"ბორჯღალოსნები" 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეეხვედრის სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტსა და ნოემბერში). ამავე მიზეზით ამ მატჩზეც ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.

24-ედ რუსეთის წინააღმდეგ

"ბორჯღალოსნებს" არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – 24-ჯერ უთამაშია და 7 თებერვალს 24-ედ ერკინება რუსეთს.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა. მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 18-ჯერ ზედიზედ!

ლელოების სხვაობა 66/16-ზე, ხოლო ქულების – 579:260-ზეა.

ყველაზე დიდი სხვაობით მეტოქე 2012 წელს "მესხზე" დავამარცხეთ – 46:0.

ბოლო ორი თამაში (2018 და 2019 წლებში) რუსეთთან კრასნოდარში გვქონდა და მეტოქე ორივეჯერ ისე დავამარცხეთ, რომ ლელო არ გავატანინეთ – ჯერ 29:9 და მერე 22:6.

სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვლის მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საქართველომ ერთი ტურით ადრე მე-12-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული. ტურნირი 2000 წლიდან იმართება (ევროპის ერთა თასი 2015 წლამდე) და ჩემპიონი სულ 18-ჯერ გამოვლინდა (5 – რუმინეთი, – 1 პორტუგალია), რადგან 2003-08 წლებში ჩემპიონი წყვილი სეზონის დაჯამებით ირკვეოდა.

ამ პერიოდში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 104 მატჩი აქვს ჩატარებული – მოიგეს 87, ფრედ დაასრულეს 4 და დათმეს 13.

სელექცია 25-ში იწყება

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს "შევარდენზე" შეუდგება. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.

სასელექციო შეკრებაზე ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა:

„სასელექციო შეკრებაზე გვყავს მორაგბეები, რომლებიც ნაკრებში ადრეც თამაშობდნენ და არიან ახალი სახეებიც. ამ ერთი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მოთამაშეების ფიზიკურ და ტექნიკურ მდგომარეობას და უკვე მომდევნო კვირიდან, დასახელდება ის 30-32 მორაგბე, რომლებიც უშუალოდ რუსეთთან სათამაშოდ მოემზადებიან. თბილისის ჯგუფიდან საბოლოო სიაში ყველა ვერ მოხვდება. სამაგიეროდ, დაგვემატებიან ლეგიონერები“ – ამბობს მაისაშვილი, რომელიც მომავალ თამაშებში ექსპერიმენტებს არ გეგმავს:

„მზადება რთულ პირობებში გვიწევს. გვაქვს შეზღუდვები კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებით, პრობლემებია კლუბებთან ლეგიონერების კუთხით. პირველი თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ აქცენტი იმ ბირთვზე გაკეთდება, რომელმაც „შემოდგომის ერთა თასზე“ ითამაშა. გვსურს ვნახოთ, როგორ გამოავლენს გუნდი პოტენციალს შეტევაში. გარდა ამისა, წლის განმავლობაში სულ სამი აქტივობა გვაქვს და ეს პერიოდი შესათამაშებლად უნდა გამოვიყენოთ“.

7 თებერვლიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის კალენდარი და ის თებერვლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია.

თბილისის ჯგუფის სასელექციო შეკრებაზე გამოძახებულნი არიან:

შერკინება

ჯაბა ბრეგვაძე (2), გიორგი ჭყოიძე (2), ნოდარ ჭეიშვილი (4-5), იოსებ გუშარაშვილი (4-5), მიხეილ გაჩეჩილაძე (6-8), ნიკა სუხაშვილი (6-8), გიორგი თხილაიშვილი (6-7)

ხაზი

გიორგი მარგალიტაძე (9), ლუკა მატკავა (10), გიორგი ბაბუნაშვილი (10), ლაშა ხმალაძე (10-15), დემე თაფლაძე (12-13), მერაბ შარიქაძე (12), ლაშა ლომიძე (12), სანდრო მამამთავრიშვილი (13), ალექსანდრე თოდუა (11, 14), აკა ტაბუცაძე (11, 14), მირიან მოდებაძე (11, 14, 15), თემურ კოხოძე (11, 14), სანდრო სვანიძე (11, 14), დავით ნინიაშვილი (15), სოსო მათიაშვილი (15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიერ

არა მგონია ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანოს. ჯერ საფრანგეთში თამაშები აქვთ და მერე ჩამოვლენ სხვებიც. თვითონაც ამბობს, რომ 8 ერზე ნათამაშებ შემადგენლობას ენდობა, მაგრამ აუცილებლად უნდა ათამაშოს ახალგაზრდებიც და სხვა დიდი ათის ბიჭებიც, რომლებიც ძალიან მოინდომებენ. ამიტომ 99% გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება გემრიელი ანგარიშით
ზურა
ეს მწვრთნელი ისტორიაში შევა,რუსეთთან დამარცხების მიზეზით და ქვეყნიდან გასაქცევიც გახდება!!! შეგნებულად ხდება ქართული რაგბის დაცემა!!!
ზურა
რა ექსპერიმენტული შემადგენლობაა , არ გავიჩალიჩოთ.
rugby
სად არის ჟვანია ?
200 ევრო
აუუ მეც მინდა გაფართოებულ შემადგენლობაში და დღეში 200 ევროოოო
სტატე
ვერ გავიგე, აბჟანდაძე, აფრასიძე, ნარიაშვილი, ჩილაჩავა, ბრეგვაძე, სუთიაშვილი..... ამათ არ დავუძახეთ?
არ წააგოთ თორემა...
შეუცვლელი მათიაშვილი,ზედმეტსახელად "ფიჯელების რისხვა"!
kkk
მათიაშვილი არ დაკარგოთ როგორმე.....
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
[VIDEO] "სარაევოს" საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა
[VIDEO] მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მოულოდნელი მარცხი "შარლოტ ჰორნეტსთან"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXVტური] ...მათ სჩვევიათ ხოლმე კარის გაჯახუნება!
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
[VIDEO] ქვილითაიას ლამაზი თავურით დაიწყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" ბერლინში თითქმის წაგებული მატჩი მოიგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"კვარა" შეცვალეს - პსჟ სტუმრად "მონაკოსთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო