ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი, რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

• გიორგი

გეთანხმებით ბევრ საკითხში, უბრალოდ თქვენი აზრის მიმდინარეობა მეგონა ასე დასრულდებოდა: "რა ნედლეულიც არის, იმის შესაბამის პროდუქტს შექმნის" და შექმნილი პროდუქტის შესაბამისი ხელფასი უნდა აიღოს ;) აი ეგ იქნება სამართლიანი. თორემ მე ხელფასს მაინც ავიღებ და საქართველოს ნაკრები თუნდაც ბოლო ადგილზე გასულა - ეგ წესიი მოქმედებს ბოლო რამდენიმე ათწლეულია და ვიხდით მილიონებს სრულიად სამარცხვინო შედეგში.

• დათო

"ცხონებული ფარსადანოვიჩი" საკლუბო გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და იმას აკეთებდა, რასაც ყველა მწვრთნელი. ნაკრები სულ სხვაა და ისინი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე, საშუალოდ 3-4 დღით იკრიბებიან. რაც შეეხება ჩემპიონატზე დაკვირვებას, აქ ყავს წარმომადგენლები, რომლებიც უმზადებენ და უგზავნიან სტატისტიკას, ვიდეოჩანაწერებს.

• ზურა

ჩამოიყვანეთ და აქ იცხოვროს სანამ კონტრაქტი გაუვა.ეროვნულ ლიგას დააკვირდეს,მხოლოდ თამაშამდე 1 კვირით ადრე ჩამოსვლს აზრი არ აქვს!!! ჩემი აზრით ქვენ,ფედერაციამ ეს "მწვრთნელი"შეარჩიეთ შემდეგი კრიტწრიუმებით: უნდა ყოფილიყო ცნობილი,ოღონდ არის ცნობილი როგორც ფეხბურთელი და არა მწვრთნელი და უნდა მოეთხოვა სხვა კანდიდატებთან შედარებით ნაკლები ხელფასი (სავარაუდოდ სხვა კანდიდატები არც არსებობდნენ). აზრი მრჩება ფედერაციას აქეთ გადაუხადა სანიოლმა ფული მწვრთნელობის შანსის მიცემისთვის...

• ზურა

საქართველოში ყველამ ყველაფერი რომ იცის, განსაკუთრებით ფეხბურთი და ყველა ჭკუის დამრიგებელია, ეგ ცნობილია. ჰოდა, სანამ ახალი მწვრთნელი საქმიანობას შეუდგება, მიაყარეთ კომენტარები, ასწავლეთ, რა სქემა და ტაქტიკა შეარჩიოს, ვინ ათამაშოს, ვინ შეიყვანოს, ვინ გაიყვანოს და ა.შ. მერე კი, აცალეთ, მაინც არავის აზრი დააინტერესებს და ტყუილად ნუ გაირჯებით "ბრძნული" აზრების ფრქვევით. რა ნედლეულიც არის, იმის შესაბამის პროდუქტს შექმნის. უბრალო მინისგან ბრილიანტი არ გამოვა. ვაისმა საუკეთესო შედეგი დადო, მაგრამ არ დაუფასეს. არც ქართველს, არც უცხოელს ჯადოქრობა არ შეუძლია(რომელიმე ერთ თამაშში შეიძლება გამონაკლისი მოხდეს), "ზაპოროჟეცით" "ფერარი"-ს რომ გაუსწროს. სანიოლის და საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.

• აღმოსავლეთ ტრიბუნიდან

ცხონებული ფარსადანოვიჩი დინამოს ბაზაზე ათენ-აღამებდა, ფეხბურთელებთან ჭამდა, სვამდა (კომპოტს) და მათი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ გუნდს ააწყობდა იქამდეც და მერეც.. დღევანდელ საქართველოს ნაკრებში იმდენი საქმეა დაგროვილი, შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელი არაფრის დიდებით არ იტყოდა - თქვენს ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებო.. ნეტაი კი, ვცდებოდე და ეგ ფეოლა აღმოჩნდებოდეს და მე - მკითხავი ვარდუა...

• ვოოტ

ფეხი როგორ უნდა დაუცდეს, როცა სულ ჰაერში იქნება... სხვათაშორის, მილტონ ჰეიგი მთელი ოჯახით გადმოსახლდა საქართველოში და ბავშვებსაც კი ასწავლა ქართული, ეს კი ახლავე გვიცხადებს - გასტროლებზე ჩამოვალ ხოლმე, მაგრამ ხშირი გასტროლები მექნებაო... ატყობ განსხვავებას?!... სულ არ გამიკვირდება, ამ კაცს ევროპაში საკუთარი საქმიანობა რომ ჰქონდეს და ეს გახშირებული ფრენებიც საკუთარი ბიზნესისთვის სჭირდებოდეს... თუმცა, ერთ რამეში მართალი ხარ - ახლა ამან რომ გაგვიბაზროს, რა "შარშიც" აქვს თავი გაყოფილი, შეიძლება მთელი პლანეტის უმუშევარი მწვრთნელები საქართველოს მოაწყდნენ და ახალი ლოქდაუნი არ აგვცდება, ფეხბურთს ვიღან დაეძებს...

• რატი

ჩამოსვლის სიხშირემ არა მგონია რამე შეცვალოს.თუ აქ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაშინ მათ ჯერ კლუბების დონეზე უნდა დაამტკიცონ,რომ ნაკრებში თამაშის ღირსნი არიან. ვინც დაამტკიცებს ის ისედაც მოხვდება მწვრთვნელის ხედვის არეალში.

• მ.ტ.

კერძო თვითმფრინავი უქირავეთ ფედერაციავ, თორემ სირცხვილია, - კაცმა ჩვენი ხათრისთვის 4 წლის წინ მიტივებულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და ახლა თავის ხარჯით ხომ არ იფრენს აქეთ-იქით ამ გაგანია პანდემიასა და შეძღუდული მობილობის პირობებში...

• გიორგი

ასე მგონია, რომ ამ საიტზე ალოგიკურ მაგრამ "ჯიგრრულ" კომენტარებს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დებენ. აი ასეთს დაახლოებით: ვაცადოთ ვილი სანიოლს :) გვერდში დადგომა უნდა :) არ დავახრჩოთ ახლა კაცი:) იმის მაგივრად რომ კრიტიკულად იყო განწყობილი და ფედერაციას პასუხი მოთხოვო მის ნებისმიერ უსაქციელობაზე, რაღაც გაურკვევლობებს ვბჟუტურებთ ვითომ ჯიგრულ კაცურ პონტში რა. ბიზნესია ბიძიკო ფეხბურთი დღეს და ვილი სანიოლს ხელფასი შედეგის მიხედვით უნდა გადავუხადოთ. ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენ ვიხდით ამ ათეულობით მილიონს ბოლო 30 წელი იმაში რომ ნაკრები ბოლოდან მეორე ადგილზე გაიყვანოს ვიღაცამ

• გიორგი

ისე გამოდის წარმოდგენა არ აქვს რაზე აიღო პასუხისმგებლობა და ჩვენ და ჟურნალისტებმა არ უნდა გავუმხილოთ "რა შარში გაყო თავი"??? ისე გამოდის ბრმას ცოლი მოუკვდა და არ უთხრათო :) ისე სად გინახავთ ქართველი გულშემატკივრის მიერ მიხრჩობილი მწვრთნელი. რაც ნაკრებიარსებობს გვაჩვევენ იმას რომ აი მაინ არაფერი შანსი არ გვაქვს და მაქსიმუმს თუ გააკეთებს ვიღაც მილიონინა ხელფასიანი მწვრთნელი მადლობელი უნდა ვიყოთ და მაქსიმუმი ისაა რომ ჯგუფში ბოლოზე არ უნდა გავიდეთ

• მერაბი

რას ნიშნავს ხშირად ჩამოსვლა?! სულ აქ უნდა იყოს და თამაშებს დაესწროს! აეყვანათ ქართველი მწვრთნელი, ჭიაბრიშვილი მაგალითად.

• თემო

ხშირად კი არ უნდა ჩამოვიდეს აქ უნდა გადმობარგდეს და იცხოვროს! წარმატებები

• goga

კობიაშვილი სამაგიეროს უხდის, ადრე მასზე რომ გაიწია

• s

გენაცვალე ზუსტად! 100% მართალი ხარ!

• alibaba

რაც დაავალეს, რაც მოიფიქრეს, რაც შეძლეს - იურისტსაც ის ჩააწერინესა, რა ქნას იურისტმა?

• ჟორა

დაღუპვა ადამიანი.. თუ რაიმე შანსი ჰქონდა კიდე დიდ ფეხბურთში დაბრუნების,ერთ წელიწადში ფედერაცია გაუშვებს უნიფხვოდ( ლიტყვიან ფული შემოგვეჭამაო), რეზულტატს ამ თაობის ფეხბურთელებთან ერთად ვერ აჩვენებს,ხოდა კობიაშვილ- მუჯირის მთელი ცოდვები მასზე გადატყდება.

• საქართველო

ნუ გამოხტებით ეხლა ზოგიერთი ჟურნალისტი და გულშემატკივარი და პირველივე ინტერვიუზე ნუ მიახვედრებთ ადამიანს,რა შარში გაყო თავი. გვერდში დგომაა საჭირო პირველ რიგში. ერთი ფეხის დაცდენაზე რომ ვახრჩობთ ხოლმე ადამიანს,თითქოს წმინდანები ვიყოთ.წარმატებები ვილის და საქართველოს ნაკრებს!!!

• გ

რატომ გვისაიდუმლოებს ეს ... ფედერაცია ხელფასს. ხომ ჩვენ ფულს იხდის??? გაგვაგებინეთ რა არის ვილი სანიოლის ხელფასი, გაასაჯაროვეთ კონტრაქტი. ცხვრები ვართ რა ეს ქართველი გულშემატკივარი და მაგიტომ არაფერი ეშველება ამ ქართულ ფეხბურთს

• მამადუ

ბატონო დავით, კაცი რომელიც ოთხი წელი ,,ბურთს" არ გაკარებია და ,,გარტყმაში" არ არის, როგორ ნიშნავთ ნაკრების მწვრთნელად!!!! ფეხბურთის თამაში მწვრთნელობას არ ნიშნავს!!!

• las

წარმატებები ვილის. მე მომეწონა ეს არჩევანი

• gia

"მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს" კონტრაქტში სიტყვა "ხშირად"-ს რომ ჩაწერს, ის იურისტი სამსახურიდან უნდა გაუშვა.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან