ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა, გოგა ბითაძემ დღეს სეზონის პირველი მატჩი ითამაშა. გოგას ტრავმა აწუხებდა და მან “ინდიანა პეისერსის” რიგით მესამე და უკანასკნელ საგამოფენო მატჩში ითამაშა.

“ინდიანამ” “ფილადელფია სიქსერზს” მასპინძლა და 107:113 დამარცხდა. ბითაძემ ამ შეხვედრაში 20:38 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

გოგა ინდიანას ახალმა თავკაცმა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბროგდონის ნაცვლად შეიყვანა. რამდენიმე წამში ის საჯარიმოს ხაზზე დადგა (ერთი ჩააგდო), მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე კი პირველი ასისტის დროც მოვიდა, მაკდერმოტს ჩააგდებინა. მეოთხედის ბოლო წამებზე კორკმაზმა სწორედ გოგას მოპარა ბურთი და ფილადელფიამ 2-ქულიანი ჩააგდო, მეოთხედი მეტოქემ 30:28 მოიგო. მეორე მეოთხედი ბითაძისთვის ცუდად დაიწყო, ჯერ ააცილა, შემდეგ კი შეტევაში დაჯარიმდა, მალე კი სამქულიანიც ააცილა. მეოთხედის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ახლა გოგამ მოპარა ბურთი კორკმაზს და სტენლის ჩააგდებინა. 7.5 წუთით ადრე გოგა ოლადიპომ შეცვალა.

ქართველი ცენტრი პარკეტზე კიდევ ერთხელ, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა საბონისი შეცვალა. ამ მეოთხედში ის ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა ბოლო მეოთხედი გოგამ კარგად დაიწყო – მარჯვენა ფრთიდან სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა. მალევე კიდევ ერთხელ სცადა შორი მანძილიდან, ამჯერად უშედეგოდ. გოგამ კიდევ ერთი ჩაჭრა მიითვალა. 9 წუთით ადრე კი სემპსონმა შეცვალა, მაგრამ მალევე დაბრუნდა მაკდერმოტის ნაცვლად.

თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე მან ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და შეუტია, თუმცა დაუფარეს. მატჩის ბოლოსკენ გოგა ისევ გააქტიურდა, ზედიზედ ორჯერ მოხსნა ბურთი, შემდეგ კი ორი საჯარიმო ჩააგდო – 101:106. ქართველი ცენტრი მწვრთნელმა თამაშის ბოლომდე დატოვა.

წაგებულთა რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისმა 26 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. “ინდიანა პეისერსი” NBA-ის სეზონს “ნიუ იორკ ნიკსთან” 24 დეკემბერს, თბილისის დროით 04:00 საათზე ხსნის.

GBF

ALONZO
6 სამქულიანი ტყორცნა და 1 ჩააგდო. რა სჭირს, არ ვარჯიშობს ?
ტოტტი
ნდობა უნდა ამ ბიჭს და ყოველ თამაშზე მოუმატებს მთავარია ნდობა მიცეს მწვრთნელმა და თავდაჯერებულობაც და მოტვაციაც მოემატება
ვვვ
ახლა ქულებიც ჩაყაროს და მეტი კი არაფერია კალათბურთი! ;)
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
"მაიამი ჰიტმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
"ინდიანამ" მოიგო! გოგა მიზერული დროით დაიტვირთა [VIDEO]
"სელტიკსი" ნახევარფინალშია - "ბოსტონმა" "ატლანტა" სერიაში 4:2 დაამარცხა [VIDEO]
"ბოსტონ სელტიკსმა" "ფილადელფია" დიდი ანგარიშით დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
3 წუთში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა - მესი 2 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა [VIDEO]
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის 12 წუთი "დალასთან" - "ორლანდომ" 1 ქულით გაიმარჯვა
სეზონის სტარტზე ბითაძის გუნდი თამაშებს მიყოლებით იგებს [VIDEO]
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
ტეიტუმისა და ბრაუნის კომბინირებული 70 ქულა - "ბოსტონმა" ლიგის საუკეთესო გუნდი 41 ქულით დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
ლილარდმა ახალ გუნდს პირველივე თამაში მოაგებინა - დემიენის შედეგიანი დებიუტი "ბაქსის" რიგებში [VIDEO]
ფანტასტიკა თუ იმედგაცრუება? ჰარდენი ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდა [VIDEO]