საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სპორტულ ჟურნალისტებს აგინა.

ონლაინ სარაგბო ჟურნალი "Rugby XV-ის" ჟურნალისტები შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების თამაშს განიხილავდნენ, როცა გიორგი აფციაურმა მათ რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ გამოცემამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს მიმართა:

"რაგბი XV-ის გუნდის განცხადება

რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს "ფეისბუკგვერდზე", საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.

სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ("ფეისბუკლაივის" კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.

დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.

იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება."

გიორგი აფციაურმა კი, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჟურნალისტებს ამ განცხადების პოსტზეც აგინა:

sportall.ge მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლის მიმართ მისი თავისუფალი აზრის დაფიქსირების გამო ჩადენილი ნებისმიერი შეურაცხმყოფელი მოქმედება მიუღებელია და დასჯადი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს და რაგბის კავშირისაგან შესაბამისი ზომების გატარებას დაუყოვნებლივ ველოდებით.

სოსო
რაო სეხნი,ვისაც ყველაზე მეტად სტკივა გული,ის და მასავით გულმტკივნები უნდა ჩამოშორდნენ რაგბს და შენისთანები დარჩნენ,არა?მერე რა ვირის თავ-ფეხი შეგრჩება საგულშემატკივროდ,იმასაც ვნახავ.თუმცა შენ რაგბი გკიდია პირველ რიგში,ფეხებზე.მამუკა გორგოძე ერთ-ერთ მატჩში გააძევეს საფრანგეთში და დისკვალიფიკაცია მისცეს.სადისციპლინო კომისიაზე მამუკამ იკითხა,რატომ მსჯით,თამაშის დროს,ემოციებს ბოლომდე რომ ვხარჯავ,იმიტომო?მათ დაუდასტურეს,რაგბში ჩხუბი არ შეიძლებაო.მამუკა გორგოძემ არც აიღო არც დაიღო და პირდაპირ მიახალა,მე როგორც მითამაშია,ისე ვითამაშებ,თქვენ კი,სწორედ მაგიტომ გაგევსოთ ოჯახები პიდარასტებითო.არ ვამართლებ აფციაურს,თავი უნდა შეეკავებინა,მაგრამ ის თავის თავს კი არა,მეგობრებს გამოექომაგა.იცოდა რამდენი შრომა და ენერგია ჰქონდათ დახარჯული და ასე ცუდად რომ ჩაუარათ,მიტომ ეწვოდა გული.ვერ აიტანა უცოდინარებისაგან ამდენი უაზროდ ლაფის ნთხევა და როცა უცოდინრებს,რაგბთან ახლოს მყოფი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ,ისევ მათ დაეტაკა,გამწარებული.რაგბი რა არის?მეგობრის გვერდით დგომა და მისი გულისათვის საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვა.არც მე მომწონს.მჯერა არც თვითონ აფციაურია კმაყოფილი,მაგრამ იმ წუთში ის თავზე არა ფიქრობდა.ის მეგობრებს იცავდა და ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს,მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის მისი.მატჩის დროს,რა გინდა დიდი ჩხუბი მოხდეს,მატჩის შემდეგ,მეტოქეები ხელს ჩამოართმევენ,ერთმანეთს საპატიო დერეფანში გაატარებენ და მატჩის შემდეგ,ბოკალ ლუდსაც ერთად დალევენ.წყენას იქ დაარჩენენ და ივიწყებენ.ჟურნალისტებიც რაგბისთან დაახლოებული ბიჭები არიან და იმედი მაქვს,ხელს ჩამოართევენ ერთმანეთს და წყენას დაივიწყებენ.ხომ ყველასათვის ცხადია,რომ ორივე მხარე,ნაკრების დამარცხებით გამოწვეული ტკივილის გამო მოიქცა ისე,როგორც მოიქცა.
Status quo
სპორტსმენისთვის, მეტადრე ვაჟკაცი რაგბისტისათვის არც ჟურნალისტის გინება, არც სუსტის ცემა, არც მკვლელობა, არც ავარიისას დაღუპული უდანაშაულოებისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალება და ამ გზით სასჯელისაგან თავის არიდება და პატარკაცობაა გამართლებული.
Status quo
ნელნელა რაგბისტები თავიანთ ჭეშმარიტ სახეს ავლენენ.
ერეკლე
მორაგბე უნდა გამოვიდეს და კაცურად მოიხადოს ბოდიში. თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ლანძღვა გინება არ არის სპორტსმენისთვის შესაფერისი საქციელი
alt
მეტი აფციაური ვაი ჟურნალისტებს!
aleksandre-ს
და "სპორცმენი":)?!
aleksandre
შეურაცხყოფა ხალხო შეურაცხყოფა!!!
ვალერი
გულშემატკივარი როცა იგინება რომელიმე სპორცმენის მიმართ ეგ არაა გასამართლებელი, არამცთუ მოქმედი სპორცმენი გულშემატკივრის ან ჯურნალისტის მიმართ!!!! მოიცა, ეხლა მე რომ კრიტიკული აზრი დავაფიქსირო და არა შეურაწმყოფელი (ხაზს ვუსვამ არაშეურაწმყოფელი) ამისგამო ვინმემ შეურაწყოფა უნდა მომაყენოს?!!! თუ შნო გაქ და რამის ერთი ადგილი მიდი და მოედანზე დაამტკიცე რომ მოაკეტინო შენ კრიტიკოსებს!!! როცა სპორცმენი ხარ ბევრ რამეზე უნდა შეგეძლოს თუნდაც უსამართლოზეც თვალის დახუჭვა, იმიტომ რომ ეს სპორცმენის მძიმე ხვედრია!!! გულშემატივარია ზუსტად რომ აღგაფრენს და ზუსტად ის გულშემატკივარი დაგანარცხებს ძირს თუ დაუკრიფავში გადახვალ!!!! რაგბის ფედერაციაში პრობლემებია და ეს პრობლემები ისახება ნაკრების ყველა ასაკობრივ ჯგუფზეც! ხოლო ენთუსიაზმე ლაპარაკი უადგილოა როდესაც პროპესიონალიზმზე აქვს კაცს პრეტენზია.
ივანე
გადარჩენილა ჟურნალისტი რა გინდათ, კიდევ კაი ფეხები არ დაუხვრიტა ...
shoda
ღმერთმა გაგიმარჯოს!
shoda
ყოჩაღ მეგობარო! გაივსო ბინძურებით ქვეყანა. თავად მყრალნი და ბინძურნი იგინებიან, ილანძრებიან, ხოლო სხვის სამართლიან ლანძღვაზე კი წიწმატდებიან! ღმერთმა ყველას გაძლება მოგვცეს ამ უკეთურთა ხელში!
ორმაგი სტანდარტი!!!!!
გვარამია რომ უკანასკნელი ბომჟივით იგინება ყოველდღე ამაზე პრეტენზია არცერთ ჟურნალისტს არ ჰქონია და ეხლა გამომივიდნენ ზრდილობის დამცველები,როცა თვითონ შეეხოთ იგივე.
shoda
შენი ჟარგონული ტერმინოლოგია უკეთესია, კრეტინო?
გიორგი
მეგობარო, აქ დამარცხებაში არ არის საქმე. ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს-ამაშიც გეთანხმები. უბრალოდ შოტლანდიასთან წინა შეხვედრებისგან განსხვავებით გამოჩნდა უზარმაზარი სხვაობა კლასში. ადრე ეგეთი განსხვავება არ იყო. ამ თამაშის მერე იმედი გადამეწურა, რომ პირველი დონის ქვეყნებთან როდისმე შანსი გვექნება ?! არა და მოთამაშეები გვყავს. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა მაისაშვილის მიმართ, სასწრაფოდ მწვრთნელია ჩამოსაყვანი უცხოეთიდან.
gurulo
:)):)))აუჰჰჰჰჰ,ვინ თქვენ,რას წარმოადგენ?:))))
Homerson
რაგბის კავშირმა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ეს ბიჭმაჭუნა რაგბისტად. მაგრამ ნაკრებიდან თუ არ გაასხმევინებთ, - ჩვენ გაგასხმევინებთ
giorgi3
ქართული რაგბი დეგრადირებს, როგორც თავის დროზე ქართული ფეხბურთი
რაგბი
ვინ გთხოვს უგულშემატკივრეო?
Irakli
ცოდო ხარ, თან პოსტიც გამოგიქვეყნეს, მაგაშიც შეცდი!
gagi
ნუ პროფესორობ რა))) საერთოდ არაა ნაკრებში
ვვვ
რო არ გვესვრის, უკვე კარგია. უგულშემატკივრე ასეთებს...
გია
აფციაური არ არის ქუთაისის აიას აღზრდილი, სად თამაშობს ეხლა ისიც არასწორად წერია, ასეთი არაკომპეტენტური, ტყუილები და ჭორები ავრცელეთ და გაგიკვირდეთ მერე რატომ გვაგინებენო
დავითი
გინება ბუმერანგია და უსათუოდ გიბრუნდება. ვაი შენს პატრონს! საწყალი დედა შენი!ვუთანაგრძნობ.
ჟორა გაბრიჭიძე
აგერ ვწერ კომენტარს. ბოლოში წერია გაფრთხილება, რომ ტექსტი, რომელიც შეიცავს უხამს სიტყვებს წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერო. რას გავს ეს? რატომ გამოაქვეყნეთ აფციაურის გინებით სავსე ტექსტები? გძინავთ თუ რაშია საქმე? აფციაურის გინება გამოაქვეყნეთ, ჩემს ტექსტს კი დაბლოკავთ, ესაა თქვენი საიტის სისუფთავე?
ნოდო
ჩემი მოკრძალებული აზრით ჯერ ადამიანი უნდა იყო მერე სპორტმენი დიეგო კოშტა როგორც მაგირი ფეხბურთელი ზუსტად იმხელა საშინელი პიროვნებაა სპოტცმენი რომ ხარ უნდა ხვდებოდე რო ბავშვები გიყურებენ და გბაძავენ ცუდშიც და კარგშიც გინება და ლანძღვა არგუმენტების არარსებობაზე მიუთითებს და საერთოდაც თავმოყვარე ერს ის მარცხი ძალიან ატკენდა ერს მიუხედავად იმისა რამხელა სხვაობა ჩვენს ნაკრებებს შორის პირველ 10 წუთში 20 ჯარიმა დავითვალე
:D
აფციაურმა რომ შეაგინა (ვინც არ უნდა იყოს), კარგი ბიჭი და მორაგბე გამოვიდა? იმის საქციელს პროვოკატორობა ჰქვია და ამისას - ვაჟკაცობა?
გიორგი
ძალიან კარგად აღზრდილი ყმაწვილი ბრძანდებით :)
ნუკრი
ვეთანხმები აფციაურს ყველა სიტყვაში,რაც ნაც-უვიც-ჭურნალისტების მისამართით დაწერა და გამოთქვა.იგივე რომ დავწერო,თქვენ იმათზე უარესები ხართ და დაბლოკავთ.ამიტომ უბრალოდ ვეთანხმები და ვისურვებ,რომ თვითმარქვია,ღვარძლიანი,უინტელექტო,უვიცი ჭურნალისტების დრო დამთავრდეს ყველგან და კერძოდ თქვენს საიტზე
სოსო
აღარაფერი ესაქმება ამას ნაკრებში
me
სხვას, რომ მიუთითებ შენც გადაამოწმე საერთოდ იცი რა სიტუაცია იყო? რა იყო გადაუმოწმებელი იქ? შოტლანდიას მოვუგეთ და არ იცოდნენ ჟურნალისტებმა თუ რა?
niko
გინება არის საკუთარი თავის შეურაცყოფა და ტვინის განუვითარებლობის გამოხატვა. თუ კამათI უნდოდა აეხსნა თავისი დიდი ცოდნა უცოდინრებისათვის. კი ბატონო იტალიაც განადგურდა ინგლისთან და ეს მეტყველებს იმ განსხვავებაზე რაც არის მეორე რანგის გუნდებსა და პირველი ეშელინის გუნდებს შორის. სამწუხაროდ რაგბი უდიდესი სიწსწრაფით ვითარდება წამყვან ქვეყნებში და თამაშის სისწრაფეც, ფიზიკური მომზადება, მოთამაშეების ფიზიკური აღნაგობაც იცვლება. რაც ჰეიგი მოვიდა და წავიდა ერთ ადგილს ვტკეპნით. წარმატება არის 20-იანებში და 18-იანებში მაგრამ ხდება ის რომ როგორც ფედერაცია აირია ასევე აირია შერჩევა და დროული გადაყვანა ახალგაზრდული ნაკრებიდან პირველ ნაკრებში. ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე თუ დროზე არ მიხედე გულს აიცრუვებენ და იმის მაგივრად რომ უფრო მეტი იმუშაონ თავი თავზე მიზნის მისაღწევად, ჭამა სმას და სხვა არასპორტულ საქციელს მიჰყოფენ ხელს. სამწუხაროდ ასეა და თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს სარკეში ჩავიხედო და დავინახოთ ვინ ვართ და არ ა სხვა ვინმე ვეძებოთ. არა მგონია დღევანდელი მწვრთნელი სათანადო დონეზეა. კი ქართულ გუნდს სჭირდება ქართულველი მწვრთნელი, მაგრამ საჭიროა სათანადო დამხმარე სპეციალისტების ჩამოყვანა. განსაკუთრბით უკანა ხაზში. ფიზიკური მომზადება მარტო ბევრი სიმზიმეების აწევა არ არის. თუ შეხედავდ დიდი გუნდების შერკინებას, ისენი ბურთაბოენ კარგადაც და ხაზშიც დიდ სისწრაფეს კრიბავენ და ტანადაც დიდები არიან. ეს ყველაფერი ბავშვობიდან სწორი განვითარების გამოა და სწორი მიდგომის გამო. ბავშვთა რაგბი 7 კაცათი იწყება რაც ბურთის ხელით თამაშს, უდიდეს დონეზე ანვითარებს ასევე შებოჭვას და მოედნის ხედვას. ამიტომ არის რომ ბურთი ასეთი სისწრაფით მოძრაობს დიდი გუნდების ხელაში და იშვიათად უვარდებად ან არასწორად დგანან შეტევასა თუ დაცვაში. ეს იგივეა რაც ფეხბურთში ეზოს ფეხბურთი და პატარა მოედანზე თამაში რაც ტექნიკას ეხმარება და შემდგომ დიდ მოედანზეც გადასვლისა ფეხბურთელი ბეი ბეგის არ თამაშობს. და ბოლოს თუ ჩვენმა 20-ანებმა შოტლანდიას მოუგეს, რატომ არ მიექცა ამას ყურადღება რომ ის ბიჭები რომელთაც იმ თამაშში იყვნენ დროულად გადაეყვანათ პირველ ნაკრებში ამ თაობის ცვლის დროს? განსაკუთრებით უკანა ხაზის მოთამაშეები. მათიაშვილს რა უნდა ნაკრებში? გადახედეთ იმ თამაშს და რა გააკეთა სწორად? ერთი ბოჭვა თუ გააკეთა ანდა ფეხი სად უბრახუნა ან ხაზში სად იდგა? პირველმა ხაზმა საერთოდ ჩაისვარა. შერკინება ბევრად დასუსტებულია, აღარ არის მამუკაშვილ/ნარიაშვილის დრო. ყაულაშვილი საერთოდ ვერ დადგა, რატომ არ იძახებს კარკაძეს, გიგაშვილს, მელქაძეს თუ გინდ ჩილაჩავას რომელიც ყველაზე სწორად თამაშობს, ზურა ჟვანია რატომ მოიძულეს? მესამე ხაზიც ვერ იყო დონეზე და ძალიან ძნელია ამხელა ბუმბერაზი მოთამაში გამოცვლა როგორიც გორგოძე იყო როგორც მოთამაშე და ასევე პიროვნება რომელიც გუნდს ერთს ხდიდა. გუნდს ეტყობოდა სულიერი ლიდერის არ ყოფნა. და ეს ყველაზე დიდი დანაკლისია. მოკლედ სამუშაო ბევრია, კიდევ ბევრი წაგება იქნება დიდ გუნდებთან მაგრამ გამოიტანს სამწვრთნელო შტაბი სწორ დასკვნებს და გააუმჯობესებს შერჩევას და თამაშს? აი ეს არის საკითხავი.
ვახო
ადამიანი რომ ასეთი უზრდელი იქნება, ის ნაკრებში არ უნდა მიიწვიო. ნაკრებიდან მოკვეთა და ადმინისტრაციული პატიმრობა მოუხდება და მერე სხვა აღარ გაბედავს ამდენს. არც ჟურნალისტები არიან ანგელოზები, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს

რატომ არ აქვეყნებთ კომენტარებს? ყველაფერი კორექტულ ფორმებში განიხილეს და თამაშის ანალიზიც საკმაოდ ობიქტური იყო. რამდენი კრიტიკა არ მოეწონოს სპორტსმენს და გინება დაიწყოს, ეს არც ზნეობრივ და არც სპორტულ ფორმებში არ ჯდება. ნორმალური გულშემატკივარი არ ივიწყებს ნაკრების წარმატებას და ახსოვს ნანატრი გამარჯვებებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტს არ უნდა ითხოვდეს და ზომიერად არ აკრიტიკებდეს. მეც მქონდა შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მოსაზრებაზე მეგობარმა ვეტერანმა მორაგბემ მთხოვა აღარ დამეწერა, მაგრამ ის უარესი არ იქნება საერთოდ აღარავინ აკრიტიკოს და მარტო სადღეგრძელოები წეროს? გინებით და დაპირისპირებით გამოვა ნაკრები ამ სიტუაციიდან? ფაქტია, ძალიან ცუდი რამ მოხდა და ეს ქართულ რაგბიში არსებულ ისედაც საკმად რთულ სიტუაციას მეტად დაძაბავს.
სანდრო
ეს ნაკრების წევრია თუ სოფელი "ხიხოს" წარმომადგენელი, ისე ადამიანის შეურაწყოფა თუ გინდა, სხვა სიტყვებითაც შეიძლება ამის გაკეთება მითუმეტეს ნაკრების წევრი თუ ხარ და თან სოციალურ ქსელში პოსტს რომ გამოაჭენებ:), მადლობა ყურადღებისთვის
შაკო
ნავალოვსკის თვითონ არ დაუწყია გინება, ჯერ გულშემატკივრებმა აგინეს და მერე დაუბრუნა პასუხი თამაშის მერე
რეზო
ჩემს კომენტარებს რატომ არ დებთ თქვენ თუ ნაღდი ჟურნალისტები ხართ?
სიმართლე
არ არის საჭირო რელიგიით სპეკულირება, ჩვენ ყველანი (ადამიანები) ცოდვილები ვართ და რომის პაპზე მეტ კათოლიკობას ნუ "დავიბრალებთ". ამიტომაც, ემოციურ ფონზე ზოგადად გინებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. თუმცა, აფციაური რომ არაადეკვატურია, ეს ადრეც შემიმჩნევია საქართველოს ჩემპიონატში. ჰოდა, როგორც ჩანს, ნაკრებიდანაც დროულად მოკვეთეს (არც დონე აქვს სანაკრებო)
goga
გინება ნებისმიერ ვარიანტში მიუღებელია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ჟურნალისტები ფაქტიურად არც გვყავს. ის რაც სპორტულ მედიაში ხდება ჟურნალისტიკა არაა, სრული უვცობა ერთი უბედურებაა, უფრო მეტი უბედურება ისაა, რომ ამ უვიცობას შევეგუეთ და კრიტიკის (ჩვენში რატომღაც ჩამოყალიბებულია აზრი, რომ კრიტიკა მხოლოდ უარყოფითზე და ნაკლოვანებებზე მითითებას გულისხმობს, მაგრამ კრიტიკა პირველ რიგში განსჯაა - გარჩევა, შეფასების მიზნით) ნაცვლად დავამკვიდრეთ საკუთარი აზრის პროპაგანდირება ყოველგვარი ელემენტალური ცოდნის გარეშე (განათლებაზე საუბარიც არაა). აღნიშნულმა ფსევდოჟურნალისტიკამ გამოიწვია სრული დისბალანსი და შედეგად მივიღეთ პროფესიონალთა გაუცხოებაც, ანუ ჟურნალისტები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ სპეციალისტისგან მიიღონ პროფესიული განმარტება, ზოგადად თამაშზე ან კონკრეტულ ვითარებაზე, დეტალურად ჩაეძიონ მნიშვნელოვან ეპიზოდს, გააანალიზონ მოვლენა და ა.შ. ვინაიდან უცოდინარობის გამო, გამართულად, საფუძვლიანი კითხვის დასმის უნარიც არ გააჩნიათ. გაგახსენებთ როგორ პასუხობდა ლობანოვსკი მსგვსი "ბაგაჟის" მქონე ჟურნალისტებს - "თუ გსურთ მიიღოთ პასუხი, კითხავას მიეცით წმინდა საფეხბურთო ფორმულირება" ამით იგი მიანიშნებდა, რომ ჟურნალისტებისგანაც მოითხოვდა საკითხის საფუძვლიან ცოდნას და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ფეხბურთი ვერ იარსებებდა ჟურნალისტიკის გარეშე (სხვათა შორის, მისი ასეთი ხედვის მართებულობის ყველაზე ნათელი მაგალითი ალბათ ჩვენც ვართ). სამწუხაროდ რაგბის ცოდნით მხოლოდ რიგითი გულშემატკივრის დონეზე ვარ და მხოლოდ ფეხბურთის საშუალებით შემიძლია ავხსნა როგორი დეგრადირებულია ჩვენი ჟურნალისტიკა და როგორ სარგრბლობენ ამით სპეციალისტები, რათა თავიდან აიცილონ საფუძვლიანი კრიტიკა. ერთი კონკრეტული მაგალითი - ყველასათვის ცნობილი ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ყბადაღებული, „გოლის გასახდელში გაყოლება“, ქართველი ფეხბურთელების სენად რომ მოვნათლეთ და მოთამაშეთა არაპროფესიონალიზმს მივაწერეთ. გაიხსენეთ კომენტატორებისა და ჟურნალისტების გაუთავებელი წუწუნი („კონცენტრაცია დავკარგეთ დასასვენებლად გამზადებულებმა“, „გასახდელში ვიყავით გონებით“, „მატჩი დამთავრებულად ჩავთვალეთ“ და ა.შ.) ამავდროულად სპეციალისტები გაყურსულები არიან და ნამდვილ მიზეზე კრინტს არ ძრავენ. ერთი შეხედვით, ფეხბურთელების ლაფსუსს (როგორადაც გვინდა გავასაღოთ), საფეხბურთო ენაზე, რომ სხვა განმარტება აქვს და ასეთი გოლები პირდაპირ კავშირშია თამაშის ორგანიზებასთან, ანუ მწვრთნელის იაღლიშია, როგორ ფიქრობთ, სპეციალისტებმა არ იციან? - თუ მწვრთნელი, სათამაშო ფაზების დროში მონაცვლეობას და ტემპი-პაუზის ინტერვალს, თავიდანვე ზუსტად ვერ განსაზღვრავს, ან თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე სათანადო კორექტირებას არ მოახდენს, ტაიმისა და, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, გუნდის გაჩერება, რომ გარდაუვალია, მოთამაშის ბრალია? ხედავთ მეგობრებო სად ვართ? თქვენ კიდევ გინება გიკვირთ...
David
ზოგადად ვინც იცნობს აფციაურს ყველამ იცის რომ ზრდილობასთან მუდამ ქონდა პრობლემები. თამაშის დროს მუდმივად სხვას აბრელებდა თავის დაშვებულ შეცდომას. ყოველთვის ვთვლიდი რომ რაგბში გიორგი აფციაურის და ფეხბურთში გიორგი ჭანტურიას ადგილი არ არის. რაც შეეხება მორაგბეებს,ხელშეუხებელი არავინაა და ჯანსაღი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს.
me
ვერ გავიგე რა ხდება, რაც შეცდომა იყო არ უნდა ვთქვათ და გავჩერდეთ? ნაკრბი ყველასია ადა არა მარტო მორაგებეების, კლუბში, როცა ითამაშებენ ცუდად თუ კარგად ეგ მაგათი საქმეა. მე ვუყურე მაგ ლაივს და არაფერი არ უთქვიათ შეურაწმყოფელი უბრალოდ რაც იყო ცუდი იმაზე ისაუბრეს რა ეთქვათ კარგად ითამაშესო? თავდადება არავისთვის დაუკარგიათ.
გიორგი-11
გინება ძალიან ცუდია, სამაგიეროდ ეხლა ეს ჟურნალისტი უფრო პოპულარული გახდა... და ვერ გაიგებ რომელი უფრო კმაყოფილია, ასე რომ, ფრეა ძამიკოებო :)
ლომი
ერთადერთი კარგი და საპატიო სპორტი გვქონდა და ისიც გააფუჭეს. ჩვენ ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტრები ვართ. მაგრა გული მტკივა.
Piper
ვუყურე იმათ მიმოხილვას და სად ნახა ამ ბედნიერმა შეურაცხოფა ? ყველაფერს სწორად ამბობდნენ თან პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. ეს აშკარად ვერ არის, ეტყობა თავში ბევრი ხვდება და ცოტა გარეკა.
ოე აფციკ
რა დღეშია ამას უყურე? უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან რო ჭკუა ისწავლოს სხვამ... ჯერ სანამ შენ ხმას ამოიღებ სხვებს უყურე გორგოძე ზირაქა რას აკეთებენ შენი საქმე ისეა უძღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... კუნთები შოტლანდიასთან გეთამაშა ჩვენთან არ გინდა! იტალიამ რო წააგო ირლანდიასთან 50-17 ის ირლანდიაა შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი და თან 2ლელო დაუდო იტალიამ ანუ იბრძოლა გუნდმა და ამათმა რა ქნეს? შოტლანდიას მადლობა რომ ჩვენ თამაშივე ანუ ძალისმიერ რაგბში დაგვიდგა და გაგვაფარჩაკა მაინც მაგათ რო თავიდანვე გაშლილი რაგბი შემოეთავაზებინათ ალბათ 100მდე ავიდოდნენ. ელემენტარული გეზარებათ სირბილი ჰაერში ახტომის და ბურთის დაჭერის გეშინიათ ერთი კაცი რო იბრძვის პირდაღებული უყურებს 14. მიყოლა გეზარებათ მოლში შოტლანდიას მაინც მიბაძეთ მთელი გუნდი ერთვებოდა ძალა ერთობაშია... გამოდიხარ აქ და ბოდიშის მოხდის ნაცვლას კნავიხარ! აუდე ნაკრებიდან
Irakli
Jurnalistma rusetis prezidents tu agina.gvaramiam mtel parlamens da me tu chems glaxa mezoblebs vagineb daijires vinme tu ra.?
დათო
ესენი არიან ჯურნალისტები?? კაია ამოეფარნენ სდტყვას ,,პროფესიონალური საქმიანობა" და სულ მთლად გავიდნენ თავს, კადრულობენ ტყუილებს და აყოლებენ ,,დაუზუსტებელი ინფორმაციით" შე დალოცვილო დააზუსტე და მერე დაწერე, რაა ერთ მუჭა ქვეყანაში ცხოვრობ და თუ ამას ვერ ახერხებ კაი გინების ღირსები მართლა ხართ.
მირიანი
რა უხერხულია! გაუნათლებელი და უზრდელი ყოფილა! პირველს ველოდი, მეორეს არა! მაგრად მეწყინება საჯარო ბოდიშის გარეშე რო ნაკრებში ათამაშონ. პირადად მე საერთოდ არ ვათამაშებდი არცერთ შემთხვევაში.
გულშემატკივარი
წადი რა მონინოს მიხედე, სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიას. მართლა მედროვე თუ არ ხარ, მანდ რა ჯანდაბა გინდა.

ადამიანის რელიგიურობა არ არის განმსაზღვრელი მისი ზრდილობისა. თუ ქრისტეს არ აღიარებს, ადამიანის შეურაცხყოფა არც ასეთის მხრიდან არის მოსაწონი.
ზაალი
ამით ნათლად გამოჩნდა განათლების დაბალი დონე რაგბისტებში და ზოგადად ქართველ სპორტსმენებში კატასტროფული სიტუაციაა,ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მიმართულებით,ელემენტარული ზოგადი უნარების ტესტირებები ან მსგავსი უნდა ჩატარდეს სანამ ნაკრებში მიიღებ მოთამაშეს,თორე ამათი განათლების დონე უკვე ბავშვებში სტიმულს კლავს სპორტის სიყვარულის
სიმართლე!
90 პროცენტი პროვოკატორები არიან ჟურნალისტები,ვითომ განაიხილავენ თავიანთი ჭკუთ და თურმე ბოდიშიც უნდა რომ მოუხადონ, აზრზე არ ხართ საერთოდ ლაპარაკი მარტივია საქმე გააკეთეთ!!!!!!
kopala
ინგლისი-საქართველო 80-0, უელსი-საქართველო 70-0, ირლანდია-საქართველო 60-0. რა თამაშიც აჩვენეთ შოტლანდიასთან, იმის მიხედვით დავწერე, ანგარიშები. მაგრად შევრცხვებით 8 ერზე.
ელიზბარი
ყველა ვინც ფეისბუქის გვერდს გააკეთებს და ვიდეოს ჩაწერს ჟურნალისტი რანაირადაა? ეს არ ამართლებს გინებას არც ერთ ვარიანტში, უბრალოდ ჟურნალისტები ეს ტიპები არ არიან. ყველას ვისაც არ ეზარება ჟურნალისტად რომ მოაქვს თავი, იმიტომ გვაქვს დედა ნატირები

სამწუხაროდ უკვე საკმარისი რაოდენობა გამოვლინდა იმ ადამიანების, ვინც ე.წ ოჯახის სახელით სარგებლობს და სინამდვილეში თავს სჭრის მას. ამაზე კომენტარიც ზედმეტია - არც ინტელექტი უწყობს ხელს და არც შეგნება. სრულიად საწინააღმდეგოა პრინციპისა - რაგბი ხულიგნების თამაშია და ჯენტლმენები თამაშობენ. ასეთს უფლება არა აქვს, რაიმე ღირსებაზე ილაპარაკოს. მისი ბორჯღალოსნობა სირცხვილია
რეზო
ეხლა აია-ს გაზრდილი გახდა? და მინონოს წევრი? წაიკითხეთ ვინმემ რას წერს უცოდინარი ჟურნალისტი? ნუ გიკვირთ მერე რომ გაგინებენ
გგგგგ
ნათქვამია ფარით ან ფარზე, დღეს ფარზე იყო, მაგრამ იყო ფარზე და არა ზურგში. თქვენ გენაცვალეთ ქართველო ვაჟკაცებო ვინც ქართულ დროშას და ჰიმნს ამაყად ასმენიმებთ. ჩვენ გვჯერა თქვენი. გაიხარეთ გაიხარეთ გაიხარეთ და იმრავლეთ მტრების ჯინაზე.
გგგგგ
გაუმარჯოს ქართველ ვაჟკაცებს, მართალია დამარცხებულებს, მაგრამ ვაჟკაცებს, ვინც ოფლი, სისხლი არ დაიშორეს და იქ დადეს მოედანზე. გენაცვალეთ ბიჭებო, მერერა რომ წავაგეთ ანგარიშით, მთავარია ამ პატარა ერმა ანახა ის რაც ბევრად დიდ ერს არ შეუძლია
alexandre
ჟურნალისტები რა შუაშია?! საჯაროდ ასეთი გინება ვის გაუგია? შვილო, გიორგი, როგორ გგონია, ასეთი სიტყვების მერე ვინმე გვერდში დაგიდგება. შეხვდი, იჩხუბე, აგინე, თუ ასე მაგრად გაგაგიჟა, მაგრამ ასე მთელი ქვეყნის წასაკითხად... ისე რა ვიცი. მგონი მადლობა უნდა გიტხრან, ჩემი დედაო ..., ჩემი დედისო რომ არ ამბობ. საწყენია, საერთოდ სად იზრდებიან ეს ახალგზრდები. გიორგი, დედაშენმა რომ წაიკითხოს შენი ნაწერი, მისი არ შეგრცხვება?
გგგგგ
ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის მიუღებელია იმ ხალხის უაზრო კრიტიკა ვისაც საქართველოს დროშა საზღვარგარეთ გააქვს. სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, შოტლანდიამ საქართვოს ნაკრები თბილისში მს. თასის წინ დაამარცზა და ახლა რატომ გაგვიკვირდა. მთავარია ბიჭებმა იბრძოლეს დადეს გული სული სისხლი და ოფლი. მერე რა რომ წავაგეთ ახლა უნდა გუნდს გვერდით ყოფნა და გამხნევება და არა ტალახის სროლა.
გიო
ძალიან დიდი გაუგებრობაა საქართველოს რაგბის კავშირში, ძალიან. ჯერ იყოდა ერთმანეთს ესროდნენ იარაღიდან მერე აღმოვაჩინე რო მაისაშვილია მთავარი მწვრთნელი ახლა ჟურნალისტებს აგინებენ ნაკრების წევრები იმის გამო რო თურმე აიეს აიღე და მიეძალე რაგბი,ეს სვარკა თამაშისსტილი რატომ არ მოგვწონს. რუსეთთან და ესპაშკარაა გამარჯვებებით რატომ არ ვკმაყოფილდებით მიბაძეთ იაპონელებს ხელით სწრაფ და ლაღ თამაშზე რომ გადაერთვნენ და პროგრესიც რომ აშკარაა
რაგბის ფანი
აგინა კარგი უქნია, ჟურნალისტებმა ის მიიღეს რაც დაიმსახურეს,სწორი აქცენტები აქვს დასმული მორაგბეს გინებაშიც კი.ყველას მისი ადგილი უნდა მიუჩინო,როცა დაუკრეფავში გადადის.
ქართველი ადამიანი
ქართული რაგბის 35 წლის გულშემატკივრობის სტაჟიანი ადამიანი და ყოფილი სპორსტმენი ვწერ: უპირველეს ყოვლისა ნამდვილი რაგბისტი იყო და არის კიდევაც ძლიერი -ვაჟკაცი ადამიანი რომელიც ჯენტლმენია მოედანზეც და ცხოვრებაშიც და თავის საქმეს აკეთებს და არ ტლიკინებს ბევრს და ბინძური სიტყვებით აგინებს და ემუქრება ადამიანს რომელიც თვალითაც არ უნახავს... მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი: ბატონმა გიორგიმ და ყველა დანარჩენმა სპორსტმენმა უნდა გაიზაროს რომ თუ უნდა რომ იმაში რომ აკეთებს იმას რაც თავად სიამოვნებს (იმედია სიამოვნებს რაგბის თამაში) ფულს უდხიან და ნაკრებს სახელმწიფო ინახავს (ბაზები მგზავრობები, მწვღთნელები და ათასი სხვა ხარჯი) - სახელმწიფო ინახვა ჩვენი ფულით, ანუ ჩვენი ვინც ვიხდით გადასახადებს, მათ შორის იმ ჟურნალისტის ფულითაც , რომელსაც არავის გინება არ უკადრებია ყოველ შემთხვევაში, ასე რომ ყველამ ერთი ადგილ დააყენოს და წერის და გინების მაგივრად მეტი ივარჯიშოს რომ შოტლანდიის ნაირ გუნდებს ცოტა უფრო მეტი წინააღმდგეობა მაინც გაუწიოს ისევ ჩვენ გასახარებლად
Sandro
არც ერთი მორაგბისა და სპორტსმენისგან არ გვაქვს საზოგადოებას არაფერი დასამადლებელი. თუ რამეს მიაღწევენ და მოიგებენ, პირველ რიგში ისევ იმისთვის, რომ აიადან ღრუსეთში კი არა, საფრანგეთში ითამაშოს მაგალითად, მეტი ფული და აღიარება ჰქონდეს, უკეთესი სტატუსი და ცხოვრება. და ქვეყანა მხოლოდ ამის შემდეგ ხეირობს. ეს უზრდელი ბიჭი, სულ რომ ლომუს ან რადრადრას მონაცემები ჰქონდეს, ნაკრებში აღარ უნდა გამოჩნდეს და ვინმე თუ ეთანხმება ჩვენი მორაგბეებიდან ამის გამონათქვამებს, იმანაც უნდა დაიხუროს ქუდი ნაკრებიდან. ჟურნალისტების ნათქვამი, თუნდაც სისულელე არ უნდა იწვევდეს იმას, რომ მთელ ქვეყანას აჩვენოს, როგორ ასწავლეს ოჯახში ზრდილობა.
