საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "ტვ იმედს" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რაც ქართულ რაგბიში ხდება, იმას მხოლოდ ქაოსი შეიძლება დავარქვათ. ამაზე მეტის თქმა შემიძლია, თუმცა საჭიროდ არ მიმაჩნია და თან, არც სიტუაციის გამწვავება მინდა. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, ქართული რაგბი მსოფლიოში საუკეთესო რომ გახდეს.

სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის პირი უნდა აირჩეს, ვინც ყველაზე სწორ ხედვას ჩამოაყალიბებს, რომელიც პროგრამას წარადგენს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს. ჰაერზე საუბარი საკმარისი არაა. დღევანდელი კანდიდატებისა ამ მხრივ არაფერი შეგშურდება. წინ რთული და ძნელი წლები გველოდება, მაგრამ ნამდვილად ვიცი, ყველა პრობლემა გადაილახება.

ყველა ფიქრობს, რომ "ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის დახმარება ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. მისი მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება მოდიოდა, რომლის წყალობითაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებდით. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, ნაკრებში ყოფნის დროს კლუბები მორაგბეებს ხელფასებს არ უხდიდნენ და იმ თანხას მოთამაშეებს ფონდი უხდიდა.

მსოფლიოში არცერთ მეცენატს არ ჩაუდია რაგბიში იმდენი ფული, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. სწორედ ამიტომ დააჯილდოვა World Rugby-მ ივანიშვილი სპეციალური ორდენით."

zura
რაგბის შემთხვევაში არ არის აუცილებელი,რომ მომავალი პრეზიდენტი წარსულში კარგი მორაგბე იყოს! აქ საჭიროა ძლიერი მენეჯერი,რაგბის სიყვარული,პატრიოტობა! საქმის ცოდნაა საჭირო და არა მხოლოდ ამბიცია!!! აბუსერიძეს ან მეორე კანდიდატი რომაა რომელიმეს ულაპარაკიათ გეგმებზე რა მიზნები აქვთ გაწერილი,რა გეგმები აქვთ დასახული? აბუსერიძეს ამას წინებზე სახლიდან ქონდა ჩართვა და იმხელა სკამი ქონდა გამოხოხებული ოთახის შუაგულში სამეფო ტახტი ეგონებოდა ადამიანს,მანდ ჩანდა ამბიცია და ინტელექტი მაგ კანდიდატის.... მეორე კანდიდატს თუ რამე იცის ამოიღოს ხმა,რისთვისთვის მოდის? ორივე,რომ დასვას კაცმა და 15-15 წუთი მისცეს ეთერში,3-5 წუთამდე რამეს მოახერხებენ სალაპარაკოს დრო,რომ შეავსონ.....
ქართველი
გიორგი ქართელიშვილს კალათბურთის ფედრაციის ერთ-ერთ დირექტორს ვაფრთხილებთ, ნუ ერევა მორაგბეების საქმეში, დიდი იურისტობა თავისთვის შეინახოს. ასევე კახა გველესიანი გია ნიჟარაძის მეგობარი, დაშოშმინდეს. ჩვენ მორაგბეები თვითონ გადავწყვეტთ ჩვენს საქმეს. ყველაფერს აქვს ზღვარი.
ვინმე გიორგის
ძალიან ჩალიჩობთ სვანიძესა და აბუსერიძეს შორის უთანხმოება ჩამოაგდოთ, მაგრამ არ გამოგივათ. თქვენ, ნიჟარაძემ, ხურციძემ, ლელოს თავკაცმა, აიას პრეზიდენტმა, ვიღაც სოსო ტყემალაძემ, სამწუხაროდ სხვა სპორტის ფედერაციის ჩინოსნებმა, ასევე შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოღვაწე დეპუტატებმა (კიდევ მოქმედმა ჩინოსნებმა, რომელთა გვარებიც გაჟღერდა და აღარც კი გავიმეორებ) აამღვრიეთ წყალი, თქვენ დაატაკეთ ერთმანეთს აბუსერიძე და სვანიძე, რომ მერე თქვენ გამოცხადებულიყავით რა მაგარი ბიჭები ვართო. კარგია რომ დროზე მიხვდნენ და მიგიჩენენ ადგილა სადაც საჭიროა.
გიორგი
არა მგონია გორგოძე ამ საგიჟეთში გაერიოს. იმედია მოვა გორგოძის დროც, ჯერ ადრეა.
გიორგი
ალბათ ისევ აბუსერიძე გაიმარჯვებს, მაგრამ წესდების მოთხოვნები უნდა შესრულდეს. სვანიძის გაჩალიჩებული საქმეები ყველამ უნდა უარყოს.
ბაჩო
ხურციძის “დამსახურება” ცხონებული მამამისის შვილობაა? ეგაც სვანაძის დროს არ მუშაობდა კავშირში?
პანტელეიმონ-ს
რა ვერ გაიგე რომ ერთი მხარდამჭერით არჩევნების მოგება არ ხდება? არ აქვს ხურციძეს ხმები და იქამდე უნდა ატარონ არჩევნები სანამ არ მოიგებს? გოჩას რომ არ გადაეტანა არჩევნები, მაშინაც იგივე შედეგი დადგებოდა,. ნიჟარაძე, პატივი ეცი დელეგატების არჩევანს, იქ მგონი იმაზე მეტნი იყვნენ ვიდრე შენ და ბაჩო... ისე ასე ძალით გათრეული პრეზიდენტი ფეხბურთის გვახსოვს ჩვენ, თავის შედეგებით....
ყოფილი მოთამაშე
რატომ ვერ ხვდებით რომ ძალიან სასაცილოები ხართ? დაანებეთ თავი რაგბიში საკუთარი ხალხის "შეტენვას", იყო ხურციძე და ყველამ, იმ ხალხმა, ვინც ირჩევს პრეზიდენტს, კარგად ნახა რასაც წარმოადგენს. დაანგრევს ყველაფერს ხურციძე. მეორე, რა გააწყალეთ გული ნიჟარაძის "დამსახურებებით"საქმე? დამსახურება არის მოთამაშეების, გუნდების და არა ნიჟარაძის. ნიჟარაძემ რაც "გააკეთა" იმაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მისი მსოფლიო ევროპა რაგბიში და მსოფლიო რაგბიში წარმომადგენლობა არის ქართველი მოთამაშეების დამსახურება. და ნუ გააწყალეთ გული დემაგოგიით.
პანტელეიმონი
არ ვიცი რატომ, უჭერენ ირაკლი აბუსერიძეს მისი მხარდაჭერები, რას შეპირდა მათ? ან რა არგუმენტები აქვთ? არ ფიქრობთ, რომ უსაფუძვლოა მისი ამბიციები? რა, ყველაზე საუკეთესო 9 ნომერი იყო ქართული რაგბის ისტორიაში, თუ ყველაზე სახელოვანი ნაკრების კაპიტანი? ამ კრიტერიუმით ყველაზე დიდი კაპიტანი და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე რაგბისტი საქართველოს ლეგენდარული მამუკა გორგოძე ყავს ! ! ! ევროპულ და მსოფლიო რაგბში მისი, როგორც ქართული რაგბის ხელმძღვანელის პრეზენტირება მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენი რაგბის ავტორიტეტზე. თუმცა არც მამუკას შემთხვევაში შეიძლება აპრიორი იმის თქმა, რომ ის საუკეთესო მენეჯერი იქნება და მის შემთხვევაშიც აუცილებლობა იქნება ისეთი გამოცდილი სარაგბო მენეჯერის გვერდზე ყოლა, როგორიც ბაჩო ხურციძეა. ვფიქრობ ღირს ამ საკითხზე დაფიქრება ! ! !
კახა
ვითომ რატომ ხომ გაიმარჯვა აბუსერიძემ, შენი კაცი არაა და მაგიტომ გინდათ რაღაც მაქინაციებით ხელახალი არჩევნებით შენთვის მისაღები კაცი გაიყვანო ერთხელ უკვე ვნახეთ რაც მოყვა მაგას უსაქმური სვანიძე ერთი ადგილი არ გაურყევია , არც შენი დამსახურებებია ბევრო მოგაწერეს და გაბერიილია საერთოდ თუ წახვალ პენსიაზე დროზე მოშორდები რაგბი უფრო მეტ ხეირს ნახავს ხლართავ რაღაცეებს უსინდისოდ
გიორგი
მოიცა, სტალინი პრობლემებს აგვარებდა ხალხის დახვრეტით, ხომ? დასახვრეტი ყოველთვის სხვაა არა? ასე ვინც ფიქრობდა, ბევრი მათგანი თავად მიაყენეს კედელთან.
ვი–რუსი
ჰო, კუნთმაგარი ტიპები სჭირდებოდა და.............
შემთხვევითი გამვლელი
,,სამართლებრივი ნორმების თანახმად, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს". შემთხვევით გადავაწყდი ამ ფრაზას და მესიამოვნა. რა შესანიშნავია, როცა გეოგრაფი ასე კარგად ერკვევა სამართლებრივ ნორმებში. რაგბის ცოდნა კი მოგეხსენებათ ყველა ქართველს გააჩნია, ამიტომ ეს მისგან არ მიკვირს. დააბრუნეთ ნიჟარაძე - პალატა #6 ელის ლიდერს.
ჰაჰაჰა
როდის აქეთ დაიწყო სამართლებრივ ნორმებზე ნიჟარაძემ საუბარი?დიდ მენეჯერთან ერთად დიდი იურისტიც გამხდარა.
მე
ნიჟარაძემ გაყო ორად ქართული რაგბი. ყვეკაფერი არ გამოუტანიათ გარეთ და იქნებ დაწყნარდეს ეს ბატონი? რატომ გამოდის მხარედ? რაიმე დიდს ხომ არ კარგავს აბუსერიძის გაპრეზიდენტებით? ისე აბუსერიძეს კითხეთ რატომ დაუპირისპირდა?
სიმართლე.
ეს მარტო სპორტში კი არ არის, ყველგან ასეა და 30 წლის შედეგიც, სახეზეა. სამაგიეროდ, ხელი კარგად აქვთ მომთბარი.
Me ar var Roboti
აბსოლუტურად ეგრეა - უკეთესად ვერც ვიტყოდი.
ანდრია
ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა,ჩემი აზრით არის ის რომ,ვერ ვხედავთ განსხვავებას ქველმოქმედებასა და ინვესტიციას შორის.ქველმოქმედება არის უანგაროდ გაწეული დახმარება,რომელიც მთავრდება მაშინ როცა ქველმოქმედების გამწევი პირი შეწყვეტს ამის კეთებას,ის კატეგორია,ის ჯგუფი ადამიანების თუ სფერო რომლის მიმართად ხორციელდებოდა ასეთი ქმედება,შეწყვეტის შემდეგ მომენტალურად უბრუნდება იმ, საწყის წერტილს რომელშიც იმყოფებოდა ქველმოქმედების დაწყებამდე.ინვესტიცია კი არის თანხა რომელიც დარგის განვითარებას,ისეთი სისტემის აწყობას უნდა მოხმარდეს რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ შეძლებს გარედან დამატებით მოზიდული თანხებით გარეშე არსებობას და განვითარებას.დიდი საქმეა არავინ უარყოფს ბაზების და სტადიონების მშენებლობა მაგრამ,ქველმოქმედების ხარჯზე კლუბებში ხელფასების გადახდა რომ უშედეგოა ფაქტია,დამთავრდა ქველმოქმედება და ჩემპიონატს ვერ ვატარებთ,სახელმწიფოსგან ითხოვს კლუბები დაფინანსებას.ამაშია ქართული რაგბის და ფეხბურთის პრობლემა.კერძო პირისბთუ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები იხარჯებავუკონტროლოდ,უსისტემოდ,ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე და შედეგიც სახეზეა.
მიჩინიო
ეგაა!
joi zaza
შენ გააკეთე რამე სიკეთე, რომელიც ხალხს გამოადგება და შიგადაშიგ ბედნიერების განცდას მოუტანს და აქედან ათმაგი დივიდენტი თუ წამოგივიდა ღმერთმა შეგარგოს. სულ სხვამ რა გააკეთა და რას ხეირობს მაგას როგორ უყურებთ შურის თვალით და ითვლით თქვე კარგმიჩინჩლულებო, თუ გაქვთ ერთი ადგილი აკეთეთ თქვენც და აქედან რამე ხეირს თქვენც თუ ნახავთ შეგერგოთ, რაშია პრობლემა?!
მთ
და რა,რადგან ფულს ხარჯავს მაინცდამაინც ქართუს თანამშრომელი უნდა დავნიშნოთ პრეზიდენტად? ეგ არის ზუსტად ოლიგარქიული მართვა
1234
ბიძომ თქვა მივდივარო და ვწყვეტო საერთოდ საჯარო ცხოვებასო ბევრს ჯერა რო წავიდა ბევრს არჯერა. ჟურნალისტმა კითხა ნიჟარაძეს წავიდა ბიძინა და როგორ შეაფასებდი მის ქველმოქმედებასო. გია ღირსეული კაცია და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის რას ნიშნავს რატომ უხდის მადლობასმ. ხო გიაც მოისყიდა გორგოძეც, ზირაქაც მაჩხანელიც და ყველა. თქვენხართ მართლები და საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა კაპიტანი რო მადლობას უხდის ეგენი ეპირფერებიან ბიძინას. კარგითრა ცოტა მოდით აზრზე ზოგიერთები სულ დაგაბრმავათ პოლიტიკამ
სოსო
თუ კი რამე კეთდება და გაკეთებულა ქართულ რაგბიში,ყველაფერი,ძირითადად,ივანიშვილის ფულით ან თანადგომით კეთდებოდა.ახლა ვთქვათ და პრეზიდენტად იყარა კენჭი,იტყვიან დაისაკუთრაო,თან მაგ საქმისა რა იცისო.გია ნიჟარაძემ,ძალიან მაგრად იმუშავა,ამ თანამდებობაზე,მაგრამ საარჩევნოდ,იმდენი ლაფი შეასხეს,წავიდა და გაერიდა აქაურობას.ადამიანი თუ საზოგადოება,დაუნახავი არ უნდა იყოს.სამწუხაროდ,ჩვენ ასეთებად ვიქეცით.როცა ვინმეს აგინებენ,იმასაც შეხედე,ვინ აგინებს და რატომ აგინებენ.ცოტა საკითხის ისტორიასაც ჩაჰყევი,თუ ამის საშუალება გაქვს და მაშინ,ხშირად სრულიად განსხვავებულ დასკვნას ვიღებთ ხოლმე.
