ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ჩისკოსთან კონტაქტი გვაქვს. ის ნამდვილი დინამოელია, ძალიან გვახარებს მისი ამბები. ცოტა გულსატკენია, რომ ამ კაცმა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის გული ვერ მოიგო (იცინის). "უოტფორდის" ფანებიც პირველი სკეპტიციზმის შემდეგ მისკენ შეტრიალდნენ. ისეთი ჩემპიონატიდან ჰქონდა მოწვევა, რომ ჩავთვალეთ, მისთვის ხელის შეშლა არ შეიძლებოდა.

ჩვენც გვაქვს ბენეფიტი აქედან. ისეთ დონეზე გავიდა, რომ ფაქტობრივად, ევროპაში "დინამოს" ელჩია. მას ქართული ფეხბურთისა და ჩვენი აკადემიის შესახებ ამომწურავი ცოდნა აქვს. ბოლო დროს ჩვენთან სპორტის ეს სახეობა ისე ვერ ვითარდება, როგორც გულშემატკივარს სურს და ასეთი ფაქტები ძალიან დაგვეხმარება.

ფარერებზე განცდილ მძიმე მარცხსაც დავუბრუნდები. ჩვენთვისაც ძალიან გულსატკენია და გვესმის გულშემატკივრებისაც, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, თუ გვინდა ევროპული სტანდარტების დონეზე ვიყოთ, პირველ რიგში, ეს გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს.

ხშირად მინახავს, როცა "უოტფორდის" "ფეისბუქზე" დაიდება ჩისკოს სურათი ან ინტერვიუ, ქართველი გულშემატკივარი ისე იქცევა, რომ ნამდვილად მიუღებელია ჩემთვის ასეთი არაობიექტური დამოკიდებულება. შესაძლოა, ვიღაცას თბილისის "დინამო" არ უყვარდეს და სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, თუმცა შეურაცხყოფა მიუღებელია და მინდა მოვუწოდო მათ, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალონ.

დამოკიდებულება შესაცვლელია "დინამოს" მიმართაც. არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენ ვინარჩუნებთ კლუბის გეზს, ვუნარჩუნებთ გუნდს საუკეთესო პირობებს ჩვენი ჩემპიონატის დონეზე, გვაქვს ქვეყანაში საუკეთესო აკადემია. არ ჩანდა ეკრანებზე, თუმცა უნდა გითხრათ, რომ "რადნიკთან" შეხვედრას უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ "დინამო" სწორი გზით მიდის, თუმცა ეს ყველაფერი 1 და 2 წელში შედეგს არ იძლევა.

თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ხელმძღვანელობაზე მეტად არავის უნდა. უდიდესი სტრესი იყო ჩვენთვის ფარერებზე მარცხი, იქიდან შეურაცხყოფილები წამოვედით. თუმცა ამის გამო ფეხბურთსა და "დინამოს" ხომ არ მივატოვებთ?!

ქართველი ფეხბურთელების საკითხს რაც შეეხება, კაშიას თუნდაც, ის საქართველოს დონეს აღემატება და ცხადია, მისი პროფესიაა ეს და ვერ მოსთხოვ, მხოლოდ აქ თამაშის გამო ბევრ რამეზე უარი თქვას. სხვაობა ქართულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდია და ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ჩვენთან სტაბილურობის მიუღწევლობაა.

ალი სისოკოსთან მე მქონდა მოლაპარაკებები, დუბაიში ცხოვრობს, იქ ემზადებოდა. დამირეკა შემდეგ და მითხრა, რომ იქ ერჩივნა კარიერის გაგრძელება, რადგან იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სახლი აქვს და ა.შ.

ერთი პრობლემა არსებობს, გულშემატკივართა შორის უკმაყოფილებას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ეს მედიას ეხება და თუ ფეხბურთელს ვთხოვთ პროფესიონალიზმს, იგივე რამ მედიასა და გულშემატკივარსაც შეგვიძლია ვთხოვოთ. ჩემი ნომერი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ჭორების გამოქვეყნებას ჯობს, ინფორმაცია გადაამოწმოთ.

ევროპიდან ფეხბურთელის ჩამოყვანა ძალიან ძნელია. არათუ რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სერბეთშიც ხელფასები ჩვენი ლიგის გასამრჯელოებს 10-ჯერ აღემატება. შესაბამისად, დიდი რისკია და გაუმართლებელიც ტოპ-ლიგიდან ფეხბურთელის მოყვანა, რადგან 1 ადამიანი ვერაფერს შეცვლის და არის შიში იმისა, რომ ჩვენს ლიგას ვერ შეეჩვიოს ან ტრავმა მიიღოს და ა.შ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, მათ დიდი ყურადღებით ვარჩევთ. მოგეხსენებათ, მათი ხელფასები ქართველებისას აღემატება და ნამდვილად არ გვინდა გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომელიც ადგილობრივს კლასით არ აღემატება, ეს მხოლოდ ღალატი იქნება", - აღნიშნა დოლიძემ.

• SOS !!!

ორ გროშს რომ იშოვიან მერე რატომ ჰგონიათ ხოლმე რომ ყველაფრის პროფესორები არიან? ჯერ გულშემატკივრებისგან რომ ითხოვთ ევროპულ სტანდარტს, თქვენ რომელი სტანდარტის, კონტინენტის და საუკუნის ფერხბურთს თამაშობთ?! კლაკსვიკის მერე რომ ვერ მიიღეთ გულშემატკივრებისგან ის რაც გეკუთვნოდათ იმიტომ ხართ რეალობას აცდენილები და პროფესორობთ კიდევ რაღაცეებს!!!! ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა, მუშაობის ხარისხი შედეგით ფასდება, სპორტის-ფეხბურთის შემთხვევაში, სპორტული შედეგით!!! რამდენი წელია რაც დინამოშია თქვენი პრეზიდენტი ბატონო პროფესორო და სად არის დინამოს სპორტული შდეგი ?! ის მაინც უთხარით გულშემატკივარს რამდენ ათეულ წელში ველოდოთ შდეგს რომ მაგ დროისთვის ევროპულ ხარისხზე იზრუნოს გულშემატკივარმაც!!!

• დოქტორი

ალბათ აქ უფრო კომპეტენტურია, მედიცინა უფრო სერიოზული სფეროა ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე და ფეხბურთში ისეთი არაფერია, ფანების ნერვებს ეთამაშები.

თქვენ რომ სოვდაგრები ხართ და დინამო სავაჭრო ცენტრის დონეზე გაქვთ, ეგ როგორი სტანდარტია? უბრალოდ თქვენი უტიფრობის დონეა აღმაშფოთებელი, თორემ სამწუხაროდ თქვენი საქმიანობა რომ არასაფეხბურთო სფეროა, მაგას კითხვა აღარ უნდა

• kote

am batons samedizino aakvs damtavrebuli,normaluri saxelmtifo rom ikos sakartvelo es ekimi unda ikos,am postze rogor danishnes? araprofesionalizmis bumia sakartveloshi...

• ვენდი

აბა კიჭები დაკრიჭეეეეე

• კახა

გავლენ და იბრძოლებენ ირბენენ მაინც ფეხბურთელებთან შედარებით.

• ქუთაისელი

თბილისელებს ჯერ მეცხვარეები არ მოუნელებიათ, და ამ ინტერვიუთი უკვე წინასწარ გაიმართლა თავი - სხვები 10-ჯერ მდიდრები არიან, ჩვენ იმათთან რას მივალთო..

• ვაი თქვენს პატრონს

აბა ბიჭო სულ გულშემატკივრების ბრალია ყველაფერი:)

• რეალობას ᲩავხედოᲗ ᲗვალებᲨი

ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან კი არ უნდა დაიწყოს,უნიათოებო ჯერ ისე უნდა ითამაშოთ,რომ გულშემატკივრობა დაიმსახუროთ!!!

• Shpiki

თამაშს იგებს ფეხბურთელი მაგრამ სამწუხაროდ დინამოს აარმოეპოვება მასეთი და ეგეც ვულშემატკივარის ბრალია თქვენი აზრით ალბათ გალსტუკიანო მაჩვებო

• ზურა

რაო ხალხი აღარ ტყუვდებაო? აღარ გპატიობთ გულშემატკივარი? რომიკო გიყიდით 20 კაციან ზომბების ჯგუფს ზოგს ტამტამს დააჭერინებს და ზოგს ბარაბანს.

• giggs

სად იპოვა ფიფიამ თავისნაირი მენეჯერად არ მესმის, მეგონა მარტო ეგ ერთი იყო მოწყვეტილი ფეხბურთის რეალობას. აი ასეთი ცუდი და მატყუარა საქციელის გაპრავებებს რომ კადრულობ ადამიანი, ყველაფრის ღირსი ხარ.

უხეირო მოცეკვავეს ----ები უშლიდა ხელსო, ისეა ამისი საქმე !!! შე საცოდავი დინამო ვის ხელში ხარ, რა დღეში ხარ !!! ყველა ზღვარს გადავიდნენ !!! კლაკსვიკთან რომ გაბანძდით ეგეც გულეშემატკივრის ბრალია ალბათ, თქვენი ლოგიკით?! არაფერზე პასუხი რომ არ მოგეთხოვათ მაგისი ბრალია ეს ყველაფერი !!!

• სოსო

ჩისკო რა შუაშია?თქვენ ვერ მოიგეთ გულშემატკივრების გული,ბატონებო,თქვენი უთავბოლო მუშაობით და ჩისკოს, ნურაფერს დააბრალებთ.ყოველ ნახევარ წელიწადში,ახალი და თან ძლიერი გუნდის შექმნას,ჩისკო კი არა,მსოფლიოს კორიფეებიც ვერ შეძლებენ.

• oto

ეს დინამო აგარაა და მარტო ხელფასი არაა ჯიგარი არა აქვთ რაც ძველ დინამოს ქონდა,ეზოში მოაგროვეთ ბავშვები უკეტესად ითამაშებენ,ყველაპერს ფულით რო უყურებთ ამაშია საქმე

• ფიფიას ტროლო

და რა უნდა მოხდეს ფიფიას ე.წ. მილიონების გარეშე იმაზე უარესი რაც ახლა ხდება?? დინამო ევროსარბიელზე თავს მოიჭრის? :D "ბეეეე, ბეეეე" ასე აღნიშნა ექვსივე გოლი ფარერელმა მეცხვარემ ;)

• სიმართლის მოყვარული

არ ვვარგივართ ბატონებო და რა ქნას ამ კაცმა? :)

• ზურა

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება,რომ თქვენ ხართ მეცხვარეები!!! წლებია გვატყუეთ და ჩვენც მომავლის იმედად ვიტყუეთ თავი!!! აღარ მოვტყუვდებით!!! რომან ფიფია მატყუარა აფერისტია! დინამოს სტაფს მხოლოდ კაი ხელფასი უხადე ყველაფერზე თვალებს დახუჭავენ! დინამოს ფანებს კიდევ თუ იმის იმედი გაქვთ,რომ რამე შეიცვლება და დინამო სახელს დაიბრუნებს აზრი მრჩება,რომ რაღაცის ფანობა გინდათ და ისტორიის მქონე გუნდი გყავთ ამოჩემებული!

• Hmm

ვაი შენს პატრონს

• Vasili

ვინც არ უნდა მოვიდეს დინამოში ფიფიაზე უარეს შედეგს უბრალოდ ვერ დადებს, ფსკერზეა გუნდი , უფროსწორად ფსკერის ქვემოთ რო სინესტეა , აი კიდე იმის ქვემოთ!!! / ამხელა იმფრასტრუქტურა დაითრია ტიპმა, და არაფრის კეთება არ უნდა! ნუ ქმნით ისეთ ილუზიას რო აი ფიფო თუ წევიდაა აქანა, მერე რა ვაჭამოთ ბაღნებს??? ეს თქვენ გაქვთ პრობლემა ფიფია რო მიბრძანდეს მერე თქვენც გიწევთ დინამოს დატოვება და ეგ გადარდებთ ზუსტად,/ თორე გამოჩნდება აუცილებლად მსურველი რათქმაუნდა, ბოლოსდაბოლოს ამხელა სტადიონი აქ გუნდს, საკუთარი აკადემია, ისტორია, და რა ჭირდება? ნორმალური სელექცია და მოტივირებული მწვრთნელი. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელს კიდე რო არ მიუკლან იმედი და არ გაყიდონ საზიზღარ გუნდებში...

• DAVE

უოტფორდია გვერდზე შედიან ქართველები და იქ აგინებენ ჩისკოსო და ეს მიუღებელია ჩემთვისო, რა თქვა ეხლა ისეთი რომ ატეხეთ აურზაური. ამ კომენტარების და კიე მანამდე როცა არერთი დაწერილა, მაგრად მინდა რომ ფიფია ადგეს ერთ დღეს და აი უბრალოდ დაგიტოვოთ ეს გუნდი. ვინაა მიმხედავი და წელიწადში რამდენიმე მილიონის დამხარჯავი ძალიან მაინტერესებს და რასაც დაემსგავსება გუნდი მერე, თქვენ აგეთ პასუხი ყველამ.

• გიორგი

გაიტანეთ გრელანდია... ეს კაცი სად შოულობს ასეთ მაგარ მოსაწევს? პლანის წევა ტვინის უჯრედებს ჯერ აშრობს და მერე კლავს... შეეშვით მოწევას ბატონო დირექტორო, ხომ ხედავთ თქვენზე არ მოქმედებს კარგად. ..

• გადასარევი გიორგი

საოცარ ალექსს :) ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ? :)))

• qomagi

fifias xelshi dinamo meti uketesi ver ikneba,daivitket((( mizezi ubraloa,ara aakvs sakmarisi finansebi, rom normaluri xelfasi shestavazos legionerebs, sxva kidev aravinaa vinz met fuls daxarjavda Dinamostvis da arz gamochndeba am gatak kvekanashi,mainz madloba fifias akademiisatvis,bolos da bolos ik agzrdili bavshvebi gamogvdgomia nakrebistvis da kidev gaizrdebian tito orola, kvarazxelia, chakvetaze!

• საოცარი ალექსი

საოცარია ამ ადამიანის დამოკიდებულება, ამ სტატიაში კი ჩანს რომ ის კი არ ანაღვლებს რომ ფარერებთან სირცხვილი ჭამა, არამედ ის თუ რას გრძნობს თურმე გულშემატკივრების წინაშე. იცი რას გეტყვი ? მოდი შენც და შენი საახლობლო, ფიფიადან დაწყებული მოშორდით გუნდს და ეშველება რაღაცა. თქვენ ხართ დროებით ფულის მყვლეფავები და ყველას გინდათ ეს სირცხვილი დაივიწყონ და ხმა არ ამოიღოს. ამისათვის თქვენ მხოლოდ ერთი რამე შეგიძლიათ: გუნდი უნდა გახადოთ წარმატებული და მოახვედროთ ევროპა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე. სხვანაირად როგორ და რაზე უნდა გესაუბროთ გულშემატკივარმა ?

• qomagi

samtuxarod ise moaxerxet gulshematkivrebiz agar gkavt, dinamos tamashze 150 kazis meti ar dadis,soflis gundi!

• კლაკსვიკი

ვინმემ ეს კომენტარები ხმამაღლა წაუკითხეთ ამ ვითომ დირექტორს. ჯერ ამის განვითარებული ფეხბურთი მანახა ვინმემ (სადმე თუ განვითარდა და არ ვიცი) და მერე მოგვთხოვონ პასუხი გულშემატკივრობაზე კაი მართლა და მართლა შე სანზონელო შპანა იმენა ქლიბი ხარ ლაპარაკი არ იცი სად რა უნდა თქვა და ფეხბურთი ხო საერთოდ ეზოშიც არ გითამაშია:))

• ანრი

მსგავსი სისულელე არავის უთქვამს. გულშემატკივრუს სტანდარტიო

• საღოლ ჯიგარო

მე მაინც მგონია, რომ დინამოს სა ქართული ფეხბურთის გარშემო ჩაბუდებული მხედრიონელებისა და მაგიოზების მოსპობით უნდა დაიწყოს ეგ ეღმავლობა...

• გოგა

მაყურებელი იქნება, როცა გუნდი გეყოლებათ. არ მეგულება მე ფეხბურთის მოყვარული საქართველოში, რო დინამო ძულდეს.დინამო იყო იგივე საქართველოს ნაკრები 90 მდე და არასოდეს შეურცხვენია თავი. ეხლა კი ამ დინამოს არ ვაღიარებთ და ერთი მარტივი მიზეხის გამო, შენისთანა უვიცები, რო სხედან მანდ მაგიტომ.

• გადასარევი გიორგი

აი ასეთი უტიფარი ტიპები რომ არიან და აქეთ რომ გიტევენ ეს ვაი მენეჯერები და ვაი პატრიოტები, ამ აბდაუბდას რომ ბლაყუნობენ, იმიტომაა დინამოსგან ის რომ დადგა რაც დადგა. საერთოდ რატომაა აი ეს ტიპი დინამოს სახელით რომ ლაპარაკობს ? ესაა ზუსტად პრობლემა და იმიტომაა ზუსტად დედა რომ ეტირა ქვეყანას და ფეხბურთს. წადით ბიძა იყიდეთ რამე უსახელო გუნდი, გაიყვანეთ შესარჩევზე და გინდა 28 ით ნოლი წაგიგიათ, დინამოს დაანებეთ თავი

• გიორგი გორგაძე

ყანაში ნაწრთობი ფეხბურთელები ჩამოიყვანეთ და ადაპტაცია აღარ გაუჭირდებათ

• გულშემატკივარი

გულშემატკივარი რომ მოიზიდო ჯერ უნდა აჩვენო რომ გუნდი ფეხბურთს თამაშობს და მეცხვარეებთან და მსგავს არაპროფესიონალებთან არ აგებს.თან სამარცხვინოდ. იმ გამოთქმისა არ იყოს მოგვენატრება ამათიო, ესენი ვერაფერს გუნდს ვერ გააკეთებენ. ნაცვლად იმისა გულშემატკივარს პატივი სცენ, აქეთ ნაგლად იაზობენ ეს სამარცხვინოები...

• wbc

თუ სამსახურიდან გაინთავისუფლებენ თავს წამეიყვანე კლასვიკიდან 2-3 კაცი იაფი ლწგიონერებიც არიან და ჩვენზე ხარისხიანებიც

• gia jashi

ძალიან მაინტერესებს რა პრინციპით არჩევს ფიფია გენ.დირექტორებს?

• hhh

ასეთი "ჭკვიანი"ხალხი საიდან იბადებით რა გუნდი უნდა გვყავდეს ჭ კლასისო და გულშემატკივრები ევროპული დონისო, ამის მოფიქრება არ გინდა კაცოოოო, ვახ რა დღეში ვართ.

• sormona

ვაი ამის პატრონს და მერე ვაი ჩვენ რო ამის ხელში ვართ...

• gogia

ბოდიში ბატონო ,თქვენი გამოსვლის შემდეგ ვაღიარებ რომ თქვენი ყველა მარცხი და წარუმატებლობა გულშემატკივრის ბრალია,მათი უღირსი საქციელის ბრალია რომ თქვენ ევროტურნირებზე ძალიან ცუდად გამოდიხართ, ბოდიში ბატონო. მაშინ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან მოიწვიეთ უცხოელი სპეციალისტები რომ დაგვატრენინგონ და ვისწავლოთ ქომაგობა.ამ სპეციალისტების მოსაწვევ თანხებს და მათ ანაზღაურებას ჩევენ გულშემატკივრები ვკისრულობთ,რომ ეს ხარჟები თქვენ და ბიუჯეტს არდააწვეს ტვირთად

• Მახვში

1-6 რომ წააგეთ, მერე რა ხდება? მერე რას აკეთებთ გულშემატკივრისთვის? დინამოსთვის?... სცადეთ მაინც ერთი გულშემატკივრის გულის მოგება? ნამუსი საერთოდ არ გაქვთ და შესაბამისად ჩემპიონობაც თვენი მოპოვებულო გგონიათ ალბათ :) იქნებ უფულო და თქვენზე ცუდი გუნდების დამსახურებაა... ამ დინამოს ნამუსი არ მოეკითხება...

• Rezo

დაგვცინი პატივცემულო? რაის 1 და 2 წელი? 11 წელია გასული უკვე ბატონო ჩემო. და ყოველ წელს უარესდება დონეც და შედეგიც.

• ზორბეგი

მაიცა ჯიგარო, როგორა? ანუ მაგ ლოგიკით სიტყვაზე ჯერ მაგალითად კერლინგის ევრო სტანდარტის გულშემატკივრები უნდა "გაჩნდნენ" საქართველოში რომ კერლინგის მაგარი ნაკრები გაკეთდეს? (კერლინგი იმიტომ ვახსენე, რომ ფეხბურთი და ეგ ჩვენთან ერთ დონეზეა)

• გულშემატკივარი

ეს უნამუსო ნახე რა.. ესეც მორალზე რო დაგიწყებს ლაპარაკს..

• არდილეს

რით აღარ გავიდა "სწორი განვითარების" ერთი ორი წელი ?

• ქომაგი

გულშემატკივრებს ევროპული სტანდართი მოთხოვეთ და თქვენ სამოყვარულო დონემდე დაიყვანეთ ევროპული გუნდი!

• bejo

ეს უსინდისო კაციიი რაის გულშემატკივარი ? ან რა ფარერებიდან წამოხვედი იმედგაცრუებული რა გუნდით ჩახვედი მთელი წელი შეშინებულები ვიყავით რო გადმოიყვანე ქუთაისის ტორპედო ფიასკოსთვის იყავი განწირული და ეხლა გულშემატკივარიო საოცრებაა იმენააა ...

• reri

ეს იმ გუნდის მენეჯერია, რომელიც ყოველ წელს მიწასთან გვასწორებს სირცხვილით

• მიშა

რა თქმა უნდა, გულშემატკივარის ბრალია. ჩვენ უნდა გაგვეგზავნა უამრავი წერილი ფარერების მისამართებზე და მოედანზე გასვლამდე დაგვეღალა ფოსტალიონი-ფეხბურთელები.

• b

ბიჯო ამაზე უნამუსობა არ არსებობს, ეს თახსირი!

• Temo

6:1რომ წააგეთ ფოსტალიონებთან ესეც ჩვენი ბრალია (გულშემატკივრების)?

• გულშემატკივარი

ადმინ(ოპელი) ვერ გავიგე???

• 1

რა სამარცხვინოები ხართ

• Me

მდაა... ნამუსიც კარგი საქონელიაო...

• კაროჩე რა

აჰა, ისევ გულშემატკივარს დააბრალეს თავიანთი ლუზერობა. დავაით რა.

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება