საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოდროინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე Sportall.ge-სთან გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებულ შეხვედრას? თქვენი აზრით, რა იყო მთავარი განმაპირობებელი, რის გამოც ისტორიული შანსი ვერ გამოვიყენეთ?

- რაც თვალშისაცემი იყო და გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველოს თამაში ფეხბურთელთა ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული. არ იგრძნობოდა, რომ ნაკრებს კომბინირებული ფეხბურთის თამაში შეეძლო. ამის ფონზე, ისეთი დონის ფეხბურთელების დანაკლისი, როგორებიც კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია და კიტეიშვილი არიან, ლოგიკურია, რომ აღმოუფხვრელი აღმოჩნდა.

ბოლო პერიოდში გატანილი გოლების აბსოლუტური უმრავლესობა ან თერთმეტმეტრიანს უკავშირდება, ან ერთი მოთამაშის ოსტატობას. გუნდურობის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. პირველ რიგში, იგრძნობა კრეატიული ფეხბურთელის საჭიროება, რომელმაც ნახევარდაცვის ცენტრი უნდა გააკონტროლოს, ნაკრების შეტევებს კი სწორი მიმართულება მისცეს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ვფიქრობ, რომ სხვა სტრატეგიით თამაში შეიძლებოდა. მეორე ნომრად თამაში აბსოლუტურად გამართლებადი მოცემულობაა, იმ დროს, როდესაც რეალობა აქეთკენ გიბიძგებს. უფრო უნდა დავლოდებოდით და გვეცადა, რომ მეტოქის შეცდომები მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.

მიუხედავად ამისა, არის მეორე ვარიანტიც. თუ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირების სურვილი გვქონდა, მაშინ, ნომინალური ფორვარდის გარდა, შეტევითი ფუნქციები ე.წ. ცრუ ცხრიანს უნდა შეეთავსებინა. თითქოს ორ შესაძლო ვარიანტში, ვერ გადავწყვიტეთ, როგორ უნდა გვემოქმედა.

- ვაისის ცვლილებებმა ქართველი გულშემატკივრის აღშფოთება განაპირობა. როგორ შეაფასებდით სლოვაკი სპეციალისტის მოქმედებას მატჩის მიმდინარეობისას?

- ვაისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და არ მინდა, რომ მისი გადაწყვეტილებები რადიკალური კუთხით შევაფასო. შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უკეთ ემოქმედა, მით უმეტეს, როდესაც მინიმუმ ერთი გოლის გატანა გვჭირდებოდა.

როგორც უნდა იყოს, ნებისმიერ მწვრთნელს სპეციფიკური ხედვა აქვს. მან აღნიშნული საკითხი სათადარიგოთა სკამზე არცთუ ბევრი ალტერნატივით ახსნა.

- ერთა ლიგის პირობებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტატისტიკა რომ გაიუმჯობესა, ფაქტია. თქვენი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ შედარებით სუსტ გუნდებთან ვიასპარეზეთ თუ იმით, რომ ნაკრები სწორად ვითარდება?

- ცალსახად ამ საკითხის გადაწყვეტა რთულია. პრინციპში, ჩრდ. მაკედონიასთან წაგებით არაფერი მთავრდება. მეტიც, ამ შეხვედრის გაანალიზებით შეგვიძლია, რომ ის განმაპირობებელი მიზეზები ვიპოვოთ, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით. ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას. განვმეორდები, რომ გუნდურად თამაში გვიჭირს და ყველაზე დიდ პრობლემას, მე პირადად, ამ კომპონენტში ვხედავ.

- საქართველოსა და ესტონეთის შეხვედრას, სატურნირო ცხრილის მხრივ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ფეხბურთელებისა და რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის?