მამუკა
გინება რა თქმა უნდა, მიუღებელია, არა მარტო საჯარო(ფეისბუქი საჯარო სივრცეა), არამედ პირად ურთიერთობებშიც. ეს სადაო არ უნდა იყოს. რაც შეეხება ჟურნალისტებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროს აშუქებენ, მათ მიმართ პრეტენზიები ბევრად მეტი უნდა იყოს, მით უმეტეს, ხშირ შემთხვევაში სრულ დილეტანტიზმს ავლენენ და მიმართვის ფორმებიც საკმაოდ უხეში და თავხედური აქვთ. ისინი ვერ(თუ არ) ითვალისწინებენ, რომ ჩვეულებრივ, ცოცხალ, მათ მეზობლად მცხოვრებ ადამიანებს შეურაცხყოფენ და არა სადღაც ვირტუალურ სამყაროს პერსონაჟებს. და ბოლოს, თუ სპორტსმენი გიორგი აფციაური იმსახურებს(ნამდვილად იმსახურებს) რაიმე სახის სასჯელს, მინიმუმ ორმაგად უნდა ზღონ და პასუხი აგონ ჟურნალისტებმა თავიანთ საქციელზე. რა ხდება ტელეარხებზე, რა ლანძღვა-გინება გადმოდის ტელეეთერებიდან, მათ ფონზე აფციაურის ბილწსიტყვაობა ბავშვის ტიტინია. უნდა დაწესდეს ცენზურა და მკაცრად გაკონტროლდეს. თუნდაც ამ სტატიაში, ფეისბუქიდან ამოღებული უცენზურო მიმართვების დადებაც არასწორად მიმაჩნია!
გოგა
ჟურნალისტის საქმე არ არის ვინმეს გამხნევება. ეგ ფანების საქემა, ჟურნალისტის საქმეა კრიტიკა ყველა დირკაში, და კრიტიკის მიმართ (სამართლიანი ან თუნდაც უსამართლო) ასეთი რეაქცია არის არაპროფესიონალიზმი.
Gia
გინება მოსაწონი არაა და ვგმობ, მაგრამ ჟურნალისტებიც რომ საშინლად იქცევით ფაქტია, თქვენც ხშირად პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და მიუღებელია. პს. გაგიმართლათ რო გაბრაზებული წინ არ გედგათ და მხოლოდ გაგინათ
gurulo
ვანდამ 100% ხარ ჯიგარო
gurulo
რაში არ არის აფციაური მართალი? მიყევით პუნქტუალურად და დაუმტკიცეთ..შენსკენ ვარ გიო..
irakli81
საერთოდ უნდა მოიკვეთოს ეგ ნაკრებიდან,მაგან მარტო იმ ჟურნალისტს კი არა ყველა გულშემატკივარს გვაგინა,აბა ვის მოეწონებოდა ესეთი უსახური თამაში ჩვენი გუნდის შესრულებით. ქართული რაგბის მორალური დეგრადაცია გრძელდება , სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია.
N
საკითხი მარტივია: თუ ადამიანი ქრისტეს აღიარებს თავის მხსნელად, მაშინ გინება როგორ შეიძლება, რომ მისაღები იყოს გინდა ჟურნალისტის და გინდა არაჟურნალისტის მიმართ. ხოლო თუ ადამიანი ანტიქრისტეს გზას უნდა, რომ ადგეს, მაშინ მას რა უნდა ელაპარაკო გინდა გინების და გინდა ნებისმიერი სხვა ცოდვის მიუღენბლობის შესახებ.
rugby
იმის მაგივრად რომ ბიჭები გაამხნეოთ, უაზრო შენიშვნებს აძლევტ ე.წ. "ჟურნალისტები. იტალიამ ირლანდიასთან 50: 17 წააგო, ეს რაგბია თქვე სტერებო. ვეთანხმები გიორგი აბციაურს
aleksandre
ჯერ ქართული ასწავლეთ ვინმემ ამ ვიგინდარას!
კვარა
ასე რამ გაამწარა ახალგაზრდა კაცი ეგეთი რა განიხილეს ჟურნალისტებმა!?
giorgi
მემგონი არც არის ნაკრებში ეს უზრდელი და გაუწონასწორებელი ადამიანი და იმედია არც არასდროს იქნება. ჟურნალისტებთან შეიძლება გქონდეს პრეტენზია, მაგრამ ასეთი ფორმით გამოხატვა დაუშვებელია.
ეეჰ
ნავალოვსკიმ მოგების მერე მაინც გვაგინა, ესენი ძლიერ მეტოქეებთან ისვრიან ხოლმე და ახლა გინებაც დაგვიწყეს :)))
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საქართველო-ესპანეთი 38:7 [მიმდინარე, მეორე ტაიმი]
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
მსაჯის დაჭრის ფაქტზე "არმიას" წარმომადგენელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
საქართველო VS ესპანეთი - ზედიზედ 22-ე გამარჯვებისთვის!