ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთს მარტივად მოუგეს [VIDEO]

"ბორჯღალოსნებმა" რუსეთს მარტივად მოუგეს [VIDEO]

დღეს, 20 მარტს კალინინგრადში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა.

"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრა კარგად დაიწყეს და ჯერ კიდევ მატჩის დებიუტში, მე-3 წუთზე მიშო გაჩეჩილაძემ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელო დადო, თუმცა არბიტრმა ვიდეო რეფერის გამოყენებით ლელო გააუქმა და ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა. საბოლოოდ, თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ქართველებმა ანგარიშში სხვაობა ჯარიმის გატანის შემდეგ შეცვალეს.

"ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა შეხვედრის 21-ე წუთზე გააუმჯობესა, როდესაც იმავე თედო აბჟანდაძემ მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 6:0 გახადა.

მატჩში პირველი ლელო 29-ე წუთზე გავიდა, თავდაპირველად ქართველებმა ცენტრში მოლი ააგორეს და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე დიდი მანძილი მოიგეს, აფრასიძემ რაქიდან ბურთი მალევე გამოიტანა, მორაგბეებმა ბურთი ხაზზე ჩაათამაშეს და საბოლოოდ აკა ტაბუცაძემ ქართველებს 5 ქულა მოუტანა, თედომ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა.

რუსებმა აქტივში პირველი ქულა მატჩის 38-ე წუთზე ჩაიწერეს, როდესაც გაისინმა ჯარიმა სწორად გარდასახა.

თითქოს ტაიმი 11:3-ისკენ მიდიოდა, როდესაც მატჩის მე-40 წუთზე თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და "დათვებს" რიგით მე-2 ლელო დაუდო.

საბოლოოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 16:3 დასრულდა.

რაც შეეხება მე-2 ტაიმს, მატჩის 48-ე წუთზე გაისინმა რუსეთის შემადგენლობაში მე-2 ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

შეხვედრის მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა მე-3 ლელო დადო, აბჟანდაძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა 23:6 გახადა.

საბოლოოდ, ქართველებმა რუსეთის ნაკრები 23-6 დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 23-1 გახადა.

• შოკირებული გულშემატკივარი

მადლობა ყველას და მომავალ წარმატებებს გისურვებთ

• სოსო

სოსო მათიაშვილის თამაში გახსოვს?ან რამდენი წლისა გგონია?ტრავმის შემდეგ დაკარგა ფორმაც და ფსიქოლოგიური მდგრადობაც.თუ შეძლო და აღიდგინა,ნინიაშვილზეც კი მაგარი იყო.ერთ თამაშში,საქართველოსაგან აღებული ყველა 32 ქულა,მისი აღებული იყო.ყველაფერი უნდა ვცადოთ,რომ ჩადგეს ძველებურ ფორმაში.

ნინიაშვილი გყავდეს გუნდში და მათიაშვილს ათამაშებდე მის ადგილას, ამას რა ქვია, დიდი მადლობა ძველებს, მაგრამ ახალგაზრდების დრო მოვიდა, თამამად უნდა ათამაშო ეს ბიჭები და იცით რატომ? იმიტომ, რომ ამ ბიჭებს პატარაობიდან შესისხლხორცებული აქვთ რაგბი, განსხვავებით ძველი თაობისგან, იმიტომაც პროგრესირებენ მუდამ.

• გიორგი 50

მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა დავუდასტურო ბატონ ლევანს და ჩვენ მებრძოლ ბიჭებს! თუმცა, სამწუხაროდ ისევ სუსტად გამოიყურებოდა შერკინება, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად ხდება... რომ არა ნინიაშვილის ჰაერში გაბრწყინება, მეტი პრობლემები გვექნებოდა... გთხოვთ, მორკინალები საგანგებო რეჟიმში გადაიყვანოთ...

• გიორგი

100% მიკვირს, 3 უარყოფოთი შეფასების ავტორებს რა ამ მოეწონათ, ნეტავ? რუსი ჩვენი მეგობარი ჰგონიათ? აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მარსიდან ჩამოსული ჯარი დგას?

• Karoche

ერთმა ახალგაზრდა რუსმა ჟურნალისტმა ბიