შიმკენტის "ორდაბასის" პრეზიდენტმა ბახტიარ ბაისეიტოვმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის გათავისუფლების შესახებ არსებული ჭორები უარყო.

ყაზახეთის პრემიერლიგის სტარტზე "ორდაბასიმ" "ოჟკეპეცს" მოუგო და "ასტანასთან" ფრედ ითამაშა, თუმცა ჩემპიონატის განახლების შემდეგ ორივე მატჩი წააგო.

"მინდა ბოლო დროს მოარულ ჭორებს გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს სრულ ნდობას ვუცხადებთ, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ არავისთან არ გვქონია და სხვა სპეციალისტებთან არც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

კახაბერის ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ყაზახეთის უძლიერეს კლუბებს შორის დაიკავა ადგილი. ამ სეზონში კი კორონავირუსის პენდემიის გამო კლუბები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: ჩემპიონატი შეჩერდა, სრულფასოვანი ვარჯიშები ვერ ტარდებოდა. ეს და კიდევ ბევრი ფაქტორი, ცხადია, როგორც შედეგებზე, ისე თამაშის ხარისხზე მოქმედებს.

მხოლოდ 4 ტურია გასული და დასკვნების გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამწვრთნელო შტაბში არანაირი ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა ბაისეიტოვმა.

51 წლის კახი ცხადაძე "ორდაბასის" 2018 წლის ივნისიდან წვრთნის. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა.

მომზადებულია vesti.kz-ის მიხედვით

ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
"ნაპოლიმ" "პიზას" მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა - "შტურმმა" გაიმარჯვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა
ცხადაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, თუ საჭირო გახდა...
კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს