საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქალაქ ესპოოს METRO არენაზე ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ფინეთი 91:85 დაამარცხა.

კორონავირუსის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ე.წ. ბაბლის სისტემით გრძელდება. ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი , მიხეილ ბერიშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ დაეხმარენ, ხოლო მასპინძლებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდათ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: შენგელია, მაკფადენი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ზუროსის მიერ ორი ცენტრის დაყენება ფარზე უპირატესობის მოპოვების სურვილით იყო განპირობებული. დებიუტში მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შერმადინის, შენგელიასა და მაკფადენის მეცადინეობით ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა. თანაც, "სუომი" ჯარიმებით დაიტვირთა და პირველი მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გაიქცა, შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 40:44 დასრულდა.

ზუროსის შეგირდებმა მესამე პერიოდი ცუდად დაიწყეს, 5 გუნდური პერსონალური მიიღეს, თუმცა მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - ბოლოს ბაქრაძემ მეტოქეს ბურთი მოჰპარა და დასკვნითი მეოთხედის წინ ფრე - 65:65. აღსანიშნავია დებიუტანტების - ფევაძისა და ბაქრაძის კარგი თამაში.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრები თავიდან მდევრის როლში იყო, შერმადინთან ბრძოლაში მისმა ორმა მეურვემ მიიღო მეხუთე ფოლი, ბოლოსკენ ჩვენი გუნდი მეტოქეზე უკეთ თამაშობდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 27 ქულა შერმადინმა ჩააგდო (პლუს 10 მოხსნა), 19 შენგელიამ (8 მოხსნა), 14 მაკფადენმა (10 პასი), 11 ფევაძემ (6 მოხსნა), 10 ბაქრაძემ, სტუმართაგან კი 22 ქულით საუკეთესო სალინი იყო.

30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად სერბეთს სძლია.

ირაკლი
კომბა, ძმაო უფრო შენ ვერ ერკვევი, რადგან დებიუტანტებმა შეიძლება ჯამში ლიდერებზე ცოტა ჩააგდეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდეს ეს ბურთები ამიტომ თქვა ამ კაცმა, რომ მათ გარეშე ვერ მოვიგებდითო.
tngh
გილოცავთ... და შემდგომ წარმეტებებს გისურვებთ!!! გაიხარეთ და გაგვახარეტთ!!!
გოგა
მხოლოდ სამწამინში თამაშით ვერ გავალთ ფონს პერიმეტრზე უნდა გამოვასწოროთ აუცილებლად
sar
ბრავო ზუროს! ბრავო გუნდს!
jjj
რომელი დიქსონი, უგუნდოდ რომაა და ჩინელების მე-2 დივიზიონის გუნდშიც კი რომ ვერ მოწყობილა? ან რას უწუნებ მაკფადენს, ვითომ ხო თამაში ჩააგდო და 14 ქულა მაინც დადო თავის 6 პასით.დ
საქართველოს ნაკრების ფანი
ბრავო! საუკეთესო კომენტარი
ლუკა
ყველაზე მაგრები და დასაფასებლები ჩვენი კალათბურთელები არიან. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან, მადლობა ბიჭებო!!!
საქართველოს ნაკრების ფანი
ჯონდო თამაშს თუ უყურე მაკფადენს ცუდი თამაში ჰქონდა და თუ მარტო სტატისტიკას კითხულობ, მაშინ სროლების პროცენტს გადახედე მაინც
gio gio
ყოჩაღ სამწრვთნელო შტაბს და ბიჭებს, საფეხბურთო ნაკრებს როდის უნდა ეღირსოს ზუროსის დონის და სულისკვეთების მწვრთნელი
ქომაგი
მეგობარო, ამ სპორტს კალათბურთი ქვია, აქაც ხელით თამაშობენ ბურთზე. რაგბი ოვალური ბურთი რომ აქვთ ეგაა :)
შაკო
გეტყობათ, თქვენ დიდებულად ერკვევით როგორც რაგბში, ასევე კალათბურთში.
fff
ეტყობა ვერ ქაჩავს, აბა ზუროსს რა მაგის ზუბი უნდა სჭირდეს?
hhh
რა დიქსონი, ტიპი უკლუბოდაა ამ დენი ხანი და ჩინელებს ეღვეწება მიმიღეთო.DD მაკფადენის დონე თუნდაც იმაში ჩანს, რომ ტიპს თამაში თითქოს არ გამოუვიდა და 14 ქულა მაინც დადო, თავის პასებით, ძაან მაგარი ლეგიონერი გვყავს და შევირგოთ.
mirosan
დიქსონი სასწრაფოდ ნაკრებში... ახლები ყოჩაღ...პლუს ვინც დღეს არ იყო და ნაკრები გვყავს დედის მახოდალი...
კომბა
ras ver moigebdi mazgach? 27+19+14=60qula jamshi liderebis shermo-shengelia da makfadeni da debiutantebs dautvale ramdeni .debiutantebma kargad gamoichines tavi magram magat xarjze moigeo rom ambob ver erkvevi gamodis
რომანა
რაგბში ფინეთი არასდროს იყო ძლიერი. უფრო მარტივად უნდა მოგვეგო!
გიორგი
მეამაყებით ბიჭებო მწვრთნელების გუნდის ჩათვლით !!! სამ დღეში ასეთი თამაშისთვის მომზადება, მოგება ... და ფინეთის ნაკრები რომ სუსტი არ არის, ყველამ ვიცით. თოკომ და მაკ ფადენმა ალბათ შესაძლებლობების ნახევარი თუ გამოავლინეს. შერმადინი მხეცია. ახალწვეულებმა გამაოცეს. და რაც მთავარია, ჩვენი ნაკრები აღარაა მხოლოდ 3-4 კაცის გუნდი. და თაობათა ცვლის პროცესში რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ვერც ერთი გუნდი ვერ იტყვის ჩვენზე, რომ " თავში წამოგვარტყავს". გილოცავთ!!!
არჩი
შენგელიას კარგი თამაშიც აღსანიშნავია, ნამდვილი წინამძღოლია
zaza
კოკოშას ფანები ისვენებენ ეგ ფევაძე კარგია ბაქრაძეც მაგრამ რას ერჩიან ბულაშვილს ყველა ათამაშა მის გარდა არადა ამ ბაქრაძეზე არანაკლებია თუ უკეთესი არა ცენტრი იყო სუომის სუსტი ადგილი და გამოვიყენეთ კიდეც.შენგელია ნაღდი კაპიტანია და ლიდერი ბოლოს ქულა ქულაში რო იყო თამაში ჯერ ჩაჭრა და ორი ქულა აიღო მერე ორი კაცი გაიყოლა და რთული მდგომარეობიდან კარგად გახსნილ ფევაძეს უპასა ეგარი კლასი.რომელსაც მარკეტში ვერ იყიდი.
giorgi71
ძლივს წარმატება გვეღირსა ამ საშინელ დროს. თქვენ გენაცვალეთ. დიდი მადლობა მწვრთნელს და ბიჭებს ყველას....
ირაკლი
თოკო დაგავიწყდა ჯიგარო.
TanoLife
ESPN-ს კომენტატორი ამბობს: “ძალიან მიჭირს ქართული გვარების წარმოთქმა, სანამ ერთი ქართველი კალათბურთელის გვარს ვიტყვი, მეორე კალათბურთელის გვარის წარმოთქმას ვეღარ ვასწრებ, ვინაიდან ბურთი უკვე კალათშია”. სასიამოვნოა რა თქმა უნდა, როცა ამას ამერიკელი კომენტატორი ამბობს, ის განაგრძობს შემდეგ ეპიზოდში: “ ზუროსი ნებისმიერ გადამწყვეტ მომენტში, ნებისმიერ ნაკრებს უგებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ყავს გუნდში, ვინ აკლია და ვინ არ გამოუშვეს”. დიახ ასეა ჩემო მეგობრებო - ეს ზუროსია და ეს კიდევ ჩვენი საამაყო ოქროს ბიჭები. პრიმიტიული ინგლისურით და ბერძნული აქცენტით ის ყველაფერს აღწევს კალათბურთის პარკეტზე. P.S ეს საქართველოს ნაკრები (კალათბურთში), ჩვენ ორივე ნაკრებს (ფეხბურთი და რაგბი) ჯობია.
ირაკლი
ბრავო თოკოს და შერმადინს, ამ ორმა ულიდერა ნაკრებს, მაგრამ დებიუტანტების როლი ამ თამაშში იყო უდიდესი, სასიამოვნოდ გამაკვირვეს, ბრავო ბიჭებს. შერმადინი დღეს შეუდარებელი იყო და არც არის გასაკვირი. მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყო შენგელიაც. ის ნამდვილი კაპიტანია და პატრიოტი. მან უმძიმესი თამაშის შემდეგ 10 საათი იფრინა და მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, იმის გულისთვის რომ გუდს დახმარებოდა, არ უნდა დავივიწყოთ მისი ბრწყინვალე ბრუნები და ჩატენვები დღევანდელ თამაშში. ერთი სიტყვით, მეამაყება თქვენი ბიჭებო. ყველასი!
თემო
მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ გახარებისთვის:))))) გიო ფანტასტიური იყო❤❤. საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა დებიუტანტების თამაშიც ბაქრაძე და ფევაძე ყოჩაღ ბიჭებო. რაც შეხება კაპიტანს ნაკრებს ღირსეული კაპიტანი ყავს, ბიჭმა 24 საათის ჭინ ითამაშა რეალთან მერე 8 საათი გზაში გატარა და ნაკრები რთულ მომენტში მარტო არ დატოვა და რა მნიშვნელობა აქვს სად თამაშობს მეც მინდა ბარსაში რეალში ან ნბა-ში თამაშობდეს მაგრამ თამაშობს იქ სადაც თამაშობს მადლობა თოკო❤❤ გიოს და თოკოს დამსახურება რო სხვა მოთამაშებს გაეხსნათ სივრცეები და მათმაც მშვენივრად გამოიყენეს ეს სივრცეები მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ ამ სიხარულისთვის ეგრე კვარას იმედი გვაქვს და ისიც რუსეთში თამაშობს კვირკველია ანანიძე და რავი რომელი ერთი დავასახელო სამაყო რაგბისტებიც კიასე რომ შეეშვით კაპიტანს
REZO
ძაან მაგარი გრძნობაა გამარჯვება,განსაკუთრებით მაშინ როცა 7 წამყვანი მოთამაშე არ გყავს და დებიუტანტი რომ იმედებს გაგიმართლებს, გიოზე და თოკოზე საუბარი არაა. დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის,განსაკუთრებული მადლობა დებიუტანტებს ფევაძეს და ბაქრაძეს.მაშინ როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სიტუაციაა ასეთი გამარჯვებები იმედს და რწმენას გმატებს,გულს გიხალისებს და განწყობას გიკეთებს. მადლობა ზუროსს და ნაკრების თითოეულ კალათბურთელს.
დავით 67
ვინმეს შენგელიას თამაში მოგეწონათ?
sormona
იმიტომ რომ მეოთხესთვის ვემზადებით :)
რიგითი
ყოჩაღ ბიჭებს .. ცოტა არ იყოს სასიამოვნოდ გამაოცეს.. ერთი თამაშით ვერ იმსჯელებ , მაგრამ მგონი გამოჩნდა გამთაშებელი ნაკრებში.. პ.ს . ისე შენგელიას უთხარით რო გამთამაშებელი ის არ არის..
გუსანი
sos! კარგია მოგება,გილოცავთ. მაგრამ ბევრი პრობლემა გამოჩნდა, არცთუ ძლიერ ფინეთთან. დროზეა საჭირო ამაზე ყურადღების გამახვილება, თორემ ფეხბურთივით დაგვემართება. პოზიტივი იყო დებიუტანტების მოულოდნელად კარგი თამაში,+ შერმადინმა კი მოიგო ეს თამაში. ჩავარდნა ყველას შეიძლება ქონდეს (მაგ თედი), მაფიქრებს თოკოს მდგომარეობა, ასეთი შეცდომები( უაზრო) ბასკონიაშიც მოსდიოდა- და რაღაცნაირად აკომპესირებდა, მაგრამ რაც ბოლო პერიოდში ხდება( ბოლო თამაში ცოტა გავაკდა) ....ამდენი უაზრო , სხვანაირად ვერც უწოდებ, დაკარგვა , არ შეიძლება როცა თამაში არ მიგდის ასეთი დატვირთვა.ზუროსი ალბად ანგარიშს უწევდა. იმედია საჭირო დროს უკეთესად იქნება ყველაფერი, შემდეგ თამაშში გამოჩნდება როგორი დასკვნებია გამოტანილი- არ მინდა ფეხბურთის მწარე ხვედრი გამეორდეს და მოსაგები ვერ მოვიგოთ ჩვენ საკბილოსთან.
zviads
შენ და, ზუროსი რომ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელად დავნიშნოთ არა?!
გლახუნა
ყოჩაღ დებიუტანტებს, ახალგაზრდებს, მთელ ნაკრებს... მოკლედ მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი, ზუროსი გუნდს კრავს და ათამაშებს.
შოთა
ბრავო ბრავო და ბრავო!!! ამდენი დებიუტანთით და ნაკლები მოტივაციით... ყოჩაღ ბიჭებო და ყოჩაღ ზუროსს! ამას ქვია ნაკრები!!!
A
ვაისი რომ ზუროსის 50პროცენტი ყოფილიყო უპრობლემოდ მოვუგებდით ჩრ. მაკედონიას და ბევრ სხვასაც
ggg
მაგფადენის დონე კი იქედანაც ჩანს, რომ თითქოს თამაში ჩაგდო და 14 ქულა მაინც დადო.
fff
ეს ბაქრაძე რა კარგი ბიჭი ყოფილა ვის უმულავდით კი მარა?D ანდრონიკაშვილს ტრამვა, რომ არ მიეღო ან ცინცაძე ჩამოსულიყო შეიძლება არც მიცემოდა შანსი, თუმცა ისე არ გამიგოთ თიტქოს რატის და გიოს პრობლემები მიხარია, მოკლედ ზოგი ჭირი მარგებელია რა. ფევაძეც სუპერ იყო. იმედია ბოქოლიშვილივით არ მოუათ ამ ბიჭებს მახსოვს მერაბმაც ჩინებულად დაიწყო მსოფლიოს შესარჩევი გერმანიასთან რა სამიანები ყარა და მერე, როგორ მოუკლო.
GS31
1)მაქფადენი 2)ცინცაძე 3)ბაქრაძე (თუ ფორმაში იქნება) 4)ბოქოლიშვილი 5)სანაძე 6)ბურჯანაძე 7)შენგელია 8)მამუკელაშვილი 9)კორსანტია (თუ ფორმაში იქნება) 10)ბითაძე 11)შერმადინი 12)ვინც ფორმაში იქნება 2-3 ნომერი ამ შემადგენლობით უნდა ითამაშოს ნაკრებმა ევროპაზე და დიდი წარმატების შანსი გვქენება. წარმატებები ბიჭებო!
jjj
ნეტა რატომ ჰა? რა გამოცნობა გაგას უნდა 6 კაცით ჰა 7 ვთამაშობთ და რობოტები კი არ არიან იღლებიან ელემენტარულად.
irakli
თქვენ გენაცვალეთ
sormona
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და ეს მწვრთნელი შივინარჩუნოთ!!!
ჯონდო
14 ქულა და 10 პასი მაგარი ჩაგდებული თამაშია. ორმაგი დუბლი. ეს რომ ცინცაძეს ექნა წარმომიდგენია რას დაწერდით.
ზუროსი
კარგი მწვრთნელია.გილოცავთ ჯიგრები ხართ,და მადლობა!!!
Biankonneri
უჰ.. კააი თამაში იყო! შერმადინი უდაოდ საუკეთესო, მოკლედ რაც თავი მახსოვს სუულ ფორმაშია, აქაც და კლუბშიც! რაცშეეხება დებიუტატებს - ბრავო! მშვენიერია იყო კარგები ხართ გენაცვალეთ ბიჭებო!
გიო
მაკფადენმა დღეს იმდენი ბურთი გააფუჭა,უეჭველი ცინცაძე ჩაუსახლდა სულში:D
emigranti
გილოცავთ! სასიამუვნოდ გაოცებული ვარ. მადლობა ზუროსს, ასეთ პირობებში და მწირი რესურსით გუნდი შექმნა. სერბეთთან ვიფიქრე შემთხვევით გაგვივარდა თოფი და აგერ ფინეთის ნაქებ გუნდს მეორე მეოთხედში სამქულიანი ლამის საერთოდ არ ასროლინეს. ფევაძე მომეწონა ძალიან, სად თამაშობს, რამდენი წლისაა?...შერმადინზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, საუცხოოდ შეასრულა თავისი როლი. მოკლედ სრული შემადგენლობით საკმაოდ სერიოზული ნაკრები გვეყოლება და ზუროსი კი ზედგამოჭრილი ჩვენი მწვრთნელია, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით.
Mose
შერმადინმა მაგრად ითამაშა მაგრამ რომ არა დებიუტანტების კარგი თამაში ვერ მოვიგებდით, ყოჩაღ ბიჭებო
G.LA
ბრავო ფევაძე, ყოჩაღ ბაქრაძე მშვენივრად ითამაშეს დებიუტანტებმა და ამანაც განაპირობა ჩვენი ნაკრების მოგება. შერმადინი შეუდარებელი იყო, გიო შეუჩერებელი იყო, მისი ასეთი თამაში არც არის მოულოდნელი. ვისურვებდი კაპიტნად გიო იყოს, რათა გაუძღვეს ნაკრებს ევროპაზე გამარჯვებისაკენ. მაკფადენმა ძალიან სუსუტად ითამაშა, არ წაუვიდა რომ იტყვიან. მარა არა უშავს იმედია შემდეგ თამაში მოუმატებს. ბრავო ზუროსს, მას ეხერხება კალათბურთელების მოძებნა და ნაკრების სისტემაში მორგება. წარმატებები და გამარჯვება საქართველოს ნაკრებს.
დიმა
ბაქრაძე და ფევაძე ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩენაა. მესამე მეოთხედს სულ რატომ ვაგებთ?
გიო
მევასება, მიყვარს ეს ნაკრები. 7წამყვანი მოთამაშის გარეშე პლიუს მაკფადენის ჩაგდებული თამაში ბრავო.სრულიად არამოტივაციო გუნდმა უაღრესად კონცენტრირებული გუნდი დაამარცხა გაიხარეთ.სასიამოვნოდ გამაკვირვეს ფევაძემ და ბაქრაძემ,ლობჟანიძეს ნაცვლდ ბულაშვილის ხილვას ვისურვებდი და დიქსონის დაბრუნებას მიუხედავად მაკფადენის დიდი პატივისცემისა
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
შენგელიას და ბოლდუინის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ფინეთს სძლია
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთს ამარცხებს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან პირველი ტაიმი 19 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17 ქულით სძლია
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია