ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მანჩესტერი" მასში 100 მილიონს იხდიდა, ბებიას ნამცხვრისთვის გოლები გაჰქონდა, ფულზე არ გაიყიდა - იტალიელის ისტორია

"მანჩესტერი" მასში 100 მილიონს იხდიდა, ბებიას ნამცხვრისთვის გოლები გაჰქონდა, ფულზე არ გაიყიდა - იტალიელის ისტორია

"ბელოტი გარდასულ წელთა დიდ სპორტსმენებს მაგონებს: არ უყვარს სელფი, მინდორზე გორაობა და არც სიგარეტს აბოლებს. გავიცანი მისი ორივე მშობელი, ხალხი ზნეობრივი, უბრალო, მშრომელი. ისინი არ ჰგვანან ჩვენს მახინჯ წევრებს, გაქნილებსა და ანგარებიან გაიძვერებს. ანდრეას დევიზია: "მოითმინო, აიტანო, რათა ბევრი გაიტანო!" - ამბობდა ბელოტიზე სინიშა მიხაილოვიჩი.

თავდამსხმელი, დაბადებული წყნარ კალჩინატში, იზრდებოდა "ალბინოლეფეს" ინტერნატში, ისეთსავე პირობებში, როგორც ფლოტი საშიშ ზღვაში. სახელი ბაბუასაც ანდრეა ერქვაო, რომლის "კუმირებიც" იყვნენ პელე და ტოსტაო. მაგრამ გარდაიცვალა ადრე მეტადრე, 6 თვით ადრე ანდრეას დაბადებამდე. პატარა ბელოტის არ სცმია ნაირნაირი, მაგრამ გოლის სანაცვლოდ ტკბილეულს აძლევდა ბებო მარია და ანდრეას ნამცხვრის სურვილით სულ უფრო მეტი გაუტანია.

სხვათა შორის, იგივე კალჩინატეში უფრო ადრე დაბადებულა პიეტრო ვერხოვოდი, ჩემპიონატში 800 მატჩი ჩაუტარებია, 100 როდი. ნიჭიერი პიეტრო არ ყოფილა ხულიგანი, თუმცა უთხრეს, სხვა დონეაო შენთვის "მილანი". ანდრეას, პიეტროს მსგავსად, მიუგეს: "მადლობა, ნახვამდის", ტალანტი მისი აიგდეს, არც მიაცილეს კარამდის. ეს არ იყო მილანური კლუბი ანდა კიდევ სხვათა. დამწუნებლად მოევლინა ბაბუს საყვარელი "ატალანტა". რაღა უნდა ქნა კადეტის ასაკში, როცა ვერ ჰყვები უფროსებს თამაშში? ახალგაზრდა ანდრეა არ ამხტარა და არც დახტა, მიდგა-მოდგა, შეწუხდა და სწორი გუნდიც გამონახა.

"ალბინოლეფეში"კი ჩაირიცხა, საკმარისი აღმოჩნდა მამის 10-წუთიანი მისია. მაგრამ მშობელი ანდრეას მოშვების საშუალებას არ აძლევდა, უყვიროდა, აბრაზებდა, თანაც მუდამ კუდში სდევდა. ბელოტის მამა საცეკვაოდაც არ უშვებდა, სახლში კეტავდა, როგორც ბატონი. ხომ გესმით, კაცი იყო მეტად კონსერვატორი. მოგვიანებით ანდრეამ გაიხსენა, რომ ტიროდა, იტანჯებოდა, განიცდიდა, მაგრამ ამ დროსაც მამის სიტყვები გახსენებია: "თუ სასიკვდილოდ არ დაიღალე, ჩათვალე, სულაც არ გირბენია!"

ანდრეას პორტრეტში სხვა შტრიხებიც არის. როცა მამა სტამბაში ოჯახისთვის ფულს შოულობდა, დედა უვლიდა, თავს ევლებოდა, პერანგებზე ღილს უკერებდა. სხვათა შორის, ფეხბურთელობა ანდრეას ძმასაც უნდოდა, მაგრამ შიშობდა, რომ ცნობილი ვერ გახდებოდა, გზა ძმას დაუთმო და გვერდით გადგა, შეფ-მზარეული კი - ბრწყინვალე დადგა. ანდრეა კი საფეხბურთო ლატარიაში გასამარჯვებლად თავს არ ზოგავდა, რათა მშობლები მძიმე სამუშაოსაგან ეხსნა. ასეთ ქცევას ბელოტი თავის "კუმირს" დაესესხა.

სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა ანდრეამ კედელი პლაკატით მორთო, პლაკატზე კი იყო (ვერც მე გამოვიცანი) შევჩენკო, არა ვიერი და არც ზიდანი. როცა "სან სიროზე" იხილა გმირი უკრაინის, თვითონაც გადაწყვიტა გამხდარიყო ბომბარდირი, მაგრამ უთხრეს, თურმე გუნდშიც სხვა ჯობდა, დიდებაც თითქოს სწრაფად დაშორდა. კლუბიდან მისი გაგდებაც კი უნდოდათ, ურცხვნი ტოვებდნენ უგზოდაც, თუმცა იბრძოლა და არ დანებდა, პირველ მატჩშივე გოლი გაჭედა.

სადებიუტო სტრესმა ხელი ვერ შეუშალა, ისე ითამაშა, როგორც ავტოპილოტით - მაღალი ბურთი კარში თავით გადაგზავნა - ასეთი იყო პირველი გოლი ბელოტის. თამაშის მერე უცნაურად მოიქცა: კლუბზე, რესტორანზე უარი თქვა, ადგა და ბებოსთან სახლში გაიქცა. ბებო კი ისევ სთავაზობს: "ნამცხვარი გოლის სანაცვლოდ!" "სენიორა! ასე კაირო, პრეზიდენტი "ტორინოს", მადლობას უხდის მარიას: "ანდრეას ბომბარდირობა თქვენი პრემიის ბრალია!"

მაგარი იყო ანდრეას ბავშვობის მეგობარიც. თამაშობდნენ ძმაკაცურად. ერქვა იური გალო. გაჰქონდა ესთეტიკურად, კარიერა კი გამოუვიდა უბრალო. იურიმ ანდრეას გაკვეთილი ჩაუტარა, თავად კი ნიჭი ლამაზ წყაროს გაატანა. ნამდვილი კოშმარი, თუმცა ცოტა ხნის წინ გახსნა ბარი. იქ სტუმრებს უყვება, როგორც აღმოჩნდა მილანის "ინტერში", იქიდან კიდევ თითქმის ციხეში; როგორ გაფანტა ტალანტი მისი, ეს კი ანდრეასთვის რჩევებად ისმის.

მისით დაინტერესდა "პალერმო" და რათა კარიერისთვის ანდრეს არ ევნო, უარი თქვა ასიათასებზე, რადგან ოცნებობდა სწავლაზე, ზრდაზე და არა დილიდან ფულში ბანაობაზე. "ისე აღმზარდეს ბავშვობიდან მე ჩემს ოჯახში, ფულის მდევარი არ ვიქნები სხვა ცხოვრებაშიც!" - ამბობდა ახალგაზრდა ფორვარდი.

"პალერმოში" დებიუტი? მშვენიერი გამოვიდა, საგოლე პასი გააკეთა, როგორც კი მინდორზე შემოვიდა. შედეგმა კი ვერ გაახარა, დამარცხდნენ, გატუზოს გუნდი სერია B-ში მე-10 ადგილზე დაეცა, ნაბიჯმაც არ დაახანა და ხელმძღვანელობამ გუნდს ახალი მწვრთნელი ახარა. მოვიდა იაკინი, დიბალა შეიყვარა, ბელოტი ძირითადს არ გააკარა, ანდრეამ კი ათი მაინც გაიტანა. ბელოტის სიცილიაში შანსი არ ჰქონდა, დიბალას ჩრდილში წუთები უნდა ეთხოვა...

თუმცა სამხრეთში გატარებული წლები დაკარგული არ ყოფილა, ცხოვრებამ ბელოტის სირთულეები ამყოფინა და ოცნების ქალიც აპოვნინა. ჯორჯია დურო იყო ტელეწამყვანი და მოდელი, მაღალი, ტანადი, თვალისმომჭრელი. როცა "ბოლონიასთან" ანდრეამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, კამერის წინ დაიყვირა: "იმ წამიდანვე, როს მის გვერდით ვარ, მე უკვე ვფრინავ და აღარ დავდივარ".

ბელოტის მოუვიდა ტყუილის დრო, უთხრა, გალერეაში გადაღებაა, ქალბატონო დურო. თვითონ კი მილანში გაფრინდა, ბეჭედი იყიდა და უკან წავიდა. სახლში მისულს ბევრი არ უფიქრია: "სიკვდილამდე შენთან ყოფნა მწყურია". გოგონა ძალიან დაიბნა, დააგვიანდა, თანხმობა მხოლოდ მაშინ წამოსცდა, როცა საათი თითქმის გაოცდა.

ქორწილამდე ანდრიკომ ასის ნახევარი გოლი გაიტანა. ეს მხოლოდ მერე, რაც ჯორჯია შეიყვარა. მერე? მერე დაუსხეს დიდ ჭიქაში და...

მომზადებულია Tribuna-ს მიხედვით

• გოგი

ბელოტის წინაპრები იყვნენ სასომხეთიდან, კერძოდ კიროვოკანიდან! მათი ნამდვილი გვარი გახლდათ ბელტონიანი…

• გიო

არ შეიძლება ამოიღოთ ეს სტატია? 10 წელია საიტზე დევს

• ვახო

უდაოდ !!!

• სებასტიან

გაიყიდაა, გაიყიდააა!!!

• უვიცი

მაინც გაიყიდა:)

• ჯელა

ყოჩაღ ავტორს.თავიდან უბრალოდ ვკითხულობდი.მერე მთელი ინტერესით ვაწყობდი სტროფს სტროფზე )))

• რა გვეშველება?

საოცრება კი არა, საცოდაობაა. სპორტულ ჟურნალისტიკაში კი არა პოეზიაშიც არ ხმარობენ უკვე რითმას.

• კოტე

პატივს ვცემდი ბელოტის, სანამ ევროპის ჩემპიონატზე black lives matter-ის ტერორისტებს არ დაუჩოქა.

• კოტე ბრეგვაძე

საოცარია ავტორის ინდივიდუალური ლიტერატურული სტილი.

• თინა

რა კარგი ლექსია, ცრემლი მომერია. ხვიჩა ხართ, თუ გალა? ღმერთმა დაგლოცოთ

• სანდრო

გადასარევი სტატიაა, მით უმეტეს ქართული სპორტული (და არამარტო სპორტული) ჟურნალისტიკის დაბალი დონის გათვალისწინებით. ვინც წერა-კითხვასთან მწყრალადაა, ბუნებრივია არ მოეწონა. ვერც გაიგეს, კითხვა გაუჭირდათ.

• მიჩინიო

დიდებული სტატია იქნებოდა... რომ არა თარგმანი

• Davit

შევღონდი

• Ბესო

რავი რანაირად მოგეწონათ, შევწუხდი სანამ დავასრულე კითხვა

• სერგო

ყოჩაღ ხვიჩა, ძალიან კარგი ნაშრომია! თუ შეიძლება ხშირად დადეთ მსგავსი სტატიები.

• bs

არ ვიცი ორიგინალში ,,Tribuna"-აც ასეთ სტილში ეწერა და ავტორმა გადათარგმნა, თუ თავისი იდეა იყო ტრიბუნის სტატიის გალექსვა, მაგრამ კარგი კი გამოვიდა ყველა შემთხვევაში! რაც კარგია, კარგია!

• თენგო

ლექსად კი არა, უწიგნურადაა დაწერილი.

• Engadi

რომ დაწერხოლმდ ერთხელ ან ორჯერ გადაიკითხე, შეცდომები რომ გაასწორო

• დავითი

კარგი და ძალიან საინტერესო სტატიაა, მაგრამ საოცარი ისაა, რომ ლექსადაა დაწერილი. თავიდან ვიფიქრე მეჩვენება, უბრალოდ დამთხვევაა მეთქი, რადგან ამას პირველად ვხედავ. რასაკვირველია უცნაურია, მაგრამ - ბრავო!!! :)

• ანრი

ბრავო ავტორს, ბელოტის ისტორია კარგად ვიცოდი,მართლაც ბევრი გაჭირვება და დაცემა გამოუვლია ბავშვობიდან და ერთგულების მაგალითია,2წლის წინ 35მლნ იხდიდნენ და მაინც ტორინოში დარჩა.ასეთები ცოტა დარჩნენ დღევდნდელ დაბინძურებულ ფეხბურთში. ბრავო კიდევ ერთხელ.

• Levan

კარგი სტაიაა,შექსპირისეულად იკითხება.ბელოტიც მაგარი ფეხბურთელი,საერთოდ იტალიელ ფეხბურთელებს ახასიათებთ თავმდაბლობა და გუნდისადმი ერთგულება(მაგ.დელ პიერო,ტოტი,მალდინი,ბარეზი და უამრავი სხვა ვარსკვლავი და ლეგენდა),პატივს ვცემ ასეთ ფეხბურთელებს.

• მელორი

საღოლ ძმაო, ყოჩაღ! ორიგინალურია და კარგად იკითხება. მინუსის დამწერს, რა უნდა ელაპარაკო, ეგ ეტყობა შოთა რუსთაველის ფეხბურთზე დაწერილ ნარკვევებზეა გაზრდილი.

"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

დრამა იტალიაში - გავარდნილმა "სამპოდორიამ" მომავალ სეზონში კვლავ სერია B-ში იასპარეზოს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ოფიციალურად: ბელოტი "რომაში" გადავიდა

მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა

"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში

იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]

ისევ სამშობლო თუ საფრანგეთი?! - ბელოტის მსურველები მრავლად ჰყავს

პირველად იტალიური კლუბის მიღმა - ბელოტი კარიერიას პორტუგალიაში განაგრძობს