"ბორჯღალოსანი" მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი ტრავმის მოშუშების შემდეგ კარიერას ფრანგულ "აჟენში" გააგრძელებს და იმედოვნებს, რომ იქ მიღებულ გამოცდილებას საქართველოს ნაკრებს მოახმარს.

26 წლის მორაგბე აშშ-დან დაბრუნების შემდეგ თბილისის "ლელო-სარასენსში" თამაშობდა და ახალ შეთავაზებას ელოდა. მას სანაკრებო დებიუტი 2019 წელს, ესპანეთთან ჰქონდა, შარშან შემოდგომაზე კი ოთხი მატჩი ჩაატარა და ფრანგული კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა.

ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა და მიუხედავად იმისა, რომ ქერდიყოშვილმა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა, "აჟენმა" მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა:

„ეს სიახლე ჩემთვისაც მოულოდნელი იყო და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. ჩემი მეგობარი, რომელიც აშშ-სა და კანადაში ერთ-ერთ სააგენტოში მუშაობს, კლუბს ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. მას "აჟენიდან" რომ დაუკავშირდნენ, ჯვარედინი მყესები ახალი დაზიანებული მქონდა. ასეთი სიმძიმის ტრავმის ფონზე, კლუბები თავს იკავებენ მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმებისგან, თუმცა "აჟენმა" უკან არ დაიხია და 2-წლიანი კონტრაქტი გამიფორმა“.

„ახლა ჩემი მიზანია, რომ რეაბილიტაციაში 100% ჩავდო და მოედანზე იმაზე უკეთეს ფორმაში დავბრუნდე, ვიდრე ტრავმამდე ვიყავი. დიახ, ჯვარედინი მყესების ოპერაციის შემდეგ მოთამაშეთა უმრავლესობას უჭირს ძველი კონდიციების აღდგენა, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია. წელიწად-ნახევრის წინ მხრის მძიმე ტრავმა მქონდა, თუმცა შევძელი და ძალიან კარგ ფორმაში შევედი. მე, ჩემი მხრივ, მაქსიმუმს გავიღებ და როგორც წესი, ასეთ დროს რაღაც აუცილებლად გამოვა“.

გრიგორის რეაბილიტაცია დაგეგმილზე სწრაფი ტემპებით მიდის, რაც მორაგბეს უკეთესის იმედს უტოვებს, თუმცა დათქმულ ვადაზე ადრე მოედანზე გასვლას არ აპირებს, რათა გართულებები თავიდან აიცილოს:

„ოპერაცია იანვარში გავიკეთე და რეაბილიტაციის პერიოდი 9 თვეზეა გაწერილი. ვარჯიშები დაწყებული მაქვს და მუხლი ისეთ მდგომარეობაშია, გეგმას დაახლოებით ერთი თვით ვუსწრებ. ორგანიზმი ახალ გამოწვევებზე ადაპტირებს, რაც ძალიან კარგია და იმედია, ასე გაგრძელდება, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ სექტემბრამდე უნდა მოვითმინო. არ მინდა გავრისკო და დავბრუნდე დაბრუნებისთვის. "აჟენში" გადასვლა იმიტომ გამიხარდა, რომ იქ განვითარების მეტი საშუალება მექნება და საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო მეტად დავეხმარები. სწორედ ესაა ჩემთვის პრიორიტეტი და გარისკვას არ ვაპირებ. მით უმეტეს, კლუბში უკვე იციან, რომ რეაბილიტაციის პროცესი 9 თვეზეა გაწერილი და ვერავინ მაიძულებს პროცესის დაჩქარებას“.

"აჟენმა" მიმდინარე სეზონი ტოპ 14-ში დაიწყო, თუმცა არცერთი გამარჯვებით და ორად-ორი ქულით ბოლო ადგილზეა და პრო დე2-ში დაქვეითებისგან სასწაული თუ იხსნის:

„"აჟენი" ისეთი გუნდია, რომელიც ამ ლიგებს შორის ადის და ჩადის. მას შეუძლია ტოპ 14-ში თამაში, პრო დე2-ში კი მუდამ ლიდერია. დიახ, ახალ სეზონს პრო დე2-ში დავიწყებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველსავე წელს ტოპ 14-ში დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან ამ დონის ჩემპიონატშიც არასდროს მითამაშია და თავის დამკვიდრების მეტი შანსი მექნება. იმედია, ამას მოვახერხებ და უკვე შემდგომ სეზონში, კლუბთან ერთად ტოპ 14-ში ვითამაშებ“.

ქერდიყოშვილი ერთადერთი "ბორჯღალოსანი" არაა, რომელიც ახალ სეზონს "აჟენში" დაიწყებს. კლუბმა ასევე 2-წლიანი კონტრაქტი 33 წლის კვაჭ ჯაბა ბრეგვაძეს გაუფორმა, რომელიც საფრანგეთში, ტოპ 14-ის "ტულუზში" 2012-14 წლებში თამაშობდა, ბოლოს კი ზე-რაგბის იაპონური ფრანჩაიზის, "‘სანვულვზის" ღირსებას იცავდა. გრიგორი ბედნიერია, რომ ახალ კლუბში მის გვერდით ასეთი გამოცდილი პროფესიონალი იქნება:

„ეს ძალიან დიდი პლუსია, რადგან ჯაბა უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი და უმაღლესი დონის პროფესიონალია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის სამაგალითო პიროვნებაა. ამის შედეგია ის, რომ ამ ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს და წლიდან წლამდე უმატებს. მისგან ბევრ რამეს ვისწავლი – როგორ შევეგუო ახალ გუნდს და დავიმკვიდრო ადგილი. მიხარია, მის გვერდით მინიმუმ ორი წელის გატარება რომ მომიწევს“.

rugby.ge

როგორც ვიცი, პასპორტში მისი სახელი რ-ზე მთავრდება და იმიტომ წერენ გრიგორს.
გრიგოლი1408
არა გრიგორ არამედ გრიგოლ
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს