ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კოსოვოს დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ მაკედონიელებთან ერთად ეს სიხარული დავიმსახურეთ. ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, მაგრამ მიწაზე უნდა დავეშვათ, ორ დღეში ერთა ლიგის თამაში გვაქვს. ხალხის მხარდაჭერას ცარიელი ტრიბუნების მიუხედავად ვგრძნობდით. ეს გამარჯვება მაკედონიური ფეხბურთის ყველა წარმომადგენელს ეკუთვნის.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. საქართველოსთან ფინალური თამაში გვაქვს. მას ისტორიული შემიძლია ვუწოდო. ევრო 2020-ზე გასვლის იმედი გვაქვს. 14 ოქტომბერს საქართველოს კიდევ ერთხელ ვეთამაშებით და ეს კარგია, ამ გუნდს უკეთ შევისწავლით.

თბილისში 30-წლიანი ოცნების ასასრულებლად მივფრინავთ. მინდა ნაკრებში დანაკლისი არ მქონდეს. იმედია, ნოემბერში ელმასი ჩვენთან ერთად იქნება.

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ფეხბურთი შეიცვალა, თუმცა ჩვენი გულშემატკივრების გასახარად მაინც ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა ანგელოვსკიმ.

ემზარ დუისბურგი-გივი გიას
სად დაინახე მაკედონიის ფავორიტობა? ჩვენთან თამაშში ერთხელ დაგვირტყეს და ისიც ისევ მცველის საბედისწერო შეცდომის გამო.სახლშიც რაღაც უღიმღამოდ მოუგებს კოსოვოს ,ისიც კოსოვოელის უნებლიე დახმარებით .... ბელურუსმა მეკარემ სამი მკვდარი ბურთი მოგვიხსნა ...იმათაც ერთხელ დაგვირტყეს კარში და კიდევ ჩვენები არ მოგწონს ? ვააახ ყველაფერ უცნაურობებს ისევ ჩვენები რომ დაწერენ არა ....
მინდია
არ იქნება იოლი მატჩი, მაგრამ, იმედიანად ვარ განწყობილი, განსაკუთრებული გუნდიც არაა მაკედონია, რომ შევუშინდეთ, თუ მაკედონიასი გვეშინია, გასვლის შემთხვევაში ევროპის უძლიერეს გუნდებს დავუპირისპირდებით და არც მაშინ უნდა შეგვეშინდეს.
პატალა ბაია
რა მოიგეს ამ მაკედონიელებმა ასეთი,ვიღაცეებს მილოცვა უნდათ და ვერ გაიგენ რა მიულოცონ? ადმინ აუხსენით რა ,აგვიხსენით რა?
roma bejanidze
მართალი ხარ ძმაო ნამდვილად ძლიერი გუნდია ოღონდ ბელარუსთან შედარებით, ჩვენზე ძლიერი რომ არაა მაგას 14 ოქტომბერს მივხვდებით და 12 ნოემბერს დავამტკიცებთ ტაბლოზე 2-0 ანგარიშში. შანსებს რაც შეეხება 14 ოქტომბერს 50%-50% და 12 ნოემბერს 60%-40% იქნება. ღმერთი ჩვენსკენ.
გივი-გია
მაკედონია ძლიერი გუნდია.საქართველო-მაკედონია...40-60 %%.
დანტე
ერთი გამაგებინა ბოლოდაბოლოს რა ჭირს ჩაკვეტაძეს ფეხზე, რა გახდა ნორმალური ექიმი ან ეს აგენტები რომ ინტერვიუს უკრძალავენ, დაღუპავენ ეგენი ამ ბიჭს.
emigranti
მაკედონიის ყველა თამაშს ვუყურე და არაფერი გუნდი არაა. უთუოდ უნდა დავამარცხოთ, და ეს თუ ვერ მოვახერხეთ მართლაც რა გვინდა ევროპაზე.
შაკო
აბა 1 სიტყვა?
ლევანი
საღოლ ძმაო, კარგი იყო
ზაზა
ნამდვილად გამოგეპარა მეგობარო :) "ისტორიული" - ასე უწოდა მწვრთნელმა.
x.x
კოსოვოსთან ძალიან გაუმართლა მაკედონიას, მართლაც სახლის გუნდია, თუ მაყურებელიც იქნება დინამოზე მთლად კარგი, თუ მაკედონიას ვერ უგებ მაშინ ევროპაზე ვის უნდა მოუგო? მჯერავს ჩვენი ნაკრების, წარმატებას ვუსურვებ.
gggg
ცენტრში საჭიროა ბურთის დამჭერი და გამთამაშებელი ეს პიროვნება არის არაბიძე და ხელშეწყობა ჭირდება ადანასპორში და არც ნაციონალში გასაცდენი დრო არ არის მისთვის . ითამაშოს სჯობს ვიდრე რა ჯობია მისთვის ის უხსნას ვინმემ .დრო იკარგება და ბურთის დამჭერი არ არი . ბურთის დაჭერა ფსიქოლოგიურ უპირატესობას იძლევა .უნიჭიერესია და რავისზე ნაკლებია თუ მეტი არა .ეს ეროვნულში ნაკრებში დაამკიცა . როდესაც ბურთის დაჭერა ვერ ხდება თავდაახმა არაორგანიზებულია ქაოტურია .ვერ ყალიბდება .
გოგა
აი ასე ვინც ილაპარაკა მოსაგებად მოვდივართო, არ წასულა არცერთი უკან ლამაზად:)
გიორგიპირველი

Ttt
30 welia veravin gaigo Ra fexburts tamashops da sait midis saqartvelo da Shen tu ortamashshi shegviswavli Aba he.dddddd
roma bejanidze
რატომ აღარ მიქვეყნებთ კომენტარებს?
saba
ის 1 სიტყვით დახასიათება სადღაც გამომეპარა ვატყობ..:)))
roma bejanidze
მართალი ხარ მიწაზე დაეშვი ნუ დაფრინავ რომ 12 ნოემბერს ჩამოგაგდებთ და დაენარცხები, ემანდ რამე არ მოიტეხო. ჯობია მიწაზე იარო და შეეგუო იმ აზრს რომ ევრო 2020-ზე საქართველო ითამაშებს ყველა მიზეზ გარეშე. 14 ოქტომბერს რეპეტიციას გავივლით თქვენთან და მიხვდებით რომ მეორე სასტავითაც დაგამარცხებთ. ღმერთი ჩვენსკენ.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა