საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა გუშინ POST TV-ის ეთერში ემოციური მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ჩინეთში გამგზავრება სურს, სადაც მისი ფეხმძიმე მეუღლე და 2 წლის შვილი არიან, მაგრამ ჩინეთის საელჩოში უსამართლოდ მოექცნენ და აპლიკაცია დაუხიეს.

ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა:

"როგორც ჩვენი საელჩოსთვის გახდა ცნობილი, 6 ნოემბერს ბ-ნ მაიკლ დიქსონმა POSTV-ს საშუალებით გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჩინეთის საელჩოში საკონსულო მომსახურების მოთხოვნისას ვიზის ვერმიღებას შეეხება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საელჩო აცხადებს, რომ ვიზა ერთგვარი ნებართვაა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლების მიერ უფლებამოსილი ორგანო ამ ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს ამ ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გასვლის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელებისათვის. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელების რისკის შესამცირებლად, ჩინეთის სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსასვლელ სავიზო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ჩინური მხარის მიერ დაკორექტირებული სავიზო პოლიტიკა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირად ეხება.

რაც შეეხება ბ-ნ მაიკ დიქსონის მიერ ვიდეოში ნახსენებ უპატივცემულო მოპყრობას, საელჩოს შემდეგი ფაქტების ნათელყოფა სურს:

1. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ მას აქვს ვიზიტით გამგზავრებისთვის საჭირო მოწვევის წერილი, რაც სუბტიტრებში ოჯახის მონახულების მიზნით მოწვევის წერილად იყო მოხსენიებული.

ბ-ნ მაიკლ დიქსონის მიერ წარმოდგენილი მოწვევის წერილი გაცემულია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მიერ, რომელიც გაცვლითი და კვლევითი მიზნებისათვის ვიზიტის განხორციელების საშალებას იძლევა. მის მიერ წარომდგენილი მოწვევის წერილი ოჯახის მონახულების მიზნით ვიზიტის საფუძველს არ წარმოადგენს და ამასთანავე, მისი ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან.

2. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოში პირველად მოსვლისას, დაცვის თანამშრომელმა მას საკონსულოში შესვლის უფლება არ მისცა.

ეპიდემიის პერიოდში, საელჩოში მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. საელჩოში პირველად მოსვლისას, ბ-ნ მაიკლ დიქსონს ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული არ ჰქონდა და თანაც, აღნიშნულ დღეს უცხოელთა მიღების საათები არ ყოფილა.

3. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ საელჩოს მისთვის არ შეუტყობინებია, რომ ვიზის აღებას ვერ შეძლებდა.

4 ნოემბერს, საელჩოს საკონსულო განყოფილების უცხოელმა თანამშრომელმა, ქ-ნ გვანცა არაბულმა საკონტაქტო პირის საშუალებით ბ-ნ მაიკლ დიქსონს შეატყობინა, რომ იგი ვიზის აღებას ვერ შეძლებდა და პასპორტის ასაღებად მისვლა სთხოვა. 6 ნოემბერს, როდესაც ბ-ნ მაიკლ დიქსონი საელჩოში პასპორტის ასაღებად მოვიდა, იგი წინასწარ უკვე გაფრთხილებული იყო, რომ ვიზის ასაღებად განაცხადს ვერ გააკეთებდა.

4. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომელმა ქ-ნ გვანცა არაბულმა მისი სავიზო განაცხადის ფორმა მის თვალწინ დახია.

6 ნოემბერს, როცა ბ-ნ მაიკლ დიქსონი პასპორტის გასატანად საელჩოში მოვიდა, ქ-ნ გვანცა არაბულმა ადრე გაცემული პასპორტის გატანის ფორმა უკან დაიბრუნა და წესისამებრ მოიქცა. მას სავიზო განაცხადის ფორმა არ დაუხევია.

5. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა ვიდეოში ახსენა, რომ ქ-ნ გვანცა არაბულმა დაცვას მისი საკონსულოდან გაყვანა სთხოვა.

იმის გამო, რომ შესაბამისი მომსახურების გაწევა შეუძლებელი იყო, ეპიდემიის პრევენციის მიზნით ჩვენი საელჩოს მოთხოვნაა, რომ მიღების დასრულების შემდეგ, აპლიკანტი დიდხანს არ გაჩერდეს საკონსულოში. შესაბამისად, ქ-ნ გვანცა არაბულმა ბ-ნ მაიკლ დიქსონს აცნობა, რომ შეეძლო საკონსულო დაეტოვებინა, დაცვამ კი მას კარი გაუღო. ბ-ნ მაიკლ დიქსონმა თავად დატოვა საკონსულო, დაცვას მასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია და იგი არ გაუყვანია.

ჩვენი საელჩო ბ-ნ მაიკლ დიქსონთან საქმიან ურთიერთობაში თავიდან ბოლომდე რეგულაციების შესაბამისად მოქმედებდა. საელჩოს თანამშრომლების მხრიდან უპატივცემულო მოპყრობასა და დაცვის თანამშრომლების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია.

ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მუდამ მხარს უჭერს. იმედი გვაქვს, ბ-ნ მაიკლ დიქსონი და მისი ოჯახის წევრები და ჩვენი ქართველი მეგობრები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნებიან. ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხთან სოლიდარობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი გამარჯვების მისაღწევად".

თორნიკე
ვფიქრობდი რამდენად მორალურად გამართულად მეწერა ეგ წინადადება. მაგრამ, ვინ, ვინ და ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ორმაგი მოქალაქეობით, რომლის ოჯახიც სხვაგან ცხოვრობს და თვითონ ამ კონკრეტულ მომენტში საქართველოშია გაჭედილი - რაღაც კუთხით მაინც "არა"ჩვეულებრივი მოქალაქე გამოდის ნამდვილად. და ზოგადად, სპორტსმენებს, რომლებსაც ხშირად უწევთ მიმოსვლა სპორტული აქტივობის გამო, მათ საქმესაც, ასევე ნამდვილად, შესაბამისი ფედერაცია უნდე აგვარებდეს. ეს ვიგულისხმე. თუ ვინმეს ცუდად მოხვდა ყურში მესმის და ბოდიშს გიხდით.
დიმო
ფრთხილად ფრთები არ ამოგივიდეთ!:))))) მაიკლ დიქსონი ყოფილა დამნაშავე და მოძალადე:))))) აპლიკაციის ცხვირ წინ დახევა ადამიანის შეურაცხყოფა რომ არის თუ იციან მაგ საელჩოში?
aburjga
კარგი კალათბურთეია, მაგრამ ეტყობა საერთაშორისო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში ვერ ერკვევა!
კახა ქ.
მსოფლიო დააინფიცირეს და კიდე დიდ გულზე არიან.ეს საქართველოს მოქალაქე რომაა იმიტომ ექცევიან ასე.აბა გაუბედონ აშშ-ს მოქალაქეს.გაჩენის დღეს აწყევლინებს.რა ქვეყანაცაა,ის იმიჯი აქვს მსოფლიოში.ტიპმა სადარდებელი გაიჩინა მოქ.გამოცვლით.და თქვენ მერე გიკვირთ,რატომ.......
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
და არაჩვეულებრივი მოქალაქე რანაირია?
იდალგო
მაიცა კაცო, ე.ი. არაფერი ყოფილა და ამხელა კაცი თავს ისულელებს? ოჯახი იქ არ არის და მაინც იქ მიიწევს? რა ჯანდაბა უნდა უნდოდეს იქ კაცს თუ ოჯახი არ ყავს? რავი, რაც მახსოვს ეგ კაცი, სერიოზული და ჯიგრიანი კაცია, დალაგებული და თავისი საქმის პროფესიონალი. და მერე? დიქსონის ჩასვლით ჩინეთს ვირუს უცებ ვირსი არ დაემატოს. იქით თუ გამოატანენ, იმდენი აქვთ და რას წუხან ერთი კაცის ჩასვლაზე?
თორნიკე
ნეტა ვინ შეჭამს ამათ აფიორას. მათი მარაზმატული ქცევის ეპიდომიოლოგიური სიტუაციით გამართლება სრული მარაზმია და მეტი არაფერი. ისე კი, ფედერაციებს უნდა ჰქონდეთ იმდენი შნო რომ მსგავსი ტექნიკური საკითხები თავიან თავზე აიღონ ხოლმე და არ აწვალონ საკუთარი კალათბურთელები. შუამდგომლობის გაწევის გარეშე, თვითონ თუ ვერ გცნობენ (და მეეჭვება ვინმე გვანცა არაბული კალათბურთის მოდებაში იყოს) ისე გექცევიან როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს - უგულოდ.
ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ზედიზედ მეორედ ევროსარბიელზე | "ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასი ჩეხურ "ბრნოსთან" მარცხით გახსნა
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
დააბრუნეთ დიქსონი ნაკრებში - ის შერმადინის "იბეროსტარმა" ვერ შეაჩერა [VIDEO]
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს