გიორგი ცხოვრებაძემ 1 გოლი გაიტანა თავის სადებიუტო მატჩში ევროპის ლიგაზე, "მონპელიემ" კი სტუმრად 23:22 დაამარცხა ხორვატიის "ნექსე".

ფრანგულმა კლუბმა პირველი მატჩის გამართვა მხოლოდ მესამე ტურში მოახერხა. ხორვატიის ქალაქ ნაშიცეს დარბაზში მაყურებელი არ ყოფილა.

"მონპელიე" თავიდანვე იგებდა. ცხოვრებაძე მოედანზე 22-ე წუთზე გამოჩნდა მარჯვენა გარემარბ იანის ლენის ნაცვლად და გამოსვლისთანავე გაიტანა: სწრაფი გარღვევისა და მელვინ რიშარსონის პასის შემდეგ. "მონპელიე" ამ გოლის შემდეგ 9:6 დაწინაურდა, ტაიმი კი 10:8 მოიგო.

სტუმრები წინ იყვნენ თამაშის ბოლომდე. მე-40 წუთზე უგო დესკამ მაქსიმალური სხვაობა დააფიქსირა (16:11), მაგრამ "ნექსემ" ბოლომდე იბრძოლა და დასრულებამდე 24 წამით ადრე მარინ ელინიჩმა გაათანაბრა: 22:22. "მონპელიეს" მოაგებინა მარჯვენა ინსაიდმა მელვინ რიშარსონმა: მისი შედეგიანი დარტყმის შემდეგ მასპინძლებს სულ 7 წამი დარჩათ და "მონპელიემ" პირველ მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა: 23:22.

21 ნოემბერს "მონპელიე" საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად ეთამაშება "ტრემბლეს", ხოლო 24 ნოემბერს მეორე თამაში აქვს ევროპის ლიგაში - თურქეთის "ბეშიქთაშს" მასპინძლობს.

ევროტურნირებზე ახლა ქართველი ქალების დროა. 20 და 22 ნოემბერს მედეა ჩოხელის გუნდი, მაკედონიის "კუმანოვო" ორჯერ თამაშობს უკრაინაში, ლვოვის "გალიჩანკას" წინააღმდეგ; 21 და 22 ნოემბერს კი ქეთევან ვენეცკის გუნდი "ისტოგუ" კოსოვოში ორჯერ მასპინძლობს ბელარუსის "ვიქტორია ბერესტიეს". ორივე წყვილის გამარჯვებული გადის ევროპის თასის მერვედფინალში.

ხელბურთი. ევროპის ლიგა

C ჯგუფი, 17 ნოემბერი

ნაშიცე ნექსე (ხორ) - მონპელიე (საფ) 22-23

მნპ: შეგო, ბონფუა - დესკა 5, ბატე 3, ი. ლენი 3, რიშარსონი 3, ბორჟესი 2, პორტი 2, დუარტე 2, სიმონეტი 1, ცხოვრებაძე 1, პეტერსონი 1, ტრუხანოვიჩუსი, პელასი, ბოსი, ა. ლენი

მაგდებურგი - ცსკა 37-30, ბეშიქთაში - ალინგსასი 24-32

მაგდებურგი (გერ) 4 ქულა (2 თამაში), ალინგსასი (შვდ) 2 (2), ნექსე (ხორ) 2 (2), მონპელიე (საფ) 2 (1), ცსკა (რუს) 0 (1) ბეშიქთაში (თურ) 0 (2)

A: ვისლა პლოცკი (პოლ) 4 (2), ლეონი (ესპ) 3 (2), ტულუზი (საფ) 3 (3), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 2 (2), ფივერსი (ავს) 2 (3), მეტალურგი (მკდ) 0 (2)

B: კრისტიანსტადი (შვდ) 4 (3), ფუხსე ბერლინი (გერ) 2 (1), ნიმი (საფ) 2 (2), სპორტინგი (პორ) 2 (1), ტატრან პრეშოვი (სლკ) 0 (1), დინამო ბუკურეშტი (რუმ) 0 (2)

D: შაფჰაუზენი (შვც) 3 (2), რაინ ნეკარი (გერ) 2 (1), ტრებნიე (სლნ) 2 (1), GOG (დანია) 2 (3), ეუროფარმ პელისტერი (მკდ) 1 (2), ტატაბანია (უნგ) 0 (1)

4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში.

geohandball.ge

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2026. საქართველოს ნაკრები კენჭისყრაზე მეოთხე კალათაშია
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა