2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე დაიკავებს.

41 წლის გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში 15 წლის ასაკში ქუთაისის ‘აიაში’ დაიწყო. 2007 წლიდან ის საფრანგეთში გადავიდა სხვადასხვა დროს ‘დომონის’, ‘მასის’, ‘მონტობანის’, ‘აჟენისა’ და ‘ტარბის’ ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან მან ბრიტანეთს მიაშურა და სამი წლის განმავლობაში ინგლისურ ‘ ბრისტოლში’, ხოლო 2018-2019 წლებში უელსურ ‘ოსფრიზში’ თამაშობდა.

მეორე-მესამე ხაზში მოთამაშე ნემსაძის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს ჩილეს წინააღმდეგ შედგა. 14 წლის განმავლობაში ის ბორჯღალოსნების შეუცვლელი მოთამაშე იყო და ჯამში 95 კეპი მოიხვეჭა, რომლებშიც 14 ლელო გაიტანა. ის 2011, 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა. გუნდთან ერთად 10-ჯერ გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის მშობლიურ კლუბს, ‘აიას’ დაუბრუნდა და კაცთა გუნდის ასისტენტ-მწვრთნელობასთან ერთად, ჭაბუკთა ბ ლიგასაც ავარჯიშებდა. ამის შემდეგ გახდა ქუთაისის სარაგბო სკოლის ხელმძღვანელი და ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მთავარი მწვრთნელი, ბოლო ორი წელი კი ‘აიას’ კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

2025 წლის ზაფხულიდან, გიორგი ნემსაძე პარალელურად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელად მუშაობდა. 1 იანვრიდან ის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.

„საქართველოს ნაკრებში მუშაობა საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა.საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველა ასაკობრივ გუნდთან ვიმუშავე, რადგან მსურდა ჩემი თვალით მეხილა სპეციფიკა. ზოგადად, ბავშვთა რაგბში მუშაობა საინტერესო პროცესია. მწვრთნელის ფუნქციაა დაეხმაროს მოთამაშეებს, რათა ისინი უკეთესები გახდნენ და ბავშვთა რაგბში ეს ფუნქცია ორმაგდება“.

„ოფიციალური დებიუტი გაზაფხულზე, ექვსი ერის ფესტივალზე მექნება. რაც შეეხება თაობას, ის ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ კიდევ უფრო უკეთესი. ჩემი მთავარი მიზანია მათ განვითარებას სწორი მიმართულება მივცე და მეტი ხარისხიანი მოთამაშეები აღვუზარდო როგორც 20-წლამდელთა, ასევე ეროვნულ ნაკრებს. მთავარი აქცენტი უკეთესი თამაშის ხარისხზე გაკეთდება“ - ამბობს გიორგი ნემსაძე.

წყარო: Rugby.ge

ჭოლა
ნიჭიერი და გულიანი ადამიანია. წარმატებები!!!

ვულოცავ გიას,ახალ თანამდებობას.უკვე ცხადია,რომ ახალგაზრდების მომზადებაში აქცენტები შესაცვლელი გვაქვს.კარგია რომ რაც საქართველოში დაბრუნდა,თითქმის ყველა ასაკობრივ თანრიგში იმუშავა და მათ პრობლემატიკას,კარგად იცნობს.მგონია,რომ რაკი 18 წლამდელებთან ამ ზაფხულიდან მუშაობს,სანაკრებო სპეციფიკისთვისაც უკვე მომზადებული იქნება და საქმეში გასარკვევად,დროის დაკარგვა არ დასჭირდება.იცის,ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ვფიქრობ,რომ მისი მუშაობა,წარმატებული იქნება.სწორედ დიდ წარმატებებს და პირველი ნაკრებისათვის სრულფასოვანი შევსების მომზადებას ვუსურვებ.ასაკობრივი ნაკრების მუშაობა,ხომ სწორედაც პირველი ნაკრებისთვის შევსების მომზადების ხარისხით ფასდება.
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]