www
ასეთ ამბიციურ და შინაგანად მტაცებელ, ფუყე ხალხში არაფერი არ გამოუვა არც ბიძინას და არც სტალინი რომ წამოაყენო იმას!
ირაკლი
ნამდვილად ბევრი გააკეთა რაგბისთვის, ამის არდანახვა შეუძლებელია, თუმცა მგონია ერთი ათად დაიბრუნა, საარჩევნოდ თუ სხვადასხვა აქტივობებში კუნთმაგარ ბიჭებს სამწუხაროდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ
ქართველი
ყველანაირი პოლიტიკური შეხედულება გვერძე გადავდოთ და ვაღიაროთ რომ ივანიშვილმა ლომის წვლილი დადო ქართული რაგბის განვითარებისთვის და ზოგს უკვირს რატო უხდის ნიჟარაძე მადლობას. გადახედეთ სტადიონებს 10 დან 9 მისი აშენებულია დაწყებული ნუცუბიძის ბაზით დამთავრებული რეგიონებით. კლუბების მორაგბეებს თავად უხდიდა ხელფასებს. უმადურობა ცუდი რამაა. რაც კარგია ვთქვათ. რაც ცუდია ეგეც ვთქვათ რა თქმა უნდა

ივანიშვილს მადლობა იმ ინვესტიციისთვის რაც ჩადო მაგრამ რაგბის მუშაკები რასაკეთებენ ამდროს? წელიწად ნახევარია პრეიზდენტი არ გვყავს საერთოდ თუხვდებიან რასუშვებიან რაგბს
123
სასწრაფოდ დანიშნეთ პრეზიდენტი რაგბის კავშირშიი. კიდე მაისაშვილით გინდათ ნაკრები რო გავიდეს სათამაშოდ??? თქვენხოარაფრენთ დრო მიდისს დროო. ხურციძე არმოიქცა კაცურად როცა პრესკონფერენციაზე მაისაშვილი დაისვა რაშუაში იყო საერთოდ ნაკრების მწვრთნელი მაგ პრესკონფერენციაზე. არვიყავი ხურციძის მიმართ ნეგატიურად განწყობილი მაგრამ რაც დრო გადის უფრო მეტ შეცდომას უშვებს. აირჩევენ ხურციძეს დარჩება მაისაშვილიც. ვისაც მაისაშვილის დარჩენა გინდათ ღმერთმა ხელი მოგინართოდ. წარმოიდგინეთ მილტონ ჰეიგის დაცვის მწვრთნელი გვყავს ტრენერად. არდამიბლოკოთ კომენტარი დიდი თხოვნაა
giorgi
ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი იყო და უბრალოდ ღირსეული ქართველია.
ბუბუ
ივანიშვილი რა შუაშია არჩევნებთან? თუ რამის გაკეთება უნდა იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე და თუ აირჩევენ გააკეთოს საქმე! საქმეს მიხედეთ და არ დაანგრიოთ წინა წლებში ნაშენები ქართული რაგბი!
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ბათუ კევლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
დინო ჰამზიჩი: ბიძინა ივანიშვილი? მსმენია, რომ...
დავით ზირაქაშვილის ნაკრებიდან გაცილების აქამდე უცნობი კადრები [VIDEO]
ჩვენ ვითხოვთ ერთით მეტ სკამს მაგიდასთან! - BBC-ის ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა
გია ნიჟარაძე მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრას დაესწრება
Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის
გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"
მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
გოჩა სვანიძე: ბიძინა ივანიშვილის თანადგომა ქართული რაგბის მიმართ მსოფლიოში უპრეცედენტოა