ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნამატჩევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა:

"მადლობა მოლოცვისთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, თუმცა დღეს მთავარი მოგება იყო.

დღეს ყველა ბედნიერია, ფეხბურთელებიც, ხალხიც. ისტორიის შეცვლა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იქნება ადვილი. ვნახოთ, ვინ შეგვხვდება ფინალში.

კარგად დავიწყეთ, 3 კარგი მომენტი გვქონდა. ასეთ თამაშში, როცა გოლს გაიტან, თამაში უნდა აკონტროლო. ვაკოსა და ხვიჩას მომენტების დროს ძალიან დამწყდა გული, უნდა გაეტანათ პირველ ტაიმში.

შემდეგ ჩვენმა საყრდენებმა ყვითელი ბარათი მიიღეს. ძალიან სახიფათო იყო ასე თამაში, თუმცა ისინი შეუცვლელები არიან, ძალიან მაგრად ითამაშეს.

კიტესაც უკეთ შეუძლია თამაში. იგივე ითქმის ხვიჩაზე, ძალიან კარგი ბიჭია და შეუძლია უკეთესად ითამაშოს.

ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ბელარუსები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენმა დაცვამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას. ლორიას ბევრი საქმე არ ჰქონია, მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

ახლა ბედნიერები ვართ, დავისვენებთ და პოლონეთში გავემგზავრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის ერთა ლიგაზე, ჯერ სომხეთთან, შემდეგ მაკედონიასთან.

საქართველოს არასდროს წაუგია სომხეთთან, მე კი არასდროს მომიგია. სომხეთთან ორივე თამაში წავაგე, გასვლაზე 1:3, სახლში 0:4 და სამსახურიც დავკარგე. ასე რომ, მოგება მეც ძალიან მინდა.

თორნიკე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მისთვის გაცილებით დაბალ დონეზე თამაშობს კვიპროსში. თუმცა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თემურ ქეცბაიას, მან წაიყვანა ქართველი ბიჭები, ათამაშებს.

თორნიკემ გოლი გაიტანა და სამართლიანად შეიძლება საუკეთესოდ დავასახელოთ. თუმცა, გოლის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი იყო.

კვეკვესკირმა, კაშიამ, კვირკველიამ ძალიან კარგად ითამაშეს. დვალმა სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, კაკაბაძეც ახლა გადავიდა კლუბში, პრაქტიკა არ ჰქონდა.

ჯაბა კანკავაზე ცალკე უნდა ვთქვა, ეს გუნდი მის და კაშოს გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჯაბა ყოველთვის, ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მწვრთნელის ბედი ყოველთვის შედეგზეა დამოკიდებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს კონტრაქტს, გავაგრძელებთ თუ არა. მთავარია, ფინალი მოვიგოთ. აგებ, შენი ბრალია, იგებ და გმირი ხარ. საქართველოს არასდროს დავივიწყებ, აქ ხომ კარგი 5 წელი გავატარე. თუ დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე. შესაძლოა დავრჩე, არაფერია გამორიცხული. ბიჭებმა კლუბებში კარგად უნდა ითამაშონ.

ჩაკვეტაძეზე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ ათამაშეს "გენტში". ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, მაგრამ ტრავმა აქვს, დაუჯერებელი დაზიანებით ნახევარი საათი როგორ ათამაშეს. კლუბთან რაღაც უნდა მოვაგვაროთ და დავეხმაროთ გიორგის ტრავმის მოშუშებაში. 3 დღე ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენს სამედიცინო გუნდთან ერთად იმუშავებს და 12 ოქტომბერს კლუბში დაბრუნდება.

ქვილითაიამ უნდა მოუმატოს, ასევე - ლობჟანიძემ. ვაკო გვილია კარგი იყო, კარგი შანსი შექმნა. ჯიმი კარგი ბიჭია, თუმცა ბოლოს შეცდომა დაუშვა.

ბიჭები ფსიქიკურად და ფიზიკურად ძალიან დაიღალნენ. სომხეთთან ცვლილებები იქნება. კაკაბაძე დაისვენებს, კაშოც. მეორე მეკარეს მინდა შანსი მივცე. წინა ხაზში მაღალი ფორვარდი გვეყოლება. კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთ. შემადგენლობაში 4-5 ცვლილება იქნება.

დღეს მაკედონიას უკეთესად ვიცნობთ, ვიცით, რა შეუძლია, როგორ თამაშობს. თუმცა ფინალზე ვერ ვისაუბრებ ჯერ, წინ სომხეთთან თამაში გველის და ამ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

"ჩაკვე" ისეთ ფორმაში რომ იყოს, 1.5 წლის წინ რომ იყო, შესაძლოა, ორი გოლი გაეტანა, მაგრამ ჯერ ფორმაში არაა, ტრავმა აქვს. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, ფეხბურთელები 1 თვის შემდეგ კლუბებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდებიან".

• თენგაბი

ნაკრების ბოლო დროინდელი წარმატება დიდ წილად ფეხბურთელების დამსახურებაა. ვაისის ჯინი არავის აქვს. გვინდა უფრო კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც თანამედროვე, გუნდურ ფეხბურთს ათამაშებს ბიჭებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ფეხბურთელებმა არ იციან რა უნდა აკეთონ მოედანზე. არავითარი შეთამაშებული კომბინაცია, არავითარი დამუშავებული სტანდარტი, არავითარი დაყენებული დარტყმა, ზოგიერთი ფეხზეც ძლივს იდგა. კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა მიუთითოს ფეხბურთელს ნაკლზე და იმუშაოს მისი რეკომენდავიებით ხარვეზის გამოსასწორებლად. არადა ინდივიდუალურად კარგი ბიჭები არიან და კარგი მწვრთნელის პირობებში შეუძლიათ ტოლ-სწორად ეთამაშონ, გრანდებს არა მაგრამ ავსტრიას, შვეიცარიას, შოტლანდიის და მსგავს ნაკრებებს. ხოლო თუ თავს გადადებ გრანდებთანაც შეიძლება თამაში. დღევანდელი ქართული ფეხბურთი ცარიელ ადგილას არ შექმნილა და რატომ ვკმაყოფილდებით ბელორუსიის და მისთანა ჭე კლასის გუნდებთან გაჭირვებით მოგებას. ამ თამაშით ჩვენ ევროპაზე არ გვესაქმება. ეს უბრალოდ წვალება და წყლის ნაყვაა. თუ არადა აღდგომა და ხვალეო.

• temo

მემგონი შენც უბრლოდ დადიოდი სკოლაში და მეტი არაფერი. ნასწავლის შენ არ გეტყობა არაფერი...

• mixeili

კი მაგრამ, ვითომ ბელგიის ბრალია ეგ?

• levani

ძალიან არასწორი მაგალითია და სხვებისგანაც გამიგია მსგავსი შედარებები. ის საბერძნეთი დაკომპლექტებული იყო ჩემპიონთა ლიგის მუდმივად მონაწილე პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელებით, გარდა ამისა ყავდათ ფეხბურთელები სერია A-ში, ბუნდესლიგაში და ყველას გარკვეული როლი ჰქონდა თავთავიანთ კლუბებში, სკამს კი არ ხეხავდნენ ჭ-ლიგის ჭ-გუნდებში. კი ჩამოუვარდებოდა გრანდებს შემადგენლობით, მაგრამ ვინც კი ჰყავდათ განაცხადში - მინიმუმ საშუალო დონის ფეხბურთის გამოცდილება ყველას ქონდა. ჩვენ ე.წ ოქროს თაობაში (არველაძეები, ქინქლაძე და ა.შ) კი იყვნენ წამყვან ლიგებში, მაგრამ 4-5 კაცი მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით და ეს უბალანსობა შემადგენლობის ყოველთვის თვალსაჩინო იყო. ასე, რომ მოსაზრება თითქოს ის საბერძნეთი იყო სუსტი ფეხბურთელების გუნდი - ზედაპირულია. ამას გარდა სათამაშო სტილიც საერთოდ არ ჰგავდა დღევანდელი საქართველოს ნაკრებისას და ესეც გაუგებარია როცა ასეთი ტიპის შედარებებს აკეთებთ...

• zura

გვქონდა ლაშა, გვქონდა ამდენი მოგება. შენ ალბათ ცხრამეტი წლის ხარ და არ გემახსოვრება, თუმცა გუგლი ხო არსებობს და მოიძიე. 2-3 ჯერ მე-3 ადგილზეც კი გასულა შესარჩევებში სხვადასხვა დროს ის დაქცეული 90-იანების ნაკრებები. შედეგი არ მოგვწონდა და ვაგინებდით ხოლმე...

• levani

ძალიან არასწორი მაგალითია და სხვებისგანაც გამიგია მსგავსი შედარებები. ის საბერძნეთი დაკომპლექტებული იყო ჩემპიონთა ლიგის მუდმივად მონაწილე პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის ფეხბურთელებით, გარდა ამისა ყავდათ ფეხბურთელები სერია A-ში, ბუნდესლიგაში და ყველას გარკვეული როლი ჰქონდა თავთავიანთ კლუბებში, სკამს კი არ ხეხავდნენ ჭ-ლიგის ჭ-გუნდებში. კი ჩამოუვარდებოდა გრანდებს შემადგენლობით, მაგრამ ვინც კი ჰყავდათ განაცხადში - მინიმუმ საშუალო დონის ფეხბურთის გამოცდილება ყველას ქონდა. ჩვენ ე.წ ოქროს თაობაში (არველაძეები, ქინქლაძე და ა.შ) კი იყვნენ წამყვან ლიგებში, მაგრამ 4-5 კაცი მხოლოდ მუდმივი პრაქტიკით და ეს უბალანსობა შემადგენლობის ყოველთვის თვალსაჩინო იყო. ასე, რომ მოსაზრება თითქოს ის საბერძნეთი იყო სუსტი ფეხბურთელების გუნდი - ზედაპირულია. ამას გარდა სათამაშო სტილიც საერთოდ არ ჰგავდა დღევანდელი საქართველოს ნაკრებისას და ესეც გაუგებარია როცა ასეთი ტიპის შედარებებს აკეთებთ...

• ნოდარი

კიდევ კარგი ფიფამ და უეფამ ასეთი ტურნირი მოიფიქრეს - ერთა ლიგა! ეს ტურნირი რომ ყოფილიყო დაწყებული არველაძე, ქეცბაია, ქინქლაძის დროს - უწყვეტი მონაწილეობა გვექნებოდა დღემდე ყველა ტურნირზე! ვაისს არჩევნებამდე გაუგრძელებენ ხელშეკრულებას - არდა კაცს არ მოუგია არცერთი შესარჩევი თამაში გარდა ანდორისა და მეხუთე ხარისხოვანი ერთა ლიგისა...

• ავთო

თენგოს: რა შუაშია და აქ უმეტესობამ არ იცის ეგ, საგინებლად აკეთებენ კომენტარებს. ძალიან ბევრია პოლიტიკური პარტიის ტროლები, რომელთაც ვაისის ეროვნება კი არა, ბურთი კვადრატული ჰგონიათ. ერთი მორჩეს ეს არჩევნები, ნაწილობრივ დაწყნარდებიან, რადგან ამ ტროლებს მერე ფულს აღარ გადაუხდიან.

• თენგო

სლოვენიური რა შუაშია, ვაისი სლოვაკია

• კიდევ კარგი მოიგონეს ერთა ლიგა თორე ვნახავდი რას იზამდა ვაისი და რას იზამდნენ ეს ფეხბურთელები ქუსლით თამაშით

• ოტო თუ 2004 ში იძახდა 2 მესი და 3 რონალდოო, კაცი ეგ ყოფილა

• ზურა

ასეთი დისციპლინირებული ნაკრები გახსოვთ? სულ თვალებში უყურებენ მწვრთნელს! მე კი ვაისამდე მახსოვს შეცვლის გამო ოქრიაშვილმა როგორ აგინა ცხადაძეს...

• gg

ვაისს თუ გავეყრებით, უის არ შევეყაროთ..

• რაგბის ფანი

ვაისმა მიგვიყვანა? ტაქტიკით? თუ დისციპლინით? თუ კომბინაციებით? თუ ჭკვიანური შეცვლებით? თუ შეიძლება ჩამოთვალეთ 5 დადებითი ვაისის ტაქტიკაში. კარგი, 3 იყოს...

• თენგო

რა ვქნა შეგაგინოთ? თუ ტრამვა აქვს რა ჭირს? და როდის შეეძლება თამაში. ვინ ხართ??? რას ასაიდუმლოებთ? ქართველების ხელშია ეს ბავშვი საერთოდ???????

• ბათუმის ფანი

მოიგე ბატონო ევროპის ჩემპიონატი და წადი)))

• dato

რა მოგვიტანა ბელგიაში ჩაკვეტაძის წასვლამ? ბიჭი უკან უკან მიდის მადლობა ღმერთს კვარაცხელია მოგვივლინა თორემ ბელორუსია გადაგვივლიდა.

• duscatto

google translatet sheidzleba cera magram shens dacerils verc eg gaarkvevs da mixvdeba :)))) carmateba chvens nakrebs !!!!!

• გუსანი

მომავალში იმედია ქართველი მწვრთნელებიც გამოჩნდებიან ნაკრებისთვის, 1-2 და ვნახოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ მეგულება ვინმე მზად იყოს ამისთვის. ნაკლი ყველას აქვს, მე რაც არ მომწონს კუს ნაბიჯებით მივდივართ. მწვრთნელის ხელი არ იგრძნობა კომბინაციების, სტანდარტულების,პასებით დახვეწის კუთხით. კაშია ფორმაში არ არის მაგრამ პლიუს-მინუსებით არც სხვების სტატისტიკაა უკეთესი, კვერკველია კი ნათელია რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან.,,დამძიმდა" ყველა გაგებით, მაგრამ უკეთესი ვინ გვყავს? სულ მიკვირს შენგელიას და არველაძის მერე 40 წელია გოლზე დაგეშილი თავდამსხმელი როგორ არ გაიზარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი...

• ია

სირცხვილია ამ გუნდით ევროპაზე, თავი ბოლომდე მოგვეჭრება

• Master

მაპატიე მეგობარო მაგრამ მწვრთნელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში გერევა.5 წელია ამ გუნდშია და გინდა თქვა რომ შენ ვაისზე უკეთ იცნობ ამ ფეხბურთელებს?და მასზე უკეთ გაართმევ თავს მწვრთნელობას?მარცხნივ რომ დააყენოს,მარჯვნივ ვინ დააყენოს?კაკაბაძე აწიოს გარემარბად?მის კარიერას მაინც გადახედე რა მიღწევები აქვს.პეტრჟალკა გახსოვს ასეთი კლუბი?ან სლოვაკეთის ნაკრები.ფაქტია გუნდი სტაბილურია და დიდებული შანსი აქვს ევროპაზე ითამაშოს.გულშემატკივარი სხვანაირად აღიქვავს ფეხბურთს.შორიდან ადვილი ჩანს მწვრთნელობა.ტაქტიკას მეტოქიდან,მატჩის მნიშვნელობიდან და საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობიდან გამომდინარე ირჩევს მწვრთნელი და არა გულშემატკივარს რა სურს იმის მიხედვით.ნუ გამოვალთ ყოვლისმცოდნეები.მეც ძალიან გამიკვირდა გუშინ დვალის დაყენება,მაგრამ ფაქტია ერთერთი საუკეთესო იყო მოედანზე.ვარჯიშებს ვაისი ატარებს და ის ხედავს ფეხბურთელებს და არა მე და შენ მეგობარო.

• გუსანი

ვულოცავ ბიჭებს, საქართველოს. ახლა რეალობა თუ არ გავითვალისწინეთ და გავაანალიზეთ წინ ვერ წავალთ, ვაისს მადლობა, სულ მგონია რაღაცას აკლებს, შანსი რომ გეძლევა და აფლავებ- ცუდია. ძნელი გამოსაცნობი არ არის ვისაც ეხება, კანკავა შეუცვლელია, მაგრამ და მაგრამ ამ უაზრო ყვითლებს უნდა განერიდოს, ნეტა ფიზიკაში სხვებიც მასე იქყვნენ. სასურველია თამაშის დალაგებაში ( ყიფიანივით) მეტი კრეატივი გამოიმუშავოს. ცხადია ასეთი თამაშით მაკედონიას ვერ მოვუგებთ, კარებში დარტყმა და ბოლო ფაზებში სრული კრახი გვაქვს. მინიმუმ 4 მომენტი მაინც გვაჩუქა ბელორუსმა და სრული დაბნეულობა, უსუსურობა, გახევება დაემართად ბიჭებს.....აქ არის ვაისის მუშაობა საჭირო, არ ჩანს სტანდარტულებისას რაიმე კომბინაციის მცდელობაც კი...წინ საქართველო!

• Vladimer vais

რეებს მკადრებ ახალგაზრდავ?

• semi

მესმის რო ბრძენი გგონია შენი თავი, მაგრამ დამიჯერე არ ხარ ეგეთი, ეგ შენი ეგო გაძლევს იმპულსებს რომ შეუცდომელი ჭეშმარიტების მღაღადებილი ხარ. თამაშებს დიახაც ყველგან ფეხბურთელები იგებენ ზოგან 19 წლის ზოგან 35 წლის. ჩვენთან ორი 19 წლის ბიჭI ქმნის თამაშს და მადლობა მათ. შენ კი ჯობია ფეხბურთს უყურო და ასე თი ქედმაღლობა დაივიწყო. ამერიკიდან თუ არ უნდა გამოვიძახოთ ფეხბურთელი აბა საიდან? აზერებში ყაზახეთში და საქართველოს ჩემპიონატში დაგვრჩა თითო ოროლა კაცი და იმათ გულისხმობ ალბათ.

• semi

1. იმიტომ არ ათამაშებს ხვიჩას თავის ფლანგზე რომ მარჯვნივ პრაქტიკულად ფეხბურთელი არ გვყავს, არც შენგელია ჩანდა რამის გამკეთებელი და არც ვაკო პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგ რო შეუცვალა ფლანგი, პლიუს მარცხენა დაცვა ისედაც პრობლემურია და თან ვაკოს ოქრის უკეთ შეუძლიათ დაცვის დახმარება, ხვიჩა მარჯვნიდანაც პროდუქტიულია საგოლე პასი, პენალტი მარჯვნიდან გააკეთა, პლიუს როცა მთელი ბელარუსი დაცვაშია მარცხნიდან მეტს ვერაფერს იზავდა რადგან დრიბლინგის შაშუალება ნაკლებად მიეცემოდა. ამრიგად გუნდში მეტნაკლებად ორივე ფლანგი დაბალანსდებოდა. ფინალში გასვლაზეა საუბარი და დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია როგორც შეტევა. 2. სომხეთთან იმიტომ გამოყავს მეორე შემადგენლობა რომ, ემოციურად და ფიზიკურად გამოცლილები არიან ბიჭები და სომხეთის შემდეგ კიდევ მაკედონიასთან გვაქ სათამაშო, სომხეთი უფრო სუსტია ვიდრე მაკედონია და სომხეთთან კიდევ უფრო გამოფიტულები მაკედონიასთან დავმარცხდებით რაც მორალურად უფრო გაგვტეხს მომდევნო ფინალისთვის. ამასთან თუ შანსი ეხლა არ მიცა არა ძირითადის ფეხბურთელებს სხვა დრო გვაქ ამისთვის? შეცვლებზეც უფრო თავდაჯერებულად შემოვლენ შემდგომ მატჩებში. 3. ვინაა ფორმაში ვინც შემოვიდა გვილიამ იფრინა საბამ თუ შენგელიამ? იქნებ ქვილითაიამ? თუ აბურჯანია თამაშობს ძირითადში? გრიგალავა და ჯიღაური უნდა შემოეყვანა? 4. ქართული უნდა იცოდეს სხაპასხუპით? თუ სლოვაკურად გვიღჩევნია? არ იცის ეტყობა ინგლისური და მაგის გამო გავაგდოთ ეხლავე. 5. ბოლო 5 წლის მატჩების შედეგები და სტატისტიკა აიღე და მერე კიდე წინა 5 წლის, მერე იმის ხუთი წლის და ნახავ განსხვავებას. ამასთან ნაკრებში კომბინაციებს ვერცერთი გუნდი ვერ ხაზავს იმიტომ რომ ბევრი ცვლილებაა მატჩიდან მატჩამდე, უკეთეს კომბინაციებს უკეთესი კლასის ფეხბურთელები ჭირდება. 6. ეს ხო საერთოდ რა პრეტენზიაა ვერ ვხვდები, თამაშს თავისი რიტმი აქ და იმ დროს როცა გუნდში დაცვის ფლანგების პრობლემური ადგილები გაქ, დვალის და კაკაბაძის ტრამვა ან გაშვებული გოლი დიდ საფრთხეს გიქმნის და ამასთან მოწინააღმდეგეს ცვლილებები აქ თამაშში 50 წუთზე თხოვ ცვლილებას? და თან იცი რომ ბოლო წუთებში როცა გუნდს დასაკარგი არაფერი რჩება მთელი ძალით შემოგიტევს, დროის მოგება გჭირდება პატარა შევენებებით და ენერგიული ფეხბურთელებით რას ითხოვ ქვილითაია და კაჭარავას შემოყვანას?. 7. რა დისცილინაზე გაქ პრეტენზია? ერთმა ბიჭმა ვერ მოთოკა ნერვები ამ ზღვა ემოციების ქვეშ და მაგით იწუნებ? ჩაკვეტაზეზე რას ითხოვ ტრამვააქო თქვეს და რა გგონია ფეხბურთელი რომელმაც აქამდე მოიყვანა გუნდი და პირველად სწორედ ვაისმა ათამაშა რა დაუშავა რო არ ათამაშ? ეტყობა საკუთარი თავის მტერია ან მოგზავნილი ხო? 8. იმედია ცოტა უფრო არგუმენტირებული იქნები სხვა დროს. იმიტომ რომ ეს არის მწვრთნელის ხედვა და ამას შედეგი მოაქ, არცერთ სხვამწვრთნელს იგივე არ უქნია, ვაისის მწვრთნელობისას ყველა ის თამაში მოვიგეთ რომელიც ჩვენი დონის გუნდებთან გავმართეთ და ამასთან, ირლანდიას , ავსტრიას შოტლანდიას და მსგავს გუნდებს არაფრით ჩამოვრჩით თამაშით.

• ზაზა

ყველა იმ გულშემატკივარს მივმართავ, ვისაც ვაისის პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარებათ. მიმდა ერი ამბავი გაგახსენოთ ფეხბურთის ახლო ისტორიიდან... ყველას გახსოვთ ალბათ 2004 ში ყველასათვის მოულოდნელად როგორ გახდა ევროპის ჩემპიონი საბერძნეთის ნაკრები. ამ ნაკრებს გერმანელო ოტტო რეჰაგელი წვრთნიდა. ეს კაციც ზუსტად ისეთ ფეხბურთს ათამაშებდა ბერძნებს, როგორსაც ჩვენები თამაშობენ დღეს. ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ხშირად ზედმეტიც მოსდიოდათ ჟურნალისტებსაც და ქომაგებსაც. ეს კაცი კი ჯიუტად იმეორებდა როგორი ფეხბურთელებიც მყავს ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთო, მომეცით ორი მესი, სამი რონალდო და ვიფრენთო. ეს გუნდი არ თამაშობდა სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ გოლი გაჰქონდა და შედეგს აღწევდა. ბოლოს იმდენი ქნეს რომ ასე 1-0 ყველა დაამარცხეს და პორტუგალიას ფინალში თავისივე ქვეყანაში აახიეს ევროპის ჩემპიონობა....ასე რომ ვაცალოდ ამ კაცს მუშაობა, რავიცით რა ხდება მომავალში...წარმატებები ჩვენს გუნდს!!! პ.ს.სხვათაშორის რეჰაგელსაც ჰყავდა საყვარელი ფეხბურთელი, ხარისტეასი ევასებოდა მაგრად.

• ლაშა 19

ვაისის ხელში საუკეთესო ფეხბურთს ანახებს ჩვენი ნაკრები, ამდენი მოგება სბა როდის გვქონდა. ესპანეთსაც მოუგეს, ახლა რა ახლოს ვართ მიზანთან. ვაისზე უკმაყოფილო ვინცაა :)) ნუ რა ვთქვა, დაუნახაობასაც ააქვს საზღვარი .

• Vasili

მე ვერ დავარქმევდი მეორე სასტავს ჩვენს სადათარიგოებს, რადგან 5-6 ფეხბურთელი გუშინდელ ძირითადში მოთამაშეს მე პირადად ბევრად მირჩევნია

• თემური

რომ გავიდეთ ევროპაზე და ვაისი გადააყენონ(რათქმაუნდა თუ თვითონ არ მოისურვებს წასვლას)ევროპაზე ფორმალურად გავალთ და ეს ნამდვილად არ მინდა.ეს ვაისის აწყობილი ნაკრებია და მან უკეთ იცის ვინ როგორ გამოიყენოს.გაიხსენეთ რა ფეხბურთელები გვყავდა და რომელ კლუბებში თამაშობდნენ და ნაკრებში რას მიაღწიეს!გუნდს თავისი გეგმა აქვს და დისციპლინირებული გუნდია რც სხებმა ვერც ქართველებმა და ვერც უცხოელმა უფრო მაგარმა წვრთნელმა ვერ მოახერხა.თან თაობასაც კარგად აბალანსებს ახალგაზრდებს აჩვევს ნაკრებს.ცვლილებებს აგვიანებს მართალია მაგრამ აყენებს იმას ვისი იმედიც ბოლომდე აქვს.დღემდე უკეთესი ნაკრებში მწვრთნელი არ მახსოვს.ნაკრებს ბურთი აქ არ იგერიებს უაზროდ არ უბრუნებს მეკარეს და ეძებს გზას შეტიოს

• არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ...

რაც შეიზლება რბილად მინდა გამოვთქვა ჩენი აზრი: ეს კაცი ან შემოგზავნილია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია! 1) რატომ არ ათამაშებს პრინციპულად ხვიჩას თავის ფლანგზე, სადაც ნებისმიერი გუნდის მცველებს უბრალოდ აწიოკებს, არ ახარებს და ზეპროდუქტიულია? 2) რატომ გამოყავს სასომხეთთან თითქმის მეორე შემადგენლობა, არ იცის რომ მაგათთან წაგებას ყველაზე მტკივნეულად მივიღებთ? რუბინში ხვიჩას ყოველ სამ დღეში ერთხელ ათამაშებენ და ქაჩავს ბიჭი. თუ არა და ერთი ტაიმი მაინც ათამაშე, მეორეში შემოიყვანე. ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩააგდებს დაღლილ სომეხ მცველებს? 3) რატომ ყავს გუნდში საყვარელი ფეხბურთელები და ძირითადში აწყებინებს, როცა ფორმაშიც არ არიან? პროფესიონალი მწვრთნელი ამას ხმამაღლა მაინც არ უნდა აცხადებდეს, რომ დანარჩენი ბიჭები მორალურად და მენტალურად არ დაითრგუნონ. 4 )რატომ იძლევა ინტერვიუს რუსულად? რუსეთში ვართ, იმათი მწვრთნელია თუ ჩვენ ვართ რუსები? მით უმეტეს, როცა საზიზღრად საუბრობს რუსულად. 5) არც ერთი დამუშავებული კომბინაცია 5 წლის განმავლობაში! 6) შეცვლების დროულად გაკეთებას ეხლა სწავლობს. 7) დისციპლინა არ უვარგა გუნდში. ფეხბურთელი მსაჯთან კამათისთვის არ უდა იღებდეს ყვითელს. ბოლო ინტერვიუდანაც ნათლად ჩანს, რომ მაგის მომავალი მთლიანად არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. რაის გამარჯვებული წასვლა? ნუ დაგვავიწყდება რა გუნდებთან ჭიდილში გავალთ, ისიც თუ გავედით, ჯერ კიდევ საკითხავია. გუნდის წარმატებები მთლიანად კონკრეტული ფეხბურთელების დამსახურებაა და არა მაგის გენიოსობის. და ბოლოს ჩაკვეტაძის ამბავი.ბიჭი გამოიძახეს, ავარჯიშეს მთელი ეს დღეები და მხოლოდ თამაშის წინ აღმოაჩინეს რონ საშინელი ტრავმა აქვს. მოკლედ, მე ეს კაცი ან შემოპარული მგონია, ან ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი. თავის დროზე სლოვაკებიც ინდივიდუალურობის ხარჯზე გავიდოდნენ ევროპაზე. ქართველი მწვრთნელი გვჭირდება, უკომპრომისო, მკაცრი და გამოცდილი. იშვიათად შეიყვარებს უცხოელი მელიტონასავით საქართველოს. რა ეტყობა ეხლა ამას რო ჩვენს ქვეყანას პატივს ცემს. ტიპიური გასტროლიორია.

• Dato

მემგონი ვაისის გადამეტებული შეფასებაა... შეცვლების გარდა კიდევ ბევრი მინუსის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა საშუალო ევროპული დონის მწვრთნელია და თუ გაიყვანა გუნდი ევროპაზე, არ უნდა შეიცვალოს, მარა თვითონ დარჩება რო?

• Nikas

რა აქოშინებილი,საიდან მოიტანე ასეთი ბრძნული აზრები?დიდი ხნის ნაფიქრალი დაწერე მაინტეტესებს? შენ თუ დიდ მინდორზე ნათამაშები გქონდეს თავს მოვიჭრი. ხო აბა ფეტგიუსონს სოლსკიაერი(მაშინ ასე ეძახდნენ,ეხლა სოლშერს ეძახიან) გამოყავდა შეცვლაზე სულ ქოშინით იტანდა გოლებს.ქოშინი არა კიდე ყროყინი.

• გადასარევი ხარ თუ გიორგი

ჯერ წერა ისწავლე გრამატიკულად.მართლა გადაირევი კაცი,სკოლაში არ გივლიათ??? „ რასაა რო წერ“ -რომელ სკოლაში გასწავლეს მე იმ სკოლის მერხებზე მოვჯ.... “არ ათამაშენ“,„გააფუჭენ“,„რასაა რო წერ“...რომელი მიყრუებული სოფლის დიალექტია გამაგებინა ნეტა...

• საქართველო

ფეხბურთელები რობოტები არ არიან,მითუმეტეს 19-20 წლის ბიჭები, ფაქტი სახეზეა გიორგი ჩაკვეტაძე, 3 თვის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს უწევდა თამაში და კიდევაც აიკიდა უმძიმესი ტრავმა,რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი თავს ანებებს ფეხბურთს, ეს გენტის "დამსახურებაა", ამას მხოლოდ ვაისი არ წყვეტს ითამაშებენ თუ არა ოქრი და კვარაცხელია,შტაბი გადაწყვეტს,ფიზმომზადება,ექიმები და მწვრთნელი, დარწმუნებული ვარ კვარა მაქსიმუმ 1 ტაიმს ითამაშებს სომხეთთან, ამიტომ არის შემცვლელები საჭირო,მაგარი ბიჭები გვყავს,მაგრამ რაოდენობაში გვიჭირს,მაგალითად ზურიკო და ჩაკვეტაძე რომ გვყავდეს უპრობლემოდ ჩავანაცვლებდით ხვიჩას 1 თამაშით.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ 1 კვირაში 3 თამაში ძალიან რთულია,პლიუს არ დაგვავიწყდეს რომ ნაკრების თამაშამდე კლუბებში ჰქონდათ თამაში, თუ მოასწრეს აღდგენა ითამაშებენ თუ არადა ჩანაცვლება მოგვიწევს,რაც სავსებით ლოგიკურია.ასეც და ისეც წარმატებები ჩვენს ბიჭებს სომხეთთან და შემდეგ მაკედონიასთან გველის გენერალური რეპეტიცია. 4 ქულა პროგრამა მინიმუმი იქნება ამ ორ თამაშში,რომ გავაგრძელოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა

• დავით 67

რას ნიშნავს კვარაცხელია და ოქრიაშვილი ყოველ სამ დღეში არ უნდა დავტვირთოთო? არ აპირებს ამათ დაყენებას სასტავში? თუ მე ვერ გავიგე

• Niko

თუ ვაისმა გუნდი ევროპაზე გაიყვანა არანაერად მისი გაშვება არ შეიძელბა. გუნდი შეკრა, თანამედროვე ფეხბურთი აათამაშა, თვითდაჯერებამ მოიმატა და კიდევ ბევრის მიღწევა შეიძლება ამ ბიჭებისგან. თუ ევროპაზე გავედით და მერე შეცვლიან მწვრთნელს ყველაფერი აირევა და დაიწყება უკუსვლა. ერთია შეცვლები დროზე უნდა განახორციელოს, რადგან მოედანზე გასვლის გარდა პირველი 5 წუთიფეხბურთელს თამაშში ჩაჯდომა უნდა და დაწყნარება რომ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. ვისაც ფეხბურთი დიდ მოედანზე არ უთამაშია მათთვის: მოედნის გარეთ გახურება და შეცვლაზე შესვლა უპრობლემოდ ადვილი არ არის, რაც არ უნდა გახურებული იყოს ფეხბურთელი და განსაკუთღებით ნახევარ დავა და შეტევა პირველი "რივოკი" ყოველთვის გადამღლელია რადგან შედიხარ შეცვლაზე და გინდა რომ თავი გამოიჩინო და აღელვებული ხარ აი ამ პირველი "რივოკის" შემდგომ ტვინიც წყნარდება და ადგილსაც ადვილად არჩევს ფეხბურთელი და თამაშშიც ამის მერე შედის მთლიანად. გადაახვიეთ ლობჟანიძის შესვლა და ნახეთ აქოშინებული, ქვილითაიაც და შენგელიაც. ასე ყველა თუ გინდ რონალდო აიღე. ამის გამო ბოლო წუთებში შეცვლას თამაშის შესაცვლელად აზრი არ აქვს დროის გაყვანის გარდა.

• წადის

სლოვენიურად თორემ ქართულად ხომ ისე ალაგებ აზრებს რომ უკეთესი არ შეიძლება...

• სოსო

ძმურად,ახლა დაიძინე,დაისვენე და დილით, კარგად მოიფიქრე,რა გინდა.ისე, რომ ჩვენც გაგვაგებინო

• ჰაჰაჰა

ვაისმა აღმოაჩინა ჩაკვე კვარა და სხვები ხო? პროსტა დაემთხვა მაგის დროს მოიჩიტნენ... გუნდის თამაშს ვუყურე და კომბინაციური ვერაფერი ვნახე გარდა ინდივიდუალური გარღვევის და ამ დროსაც კი არ იციან რა ქნან მერე და ურტყავენ უაზროდ კარებში.... ეს არაა მწვრთნელობა.

• გადასარევი გიორგი

ეს რაგბი კი არაა მეგობარო :) წადიო რომ უწერ, რასაა რომ წერ. წადი კი არა, ძლივს კაცმა ზედ კართან მიგვიყვანა ევროპის. აუცილებლად დარჩით ვაის, მადლობა თქვენ!!!

• გადასარევი გიორგი

რათქმაუნდა უნდა დარჩეთ ვლადიმერ ! მაგარი ხართ, ძალიან მომეწონა თქვენი გამოყვანილი გუნდიც და ისიც, რომ ცვლილებეს ნელ-ნელა უფრო ადრე და უფრო სწორს აკეთებთ ხოლმე. ვინმე თუ კითხულობდა ჩემ ნაწერებს და ახსოვს, ჩემზე მაგრად ვაისს არავინ აკრიტიკებდა მთელ რიგ ამბებში, მაგრამ დღეს ამ კაცმა შედეგი დადო და ისეთი ნაკრები გამოიყვანა, რომელიც თავად შექმნა. ეს ნაკრები უკვე ვაისის ნაკრებია. მან 3 საოცრად მაგარი რამ გააკეთა გუნდში: 1. ატმოსფერო შექმნა კარგი , რადგან სწორი ფეხბურთელები შეარჩია და ურჩები გაყარა 2. მიაჩვია მაყურებელიც და ფეხბურთელებიც რომ არსებობს ძირითადი ბირთვი, რომელსაც (როგორც არ უნდა არ მომწონდეს ხოლმე ერთი მხრივ დაგვიანებული შეცვლები) ძალიან დიდ ხანს ტოვებს ხოლმე მოედანზე და ამან კარგი ის გააკეთა, რომ გაჩნდა შეგრძნება რომ მტკიცე შემადგენლობა არსებობს და 3. რომ გუნდი სულ შეტევას ეძებს, არაა უაზრო დაროის გაყვანა (ამას ლორიასაც ვუმადლი). ეხლა მინუსებზე აღარ დავწერ ვაისისაზე, რადგან კაცმა ასეთი გამარჯვება გვაჩუქა. დიდი მადლობა ვლადიმერ თქვენ :) და ყველა ფეხბურთელს, სტაფს... ერთი სიტყვა კიდევ ფეხბურთელებზეც. დღეს საუკეთესო ჩემთვის ასევე 3 ფეხბურტელი იყო: 1. კვარაცხელია, 2.ოქრიაშვილი და 3. კვირკველია! დანარჩენები ყველა მაგარი იყო, დიდი მადლობა მათ

• რაგბის ფანი

წადი!

• წადის

ტიპმა ორ წინადადებაში 20 აზრობრივი შეცდომა დაუშვა. წადი ძმაო წადი )))))))))))))))))

• გიორგი

და ასე ყველაფერს რატო ლაპარაკობს წინასწარ? ამას ხო მეტოქეებიც ისმენენ

• domenti

ჩაკვეზე რა თქვა, ესე იგი ღუპავენ იმ ბელგიაში თუ როგორაა საქმე. მეორე სასტავის დაყენებას აპირებს სომხებთან

• კახა

ესეიგი სიმართლე დავწერე მაგიტომაც არ მოგეწონათ ასეა სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო ბრძენს უთქვამს ეს თუ ფეხბურთი იყო მაშინ დროა ბობსლეის გულშემატკივრობა დაიწყოთ, განასხვავოთ უნდა მოგება სასიამოვნოა ოღონდ დამსახურებული და არა ალალბედზე შემთხვევით ვაისი ვისაც მოგწონთ მთელი წელი გყოლოდეთ მდგმურად ერთა ლიგა ზე იყო და ჩაკვეტაძემ 19 წლის ბავშვმა გადაარჩინა ეხლაც იგივე ისევ ბავშვმა მოაგებინა და კითხეთ ერთი ამ ბავშვებს რამდენი პროცენტია ვაისის დამსახურება იმაში რაც მათ მოედანზე გააკეთეს ( ხვიჩა არ აყვე ასეთი შეცდომები აღარ ჩაიდინო ქუსლაობა და ფოკუსები როცა დამაჯერებლად იგებს გუნდი მაშინ) ან ეს პანიკიორი მცველებსაც რო გადასდებს არიცი ამხელა დონის მწვრთნელმა ყაზაიშვილი კიდე მის თანაგუნდელთან ერთად კითხვა არ გებადებათ რატო ამერიკა და არა ევროპა რა პენსიონრები არიან კიდე არგუმენტებს მოვიყვანდი ოღონდ გაიწელება და ვისაც ტვინი გაქვთ გაარყიეთ სანაკრებო ურემი გადაბრუნდება

• დარსალია

ჩაკვეტაძის ირგვლივ რა ხდება ვერ ვხვდები? კაცი ამბობს ისეთი საშინელი ტრავმა აქვს რომ გაოცებული ვარ როგორ ათამაშეს გენტის ბოლო თამაშშიო ამ სიტყვებს ჰაერზე ხომ არ იტყოდა ვაისი? ალბათ ნახა თავის თვალით შემდეგ სამედიცინო პერსონალმაც დაუსვა დიაგნოზი ხოდა თუ ასეა ესეიგი ჩაკვეტაძე კიდიათ გენტში? გახოკიძეა არა მისი აგენტი? მოაცილეთ ეგ აშკარად რაღაც ცუდი ხდება გენტში ჩაკვეტაძის ირგვლივ

• roma bejanidze

აზრზე არ ხარ ალბათ მოგების გამო და ასე იმიტომ წერ. დაიწყო და ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე. ახლა ამის წასლა სახელმწიფო ღალატის ტოლფასი იქნება. მთავარია მოიგო. კიდევ ასე მოიგოს 12 ნოემბერს და მერე რაც გინდა ის დაწერე.გილოცავ გამარჯვებას.

• დათო

სლოვენიურს არ გირჩევ, ჯერ ქართულს მიაწექი, ბევრი სამუშაო გაქვს!!! აი მერე მარტო მიუვარდი, მარტო!!!

• ქომაგი

სლოვენიურზე რომც წერდე, ვაისი მაინც ვერ გაიგებდა, არ იცის სლოვენიური

• Biankonneri

რასამბობ ვლადიმირ, შენთუ ევროპაზე გაგვიყვანე გუნდიდან ვინღა გაგიშვებს!? ყველაფერი რიგზეა.. ფინალს ჩვენთან ვხვდებით და იმედია სტადიონზეც შეგვიშვებენ! კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს!

• Master

ვაისი ასეთი ენაწყლიანი გახსოვთ ვინმეს?ცოტა ზედმეტად პრაგმატულია,მარა ასე მგონია ამ პრაგმატიზმის გარეშე ქართველები ვერ მივაღწევთ შედეგს.რაც უნდა იყოს ეს ვაისის შექმნილი ნაკრებია.5 წელი დიდი დროა,ყველაზე კარგად მან იცის ამ გუნდის და მისი ფეხბურთელების შესაძლებლობები.თუ სამართალია ევროზე გასვლით უნდა დააგვირგვინოს თავისი მუშაობა.ვერ იტყვის კაცი რომ ვაისი სუსტი მწვრთნელია.წარმატებები ვლადიმირ...

• წადი

რა ცუდია სლოვენიურზე რომ ვერ ვწერ წადი მოგვშორდი საბანკო არ მოგივარდებით და ლამაზად შეგამკოფთ წადი არა ნაკრები შემოსავლების დონე ყაზახეთის საშუალო კლუბები კი ბატონა ლიდერები არამგონია თუ ფიფიას ნაირი მეპატრონეები არ ყავთ

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ნერვების თამაშში ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა

საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]