"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.

"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".

ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:

"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.

წყარო: პირველი არხი

უბრალო
მართალი ხარ ყველაფერში, მარა საქართველოს ნაკრების წარმატემული თამაში მგონი არავის არ აწყობს, და მიზეზი იქნებ დაწეროს ვინმემ. აქაც ფული ტრიალებს თუ დაიკიდა ყველამ ქვეყანაც და ღირსებაც???
grisha
შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე, გეთანხმები 100 პროცენტით, ჩემგან ლაიქი :)
fff
ისე ის დროა ვიკითხოთ, ვაისი ისევ თავისუფალია?DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
უნივერსალი
ჯერ ერთი, ქეცბაიას სულ რომ დაუჩოქონ აქ ნაკრებში ჩამომსვლელი აღარ არის. მეორეც კონტრაქტი აქვს კლუბთან, სადაც იციან მისი ფასი და არ გამოუშვებენ. პირველმა კანდიდატმა - არველაძემ უარი თქვა კარიერის გაწირვაზე, რადგან ბრწყინვალედ ახსოვს ქეცბაიას ისტორიაა და არა მხოლოდ... იდეალური ვარიანტია ცხადაძე, რომელიც პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დაინიშნა ნაკრების დროებით მწვრთნელად და თავი არ შეურცხვენია. მერე გაუფორმეს გრძელვადიანი კონტრაქტი და კობიაშვილის გუნდი რომ მოვიდა ფედერაციაში მადლობის ნაცვლად გააპანღურეს ნაკრებიდან. კობიაშვილმა უნდა ილოცოს, რომ ცხადაძეს დავიწყებული ჰქონდეს ლევანის უმადურობა და მთელმა ფედერაციამ ერთ ადგილას უნდა აკოცოს, თუ ქვეყნის გამო გვერდზე გადადებს სიამაყეს, დაივიწყებს კობიაშვილის ჩასვრილს და დათანხმდება ამ გაუბედურებული ნაკრების ისევ თავიდან აშენების მცდელობას! შექმნილ სიტუაციაში უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს! ამიტომ, 1. ჯერ კობიაშვილს უნდა შევაგნებინოთ ხალხმა რომ კაცურად მოიქცეს და საკუთარ ჩასვრილზე ბოდიში მოუხადოს კახას და შესთავაზოს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება და ნაკრებში დაბრუნება. შეცდომის აღიარება და საერთო საქმისთვის პირადი ინტერესებისა და შეახედულებების გვერდზე გადადება იქნება ნამდვილი პროფესიონალიზმის გამოვლინება, რაშიც დღეს უკვე თითქმის ყველას ეჭვი გვეპარება კობიაშვილთან მიმართებაში. 2. ამის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა უნდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ კახა ცხადაძეს ასევე პროფესიონალური ნაბიჯის გადადგმისკენ, რაშიც მე პირადად ეჭვი ჯერ-ჯერობით არ მეპარება. დანარაჩენს დრო გამოაჩენს... თუმცა ცხადაძის მხრიდან უარის გაგებაც შეიძლება, რადგან არველაძის მსგავსად, მასაც კარგად ემახსოვრება როგორ ლანძღავდნენ გულშემატკივრები ნაკრების ქათველ მწვრათნელებს - ჩივაძეს და ყიფიანს, ქეცბაიაზე ისტორია ხომ ჯერ ისევ "ცხელია"...
ირაკლი
შეხედეთ კობიაშვილს, იაშვილს, მუჯირს, ცქიტიშვილს, შეხედეთ ფედერაციის მართვით ორგანოს და ამ "ინტელექტის" ფონზე მწვრთნელთა ძირითადი მასა ხომ წარმოგიდგენიათ რა დონისაა და რა უნდა ასწავლონ ბავშვებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მარტო ეხლანდელ მმართველებს არ ვგულისხმობ, არც წინა და იმის წინის წინა წარმოადგენდა რამეს. რა გახდა პროფესიონალი მენეჯერები ამ სფეროში. თუ ოდესმე ბურთი გაგიგორებია, რაღა მაინდამაინც ფეხბურთის ფდერაციის სათავეში უნდა მოხვიდე შე ოჯახაშენებულო. ან რა გახდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულ მუდამ მმართველი პარტიის წევრი ან დანიშნული როგორ უნდა იყოს. აი სადაა ჩვენი ფსკერზე ყოფნის მიზეზები.
ირაკლი
კტო ტაკაია წიოწა ნინა იზ ტბილისი?
L.J.
კახის დიდ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს,როგორც მწვრთნელი ეროვნული ნაკრების რაღაც მეეჭვება თუმცა ბაჩანამ მგონი დაანება თავი ფეხბურთს;)))
oceola
და ვაისი უფრო ლამაზად ათამაშებდა ნაკრებს? თამაშობდა ინდივიდუალურად ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. ქეცბაიას რომ ჰყოლოდა ეს ფეხბურთელები, მასთანაც ითამაშებდნენ.
ქობულეთიდან
რა ქეცბაია ხომარ ღადაობთ? მის დროს ნაკრები კატასტროფულ ფეხბურთს თამაშობდა,შედეგებზე არც კი ღირს საუბარი.მაგას კიდე ცხადაძე ჯობს,თუმცა არც მის დროს ვბრწყინავდით. უცხოელ მწვრთნელს ალტერნატივა არ აქვს,კარგი სანაკრებო გამოცდილებით.
gela
ხრდილობის და ტაქტის აშკარა დეფიციტი! ნებისმიერი დიალოგი კონფლიქტში გადადის.
ზურა
))))) ქართველი მოსპობს ნეპოტიზმს კიი!!! ქართველი ცხადაძე ხომ გვყავდა,თავის ბიჭს რომ ტენიდა ნაკრებში ძალით,თან ისე,რომ იმასაც არ უნდოდა ფეხბურთის თამაში....
SOS
ქეცბაია არა, კობიაშვილი ჯობია, ვერ უყურებთ ფედერაციაში და პარლამენტში როგორ დაალაგა ყველაფერი რამხელა წარმატებები გვაქვს?! ვაი შე საცოდავი ქართულო ფეხბურთო!!!!!
ჯიმა
მე მგონი ცხადაძე კარგი ვარიანტია, მაგრამ ფედერაცია არ წყალობს.
las
ნუთუ ვინმეს კიდევ აქვს იმედი რომ ეს უდღეური ფედერაცია საჭირო მწვრტნელის შერჩევას შეზლებს? გადახედეთ იმ მთავრობას ვინც კობიაშვილი დასვა, რამე სფეროში აქვთ წარმატება? და რატომ გგონიათ რომ ფეხბურთში ექნებათ გარღვევა. ესენი მთლიანად დაანგრევენ ქვეყანასაც და ფეხბურთსაც

აქ ხალხი ისე ლაპარაკობს, თითქოს ვინმე თავს იკლავდეს ჩვენთან მუშაობაზე. ბენიტესზე ნაკლები არ იყო კუპერი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნაკრების დონეს შევხედოთ და ისე ვიმსჯელოთ. არველაძეს არ უნდა და გასაგებია, რომ თავს საგინებლად არ გაიხდის. ასევე უცხოელი, რომელიც ეგრევე მიხვდება, რომ კაჭარავას მუცლურ-გვერდული არ გამოადგება. ამიტომ ამ სიტუაციაში ვინმე ნორმალურის დაყოლიება ძალიან ძნელია მითუმეტეს რეალური შედეგი მეოთხე ან მეხუთე ადგილის ზემოთ ამ გუნდით ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ცხადაძეც არ არის იმ დონის მწვრთნელი, რომ მიღწეულზე უკეთესი შედეგი აჩვენოს
zaza
ოტო ილგნერი ვინაა ? :0 ილგნერი იყო სახელად ბოდო . ოტო ერქვა რეჰაგელს და ის იყო იმ საბერძნეთის მწვრთნელი . არ არის აუცილებელი უცხოელი . უცხოური მიდგომა უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან და მივიღებთ ისეთ ფეხბურთელებს , როგორებსაც ესმით უცხოელი მწვრთნელის , მაგალითად გერმანელის . არ გვყავდა ტოპმიოლერი და კუპერი ? რომელიმეს კომპეტენცია დაეწუნებოდა თუ ეხლანდელი ფეხბურთელები ჯობიან მაშინდელებს ? ! შედეგითაა ძამიკო დასათვლელი . აქ კიდევ , ჩივაძე ჯობდა ყველას და არა მგონია წინაპრებიდან გერმანელი ყავდეს ვინმე საშას . რატომღაც , მალე ივიწყებთ გუშინდელ დღეს და ემოციებზე დაურდნობით წერთ .
emigranti
ახალკაცი ფეხბურთის ლომონოსოვიც იყო და ნიუტონიც. მასზე ერუდირებული მწვრთნელი საქართველოს არ ჰყოლია. სწორედ ეს იყო მისი წარმატების საფუძველი. დღესაც გვყავს მსგავსი ახალგაზრდა მწვრთნელი, მაგრამ არა მგონია დაინიშნოს, რადგან ზემოდან რჩევებს არ აჰყვება და ამისთანა არ უნდათ. მწვრთნელი ვერ დაუნიშნიათ და ეხლა კარგი ფსიქოლოგი რომ მოვთხოვოთ ნაკრებში, შეიძლება გაისისთვის მოძებნონ, აუცილებლად სჭირდებათ.
emigranti
ახალი სახე გვჭირდება ნაკრებში, აუცილებლად ქართველი. გვყავს ამისთანა რამოდენიმე და ის უნდა დაინიშნოს, რომელიც ნეპოტიზმის ყოველგვარ სახეობას მოსპობს. რის ქეცბა და რა "ბაჩანა", ორივემ გვაჩვენა რაც შეუძლიათ.
emigranti
ოტო ილგნერი ვიღაა, საბერძნეთიდან?:)))
emigranti
გვახსოვს, როგორ არ გვახსოვს, ბარსელონასავით პასებით რომ გვათამაშა ესტონეთთან, რა დამავიწყებს.
emigranti
...და ბაჩანა, ასისტენტად.:)))
კახი კახა
რა ქეცბაია რის ქეცბაია,ქეცბაიას ნაკრები ნუთუ არ გახსოვთ რა დონის ანტიფეხბურთს უბერავდა.თუ ქართველ მწვრთნელზეა საქმე ცხადაძე ჯობია ბევრად
arabika
ეტყობა ფედერაციას კაი შედეგი გონია ბოლოს წინა ადგილი როცა გიბლარტალი გყავს ჯგუფში და იმიტომ ეძახიან ქეციბაიას??
ცოტნე
შემადგენლობებს გადახედე მაშინდელს და ახლანდელს. უთამაშებელი ხუბუტია დაცვის ბურჯი იყო, უთამაშებელი კობახიძე - ნახევარდაცვის და რა შედეგი უნდა დაედო.
გოგა
3 მეტნაკლებად გამორჩეული მწვრთნელები გვყავს, ქეცბაია ცხადაძე და არველაძე.. რათქმაუნდა ქეცბაიას უკეთესი სამწვრთნელო კარიერა აქვს, ვიდრე ცხადაძეს და არველაძეს. თუ ქართველი უნდა იყოს ისევ ქეცბაია, თუ არადა უცხოელი.
კ ო მ ბ ლ ე
რომელი ჭკუათმყოფელი დათანხმდება კობიაშვილის „„პრედლაჟენიას““? თან თუ ზურგს ინდაური კალაძე უმაგრებს,. არცერთი... პონტი არაა ბატო ნო სიმონ, პონტი!
tas
დამისახელე ჩვენი კალიბრის ქვეყანა სადაც საკლუბო ფეხბურთი ლეგიონერების ჩამოყვანის გარეშე განვითარდა?
გიორგი
მე პირადად იური სიომინი მირჩევნია ყველას, ტუ უფრო შორს წავალთ თავისუფლები არიან რაფაელ ბენიტესი და რობერტო მორენო, თუ ამ სამიდან ვერცერთს ვერ მოვიყვანთ მაშინ გია გეგუჩაძე დანიშნეთ
lelo
მიკვირს ამდენი გულშემატკივარი რომ გამოუჩნდა ქეცბას. თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ ქეციბაიას დროინდელ შედეგს, მთელი შესარჩევის დროს ნაკრებმა სულ 4-გოლი გაიტანა ძირითადათ გუნდი 0-0 0-1 თამაშობდა. და რატომ გინდათ კიდევ იგივე? თუ ბედნიერებათ მიგაჩნიათ რომ გუნდი დიდი ანგარიშით არ აგებს რადგან 11-კაცი კარს იცავს! და კიდევ არის და ლარისას რომ უგებ ეგ არ ნიშნავს რომ შვედეთის და ესპანეთის ნაკრებს რამეს შესთავაზებ!
gia
ცხადაძე
tuki
კინო ქეციბაიას შესრულებით უკვე ნანახი გვაქვს!! რამე ახალი შესთავაზეთ ხალხს!! თუ არა და მე დამნიშნე 1-კვირა ფედერაციის უფროსათ და ისეთ მწვრთნელს გიპოვი რომელიც გუნდს გამოადგება!!
Zaza
განათლებული და ენის ტარტარი კიარა ფეხბურთი უნდა ესმოდეს მწვრთნელს და ფეხბურთელების კლასიც ხელს უნდა უწყობდეს.ახალკაცი არც ლომონოსოვი იყო და არც ნიუტონი არც მიხიჩა ლატვია რო ევროპაზე გაიყვანა წაიკითხეთ პახარსი რას წერს.ტაქტიკა დისციპლინა და ფიზიკური მომზადება ეს სამი რამ თუარ გაქ მარტო ფინტი შეინახე ნაფტალინში რუჩნოი ამოწეულივით რო ბუქსაობ ერთ ადგილზე მაგას ფეხბურთი არ ქვია. რა ბედოვლათი ნაკრები გყავს ხო იცი ხოდა შენ რო იცი იმ უცხოელმაც იცის ამიტომაც არ მოდის.
ზვიადი
ჰოლანდიელი ად გერმანელი მწვრთნელი ნაკრებს დახატავდა, უფრო მრავალეროვანს და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებინებდა ნაკრებს. აღარგვინდა რა ეს უკან პასი მერე კიდევ უკან და ცენტრამდე რომ ბურთს ამოვიტანთ ტაში...
კაცურათ!!
ფედერაციიდან წერ??
13
რატომ ხართ ცხადაძის წინაამღდეგი? არ გახსოვთ ქეცბაიას შემდეგ მოვიდა და როგორ შეტევითი ფეხბურთზე გადაიყვანა. თუნდაც გერმანიასთან თამაში.(წაგების მიუხედავად) მაშინ უკმაყოფილო იყავით მისი წრთნელობით? ბარსელონასავით პესებით რომ ათამაშებდა
ziko
ცხადაძე მწვრთნელად ახლა ყველაზე კარგი იქნებოდა, შეუძლია მას ფეხბურთელებთან ურთიერთობა,ვაისი კი ბოლოს ისე იყო აჭრილი რას აკეთებდა ფეხბურთელებმა კიარა თვითონაც არ იცოდა,ცხადაძეს კი შეუძლია გუნდი კარგად დაქოქოს და ფეხბურთელების მიმართ მომთხოვნიც იყოს,კარგი ფსიქოლოგიც ჩანს ცხადაძე.
ჟორა
ასწავლეთ, კარგია.მაგრამ ვინ უნდა ასწავლის? ორ სიტყვას რომ ერთად ვერ გადააბავს ,ეგ რა მწვრთნელია?ფედერაციიდან დაწყებული, ნებისმიერი კლუბის თუ საბავშვო გუნდების მწვრთნელები,დაბალინტელექტუალური და გაუნათლებელი ხალხის ხელშია. ვინმემ თუ ახალგაზრდობაში ბურთის გირაობა იცოდა,ეგ კიდე მწვრთნელი ასე არ ნიშნავს. და ერთიც.როდის დავემშვიდობებით მითს რომ ქართული ფეხბურთი ტექნიკურია? ფიზმომზადება- ნოლი( ერთი ფეხბურთელი არ გვყავს თამაშის დროს 3- 3,5 კმ რომ გადაადგილდეს,როცა წამყვან კლუბებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 7-8 კმ-ია.ესე იგი მოძრაობენ მხოლოდ 45 წუთი) ინტელექტი- ნოლი.მონდომება- ნოლი.პერსოექტივა- სარატოვის და ვორონეჟის მაქსიმუმ.რას უზამს ასეთ ფეხბურთელებს ნაკრების მწვრთნელი?
ჟორა გაბრიჭიძე
ერთს სწორს ამბობს კახა, რომ ამ ფულით, რაც საქართველოში ფეხბურთში იხარჯება, საკლუბო ფეხბურთის განვითარება შეუძლებელია. იმაში კი ვერ დავეთანხმები, რომ ყველა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ ჩამოყვანილ ფეხბურთელებზე დაყრდნობით უნდა მიაღწიონ წარმატებას. წარმოგიდგენიათ ბრაზილიამ არგენტინამ და ევროპამ ფეხბურთელი გაზარდოს და საქართველოს გუნდები მათ იმედზე იყვნონ? სწორედ ჩვენ და ჩვენისთანა ქვეყნებმა უნდა გავზარდოთ ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებიც ევროპაში დაოსტატდებიან და მათით ძლიერ ნაკრებს დავაკომპლექტებთ. ამიტომ საქართველოს პირველობას ორი ლიგა თავს სდის, დანარჩენი თანხა, მთლიანად ბავშვთა ფეხბურთს უნდა მოხმარდეს.
იაგო
ქეცბაია და ფასადური ფეხბურთი გვინდა?
საქართველო
მე მაგალითათ გერმანელ სპეციალისტს მოვიწვევდი. რომელ ქვეყანამაც ეგ გზა აირჩია ყველამ შედეგი დადო, რად ღირს მარტო ოტო ილგნერის დროინდელი საბერძნეთის ნაკრების გახსენება! თუ გინდათ გუნდში წესრიგი კაცი რომელიც არ გაუწევს ანგარიშს ვიღაცის დავალებას და შედეგს დაგიდებთ, მაგაზე კარგს ვერ მოიფიქრებთ! მაგალითათ მიუნხენის ბაიერნმა სამი უძლიერესი სპეციალისტი გაუშვა რო უფრო ძლიერი მოეძებნათ და ის ხალხი ამ დრომდე უგუნდოთ არიან მგონი მაგალითათ კლინსმანი ან რიგხაგელი!
გურამი
მთელი მსოფლიო განახლებასა და გაუმჯობესებას ეძებს!! ჩვენ კიდევ წარსულს უბრუნდებით და იგვე წრეზე ვიწყებთ სიარულს!! გვჭირდება ძლიერი სპეციალისტი რომელიც გუნდს ამ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს!! აღარ გვინდა ამ 0-0ის კარგ შედეგად გამოცხადება!! თემურს კი წარმატება იმ გუნდში სადაც მოღვაწეობს!!
13
გამოასწორონ შეცდომა და დანიშნონ კახა. კიდევ დასაკარგი 5 წელი არ გვაქვს
ჩაიბარე რა კაცურად თემურ!
ქეცბაია ყველაზე კარგი კანდიდატურაა და ათი თავით მაღლაა ყველა მწვრთვნელზე ჩემი აზრით! ეგეც არ იყოს ახლაც ბევრს აკეთებს საქართველოს ნაკრებისთვის რომ ბიჭებს აძლევს სათამაშო პრაქტიკას! ნამდვილად მივესალმები მის დანიშვნას!!!!
შოკირებული გულშემატკივარი
ასწავლეთ ქართველ ბავშვებს ფეხბურთი და ლეგიონერების ჩამოყვანა არ დაგჭირდებათ
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ცხადაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, თუ საჭირო გახდა...
ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...