- საქართველოს ეროვნული ნაკრების აბსოლუტურად ყველა შეხვედრა ისტორიაა. საერთო ფონზე, უმნიშვნელოა გუნდის წინასამატჩო მდგომარეობა, სათამაშო სტრატეგია თუ შემადგენლობა. მთავარია, რომ ნაკრებმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისტორიული სტატისტიკა გააუმჯობესოს. მაკედონიასთან წაგების შემდეგ, მესმის, რომ ფეხბურთელებისთვის მოედანზე გასვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ყველა მატჩი სათანადოდ უნდა შევაფასოთ და შეცდომები გამოვასწოროთ.

ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს ცვლის, საჭიროა, რომ მოვიგოთ. იმედი მაქვს, მოცემულობას სწორად გავაანალიზებთ და ქართული ფეხბურთის განვითარებისკენ მიმავალი გზიდან არ გადავუხვევთ.

leo
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ კაცს ნაკრების მწვრთნელად. ჩიხურა ყოველთვის ღირსეულად გამოდიოდა ევროპაზე იმ მცირე რესურსით, რაც მას ჰყავდა. ბოლოს რა მოხდა არ ვიცი. მარა ასეთ ხალხს ამხელა პოსტზე არ ნიშნავენ, სამწუხაროდ. იგი ტორპედოშიც კარგად მუშაობდა. რატო ვერ ხედავენ, არ ვიცი
ჩიხუ ფან
გუნდი მიატოვა უღალატა არადა ამ გუნდით მოიწყო ცხოვრება რას იზამ უმადურობას არააქვს საზღვარი
kaxa
ფრუიძე არის განათლებული და განსწავლული პიროვნება, რომელსაც ბევრი რამ დაეჯერება. დღეს არცერთ ქართულ კლუბში არ გვყავს იმ დონის ანალიტიკოსი, როგორიც ისაა. ნებისმიერ გუნდს გამოადგება ამ კუთხით, შეიძლება ტრენერის უნარებში ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ მას შეუძლია ზუსტად დაგიხატოს მომავალი თამაშის სცენარი, თითოეული ფეხბურთელის დონეზე ასარჩევი სტრატეგია და ა.შ. დღეს კლუბებში მუშაობენ ახალგაზრდა ანალიტიკოსები, რომელთაც მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნით გამოარჩევ სამწუხაროდ.
gia
შენ თვითონ ვინ ხარ რა შეგიქმნია საერთოდ.თუ გაინტერესებს იმასაც გეტყვი კომუნისტების დროს ყვაოდა ქართული ფეხბურთი, თუ კი ვინმე არის საამაყო სწორედ მაგ პერიოდის ფეხბურთელები.მაგრამ შენი შეფასება ფრუიძესთან მიმართებაში საერთოდ რა მოსატანია.ანალიზის უნარი ეტყობა არ გაგაჩნია, ვაი შენს პატრონს უბედურს......
გელადი
ფრუიძეს უნდა იცნოიბდე პირადად რომ იცოდე რა დონის არამზადაა,საჩხერეც როგპრ მიაგდო როგორც კი დაფინანსება შემცირდა :)) ძვირფასი აპოლონოვიჩი :))))) ასეთები რომ კარგი ხახლი გვგონია მაგიტომ არ გვეშველება არაფერი
kakoie
რომელ სამხეცეში გაიზარდე ასეთი ტუტუცი და არამზადა რომ დამსახურებულ კაცს ამას აკადრებ? შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში სასარგებლო და ხეირიანი შე კლავიატურის ვირთხავ?
saguramo
ეს ბებერი კომუნისტი სად გამოქექეს
sachxere
გინახავტ ჰიხურას პირველ ნომრად ეტამაჰოს სტილია მაგ ფრუიდის დიხანია აკლია ნაკრებს მეორე ტაიმი წაგეს პირწმინდატ
papa
ვეთანხმები რომ მე2 ნომრად უნდა გვეთამაშა... 0-0ზე. შემთხვევას დავლოდებოდით ან 11მეტრიანებამდე მიგვეყვანა. ისინი ზუსტად მაგას ელოდნენ რომ შევუტევდით... ნუ ეხლა რაღა აზრი აქვს
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
PREVIEW: საქართველო - ესტონეთი
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
[წარდგენა] ფრუიძის გარეშე - საჩხერელთა ახალი გამოწვევა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს