ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]

საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]

<p>გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.</p><p>ამჯერად მისმა "სერენმა" სტუმრად "მოლენბეკი" 4:3 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი გიორგიმ შეიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა.</p><p>ჯამში გიორგის 14 გოლი დაუგროვდა, ბოლო 3 თამაშში კი - 8 და ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია.</p><p>ალბათ, ფრანგული "მეცი" მას აუცილებლად დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.</p><p>ამ გამარჯვებით "სერენი" 15 ქულით ლიდერი და ელიტარულ დივიზიონში გადასვლის კანდიდატია.</p><p>ასეთ სტილის ფორვარდი ნამდვილად დაამშვენებდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!</p><p><p><p><br></p>

  • სოსო

    ნავალოვსკის თავი გაანებეთ,მის პაპას და პაპის ძმას მეც ვიცნობ,მათ მამას და პაპას კი,მამაჩემი იცნობდა.გვარი აქვთ მხოლოდ პოლონური,თორემ პაპის პაპაც,უკვე ქართველი იყო,ენითაც და მენტალიტეტითაც.გიორგისაც ხომ უყურებთ,სულით და გულით ქართველია.ყოველთვის მთელი გულით თამაშობს ნაკრებში.

  • semi

    პაპუნაშვილმა დაიწყო, ძირითადშიც იყო წინა თამაშში. საკმაოდ ძლიერი ნახევარმცველია.

  • დათო

    ორივე რა ჭკვიანური ბურთი შეაგდო, ბავო

  • მენტალური მომზადების ცენტრი

    დროა სწრაფი და მოაზროვნე ფორვარდი ეღირსოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!

  • Vasili

    ისე ეს ბიჭი , ჩაკვეტაძე , კვარაცხელია, დახატავდა ნაკრებს პლიუს გამოცდილი კანკავა და კიდე სხვები, / პაპუნაშვილისიც მეიმედება , იქნებ დაიწყოს თამაში, ან არაბიძემ , რა კაი ბავშვი იყო როგორი იმედი მქონდა , ერთი ინტერვიუ ვერ წავიკითხე მაგ ბიჭის, სულ მშობელის აზრი იწერება, უკვე დიდები არიან ჯობია პირდაპირ ფეხბურთელს ჩამოართვათ ინტერვიუ

  • ლორდი

    მადლობა ღმერთს ნაკრებში გვყავს ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა კვარა ჩაკვეტაძე ზურიკო რომელთაც ახლოსაც ვერ მივა მთელი ცხოვრება ვიღაც მიქაუტაძე რომელიც სადღაც მოყვარულთა დონეზე უბანში იტანს გოლებს,

  • ვუ ჰალი

    ვიცი რასაც გულისხმობ მეგობარო, მაგრამ ისინი ყველგან ყველაფერს ცდილობენ. ვისაც სომხური პასპორტი აქვს ან წარმოშობა ყველასთან მიდიან, ძირითადად რუსეთში. ზოგი ჩამოიყვანეს, ზოგი ვერა. როგორც ჩვენთანაა ისე კი არაა, იაშკა და ყოფილი ფეხბურთელების საძმაკაცო კი არ მართავს მოლაპარაკებას, ჩვენზე სერიოზულად კი ეკიდებიან აქ საქმეს...ჩვენთან დუქანია ჯერჯერობით

  • რიგითი

    ერთადერთი რასაც შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და მისი იქ თამაშის პერსპექტივაა.. ამაზე ღირს საუბარი

  • ბასკი

    არ იჩქარებს წამოსვლას. საფრანგეთის ნაკრებში არა, მაგრამ ასაკობრივში აქვს შანსი და დაელოდება ამ შანსს. წინსვლა ფრანგული ასაკობრივიდან უფრო დიდი ექნება, როგორც ფინანსური ასევე კარიერული, ფასი აიწევს ამით უფრო. ან სამშობლო უნდა გიყვარდეს ძალიან და ჯერ ის კითხოს ვინმემ - რომელია მისი სამშობლო?!

  • Badri

    მაგ ბიჯს პრობლემა აქვს საბუტების. ესე Aდვილად ვერ მიიხებს მოქალაქეობას

  • ლშ

    ალბათ ხუმრობთ სომხების პატრიოტიზმზე ხო ? )))) სავსეა საქართველო სომხებიტ ქართული გვარებით და რო უთხრ სომეხი ხარო მაგრად გაბრაზდებიან , გეტყვიან კახელი ვარო ან იმერელი ან ვინმე ნატესავი თუ ყავთ ქართველი და სოფელი აქვს იქიდან :)))

  • დავითი

    რასაკვირველია ბელგიის მეორე ლიგა არ არის ის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან წინ მიმავალი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგრამ ჯერ ერთი 7 თამაშში 14 გოლი მაინც ძალიან ბევრია და გარდა ამისა, გოლებს თუ დავაკვირდებით, ძირითადად ძალიან მაღალი დონის შესრულება აქვს, გარდა ამისა კარგი სისწრაფე და გოლის ალღო, ანუ ყველაფერი ის, რაც უნდა ჰქონდეს მაღალი კლასის ცენტრალურ თავდამსმხელს და რაც ასე აკლია ჩვენი ბაკრების თავდასხმას. ანუ ის, რომ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდება, კითხვის გარეშეა და ახლა იმედია თვითონ მოისურვებს ჩვენს ნაკრებში თამაშს.

  • semi

    იმედია ვცდები მაგრამ ბელგიის მეორე ლიგა სამოყვარულო ჩემპიონატია.

  • ალეკო

    მოიწვიეთ ნაკრებში, აბა ფედერაცია რაში ბგვჭირდება მაშინ საერთოდ

  • Vasili

    ყველამ ჩვენ ჩვენ ნაკლს მივხედოთ ჯობია, ეგენი სომხეთის ნაკრებში სიხარულით იმიტომ მორბოდნენ რომ ძალიან სუსტი ფეხბურთელები არიან და არანაირი შანსი არ აქვთ სხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის, ისე კი გეთანხმები რაღაც-რაღაცეებში. / ეს ბავშვი კიდე ძალიან მაგარია, მაგრამ თუ სულიერად არ არის ამაღლებული, თუ გამზრდელმა არ ჩაუნერგა საქართველოს სიყვარული, ამ ბავშვს საიდან მოელანდება. ისე კი რა საფრანგეთი, მანდ შეიძლება ჩააატარო 5-10 თამაში, ისიც თუ დაგიძახეს, და ისე შეგელევიან როგორც არაფერი, ნებისმიერ შემთხვევაში გადაგაგდებენ, ბენზემას არ ეძახიან ნაკრებში და არაფრანგ წარმომავლობის ადამიანს ნაკლები შანსი ექნება, ნაკრები არის ნაკრები , უნდა ჩამოხვიდე და ითამაშო თუ კაცი ხარ, თუ არადა ღმერთმა გაგიმარჯოს შენ გზაზე, მაგრამ ვინც საქართველო დაიკიდა, ვერცერთი ის ფეხბურთელი ვერ ვნახე სხვა ნაკრებში,. /ღამურა თარგმნეთ რა ვინმემ, მაგარი რამეა!!

  • ვუ ჰალი

    სომხები ვინც კი დედამიწაზე სომეხი არსებობს, ყველას ჩამოყვანას ცდილობენ. ეგ კი არა სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებსაც სთავაზობენ სომხეთის ნაკრებში თამაშს. უკრაინას და რუსეთს უკვე მერამდენე ქართველი ჰყავს ჩვენთვის მოპარული. ამათ კიდე მერამდენე ქართველი ვერ ჩამოყავთ.მახარაძე დახატავდა ნაკრებს. მითუმეტეს ლორია უკვე 35 წლისაა. ამ ბიჭთანაც უნდა გამართოთ ჭკვიანური მოლაპარაკებები. უნდა დაანახოთ ჩვენთან თამაშის პლიუსები.აგერ შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ.მეტი მოტივი რა უნდა? მამამისს კი არა უშუალოდ ფეხბურთელთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკება...

  • goga

    ორმაგი მოქალაქეობის განსაკუთრებული წესით მინიჭების პრინციპი გაუგებარია ისეთ პატარა ერსთვის როგორიც ჩვენ ვართ. ყველა ეთნიკურ ქართველს, სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. იმ ხალხს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ჩვენმა ოცდაათწლიანმა ბედოვლათურმა ყოფამ აიძულა და ასეთი არჩევანის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა იდიოტიზმია.

  • დათო

    Bevri ambobs,pexburtelebis resursi ar gvaqvso, vaisi amas gaidzaxis. Aba es vinaa, giorgi sichinavac gvyvavs, da ase shemdeg. Exla rom pederaciam am b8chis sakitxi ver gada yvitos xo ariaan sax....

  • ლევანი

    ჩვენი ფატასტიკური ნახევარმცველების წინ ესეთი შედეგინი ფორვარდი ძალიან დახატავდა საქართველოს ნაკრებს. აბა ჩვენ "სტოლბებს" თუ არ გაარტყი შემთხევით ბურთი მკერდში ან თავში ისე ვერ გააქვთ გოლი, თუნდაც ერთიერზე იყვნენ...

  • მევარმე

    კაცი - რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში, სტატისტიკით - ერთ თამაშში საშუალოდ 2 გოლს იტანს, 2 თამაშში ერთხელ ხო მაინც გაიტანს ერთა ლიგაზე? იქნებადა მთლად მიღაუტაძეც არაა და ითამაშოს ქართულად, ჯიგრულად...ასეთი სტატიატიკა ვინმეს საერთოდ გაგიგიათ? ჯიგარმა ასე თუ გააგრძელა დიდი ალბათობით ოქროს ბუცის მფლობელი გახდება.... ხოო, პირველზე ქართველი დუშაშია და მეორეზე სომეხი იაგანია ⚽️

  • თენგო

    ნუთუ საქართველოს არ შეუძლია მიქაუტაძე ნაკრებში მოიყვანოს? მაშ ფედერაცია რისთვის არის? თან თავდამსხმელი არ გვყავს. ვინ არის მოღალატე???!!!

  • tngh

    ქ-ნო პრეზიდენტო!!! სასწრაფოდ შესთავაზეთ ამ ახალგაზრდას საქართველოს მოქალაქეობა და მიანიჭეტ ორმაგი მოქალაქეობის უფლება...

  • ზურა

    მალე გველის ისტორიული თამაში მაკედონიასთან რომელიც არამხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის არამედ ზოგადად ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი და სუტად ამ თამაშზე ძალიან დაგვეხმარებოდა მიქაუტაძე.

  • las

    კობიაშვილს სად ცალია, პარლამენტში შესასვლელად იბრძვის. თან რად უნდა ეს ვინმეს ჩასვამს მერე რომ ტრანსფერზე კარგად გაყიდოს

  • ირაკლი

    ჩემო ძმაო გთხოვ საქართველოს ნაკრებში ითამაშე როგორც ვიცი ქართულიც იცი ამ მესიჯს ნახავ იმედია ისედაც პატარა ეეი ვართ თით საძებნელია თქვენისთანა თავდასხმელი გთხოვ ჩვეთან წამოდი ფრაგებს უსედაც ყავთ კარგი თავდასხმელები უფრო კარგს გაკეთებ ჩვეთან რო ითამაშებ გენაცვალე იმედი მაქვს დიდი რო არიჩევ საქართველოს ნაკრებს

  • ქ. გ.

    თამაშზე ეტყობა, რომ ჭკვიანია. ჭკვიანი ქართველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ბიჭი აუცილებლად ითამაშებს საქართველოს ნაკრებში. ტრავმირებული ფეხბურთელები რომ დაბრუნდებიან, ამ ბიჭთან ერთად ძალიან კარგად ითამაშებს ჩვენი გუნდი.

  • ქ. გ.

    აუცილებლად უნდა ჩავიდეს მასთან კობიაშვილი და პირადად ესაუბროს. ან საქართველოს ელჩი უნდა ესტუმროს ამ ბიჭს. ასეთი ფეხბურთელი არ უნდა დავკარგოთ. https://www.youtube.com/watch?v=vVAkgVxkMpM

  • სიმართლე

    აგერ მე და აგერ თქვენ - დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: თუ გავედით ევროპაზე, ეს ბიჭი ითამაშებს ჩვენს ნაკრებში, ხოლო თუ ვერა - მაშინ არ ვიცი

  • გიორგი კაჭკაჭიშვილი

    ვენაცვალე ყველა იმ ფეხბურთელს ვინც საქართველოს ნაკრებშია, და კიდევ ვინც ცდილობს რომ ნაკრებში მოხვდეს, თუ მიქაუტაძე ქართველად გაზრდილია და სისხლი უყივის.... ხვეწნა არ დაჭირდება. თუმცა მაინც მსიამოვნებს ყველა ქართველის წარმატება.

  • გიორგი კაჭკაჭიშვილი

    ვენაცვალე ყველა იმ ფეხბურთელს ვინც საქართველოს ნაკრებშია, და კიდევ ვინც ცდილობს რომ ნაკრებში მოხვდეს, თუ მიქაუტაძე ქართველად გაზრდილია და სისხლი უყივის.... ხვეწნა არ დაჭირდება. თუმცა მაინც მსიამოვნებს ყველა ქართველის წარმატება.

  • grisha dedakimovi

    არა უშავს, მიშა მოვა და უცებ მოაგვარებს.

  • რაგბის ფანი

    ადამიანს თუ გუნდში თამაში არ უნდა, იმაზე უკეთესად მე მოყვარული გამოვადგები გუნდს მოედანზე, სხვა თუ არაფერი სულს და გულს მაინც ჩავდებ და ბურთს არ დავკარგავ.

  • გადასარევი გიორგი

    ეს კომენტარი რატომაა გამოქვეყნებული??? ა?? მე მბლოკავთ და ამ უზრდელ ტლუს ნაწერს აქვეყნებთ? რატომ ასხამთ ნავთს ზიზღს და სიძულვილს? კაცმა თავისი აზრი გამოთქვა ზრდილობიანად ვიღაცა ხარ, ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ თუ რამეში არ ეთანხმები დაწერე წესიერად და კაცურად, რომ შენ თავად არ გამოჩნდე ინფუზორიად. ავსებულია რუსული ფორუმები გინებით. დაწერს ვინმე რუსი ქართველებმა ესა და ეს ქნეს, ისტორიას ამახინჯებენ და შემოვა ქართველი და კორექციის ნაცვლად რომ ხალხს აუხსნას რა არის სწორი, გინებას იწყებს. და რა? სომეხია, იეზიდი თუ აზერი რა მნიშვნელობა აქვს, შენნაირი ქართველებია რომ უტირეს ყოფა ქვეყანას ამ ლანძღვით და ეტყობა ამ საიტსაც კაი შპანა მართავს. ეხლა კიდევ მინდა იმ სომეხს მივმართო - შენი საქმე ნაღდად არაა ქართველების მინუსები, შენ სომხების მინუსებზე ილაპარაკე ჯობია და ქართველებისას ჩვენ თავად მივხედავთ. ზუსტად ეგაა სომხების მინუსი , სხვების მინუსებს რომ ხედავენ და საკუთარს ვერა. და კიდევ უფრო მეტი, ეროვნება კი არაა მთავარი , კაცი კაცად უნდა ვარგოდე, გინდა სომეხი იყავი და გინდა ქართველი

  • giga

    ამერიკაში მოთამაშე მაკედონელზე მაკედონელთა მწვრთნელმა თქვა, რომ ჩვენ მას დავუკავშირდით და ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში შევთავაზეთ მანკი მოსაფიქრებლად დრო ითხოვაო. თავად არ დაკავშირებია დააზუსტეთ სანამ რამეს იტყვით.

  • Aueee

    მოიცააათ რაააა ...რა საფრანგეთის ნაკრები რის საფრანგეთის ნაკრები ვის მაგივრად ნეტავ ( ერთხელ დავწერე უკვე ეს ..) გრიზმანის თუ მბაპეს ა ხომ დემბელეს აქვს ხშირად ტრამვები და ჟირუც დაბერდა უკვე ....ეგეთი დონის საფრანგეთს ყავს სულ მცირე 20 გუნდია ლიგა 1-ში ესე იგი თითოს 2-3 ფრანგი შემტევი მაინც ყავს არაფერს ვამბობ ფრანგ შემტევ ლეგიონერებზე და ლიგა-2 ის გუნდებზე და ეს კი თამაშობს ბელგიის 2 ლიგაში ...20 წლის ასაკში მაგარ ფეხბურთელებს უკვე მაგარ გუნდებში მაგარი კონტრაქტები აქვთ ასე რომ მას შეუძლია საქართველოს ნაკრებისთვის გახდეს ერთ-ერთი შეუცვლელი და პირველ რიგებში აბა საფრანგეთში ეგ შეიძლება მოხვდეს 10-12 ნაკრებში ...ღმერთმა ქნას და პირველში მოხვდეს ვერ ვიტან საფრანგეთის ფეხბურთს მაგრამ მაგ ბიჭის გამო ვუბალეშიკებ რომ მსოფლიოც და ევროპაც მოიგოს ...!!! მაგრამ იმედია ამბიცია აქვთ რეალური და შიზოფრენია არ აწუხებს რომ საფრანგეთის ნაკრებში დაუძახებენ ბელგიის 2 ლიგიდან ვიმეორებ მბაპე მაგ ასაკში უკვე მსოფლიო მოიგო და ევროპაში აგენტები ან კლუბების მენეჯერები ყველა დებილები არ არიან ფული ყველას უნდა თორემ და ვნახოთ აგერ 2,5 გაიხსნება ისე ზამთრის ტრანსფერები ...ვიმეორებ ისევ ჩვენთვის შეიძლება მართლაც მესი გახდეს და ფრენგებისთვის კი დარჩება ჟორჟ მიქაუტეძე აქ გამორჩეული იქ კი ერთ-ერთი მეორე ასეულიდან ....

  • ფ

    ეს ამბავი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს, ზუსტად ისაა, ვინც ახლა საქართველოს ნაკრებს დახატავდა. ...და მერე ვინ იცის...

  • გუჯი

    ვისაც ჰგონია რომ ქართული გვარის მატარებელი აუცილებლად ქართველია ძალიან ცდება. არც უკრაინელი წიტაიშვილია ქართველი და არც რუსი ჯიქია. ქართველი არის ნავალოვსკი. ერთსაც გეტყვით- მეზობელი მყავდა გვარად ბელოუსოვი, აი ის იყო თუ იყო ქართველი (აფხაზეთის ომში დაიღუპა ცხონებული). ასე რომ არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია არც მიქაუტაძესთან და არც მისთანებთან. არც არავის არ უნდა ვეხვეწოთ თუ მათ არ უნდათ. ვისაც გული შესტკივა საქართველოზე და ვინც ერთ აგურს მაინც დადებს ჩვენი ქვეყნისთვის ჩემთვის ის არის ქართველი და საქართველოს პატრიოტი (გვარის მიუხედავად).

  • მიქა

    ეს ყველაფერი გასაგებია და ძალიან ცუდი თუ არ ითამშებს მიქაუტაძე. მაგრამ მისი გადასაწყვეტია ჩემი აზრით რაც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში თამაში არ არის სირცხვილი .. და თუ არაფერი პასუხისმგებლობა რომ დაიბადები არ გაქვს მაშინ ღმერთმა გაუმარჯოს მიქაუტაძეს თავის გზაზე. არავინ აგინებს უბრალოდ გასაკვირია და ზოგს აქვს სამშობლოს ცნების აღქმა ზოგს არა. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. იური ჯორკაეფი და ალენ ბოგოსიანი რატომ არ თამაშობდნენ სომხეთის ეროვნულ ნაკრებში? არ მგონია ცუდი ადამიანები ყოფილიყვნენ ან თავისი ქვეყანა არ ყვარებოდათ... ესეც შეაფასეთ მაშინ ... ასეთი ზოგადი არასწორი შეფასება ერზე არ მგონია სწორი იყოს .

  • gio

    სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტს შეუძლია მიანიჭოს ორმაგი მოქალაქეობა ნებისმიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეს. ისეთი ტიპებისთვის აქვთ მინიჭებული ორმაგი მოქალაქეობა რომ ბევრმა არც კი ვიცით რას წარომადგენს და რა იქნება ამ ბიჭსაც შევთავაზოთ ეგეთი რამე!!! უბრალოდ სახელმწიფო ინტერესი უნდა დასაბუთდეს რა!

  • გოჩა

    რით არ გვეშვებით,მიხედეთ თქვენს ქვეყანას,წადი ბატონო კარაბახში და გაიყოლე ყველა სომეხი,ვინ ხართ რა გინდათ რით.ვერ ისვენებთ,ახლა ამის შესაფასებელი გავხდით,შენ გინების ღირსიც არ ხარ,ისიც გეყოფა სომეხი,რომ ხარ,დამბლოკეთ რამენაირად,რატომ გამოაქვეყნეთ ამ ინფუზორიას,საერთოდ ეს საიტი ვისია,მართლა თქვენი მთელ ერს ეხება ეს ახვარი და არ კითხულობთ თუ რაა,თქვენი საიტი და მოკლეთ ვისაც საქართველოსათვის კარგი არ უნდა ლექსად გეტყვით,თქვენი ჭირიმე სომხებო,გამრავლდით როგორც გოჭები,წადით სამშობლო მოძებნეთ,მოგიტყანთ დედის პროჭები.დაბლოკეთ.

  • Mdaa

    და საიდან მოიტანე რომ უნდა გაგინონ რასაც წერ ფაიზაღია ....იმ ყველა თვისებებთან ერთად ქართველებს სიმართლე და სამართლიანობაც გვიყვარს ...მაგიტომაც არის რომ თქვენ თქვენივე ცუდს ხელს დააფარებთ დაიცავთ მაინც მხოლოდ იმიტომ რომ სომეხია ....ჩვენ კი ეგრევე დედას ვუტირებთ იმიტომ რომ ღირსია ქართველი რომ არის და ცუდი ორმაგად დედას ვუტირებთ ...მაგრამ ამ ბოლო დროს ეს მარტო ცუდებთან არა უკვე კარგებზეც გადავიდნენ აი ეს კი სამწუხარო ფაქტებია ....!!!! და კიდევ ებრაელების არ იყოს სომხებს ემიგრანტობა ( მიზეზები გასაგებია ) მგონი უკვე სისხლში გაქვთ და ბევრად გამოცდილნი ხართ ქართველებისთვის კი ეს ჯერ უცხო ხილია ბოლო 25-30 წელია ( 1921 წლის შემდეგ ის ემიგრანტთა ჯგუფი იყო არისტოკრატია და ძაან ცოტა და მათთვის შეგუება და გაძლება ფეხზე წამოდგომა ძნელი აღმოჩნდა რადგანაც არისტოკრატია მძიმე შრომას არ იყო მიჩვეულნი ) რაც ჩვენებმაც დაიწყეს სხვა ქვეყნებში დასახლება იმათგან იმიტომ რომ პირველი თაობა არიან საბუთების პრობლემა აქვთ 90% მაგიტომაც ვერ რისკავენ საქართველოს პასპორტის აღებას ან დაბრუნებას აბა 100-120 წელი რომ ცხოვრებდნენ იქ მაშინ საბუთების რისკები არ ექნებოდათ მაგალითად დაიბადა საფრანგეთში მშბლებიც და ძმაც საფრანგეთის მოქალაქეები არიან ,და დასჭირდა ქართული პასპორტი აიღო 36 წლამდის ითამაშა ნაკრებში მერე ისევ დაიბრუნებს საფრანგეთის პასპორტს იმიტომ რომ მთელი ოჯახი საფრანგეთის მოქალაქეები არიან ...და მესამე ის სომეხი ფეხბურთელები რომლებიც სხვა ქვეყნებში დაიბადნენ და სომხეთის ნაკრები აირჩიეს არცერთი არ თამაშობს ევროპის ნორმალურ ქვეყანაში და ლიგებში სადაც არაევროკავშირის ფეხბურთელებზე არის ლიმიტი ...ბევრმა კი პირიქით სომხეთის პასპორტით უფლება მიიღეს რუსეთში და ყაზახეთში ლეგიონრებად არ ჩაითვალონ ....ასე რომ მიუხედავად იმისა რომ სიმართლეს წერ სიტუაციები მაინც სხვადასხვაა ....!!!!

  • დ.დ.

    ამხ. კობიაშვილის დავალებით (აბა თვითონ ასეთ უბრალო საქმისთვის სადა სცალია!), დიდმა კომუნიკატორმა, ამხ. იაშკამ, მიქაუტაძის მშობლებთან კი დარეკა, მაგრამ ოჯახმა ვერ გაარკვია ვინ რეკავდა და რა უნდოდა. საბედნიეროდ საუბარი ჩაუწერიათ და სპეციალისტების დახმარებით ცდილობენ იაშკას ნათქვამის გაშიფრვას. თუ გაარკვიეს, რომ საუბარი საქართველოს ნაკრებში თამაშს ეხება, ყოველგვარი ფიქრის გარეშე დათანხმდებიან.ასე, რომ იმედი და პოლიგლოტი ქართველები არ მოგვიშალოს მაღალმა ღმერთმა!

  • ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!

    საქართველოს არსადა აქვს ფული დასაკარგავი... თუმცა ფედერვაციაში მილიონები ისე ტყდება, როგორც კიტრი ყველთან ხდება...

  • ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

    ბა ვონცეს ჰაიკას კირაკოს ელი! იაშვილი დაუკავშირდა და უთხრა, არ მოგიწევს ახალგაზრდული, პირდაპირ ნაკრებში მოხვდებაო““ ეს არის გარანტია იმისა, რომ ნაკრებში და ფეხბურთის პედერაციაში ყველაფერი რიგზე ვერ არის... რა გარანტიაზეა საუბარი? რის ძირითადი? გამოდის, რომ ეგრე შეუძლიათ ნებისმიერი მოთამაშე გაუშვან მთავარ ნაკრებში და პირიქით? ანუ ნაკრების საკითხებს წყვეტავს ერთი სასტავი, ან პედერაცია??? ტრენერს არაფერი ესაქმება და იმიტომაც გვაქვს აწყობილად საქმე ელი... ვახ! საწყალო ქვეყანავ, ჩინოვნიკებმა რა გიყვეს... ვაი ვაი ვაი არა ვაააი ვაი... ვაისისა რა ისმის... ვაიისსს რაი? თავზე ნაცარი და ქვაი...

  • სოსო

    სამწუხაროდ მართალი ხარ.25 წელია საქართველოს ყველა მთავრობა გვასწავლის,რომ სამშობლო,მის შესაჭმელადაა საჭირო,რომ საქართველომ,სხვების ინტერესების დასაცავად უნდა იარსებოს და სამშობლოს სიყვარულის,მისი მსახურების,პატრიოტიზმის სწავლება,სკოლიდან გააძევეს."ლიბერალობა,პატრიოტობა,სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია"ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია,მამათა და შვოლთა ბრძოლაში თქმული და ახლაც,ისევ სალანძღავი სიტყვა გახდა ლიბერალობაც და პატრიოტობაც.უამრავი სამშობლოსჭამია,პატრიოტს,რუსეთუმედ თვლის.თავის მხრივ რუსეთუმეებიც გააფთრებით ებრძვიან პატრიოტებს და რაკი ფულიც და ინფორმაციის საშუალებებიც,ამ ორ ძალას გაცილებით მეტი აქვს,ქვეყანაში მხოლოდ სამშობლოს გამყიდველთა ომახიანი ყიჟინი ისმის,არა მე უფრო იაფად გავყიდი სამშობლოს და არა მეო.

  • გადასარევი გიორგი

    ისე ჟორჟის ამბები ძალიან სასიხარულოა და მინდა ვუთხრა მას, ვიცი რომ კითხულობს :) აგერ წიტაიშვილი რომაა კიევის დინამოში, რაც მაგას გინება ხვდება აქ :) ჩემ მტერს, მარტო იმიტომ რომ უკრაინა აირჩია. და სიმართლე გითხრა, მეც რაღაც დამაკლდა თითქოს იმითი, რომ ქართველმა კაცმა სხვა ქვეყანა აირჩია თავის სამშობლოთ. ობიექტურად შეიძლება საფრანგეთში თამაში შენთვის ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს და უფრო დიდი გამოწვევა სპორტსმენისთვის, საცოდაობაც იქნება დაქართველოს ნაკრებით ვერსად რომ ვერ მოხვდე, მაგრამ შენი შემოერთევით ეგებ და მართლა საერთო საქმეში დიდი აგური დადო. საფრანგეთის არჩევით კი ბევრად უკეთესი კარიერა, ცნიბადობა, ხელფასი და სახელი გექნება. თუ ყველაფერი სწორად და კარგად წავიდა, ღმერთმა ქნას, სასწორზე ერთ მხარეს ევროპის საზომით ტოპ კლასის ფეხბურთელობა და უამრავი ტიტულია, ხოლო მეორეზე საქართველოში ლეგენდის სახელის დატოვების და ჩვენი საზომით არნახული წარმატრბების შესაძლებლობაა. არც ერთია ცუდი :) მე მეიმედება რომ საქართველოს აირჩევ. მაგარი შრომა კი ორივე შემთხვევაშია გასაგრძელებელი. მე რომ შენ ადგილას ვიყო უკვე მაკედონიასთან დავდგებოდი ძირითადში თუ ვაისი მზადაა!

  • გიონატ

    ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ იმაზე მეტადაც ნუ გვიბუქებ იმ 7 თუ 8 სომეხი ფეხბურთელს, რომლებიც სხვა ქვეყანაში დაიბადნენ და სომხეთია ნაკრებში გამოდიან, მათ ნამდვილად არ ჰქონიათ სხვა ნაკრებში მოხვედრის შანსი (ჩემი აზრით მიქაუტაძესაც ნაკლებად აქვს საფრანგეთუს ნაკრებში), ვისაც ქონდა იმათმა კი ითამაშეს სხვაგან, ბოგოსიანი- ჯორკაეფი მაქვს მხედველობაში. ამიტომ ნუ გიყვართ ეს საკუთარი თავის სხვაზე უკეთ წარმოჩენა

  • აზრი

    თეორიულად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება შეიძლება, ამისთვის იურისტები კარგად უნდა ჩამოყალიბდნენ და მიაწოდონ შესაძლო ვარიანტები ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის შემხედვარე ამის იმედი ნაკლებია.

  • zaza

    ძალიან კარგია!! ამდენი ხანია მიდის მოლაპარაკება და ამ ბიჭისგან ერთი კომენტარი თუ არსებობს, რომ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში?? იქნება ამბიცია აქვს რომ საფრანგეთის ნაკრებში ითამაშოს, ყველაფერი მალე გამოჩნდება!! ჩვენი ჩვენი უნდა ვცადოთ არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები, ხოლო თუ არ უნდა ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე!! ეს ფეხბურთელი თუ გაჩარხა ფედერაციამ დიდი პლიუსი ჩემგან კობიაშვილს!!!

  • ჰაიკა-კირაკოსიანი

    ქართველები კი ხართ ნიჭიერი ხალხი ნებისმიერ სფეროში თუმცა ერთი უდიდესი მინუსი გაქვთ. პატრიოტები არ ხართ თქვენი ჯიშის ფესვებს წინაპრებს ივიწყებთ ადვილად. განსაკუთრებით ქართველი მდედრობითი სქესის წარმომანდგელები . რაც შეეხება მიქატაძეს აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემი ახლო ნათესავისგან რომელიც მიქაუტაძეს ბავშვობიდან იცნობს და მის ოჯახთან ახლობლობს რომ ის არ ითაშებს საქართველოს ნაკრებში! ახლა ჩემ სომხებს რაც შეეხება არ არსებობს ქვეყანა დედამიწაზე სადაც ჩვენი არ ვცხოვრობთ და არ არსებობს სომეხი რომელმაც სომხური ენა არ იცის თავის წარმომავლობა არ იცის აი მაგალითად სომხეთის ნაკრებში თამაშობს დაახლოებით 8 სომეხი რომლებიც არ დაბადებულან სომხეთში ისინი დაიბადნენ სამხეთ ამერიკაში ევროპაში ერთი ავსტრალიაში მაგრამ ყველამ როგორც კი შემოთავაზება მიიღებს სომხეთისგან იმ წამსვე დაუფიქრებლად სიხარულით ჩამოვიდნენ. აი მაკედონიის ნაკრები აიღეთ თუნდაც ამერიკაში დაბადებული მაკედონიელი თავად დაუკავშირდა ნაკრებს რომ თუ სურვილი გაქვთ მე მომიწვიეთ ნაკრებში და ვითამაშებო ჩემს მშობლიურ ნაკრებშიო. მიქაუტაძეს რაც შეეხება ერთი თვეა დაუკვაშირდნენ მას მის მშობლებს საქართველოდან და იაშვილმა ასეთი სიტყვა უთხრა ოჯახს რომ პირდაპირ მთავარ ნაკრებში მოხვდება თუ სურვილი გაქვთო არ მოუწევს ახალგაზრდლების გავლაო მაგრამ განაცხადეს დაფიქრება ოჯახმაც ჟორჟმაც და აგერ 1 თვეა ლამის კიდევ ფიქრობენ თან არ დაგავიწყდეთ ჟორჟი დედით მამით ქართველია და მაინც როგორ ფიქრობს უკვე და ახლა ნახევრად მამით ან დედით რომ იყოს მარტო ქართველი მერე მითუმეტეს 80 % არც ეცოდინება საქართველო . ნუ მაგინებთ ქართველებო მე ცუდად არ მითქვია თუ გგონიათ მე მინდა ქართველი შავკანიანები ან ქართველი ირანელები ან ქართველი ათასი ჯურის მომავალი თაობა სახეში მაფურთხეთ თუ გინდათ პირიქით ძალიან ვწუხვარ და ყოველთვის ავღნიშნავ ბევრი ქართული ოჯახის შექმენას რომ არ გადაშენდეს ერი ვიცი ბევრი მაგინებს დამამცირებთ ამ კომენტარის გამოც მაგრამ რავქნა ვფიქრობ სიმართლეა რასაც ვამაბობ.

  • შოთა

    რას დაგვხატავდა სამაკედონიოდ))

  • დევკალიონი

    7 შეხვედრაში 14 გოლი ??? ეს გიჟია ვიღაცაა )))

  • jjj

    ბოლო-ბოლო გაარკვიეთ და დაწერეთ ამ ბიჭს უნდა ჩვენს ნაკრებში არა, თუ ფიქრობს ჯერკიდევ, თუ ჩვენი კანონმდებლობის ბრალია ყველაფერი ორმაგი მოქალაქეობა, რომ გაუქმდა მაგიტომ.

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა

სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

უარი 2 მილიონ ევროზე - დიოკერეში "არსენალში" ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

ესღა აკლდა "ლიონს" - სანქცია უეფამაც დაუწესა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო