ქართველმა სპეციალისტმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუ მისცა სპორტულ გაზეთ "ლელოს" და საქართველოს ნაკრების თემაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

- მე იმას ვფიქრობ, რასაც ფიქრობს მთელი მსოფლიო - ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ტოპ-გუნდში და ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი. ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ არაერთი ქართველი ტალანტი და ზოგიერთმა მათგანმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედი. ძალიან მინდა, რომ ხვიჩამ ბოლომდე გაგვიმართლოს. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელია ძალიან კარგი იყო. როცა კი ითამაშა, ყველა შეხვედრაში რაღაც დასამახსოვრებელი გააკეთა.

- კვარაცხელიას ხასიათსაც უქებენ...

- ჯერჯერობით ასეა და ძალიან მინდა, ბოლომდე ასე იყოს. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ითამაშოს ტოპ-ფეხბურთი.

- ...და ითამაშოს ტოპ-კლუბში?

- კი, რა თქმა უნდა. იცით, რა არის ხვიჩა კვარაცხელიას მთავარი უპირატესობა? ბოლო დროს ხომ ბევრი ტალანტი გვყავდა, მაგრამ ბევრს აკლდა ის, რაც აქვს ხვიჩას. ის ორფაზიანი მოთამაშეა. ახლა ავხსნი, რასაც ვამბობ. ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც დაჯილდოებულია შემტევი უნარებით, უჭირს დაცვაში თამაში და უნდა ეხვეწო, რომ ეს გააკეთოს.

თუ ტალანტს აქვს კარგი მონაცემები დაცვაში თამაშში, იმას უნდა ეხვეწო, რომ შეტევაში წავიდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიას კოზირი არის შეტევა, მაგრამ ხვიჩა დაცვაშიც ძალიან კარგად მუშაობს, ბოლომდე მოსდევს კაცს... როგორც წესი, დიდი კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ კომპონენტს.

სრული ინტერვიუ იხილეთ LELO.GE

სოსო
ამიტომაც არა ხარ მწვრთნელი და ისინი კი არიან,რომ მათ შენზე და ჩვენზე მეტი იციან და ესმით ფეხბურთში
თენგაბი
აქ სწორად აღნიშნეს- თავდამსხელის ფუნქცია არ არის დაცვაში თამაში, ეს გაჭირვებისაა. ხვიჩასნაირ თავდამსხმელს ხანდახან ორი-სამი ფეხბურთელი იცავს. დაცვაში ჩამოსულმა, ხომ ჩამოიყვანა ისინი საკუთარ საჯარიმოსთან. მერე სწრაფი კონტრშეტევის დროს როდის ჩაირბენს ეს მეტოქის მოედნამდე და ასე წაღმა-უკუღმა სირბილში ხომ აღარ შერჩება ილაჯი. თავდამსხმელი მოედნის ცენტრამდე უნდა ჩამოდიოდეს, რომ კონტრშეტევის დროს სწრაფად შეუტიოს და მეტოქის მცველებს არ მისცეს დაცვის ორგანიზების საშუალება. არც დამცველის სისტემატური ჩართვაა აუცილებელი შეტევითი ოპერაციების დროს. აღარ მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო, ირლანდიელმა თუ შოტლანდიელმა მწვრთნელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, შევამჩნიე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და უკან ჩასვლას ვერ ასწრებდა, ჩემს ფეხბურთელებს დავალება მივეცი მისი ზონიდან შეეტიათო. შედეგად დასანანი გოლი გავუშვით თამაშის ბოლოს, ვინაიდან ჩვენს მცველს წინ და უკან ნარბენი არაქათი გამოცლილი ჰქონდა. თამაშის სწორი ორგანიზება ფუნქციების სწორად განაწილებას გულისხმობს. მაკედონიასთან იმდენი მცველი გვყავდა თამაშის ბოლოს მოედანზე, ელემენტარულად ვერავინ გაერკვია, ვის უნდა მოეგერიებია ბურთი და რატომ მაინცა და მაინც ჭლიკებით, თავითაც მარტივად ხომ შეიძლებოდა თამაში.. სრულიად უწყინარ სიტუაციაში პენალტი ავიკიდეთ.
მე რომ მწვრთნელი ვიყო
მე რომ მწვრთნელი ვიყო, ხვიჩას ცენტრს აქეთ ფეხს არ გადმოვადგმევინებდი. წარმოიდგინეთ რა ტერორში და პანიკაში ეყოლებოდა მუდმივად მოწინააღმდეგის 2-3 მცველი. არ არის სლუცკი მაგარი მწვრთნელი, თორემ რუბინში არ იმუშავებდა. ვაისზე ხო ლაპარაკიც არაა. გატანჯა ხვიჩა და მაკედონიამდე არ ათამაშა თავის ფლანგზე.
ჰარი
კვარაცხელიას რას ვერჩი, მართლა იმედის მომცემი ბიჭია,მაგრამ ამის ტერმინოლოგია ხალხს რომ აბრუებს? ისე გამგებმა კარგად გაიგო დაწერილი.
გიო
ხვიჩას თამაში წინ გვინდა და არა უკან. მაგი თუ გაიტანს ან საგოლე პასს თუ გააკეთებს. სხვას ვერ ვხედავ. მაქსიმუმი ცენტრის ხაზიდან 10-15 მეტრი უნდა დაიხიოს უკან. მოტყუებას და დრიბლინგს უკან ნარბენი ძალაგამოცლილი ფეხებით ნაკლები სისწრაფით გააკეთებ, რაც არაეფექტურია. ნაკრებში საკმარისად არიან 2 თუ 3 ფაზიანი ფეხბურთელები და მათ უნდა შეავსონ დარჩენილი სივრცეები. ყიფიანს თუ გუცაევს გვერდზე სულაქველიძე და დარასელია არ ყოლოდათ დინამოს ძალიან გაუჭირდებოდა თავდასხმაში. ვფიქრობ, რომ ნაკრების თამაში კვარაზე და ჩაკვეტაძეზე უნდა აიგოს.
niko
სწორია ქართული არ ახსოვს არავის. პოზიტივით ხომ ტვინი გახვრიტეს. რას ერჩით დადებითს?
შოკირებული გულშემატკივარი
ამ კომენტარს გადავაწყდი და მარტო ეს კაცი ხედავს ამ პრობლემებს თუ სხვებიც ალაპარაკდებით რო როგორმე მოაგვაროთ Erovnuli-Nakrebi არცერთმა ჩვენმა ახლანდელა თავდამსხმელმა სირბილიც კი არ იცის ... კარში დარტყმა არ იციან და პასსს ვე აკეთებენ. ერთადერთი საჰაერო დუელს იგებენ, მაგრამ მერე ბურთი სად მიფრინავს არავინ იცის
qwerty
ვინც ჩამოთვალე მაგათ დონეზე რომ მივა მერე აღარ მოთხოვენ უკან ჩამოსვლას.
ჰუ ა იუ, დევდარიანო?
რა ამბავია ამდენი ტოპის ხმარარება ერთ პატარა სტატიაში? ილაპარაკეთ რა ქართულად: დიდი-ფეხბურთელი, დიდი-გუნდი, დიდი-მოთამაშე...ძნელია? რა ორფაზიანი? სწორედ მაგან გადაწვა ბიჭი, რო სლუცკი წინ და უკან არბენინებს ორი ტაიმი? სად გინახავთ გუცაევი, მესხი, მარადონა, მესი ან სუარესი უკან ჩამოსული? მერე რა რომ შემტევი ნახევარმცველია, ფაქტიურად მთავარი თავდამსხმელი და გოლის გამტანია ყველა თამაშში. ბარემ კარებში ეგ დავაყენოთ და აშენდება სოფელი - სამფაზიანი ტრანსფორმატორივით იმუშავებს.
ddgfdf
დანარჩენი თავისიტ მოვა. მოედანი კარპინს და ხიდიატულინს ახეხინეტ, მასე როგორ უნდა განვიტარდეს?
ddgfdf
ხო, მაგრამ ჩვენ ექსტრაკლასის შემტევი პოტენციალი გვჭირდება და არა გუსეინოვი ან მოსტოვოი.
გიორგი ბათუმი 97
ხვიჩა ნამდვილად ტალანტი და ჩვენი ნაკრების იმედია,მაგრამ 19წლის ასაკში ფეხბურთელი მასზე გამოცდილი თანაგუნდელებისგან უნდა იღებდეს მაგალითებს,უნარ-ჩვევებს,გამოცდილებას.თუნდაც იგივე რონალდო ხვიჩას ასაკში გიგზი,ვან ნისტერლოი,ფიგუსგან იღებდა მაგალითებს და სწავლობდა ბევრ რამეს. ხვიჩას შემთხვევაში პირიქითაა.. 19წლის ბავშვს უკვე ლიდერის როლი აჰკიდეს ნაკრებშიც და კლუბშიც,ეს სამწუხაროდ საამაყო კი არა სატირალია,რომ ამ ასაკში უკვე ასეთი ფიზიკური და მენტალური წნეხის ქვეშაა... ან ვისგან უნდა აიღოს მაგალითი? დესპოტოვიჩი,მაკაროვი,ოქრიაშვილისგან?? სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მანამდე ვცოდვილობდით მოედანზე მაკედონიასთან... არაა მთლად კარგი ასეთი ტვირთი და პასუხისმგებლობა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში,მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და ასეთმა დატვირთვებმა შეიძლება გამოფიტოს კიდეც ხვიჩა. წარმატებები ჩვენს ლიდერს!!♥
ჯაბა
ცქიფო! რისი თქმა გინდა?)) რას წვალობ?)) კარგი კერსკექ.ბიჭია თქვი რა, რას ხლართავ?))
დავითი
ხვიჩას ნამდვილად აქვეა ნიჭი და ბოლომდე იხარჯება მოედანზე... უბრალოდ ნაკლები რომ ვისაუბროთ და ვაცალოთ განვითარება! ნუ ავკიდებთ ზემდეტ ტვირთს ყმაწვილკაცს, ვაცალოთ კარგად ვითარდება და სიმშვიდეა საჭირო...
ჰარის
ვერ გავიგე, დევდარიანის წინააღმდეგი ხარ თუ კვარაცხელიასი???, ლოგიკას ვერ ვხედავ, ახსენი ერთი და დაწერე აქ.
ჰარი
მესამე ფაზაც არის გენიოსო და ბარემ ეგეც აგეხსნა ხალხისთვის.თან კიდე მეტ პლიუსს დაიწერდი და აალაპარაკებდი ფეხბურთის მცოდნეებს მუშტაიდის ბაღიდან.
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა