე.ინტერვიუზეც უარი უთხრა.არადა სალუქვაძეს ცუდად არაფერი უთქვამს,ან ცუდად,კონტექსტიდან ამოგლეჯილი მიუტანეს ამბავი,ან კიდევ,უკვე ძალიან ცუდ დღეში აქვს ნერვები.რისი გადატანაც გიოს უწევს,ეს მეორეც არ გამიკვირდება,მაგრამ პირველი მიზეზი მირჩევნია,რომ იყოს.ვარსკვლავურ დაავადებას,გულში არ გავივლებ,არ არის ასეთი ბიჭი.ეტყობა ძალიან ცუდი არჩევანი იყო,გიოს გენტში გაშვება.გასაგებია,რომ კადრებში ძალიან უჭირთ,მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის ფაქტობრივად გამეტება,ლევან ყენიას ისტორიას მაგონებს, ძალიან ცუდად.კარიერა არ დაუნგრიონ,ბიჭს.
ალეკო
ევროპაზე გავიდნენ და თუ უნდათ, მთელი თამაში იხოხონ. შედეგია მთავარი და არა ის, ვინ როგორ ლამაზად თამაშობს. ვერ ნახეთ, სხვა თამაშების უმრავლესობა უგოლოდ, 0:0 დამთავრდა და მხოლოდ პენალებში გაირკვა გამარჯვებული.

ვკითხულობ ამ მატჩის შესახებ კომენტარებს,100 კომენტყარიდან 90% მეტი მხოლოდ დადებითს წერს ჩვენი ნაკრების თამაშის შესახებ??? ზოგიერთი კი თურმე 30 წელია ელოდება საქართველოს ნაკრების ასეთ კარგ შედეგს,მისთვის მთავარია შედეგი??? ბატონებო,თქვენ ქართულ ფეხბურთს დათვურ სამსახურს უწევთ! მახსენდება თბლისის დინამოს 16 წლის წინანდელი უეფას თასის გათამაშების 2004 წლის საკვალიფიკაციო ტურნირიდან ბელორუსის "ბატეს",პოლონეთის "ვისლასა" და ჩეხეთის "სალვიას" მეტად საეჭვო გამოგდება.სხვათაშორის ჯაბა კანკავამ იმ მატჩებში ბრწყინვალედ ითამაშა.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ფინალურ ეტაპზე ძალზედ სამარცხვინოდ გამოიყურებოდა ქრთული ფეხბურთის ფლაგმანი! მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“,ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“,ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. ჩამოთვლილი გუნდებიდან უსუსტეს ბერძნულ პანიოსთან კი ტოტალიზატორზე თამაშით მთელ მსოფლიოში მოიჭრეს თავი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.
ვაჟკაცურად მოიქეცით და ისე ითამაშეთ
ბიჯო. 20-25 წლის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მინდორზე გორაობას და დროის გაყვანას რო დაიწყებს, ეგ არის ფეხბურთი და გუნდის შეკვრა-ჩამოყალიბება? ეგეთ რამეს იკადრებს ხორვატიელი ან ისლანდიელი? კაცურად და პატიოსნად თამაშობენ და იმიტომავ გადიან ევროპა-მსოფლიოზე! რა ელენთა-თირკმლის კუნთების კრუნჩხვები დაგეწყოთ ყველას ერთდროულად? სირცხვილია! მე პირადად არც ეგეთი შედეგი მინდა და არც ეგრე მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონიბა. რა თაობა უნდა გაიზარდოს თქვენი შემხედვარე? სისხლისგან რომ იცლებოდეთ მაინც არ უნდა დაეცეთ, თუ გინდათ რომ ხალხმა დაგაფასოთ. ითამაშეთ ლაღად, ვაჟკაცურად და პატიოსნად. იყავით ნამდვილი პროფესიონალები. შოუ-მენებით და აფერიტებით ისედაც სავსეა ბედკრული საქართველო!!
levan
კანკავა არის ნაკრების სული და გული,ის არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანი,ნამდვილი ლიდერი
საქართველოს ნაკრების ფანი
მრავარწერტილი, ძმა, მოიხედე აქეთ. თუ არ გიყურებია თამაშზე სირცხვილი კი არაა, საქმე გქონდა იქნებ. გადაახვიე რომ მოიცლი, უყურე და მერეც თუ იგივეს დაწერ არ ყოფილა შენი საშველი და ეგაა
გიგა
ორ რახიტ გუნდში, შემთხვევით ერთმა გაიმარჯვა. სირცხვილია ესეთი გუნდით თამაში ევროპაზე, პატრონი გვინდა ჯერ ნორმალური
mmm
სამარცხვინო გუნდი გვყავს ძალიან სამწუხაროდ
გიგლია
ნამდვილად არ ვიცი მართლა ეგრე ლაგდება თუ არა, მაგრამ მჯერავს თქვენი გამოთვლების და ძალიან სასიხარულოა. გმადლობთ!
გიგლია
მართალი ხარ, მეგობარო, ჯაბა არის თავდადების ნიმუში, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. საუკეთესო იყო მოედანზე!
XXX
კიი, შევლიან :))))
David
კოსოვო ძალიან სწრაფი გუნდია და ისევ მაკედონიასთან გვერჩივნა თამაში.
zaza
ჩაკვეტაძე ჰაერივით ჭირდება ჩვენ ნაკრებს, მაგრამ რაც ილაპარაკეს ჟურნალისტებმა რა თქვეს ტყუილი?? გააკრიტიკეს კლუბი სადაც მოხვდა და რაც დამართეს ამ ბიჭს კარგად ვხედავთ. ფაქტიურად ტრავმირებულს ათამაშებენ, არ უფთხილდებიან. განსხვავებით სლუცკისა როცა ხვიჩამ ცხვირი დაიზიანა რამდენი ტური გამოატოვებინა სლუცკიმ, შეეძლო ცხვირის ნიღბით ეთამაშა მაგრამ გაუფრთხილდნენ!! ჟურნალისტები ჩაკვეტაძეს კი არა მესის და რონალდოს აკრიტიკებენ და ამის გამო არცერთი არ ებუტება ჟურნალისტებს, ეს არ ეკადრება გიორგის და იმედია მიხვდება ამას. კვარაცხელია ძალიან თავდაბალი ბიჭია და იმედია ესეთიც იქნება მომავალში, აი ამისგან უნდა აიღონ მაგალითი ფეხბურთელებმა!!!
13
აბა არის სხვა?
კონსტანტინე თავართქილაძე
სპორტალ მიზანმიმართულად რატომ შეცვალეთ ვაისის კომენტარი ჩაკვეტაძის შესახებ??!!!!!!!!! ის ამბობს, რომ წარმოუდგენელია ბოლო თამაშში ნახევარი საათი კლუბში ტრამვირებული ათამაშესო. ჩაკვეტაძის თავს ძალიან უცნაური ამბები ხდება მრჩევლების გამო. სანამ ჯვარედინებს გაიწყვიტავდა კლუბში შეხვეული მუხლით ათამაშებდნენ თამაშებს. ცოტა გავაკრიტიკეთ და მიზანმიმართულად უარი თქვა ინტერვიუების მიცემაზე. ტქვენს ჟურნალისტის ალეკო კაკაურიძის და მისი აგენტების ლაშა ჯაკობიას ინტერესებს ნუ გადავაყოლებთ ესეთ უნიჭიერეს ფეხბურთელს. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი ამისი მსგავსი ერთხელ უკვე დამიბლოკეთ. აქ თუ არ გაუშვებთ ფეისბუქის გვერდზე დაგიწერთ :))
ჟორა გაბრიჭიძე
შემდეგ ეტაპზე გასვლა დიდებულა, მაგრამ სწრაფმა გოლმა თამაშის ხარისხი გააფუჭა. გაუმართლებელია ასე ნაადრევად ანგარიშის შენარჩულებაზე თამაში, ანუ დაივიწყეს, რომ ბურთი მრგვალია. ასეთი თამაშით მაკიდონიასთან ნაკლები შანსი გვექნება, მაგრამ მანამდე დროა და ბიჭები ფორმაში შევლიან.
miro
გამარჯვება კარგია და მისალოცია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც კარგია. თამაშს, რაც შეეხება მაგაზე კარგს ვერ ვიტყვი. ბელარუსი საკმაოდ სუსტი გუნდია. უამრავი შეცდობა დაუშვეს და ვერცერთი ვერ გამოვიყენეთ. შემადგენლობაშიც უბდა შეიტანოს ცვლილებები და ტაქტიკაშიც, თორე მაკედონიას ვერ მოვუგებთ. ყაზაიშვილ ძირითადში რა უნდა?ლორიაც ვეღარაა ისეთი, როგორც ადრე
ნეო
შენ რომ გჯერა რა? სხვამ მასკა უნდა აიფაროს, იმუნური სისტემა გაინადგუროს, როგორც არმიაში მეტრ ნახევარი დისტანცია დაიცვას და მალე ალბათ უნდა ვიჯდეთ სახლში და რასაც ტელევიზიით მოგვაწვდიან სიმართლედ მივიღოთ,? ამ დაჯერებებს , ტელევიზორის მონობას მოეშვით და ცოტა გააზრებულად შესწავლეთ და შეხედეთ რეალობას. გახარიამ თქვა და პირი ამოვიქოლოთ მიდგომა თუ მოგწონთ კი ბატონო მაგრამ სხვას ნუ აძალებთ ამას. თქვენ არ გაქვთ ამის არანაირი უფლება და ვერც დააძალებთ
tngh
გილოცავთ ყველას!!! წინ გადამწყვეტი მატჩია!!! მაქსიმალური მონდომებით, ყურადღებით და სიფრთხილით, იმედია მაკედონიასაც დავძლევთ!!! (საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ...)
შოთა
მადლობა ბიჭებს და მადლობა ვაისს! მჯერა გავალთ ევროპაზე!

ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, გადაჭარბების გარეშე უდიდესი შედეგის ზღვარზე ვართ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ზღვარზე და ალბათ აჯობებს არ შევიდეთ ეიფორიაში ბელარუსთან გამარჯვების გამო მითუმეტეს ნაჩვენები თამაშის ხარისხი ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა (ეხლა არ დაიწყოთ ვაისმა თამაში დაუმალა მომავალ მეტოქესო !!!). P.S. ყველაფრის მიუხედავად, კარგათ ვითამაშეთ და მაგრამ წავაგეთ-ს ალბათ ესეთი საზიზღარი თამაშით მოგება მაინც ჯობია!!! წარმატებები ფინალში !!! თუნდაც ესეთივე უსახური თამაშით!!!

ბატონო თემურ,თქვენ არ გაგიჟდეთ და სულ ვაქებთ და ვადიდებთ დღევანდელ ქართულ ფეხბურთს! პროფესორობა აქ არაფერ შუაშია.პირდაპირ უნდა აღინიშნოს,რომ პენალტი უფრო არ იყო,ვიდრე იყო! დამატებულ 6 წუთზე,2 წუთიც არ იყო გასული რომ თურქმა მსაჯმა თამაში დაამთავრა???
ხოსე იგნასიო
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ფინალშიც ასევე წარმატებით გვეთამაშოს!!! თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ თამაშით შორს ვერ წავალთ. ფლანგის მცველები, განსაკუთრებით მარცხენა მცველი ფაქტიურად არ გყვავს, გამოჩნდა რომ დვალის დაყენება არ შეიძლება. ძალიან დიდი პრობლემაა მომენტების რეალიზების. ოქრიაშვილმა ბევრი მომენტი შეანელა და სვლა ვერ მისცა, მესმის რომ ნომინალური ცენტრ.ფორვარდი არაა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ გამოსწორდება, უბრალოდ გადაგვივლის მაკედონია. მაკედონიასთან 2-3 შანსი გქვექნება და ის უნდა გავიტანოთ!!!
საქართველოს ნაკრების ფანი
ვასო რა გინდა?
რაგბის ფანი
დისლაიქებს ის ხალხი წერს, ვინ ბურთის თრევა - დაგვიანებული პასის დამღუპველობას ვერ აცნობიერებს!
საქართველოს ნაკრების ფანი
* უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი* რომელ ისტორიას გულისხმობ? ნაკრები ხომ არ აგერია შემთხვევით?
Paata123
ასეთი ფეხბურთით ვაპირებთ ევროპაზე თამაშს?
კახა ქ.
ამ პატარაიას მე მგონი არავინ არ უქანავებს და რომ აგინებენ იმით იკმაყოფილებს თავს.
გუჯი
კლასთან ერთად რაც არასდროს აკლდა, ძაან ბევრი იშრომა ოქრიაშვილმა რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა, აშკარად ეტყობა დაღვინება. ყოჩაღ. საუკეთესი იყო კაკაბაძე. ყველა ელოდება მესის დონეზე თამაშს კვარაცხელიასაგან და მაგიტომაც გააკრიტიკა ზოგიერთებმა მაგრამ ჩემის აზრით ძაან მაგრად ითამაშა. დაცვაც კარგი იყო და ნახევარდაცვაც სოლიდური მაგრამ ის მოთამაშე გვაკლია რომელსაც აქვს “მკვლელის ინსტიქტი” და გოლის ალღო. ბევრ კარგს ვერ ვიტყვი მწვრთნელზე იმიტომ რომ ადრე შეიძლებოდა შენგელიას (ვინც ძაან კარგ ფორმაშია) და გვილიას თამაშში შემოყვანა. უბრალოდ შეუძლებელია მთელი თამაში პრესინგი ეთამაშო გუნდს და თავზე აჯდე. ამიტომაც გახდა შესაცვლელი კაკაბაძე, ოქრიაშვილი და კვარაცხელია. ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა! მთავარი თამაში წინაა
giorgi gorgadze
რა სასიამოვნოა საქართველოს თამაშს თბილისში, რუსულად რომ უსმენ კაცი, უხ გენაცვალეთ ვიდეოს დადებაში
giorgi gorgadze
სტადიონზე უფრო მეტ დისტანციას დაიცავდა ხალხი, ვიდრე ის რაც გარეთ ხდებოდა. ნიღბები უმეტესობას არ ეკეთა რაც ვიდეოში გამოჩნდა, დისტანცია 0. არ გჯერავთ კიდევ ამ ვირუსის? გამარჯვებას რა ჯობია, მაგრამ ესე "ვი არ ზე ჩემპიონს" უსმინო, ჯერ კიდევ ერთი თამაში გაქვს დარჩენილი, ცოტა ზედმეტია მგონი. ვიზეიმოთ ჩრ.მაკედონიას რომ მოვუგებთ, მერე ! ჩამწიხლავენ ეხლა XD
შ. ჭ.
მომილოცავს შემდეგ ეტაპზე გასვლა საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა! ერთი კითხვა მაწუხებდა ყოველთვის. არა მარტო ამ ონლაინ გაზეთის, არამედ ყველა ანალოგიურ რედაქციების მიმართ. მოდი ვთქვათ ვაკო ყაზაიშვილმა ხოსეიგნასიოსთვის გამამწვავებელი შეტევა წამოიწყო და მაგ ქმედების მიმოხილვას ქართული მედიასაშუალებით ვერ დებთ. მაგრამ როდესაც ქვეყნის პირველი გუნდი ასპარეზობს და მიმოხილვაში არაქართულ ენას ვისმენ და თან ფეხბურთელებს ვავალდებულებთ საქართველო გაახარონ, რატომ არის უფრო ძნელი ქართული მიმოხილვის ვიდეოს დადება, ვიდრე საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ტურნირზე გასვლა?
niko
ძალიან გამეხარდა და ყველას გილოცავთ ფეხბურთელებიდან დაწყებული ამ მოგებას. ერთს ვისურვებდი რომ საჯარიმოს გარედან დარტყმები უნდა განხორციელდეს თითქმის ნოლია ყველა თამაშში და ფეხბურთი "დამკა" არ არის და არც რაგბი ბურთს დამიწება არ სჭირდება კარებში.
გადასარევი გიორგი
ემიგრანტს მერე იღბლიანი რომაა ცუდია? :) ეს ბიჭები თვითონ კი არ ათამაშდნენ, მწვრთნელმა მისცა შესაძლებლობა. მოვა ვიღაცა იდიოტი და მოიყვანს ისევ ძველ ბიჭებს და ნარკამანებს და დამთავრდება მოგებებიც. კაი რა რეებს წერთ თუ ძმა ხარ
ფეხბურთი
გილოცავთ ყველას ამ წარმატებას, წინ ბევრი გამარჯვება და სიხარულია.
????-ს
პენალი შენ მოიპოვე აბა?? რამდენჯერ გაიყვანა ერთიერთზე თავისიანები და რამდენჯერ ეხსნებოდა და არ მისცა ოქრიაშვილმა პასი ... მაგას ისიც დავამატოტ რო თავის პოზიციაზე არ დააყენა
ჯონი
ყველას გილოცავთ გამარჯვებას !!! ჩვენ გუნდს ყავს ყველაზე ძლიერი , ჟილკიან და მეომარი კაპიტანი !!! აი გადახედონ ბიჭებმა როგორი თავდადებით უნდა ითამაშო როცა საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გადიხარ !!! ბრავო ჯაბა , ბრავო ბიჭებს !!!
დავით 67
გელას! შენ კრიტიკა დედის გინება გგონია? იმიტიმ ვაკრიტიკებთ, რომ სხვა გუნდებთან არ შევრცხვეთ. ყველა ბელორუსის დონის ნაკრები კი არ არის. ასეთი თამაშით შეგვხდება საშუალო დონის გუნდი და ამოგვტენის. აი მერე როგორ ხასიათზე დადგები?
გოგლიკა
შენ ალბათ ღირსეული მარცხი გირჩევნია:)
დათა
კალაძე და კობიაშვილი მოსალოცად რომ შევარდნენ ბიჭებთან, ჯერ მინდორი მაინც გააკეთეთ წვიმაში წყალბურთს რომ თამაშობენ და კარგ ამინდში ისე რომ ცვივა ბალახი და მერე ის გავარკვიოთ არის თუ არა რამე მისალოცი. ჩემი აზრით მილოცვაც სირცხვილია და დრენაჟ-მინდორიც, ბოლოს და ბოლოს თვითონ თამაშობდით////////////
გადასარევი გიორგი
100 % :) კარგია რომ დაწერე, თავის დროზე უნდა მიეცა და გოლი იქნებოდა, მერე ხვიჩას დაბრალდა ფაქტიურად და მაგის ბრალი არ იყო. დააგვიანა თორნიკემ , იღორა მოკლედ :)) მარა დღეს ყველას ეპატიება, მით უფრო ოქრის და ხვიჩას, გილოცავთ ყველას
გადასარევი გიორგი
ეტყობა კარგად ერკვევით ფეხბურთში :) ერთს ვიტყვი, ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ პრიცნიპული მატჩი! მალე გატანილი გოლის მერე, ყველაფერი ძალიან სწორად გაკეთდა. მადლობა ნაკრებს, მადლობა ვაისს!!!!!!!
Vasili
ეს ერთი კომენტარიც იქნებ გამომიქვეყნოთ, მოკლედ ვიტყვი, ეს ბაია პატარაიას კლაცტერი მაგრად შემოგვეჩვია ამ საიტზე :D ცალკე საიტი რო გააკეთოთ და იქ დაიბიღმოთ არა??? არც მოგება გიხარია, არც წაგება გადარდებს, ჩემი აზრით რაღაც სულიერი დეფექტი გაქვთ ალბათ დაბადებიდან , თანდაყოლილი, / ვამპირებივით სულ უარყოფითი ენერგიას უშვებენ, მაგრამ თქვენ საწყალი კომპლექსიანი ბოროტი მახინჯი ადამიანები ხართ, და ყოველთვის იქნებით ცოტა, რაც არ უნდა დაწეროთ უარყოფითი ამით ვერ ავნებთ ვერავის უბრალოდ ჩვენ თქვენ გაფიქსირებთ ვინც ხართ, და გულწრფელად მეცოდებით !!!
Alexandre
ყველას გილოცავთ მოგებას. დღეს მთავარი მოგება იყო. არანაკლებ მოსალოცია რუმინეთის წაგება. ეხლა უკვე ვიცით, თუ მაკედონიას მოვუგებთ, მჯერა ასეც იქნება! - შედარებით ადვილ ჯგუფში ვიქნებით: ავსტრია, უკრაინა, ჰოლანდია. რუმინეთი რომ გასულიყო, მაშინ გენახა საშინელება: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია. ასე რომ, ევროპაზეც უშანსოდ არ ვიქნებით.
TanoLife
ვინაიდან ქართველი გულშემატკივარი, ძალიან მომთხოვნია (ჩემი თამადობით), არ იქნებოდა ურიგო ასე დაგვეწერა: თამაშის შედეგით უზომოდ კმაყოფილები ვართ, ხოლო თამაშის ხარისხით არა. გენაცვალეთ ყველას. ამასობაში მაკედონიამ, კოსოვო დაამარცხა და კარგადაც დაჯაბნა, უფრო მეტით უნდა მოეგო.

კვარას რუბინში ვერ აჩერებენ ისე დარბის ყველა თამაშს ვუყურებ და დღეს რა დაემართა არ ვიცი, კანკავა კანკავაა ყველაზე ჟილკიანი. დანარჩენები მწვრთნელიანად შესაცვლელია ყველა, ჩივაძემ და გუცაევმა ვინც ევროპა მოიგეს კომენტარიც ვერ გააკეთეს მოკრძალებული. ვატყუოთ და ვულოცოთ ერთმანეთს წინასწარ შემდეგი შერცხვენები თუ სიმართლე ვთქვათ???????????? ეს იყო დიდი სირცხვილი თავის დროის ვითომ გაყვანებით,,,,,,,,,
რაგბის ფანი
ემოგრანტო, მართალი ხარ.
გელა
ძალიან სამწუხაროა რომ ზოგიერთჳ ვაი გულშემატკივარი მილოცვის მაგივრაად აკრიტიკებს ნაკრებს. ჯერ 1 ეს არ ყოფილა რიგითი შეხვედრა ეს იყო უმნიშვნელოვანესი მატჩი ორივე ნაკრებისთვის ზემოტივირებული იყოო ორივე გუნდი. რაც შეხება თამაშს საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონეტში დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად მოუგოო ვისაც თამაშის ხარისხი არ მოეწონაა მათთან ბოდიში რომ საქართველოს ნაკრები ვერ თამაშობს ესპანეთის ნაკრებივით ლამაზად მაგრამ მოგება უნდა მივულოცოთ ბიჭებს და არაა ვაკრიტიკოთ უადგილოდ.
ლევანი
შენც.
ლეჩხუმელი
რაც გვყავს და რისი რესურსიც გვაქ იმით უნდა გავიდეთ ფონს, ასეთი თამაშით იქნება, უარესით თუ უკეთესით გამარჯვება მაინც უხარია ამ დატანჯულ ქვეყანას, ხოდა მეგობრებო ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს და იღბალიც არ გვაქცევს ზურგს
რაგბის ფანი
ბურთი მიიღე დაიწყე ფიქრი - არა ხარ ფეხბურთელი
Vasili
გაიხარეთ ბიჭებო!!! მადლობა დიდი!!! / შეცდომები იყო რათქმაუნდა , ეს ბელარუსიაც ხო გულზე ხელებდაკრეფილი არ იდგებოდა, შემოგვიტევდა რათქმაუნდა, ჩვენებს ნერვიულობა ძალიან ეტყობოდათ, მთავარია გავიარეთ ეს ეტაპი და აწი უფრო მეტი სითამამეა საჭირო! მე არც ფერგიუსონი მგონია თავი და არც დელ ბოსკე , მაგრამ შემადგენლობას რო დავხედე თავიდანვე არ მომეწონა, ვაისმა კი მოიგო მაგრამ ვთვლი რომ ეს მოგებები უფრო ინდივიდუალური შესრულების წყალობით ხდება, და არა მწვრთნელის ტაქტიკით და სიბრძნით, ძალიან ბევრ შევდომას უშვებდა ვაისი, ნუ ეს ჩემი აზრია , ერთი რიგითი გულშემატკივრის... / კვარცხელიას ძალიან ბევრი მოხვდა ფეხებში, უსამართლობა!!! კანკავა მომეწონა ძალიან, ყვითელი რომ არ აეღო კარგი იქნებიდა../ ასეა თუ ისე გაიხარეთ და აწი უფრო და უფრო მეტჯერ გაგეხარებინოთ საქართველო!!!!!

სწორია ეხლა ეს სიაბანდი მილოცვები???????????????????? თქვით რა რომ გუნდი არ გვივარგაააააა ესე ჯობია, სიმართლეა
სოსო
გილოცავთ მეგობრებო!ვულოცავ ნაკრებს მძიმე გამარჯვებას.ამ ღამით ვიზეიმოთ და კრიტიკა,ხვალისათვის გადავდოთ.სალაპარაკო და გასაკრიტიკებელი,მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს.ხვალ,ცივ გულზე გავაკრიტიკოთ და შევაქოთ.
ბესო
გილოცავთ ყველას ! ერთზე ძალუან დამწყდა გული , 15 თუ 20 აუტი მოვაწოდეთ და ყველა არაზუსტად
Irakli
ყველას გილოცავთ გამარჯვებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჯგუფში გამარჯვება, პლეი ოფში გამარჯვება ბელორუსთან არავის ემახსოვრება თუკი ევროპაზე ვერ გავედით, ასე რომ მთავარი თამაში წინაა და ჯერ საზეიმო არაფერი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ მალე გვექნება! წარმატებები ბიჭებს და საქართველოს!
buba
ჯერ კოსოვომ მოიგოს თვითონ!! :-)))))))
buba
ჩაკვეტაძეც რომ ყოფილიყო სულ სხვა თამაში იქნებოდა!...
irakli81
გილოცავთ ყველას! გუნდმა პრაგმატულად შედეგზე ითამაშა,სწრაფი გოლის მერე მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა. ვაისის კომენტარს გავეცანი და ამ შემთხვევაში მართალია ეს კაცი, მთავარი იყო მოგება,სანახაობრივ თამაშს არც ველოდი,ამისათვი მომდევნო ორი შეხვედრა აქვთ ბიჭებს და იმედია ლამაზი თამაშით გაგვახარებენ
გიორგი ბათუმი 97
ლისაკოვიჩი არ დაეკარგოს არსად ბელორუსს :დ
დიტო
ამას ფეხბურთის გარდა ყველაფერი ჰქვია. გილოცავთ ვისაც გინდათ მაგრამ სირცხვილია ამ გუნდით გასვლა უფრო შევრცხვებით ჩვენი ისტორიის გუნდი. არც ფეხბურთელები ვარგა და არც მწვრთნელი, მართლა სატირლად გვაქვს ამ ეტაპზე საქმე............

კიტე იდგა და სწორედაც მოიქცა, რომ გაიყვანა. ყველაზე ცუდად ნახევარდაცვა გამოიყურებოდა. ერთი კანკავაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. კვეკვესკირი და კიტეიშვილი აშკარად დაიღალნენ. ზოგადად ეგ იყო მთავარი პრობლემა აქაც და მაკედონიასთან - აქ სუსტ ბელარუსს ვერ გაიტანეს თამაშიდან და ის კაცნაკლულ მაკედონიას.
გიო ნოზაძე
რახან მოვიგეთ თამაშის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი გამარჯვებულებს არასამართლებენ.მთავარი შეხვედრა წინაა და იმ მატჩის ვერმოგების შემთხვევაში ამ სიხარულს აზრი დაეკარგება.წარმატებები
დათა
გილოცავთ, მაგრამ გუნდი გვყავს ნ უ ლ ი. სირცხვილია გუნდიც და მწვრთნელიც..............
ემზარ დუისბურგი
გიას—- შენ შემთხვევით ალბათ სხვა სტრიმი ჩართე
გია
მაგრად მაინტერესებს, ტყუილად რატომ უნდა შეაქო გუნდი, როცა არ ვარგა და შეუქებ თამაშს ეგ სწორი საქციელია?????????? ფარერებთან რომ გაფარჩაკდა გუნდი ეგრე გინდათ ძალად პროფესორებო?????? სტრესის ქვეშ ვერ ითამაშესო მოკლედ მილიონი სისულელის თქმას ჯობია თქვა რომ არაფრად არ ვარგოდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო იყო...................................
საქართველოს ნაკრების ფანი
შენ რა და რა სპორტი გაქვს ნაყურები?
ვასო
ისეთ პენალტს, უმეტესობა არ დებს და გაგვიმართლა რომ დაგვიდეს. რომ არ დაედოოთ? ლორია, კაშია,კვერკველია, კვეკვესკირი, ვაკო და ოოქრი ვეღარ არიან ნაკრების დონისანი სამწუხაროდ, მეორე ტაიმში შეტევის ხაზი იყო ნული, კიტე რატომ გაიყვანა არ ვიცი. ნუ ახალგაზრდებს ვაისა აშკარად არ წყალობს, აბა შე კაცო, ლაკვეხელიანი გყავდეს და ნავალოვსკის იძახებ? ყაზაიშვილს ბევრად სჯობს ლობჟანიძე, ოქრი კიდე გულიანია , მარა ერთი ტაიმის მოთამაშეა. ბევრი იმსახურებს ნაკრებში თამაშს უფრო მეტად დღეს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ბიჭები, თუნდაც მაკარიძე ავიღოთ, ერთ მომენტში ლორიამ ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ დაუძახეს კიდეც, რას შვრებიო. ამდენი შეცდომას არც კოსოვო გაპატიებს , და არც არავინ. კანკავა რომ არ გვყავდეს, არ ვიცი რა გვეშველებოდა. აქედან გამომდინარე, გამოდის რომ ვაისს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ თვითონ დააკომპლექტოს სასტავი და ნაკრების ნაცვლად გვაქვს კლასტერი, რომლებსაც ევროპაზე არაფერი ესაქმებათ. ერთს ვიტყვი, ეს შემადგენლობა, ფინალს ვერ მოიგებს
სიმართლე
გეჩვენებოდა კი არა, მსგავსი სისაზიზღრე ვერც კი წარმომედგინა დინამოზე
FIFA-ს
შენ ან მარტო 10 წელია რაც ფეხბურთს უყურებ ან მანამდე სხვა ნაკრებს უყურებდი და ჩვენი გეგონა. შენ რომ გკითხოს კაცმა 10 წლის წინ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდით და მუნდიალი არ გაგვიმაზავს კიდე
giorgi
კი, მოედნის საფარი იყო ძალიან ცუდი. აბა ასე წარა-მარა წაქცევა არაფრიდან. ბურთო დახტოდა . ზევიდან ჩამოვარდნილი რაღაცნაირად ხტებოდა. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ იმის შემდექ რაც მაკედონიასთან წყალბურთი ვითამაშეთ , რა გიკვირთ ?!
გიორგი დაშნიანი
გილოცავთ ყველა ქარველს
გაიოზი
თოკო, გილოცავ შენს გუნდთან ერთად, სულ გამარჯვებებით გევლოთ. შენი მუდამ მჯეროდა. ევროპაზე გატანილი გოლებიც მომელოცოს. გაიხარე, უფალმა დალოცოს.
გიორგი
გილოცავთ ქართველებო! რაც შეეხება მატჩს: მთავარია მოვიგეთ! არ იყო ეს ფეერეული თამაში, ვერც იქნებოდა ბევრი მიზეზის გამო. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეც ჩვენსავით ნახევარფინალს თამაშობდა და ყველაფერი დადო მინდორზე. ფიზიკურად კარგად მომზადებული, ხისტად მოთამაშე და ორგანიზებული გუნდი, რომელთანაც თამაში დარწმუნებული ვარ არავისთვის არ იქნებოდა მარტივი. ვინერვიულეთ, მაგრამ მოვიგეთ, თან ისე, რომ მეტოქეს პრაქტიკულად კარში არ დაურტყია. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს! ახლა მთავარია დავაგვირგინოთ ნოემბერში ეს ყველაფერი.
საქართველოს ნაკრების ფანი
ბოლოში უფალს რომ უხმობ საშველად ეგ ცოტა გამიკვირდა. დანარჩენი შენია და შეგეფერება
სიმართლე
ჭკაკო მაგდენი ლუდი არ უნდა დაგელია, ხომ ხედავ გააპათოლოგე
ტატო
არაა ფაქტი რომ მაყურებლებით ესენი უკეთ ითამაშებენ
FIFA
როდის ნახე შენ ბოლო 10 წელი ლამაზი თამაში?))
Master
კაკაბაძე საუკეთესო იყო,კანკავასთან ერთად.ძალიან ნერვიულობდნენ,თორემ უფრო დამაჯერებლად მოიგებდნენ.ფინალი უფრო მძიმე იქნება.ნამდვილი ნერვების თამაში.ვაისი აშკარად ძალიან უკმაყოფილო,გაბრაზებული იყო.ალბათ მომენტების გამოუყენებლობის და სათამაშო დისციპლინის დარღვევის გამო.ღმერთმა არ ქნას და თუ წავაგეთ ფინალი ვაისის ბრალი არ იქნება,ნერვების ბრალი იქნება.წარმატება საქართველოვ...
sane
მე მეჩვენებოდა თუ მოედნის საფარი იყო საშინელ მდგომარეობაში?
გია
ორ უვარგის მკვდარ გუნდში ერთმა გაიმარჯვა შემთხვევით. ფეხბურთის გარდა ყველა სპორტს გავდა...........
თ.ქ
მე კმაყოფილი ვარ გებაცვალეთ გილცავთ უმაგრესი ბიჭები ხართ წინ კიდევ უფრო დიდი ბრძოლა გველოდება
კაკო
სამარცხვინოზე სამარცხვინო ჭ-კლასის გუნდი გვყავა სამწუხაროდ
100%
მეამაყებით, ბრძოლისთვის. გავიმარჯვეთ. ხარისხი მოვა. (თორნიკეს ერთ მომენტში, ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა).
გიორგი
მთავარია გავიმარჯვეთ გილოცავთ ბიჭებო გილოცავთ ისე ჰანდიკაპი მედო :) :) :) საქართველოს გამარჯვებაზე :0
საქართველოს ნაკრების ფანი
ნერვებს მოუფრთხილდი
თემური
ჩვენ ბიჭებს მივმართავ არ მიაქციოთ ყურადღება პესიმისტურ მესიჯებს.და ერთი კიდე დავიჯერო ვიდეო არ გადაიღეთ გასახდელში თამაშის მერე ემოციები მაინტერესებს დადეთ რა თუ ვინმეს გაქვთ
nedved
თქვენ თუ კმაყოფილი ხართ ასეთ ბელარუსთან გუნდი ბოლო ნახევარი საათი რო ყოველ დაცემაზე ფეხებს იჭიმავს და ექიმს ეძახის რავიცი, გაგიმარჯოთ, წარმატებები :დდ 10ჯერ რო ძალიან უხეშ შეცდომას დაუშვებს მეტოქე და ვერცერთს ვერ გამოიყენებ...
Alexandre
მო ვ უგებთ, გიორგი, მოვუგებთ. თუ ვასია ხარ ჰო, სწორად დაგიწერია. და თუ მართლა გიორგი ხარ - ჩვეულებრივი ანტიქართველი ხარ (ეს მაქს. რბილად)
მწვრთნელი გვინდა
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ძალიან ნერვების თამაში იყო და სათქმელი უნდა ითქვას აშკარად მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა... მარცხნივ კვარა უალტერნატივოა! გ გაგვიმართლა რომ დიდი ზეწოლა არ იყო კაშია ფორმაში არაა თუ დაბერდა არვიცი ძაან არასაიმედოა...ხოჭოლავა კვერკველია დაცვის ცენტრში. ქვილითაია და კაჭარავა სახლში გაუშვით აზრი არ აქვთ მათ ყოფნას რა. და მეტი ნდობა ლობჟანიძე შენგელია გვალიას!!!!
ნკ
მეტიც შეიძლებოდა!! მადლობა მთელ გუნდს!!!!!
zaza
გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ბიჭებმა ძალა და ენერგია შეალიეს ამ თამაშს. თამაშის ხარისხს რაც შეეხება ესეთი დაძაბული ემოციური ფონისა და პლუს გულშემატკივრების გარეშე მოსალოდნელი იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე თამაში იყო და ამ დროს თამაშის ხარისხი ვარდება. ნებისმიერ თქვეგან შეუძლია გაიხსენოს ძალიან ბევრი მსგავსი ხარისხის თამაში უმაღლესი დონის ნაკრებების მიერ როცა გადამწყვეტია და ბევრი რამ დევს სასწორზე.
suares
mougo ara gadauara kidev . uketesi gvinda.msgavsi tamashit ver gavcdebit
912
გილოცავთ!!! კვარა დააბრუნეთ თავის ფლანგზე....

კარგია ფინალში რომ გავედით,მაგრამ მომეჩვენა რომ ჩვენ ბიჭებს და კერძოთ ხვიჩა კვარაცხელიას მეტი შეუძლიათ.იმედია ფინალურ მატჩში ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად დაიხარჯება,ვიდრე დღევანდელ თამაში.ძალიან ფრთხილ ფეხბურთს ვთამაშობთ!
თემური
გამაგიჟებს ეს ხალხი რომ პროფესორობენ.მიულოცეთ ბიჭებს ხომ გავიდნენ შედეგი დადეს?ეხლა ჩემთვის შედეგია მთავარი და არც ცალ კარა იყო შემოგიტევს და დაგირტყამს გუნდი აბა რას იზამს დარწმუნებული ვარ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშებს ნაკრები ფინალში და მოიგებს კიდეც დატკბით ამ სიამოვნებით გაამხნევეთ ბიჭები პოზიტივიც დაინახეთ ხალხო.გვილია კარგად შემოვიდა და ნოემბეში ჩაკვე გვინდა უეჭველი მიდი რა გიო შეუბერე რომ დაიწყე დააგვირგვინე რაა.მადლობა ყველას ამ სიამოვნებისთვის 30 წელია ველოდები ნაკრების რაღაც წარმატებას და ღმერთის წყალობით მოვიდა კიდეც.ოპტიმიზმი ყველგან.იხარეთ ბიჭებო.ემიგრანტი
ჯ. ჩ.
ორი სუსტი გუნდი. დღეს ძალზე სუსტი ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი არავითარი პასი, არავითარი კომბინაცია, საეჭვო პენალტი. ქაოსი. ასეთი თამაშით მცირე შანსი ფინალში.მოგვეგოს უფლის წყალიბით.
თამაზი
ცხადია თამაშის ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ამას თავისი გამართლება აქვს - ნერვიულობა და სტრესი ასეთი საპასუხისმგებლო მატჩის გამო... ალბათ რამდენიმე წლის სიცოცხლე მომაკლდა ნერვიულობით და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი წნეხისა და ნერვიულობის ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვენი ბიჭები. მოკლედ, ჩვენ ამ ეტაპზე გვჭირდება რეზულტატი და არა შოუ. მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისათვის.
A
ძალიან გულმავიწყები ვართ 6-7 წლის წინ ლიხტენშტეინთან მოგებას ვნატრობდით და ახლა ევროპაზე ლამაზი ფეხბურთით გასვლა გვინდა... შეეშვით ვაისს შევირგოთ რა... უარესად უთამაშიათ და ევროპა მოვიგოთ იღბლით მე თანახმა ვარ...
საქართველო
რატომ არსებობენ დედამიწაზე ადამიანები რომლების სულ უარყოფითს ეძებენ? წავაგებთ და რად მინდა ლამაზი თამაში თუ წავაგეთო,მოვიგებთ და რათ მინდა ეგეთი მოგება თუ ლამაზად არ ვითამაშეთო :-) თვითონაც არ იციან რა უნდათ. ამიტომ ეგეთებმა ბოღმა ანთხიეთ და ვისაც გვიხარია საქართველოს და ქართული ფეხბურთის წარმატება გაგვატარეთ.ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ წარმატებას და იმედი 12 ნოემბერსაც გაგვახარებენ ჩვენი ბიჭები
Bokinio
მადლობა ბიჭებს!!! ვაისთან მეც მაქვს შეკითხვები შემადგენლობასთან და ცვლილებებთან დაკავშირებით• მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და კიდევ საინტერესო ისაა რო მოგებაზე ვიძახით არ მოგვეწონაო :) მანამდე ვამბობდით მაგრა ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთო უკვე სხვა დონეზე ვართ და ეს უკვე დიდი პლიუსია!
dato
ჩვენმა ნაკრებმა მოუგო საკმაოდ ფიზიკურად ჩვენზე ზლიერ გუნდს და თქვენ გინდატ რომ 90 წუთი შეტევაში გაეტარებინა?
Geo
კობი ტელევიზიაში არა ძამიკო, უზბეკეთშია გასაყიდი ))))
Semi
ეტყობა აქ დაწერილი კომენტარები რო წააკითხეთ მაგიტო იყო ბრძოლა და არა ფეხბურთი, ისე ამ სამარცხვინო მოედანზე უნდა გავმართოთ ფინალი? კაი თუ მინდორს ვერ შევცვლით იქნებ კომენტატორები შევცვალოთ
debili xar
ევროპაზე მწვრთნელმა გაგვიყვანოს და აგდებ გუნდიდან წადი ბამბიკტონს უყურე. ძლიერ გუნდს ესპანეთს მოუგო ისე ვაისმა რასაც ვერცეთი მწვრთნელი ვერ გაიმეორებს თან როგორ ესპანეთს
KUTAISELI
moviget esaa mtavari gilocavt mtel sakartvelos
Alex.F
ვულოცავ სრულიად საქართველოს! ბიჭებო,პირველ რიგში მადლობა გამარჯვებისთვისა და თავდადებისთვის!საყვედურად ნუ მიიღებთ,მაგრამ აშკარად მოსამატებელი გაქვთ,წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება!
კახა ქ.
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
კახა ქ.
მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მე პირადად შემრცხვა ამ გუნდთან ასეთი თამაშის....ეს ვაისი კიდე სულ გამოყლ...და,89წთ.1:0-ზე 3 ზამენას აკეთებს,6წთ.დამატებულზე.ფეხბურთელი ხომ უნდა შევიდეს თამაში,აზზე ხომ უნდა მოვიდეს და ამ დროს ბურთის გაშვება სულ თავისუფლად შეიძლება.ვერაა ჯანზე,სულ შეიძლება ზამენები ბოლო 10წთ-ში აკეთო.შეიძლება არ იცის რომ მანამდეც შეიძლება,ვინმე დაეხმარეთ სამწვრთ.შტაბიდან,თუ თქვენც არ იცით......
ემიგრანტი
პირველ რიგში გეტყვით, რომ საზოგადოებრივ არხზე თამაშის ტრანსლირება იყო და რუსულ ვიდეოს რა პონტში დებთ ვერ გავიგე. მწვრთნელი გვინდა ნორმალური, ვაისი ძალიან იღბლიანია 98% ჭე კლასის გუნდებთან მოუწია შეხვედრა, ნორმალურ გუნდებთან რომ გადავალთ ძალიან გაგვიჭირდება, არა და ბიჭები მომწონს შეილება კარგი გუნდის დაკომპლექტება. ჩემი აზრით მაკედონიის შემდეგ უნდა გამოიცვალოს მწვრთნელი და ასეც იქნება თუ მთავრობა შეიცვლება! (კორუფცია ინ ექშენ)!
ჯუბა
მაინც უღიმღამო თამაში
გიორგი
მადლობა ყველას. მაგრამ ამ თამაშით ვერც ოსოვოს და ვერც მაკედონიას მოუგებთ
zurabi
გილოცავთ ყველა ქართველ გულშემატკივარს ისტორიულ მომემნტამდე კიდევ ერთი თამაში გვაშორებს.ძალიან გთხოვთ თამაშის გარჩევა არ დაიწყოთ ვაისს ეს უნდა ექნა ის უნდა ექნა ვასმა მიგვიყვანა იმ ერთ თამაშამდე რომლის მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ვართ რასაც ველოდებით 30 წელია .პ.ს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ასევე 11 ფეხბურტელი იდგა მოწინააღმდეგე გუნდის მხრიდან.
lasha
გააკეთე რა დროზე შეცვლები!!!
giorgi3
ასეთი უსუსური თამაშით მაკედონიასთანაც და კოსოვოსთანაც განწირულები ვართ
შოკირებული გულშემატკივარი
მადლობა ზოლოტოვს ოქრიაშვილის წაქცევისათის
გოგი
ბრავო ხვიჩა! ვაისი - ყაზახეთში კობიაშვილი- ტელევიზიაში
ზუზუ
ღმერთს მადლობა რომ გავედით, თუმცა... უმეტეს შემთხვევაში ძალიან ცუდად ვთამაშობდით, ვერ ვიყენებდით მომენტებს შეტევაში, ვაგვიანებდით პასებს, სწორ პასებს და მეორე ტაიმში თუ კარგად დააკვირდებოდით სრულიად ქაოსი იყო ჩვენ განლაგებაში... თამაშიდან რომ ბელარუსს ვერ გაუტან გოლს და გააზრებული შეტევა მხოლოდ 3-4 ჯერ რომ გამოგივა და 30 წუთიდან უმეტესად ბურთის შენარჩუნებაზე დაიწყებ ფიქრს ეგ ძალიან ცუდია...
Qartveli
Shegrchat marjveni bichebo tqven genacvalet
Geo
წადით ბაბა და ითამაშეთ ჰოკეი!!! კვარას და ჩაკვეს გარდა არარაობაა ეს ყველაფერი! მესხი საფლავში გადატრიალდება თქვენი თამაშით!!! ასეთი თამაშით თქვენ არაგაქვთ მომავალი!!!
გელა
ვულოცავ გამარჯვებას ნაკრებს დიდი იმედი მაქვს მაკედონია შეგხვდება ფინალში ჩემი აზრით უფრო სასურველი მეტოქეა ვიდრე კოსოვო რადგან ნათამშები გვაქვს უკვე და კიდე გივწევს
თეოდორ რუზველტი
გენაცვალოთ თედო პაპა ღვერებში!!!!
ტარიელი
გილოცავთ! რათქმაუნდა სასიამოვნოა მოვლენა, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით ყველა. არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და ცუდად განწყობილი ჩვენი გუნდისა და ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ მინდა გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება თამაშზე ძალიან მოკლედ - ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი იყო ძალიან დაბალი, მოვიგეთ იმის ხარჯზე რომ გვყავდა ყველაზე სუსტი მეტოქე ამ ოთხეულიდან. ძალიან მინდა ფინალში გამარჯვება, მაგრამ...ასეთი თამაშით....ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. p.s.ეს ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავს ჩემს მოსაზრებას, ვკითხულობ და ვეცნობი ყველას შეფასებას. წარმატებები ჩვებს გუნდს.
ოზეკი
ესეთი თამაშით მაკედონიასთან(კოსოვო) შანსი არ გვაქვს.
მალხაზი
მადლობა ბიჭებო ამ გამარჯვებისთვის!!! კი გვანერვიულეთ მაგრამ შედეგი ამად ღირდა. გილოცავთ ყველას!!! წარმატებები ფინალში!!! გისურვებთ მომდევნო შეხვედრის უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოგებას. მაგრები ხართ!!! ყველამ ბოლომდე იბრძოლეთ. ცოტა რომ გაგმართლებოდათ მინიმუმ ერთ გოლს კიდევ შეგადებდით. ❤️❤️❤️
roma bejanidze
გილოცაააააააააააააააააააააავთ. საფეხბურთო ღმერთი დღეს ჩვენსკენ იყო და იმედია მომდევნო 4 თამაშშიც მასე იქნება. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და გმირული თამაშისთვის. არავის გამოვყოფ უბრალოდ ყველა ფეხბურთელიან მწვრთნელებიანად და გულშემატკივრებიანად გმირები ხართ. მიყვარხართ ყველა.
nedved
გილოცავთ გამარჯვებას. თქვენი არვიცი მაგრამ თამაშის ხარისხი იყო საშინელი, ამ თამაშით კოსოვოსთან და მაკედონიასთან ძალიან გაგვიჭირდება. რაიყო ბოლო ნახევარი საათი ყველა დაცემაზე ფეხის გაჭიმვა შეიძლება? ანაც ნაწვიმარი არ იყო და ყოველ ნაბიჯზე ფეხის ასრიალება? მოკლედ ბელარუსთან რო ბოლო ნახევარი საათი დროის გაყვანაზე იჩალიჩებ ძალიან ტეხავს. ძალიან დაბალი დონის ნაკრები ყოფილა ბელარუსი, ნორმალური გუნდი ერთს მაინც შეირგებდა 10 უხეში შეცდომიდან რაც დაუშვეს. ოქრიაშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, ძალიან ბევრი იბრძოლა, ეტყობა ქეცბამ ცოტა აზრზე მოიყვანა, მაგრამ ამ ქუსლს მაინც ვერ გადაეჩვია :დდდ
ინოკენტი
მოსალოცი და გასახარი ამბავია :) მაგრამ რა გაჭირვება იყო რუსული არხიდან რომ არ აგეღოთ ეპიზოდები...
ქომაგი
გამჟვრა სული. გილოცავთ! ბევრია სამუშაო, ჩაკვე გვინდა!
ემიგრანტი ქაქუცა
გილოცავთ ,გაიხარეთ ბიჭებო
თემური
გილოცავთ ყველას ფინალში ვინც უნდა მოვიდეს აღარ მეშინია
aleko
ასეტი ტამაშით კოსოვოს ვერ მოუგებენ
ბექა
ეხლა ტვინი არავინ მ......ათ ეს რა იყო ის რა იყო. ფინალი გვაქვს მოსაგები. წინ ევროპისკენ...
გოგა
გამარჯვებას გილოცავთ! თამაშის ხარისხს არ გილოცავთ.
G.LA
ყოჩაღ ბიჭებო, გილოცავთ. წინ ფინალია!
ქობულეთიდან
არის! გილოცავთ ყველას.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
პსჟ კოლო მუანის გაასხვისებს - ფრანგს მსურველები არ აკლია
ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს
კონკურენცია ყველა პოზიციაზე უნდა იყოს - "ნაპოლი" მეკარესაც იმატებს
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]