ajaxshowtime.com-მა შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

-რას ფიქრობთ დღევანდელ "აიაქსზე"?

-ფეხბურთში ყოველდღიურად ბევრი რამ იცვლება. ბევრ გუნდს ხშირად ახალი ბირთვით უწევს ახალი კლუბის ჩამოყალიბება და "აიაქსიც" მათ შორისაა.

ყოველთვის რთულია, როდესაც ბევრი მოთამაშე მიდის, შენ კი ისინი აკადემიის ფეხბურთელებითა და რამდენიმე ტრანსფერით უნდა ჩაანაცვლო.

ამსტერდამელებს ჰყავდათ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც ედვინ ვან დერ საარი და მარკ ოვერმასი არიან. ეს "აიაქსის" ერთგვარი კულტურაა. კარგი ფეხბურთელები მიდიან და შემდეგ მათი ჩანაცვლება იწყება.

ძალიან რთულია ამ დროს ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწიო წარმატებას, როდესაც კლუბში გყავს გამოუცდელი მოთამაშეები, რომლებსაც ამ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გააჩნიათ.

ერთხელ ფრანკ დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ სურათს, სადაც 22 ფეხბურთელია ნაჩვენები. იცით, რა მოხდა იმ სეზონის შემდეგ? - გუნდი 9 წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

"აიაქსში" მწვრთნელები ყოველთვის დიდ სამუშაოს ეწევიან. ასე იყო დე ბური, პიტერ ბოში და ერიკ ტენ ჰაგი.

"აიაქსს" ყოველთვის დიდი ტალანტები ჰყავდა. გუნდში ყოველთვის არის 2-3 უდიდესი ტალანტი, დანარჩენ მოთამაშეებს კი დიდი პოტენციალი გააჩნიათ. დღეს ერთ-ერთი უდიდესი ტალანტის მფლობელი ფეხბურთელი გრავენბრეხია.

-თქვენ კარიერის მანძილზე "აიაქსშიც" გითამაშიათ და "ალკმაარშიც"... ისინი 31 იანვარს ერთმანეთს შეხვდებიან...

-ეს ისეთივეა, როდესაც არჩევანი ვაჟსა და ქალიშვილს შორის უნდა გააკეთო (იცინის). ორივე გუნდში დიდებული პერიოდი გავატარე. ჩემი ოცნება ახდა, როდესაც "აიაქსის" ფორმა მოვირგე და უდიდეს სითბოსა და სიყვარულს განვიცდი "ალკმაარის" მხრივაც.

როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვიცი, რომ მე დამარცხებული არასდროს გამოვალ.

-რა განსხვავებაა თქვენი დროის "აიაქსსა" და "ალკმაარს" შორის...

-"აიაქსი" უნდა ყოფილიყო ყოველთვის პირველი შიდა ჩემპიონატში და გუნდისთვის სხვა რამ წარმოუდგენელი იყო. "ალკმაარში" ყოფნის პერიოდში კი ჩვენ მე-4-დან მე-8 ადგილებს შორის ვტრიალებდით.

"აიაქსში" სეზონის დაწყების წინ მოდიან და გეუბნებიან უნდა იყოთ პირველი და მორჩა, ამით ყველაფერი დამთავრებულია.

-"ფახთაქორში" საკმაოდ წარმატებული 2,5 წლიანი სამწვრთნელო კარიერა გქონდათ. ახლა კი მწვრთნელად თქვენი ასისტენტი პიტერ ჰუისტრა დაინიშნა. რა არის ამის მიზეზი?

-"ფახთაქორში" მართლაც 2,5 წელი გავატარე, რაც ძალიან დიდი დროა. გუნდის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა და სახლიც ძალიან მენატრებოდა. დღემდე არ ვიცი რომელი იქნება ჩემი მომავალი გუნდი.

პიტერი იყო ჩემი ასისტენტი და არ გვინდოდა დაგვენგრია ის, რისი მშენებლობაც ყველამ ერთად დავიწყეთ. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ აკადემიაში, ბევრი ფეხბურთელი დავაწინაურეთ მთავარ გუნდში.

შევქმენით და დავნერგეთ ჩვენი სათამაშო სტილი და ფილოსოფია, რომელმაც საკმაოდ კარგად იმუშავა. "ფაქთაქორის" დირექტორს ვუთხარი, რომ ყველაფერი ამის გათვალისწინებით, პიტერი არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნებოდა და მანაც დამიჯერა.

-ახლა თურქეთში იმყოფებით. ამ ქვეყანაში აპირებთ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას?

-თურქეთში, როგორც მწვრთნელმა 7 წელი ვიმუშავე და ალბათ, ერთ-ერთი პირველი უცხოელი ვარ, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გაჩერდა. წინადადებები თურქეთიდანაც მაქვს, მაგრამ მას პირველად არჩევნად არ განვიხილავ.

-რომელ ქვეყანაში გსურთ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება?

-ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია, რომ გავაკეთო კარგი არჩევანი, რომელიც როგორც კარიერაში დამეხმარება, ასევე პიროვნულადაც საკმაოდ კომფორტულად ვიგრძნობ თავს.

ძალიან მოტივირებული ვარ. მწვრთნელად უკვე ვიმუშავე თურქეთსა და ისრაელში... მქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნის ნაკრებებიდან შემოთავაზებები... ვნახოთ, რა იქნება.

როდის განვაახლებ სამწვრთნელო კარიერას ჯერჯერობით არ ვიცი. ახლა თურქეთიდან 2-3 გუნდი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი ხილვა სურს. მე მათ ვეკითხები კონკრეტულად ჩემგან, როგორც მწვრთნელისგან, რა სურთ... ისინი მეუბნებიან, რომ ახალი პროექტის დაწყება სურთ და მეტი კონკრეტული არაფერი. მაქვს წინადადებები, რომლებზეც უარს ვერ იტყვი, არის შემოთავაზებები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავო.

-განიხილავთ, "აიაქსში" დაბრუნების შესაძლებლობას?

-როგორ შეიძლება, ვინმემ "აიაქსს" უარი უთხრას... ყველას, ვისაც ამ გუნდში უთამაშია და წარმატებისთვის მიუღწევია, უარის თქმა გაუჭირდება.

წარსულში შემოთავაზებები მქონდა "ვიტესიდან" და "ალკმაარიდან", მაგრამ დათანხმება არ შემეძლო, რადგან სხვა გუნდში ვმუშაობდი და საქმეს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი.

ამ ეტაპზეც ერთ-ერთი ნიდერლანდური გუნდი არის დაინტერესებული და ვნახოთ, რა იქნება...

tngh
წარმატებები შოთას, და ძმები არველაძეების ფონდს... AAA.
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
თურქული გამოცემები: ადებაიორი შოთა არველაძის გუნდში ითამაშებს
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება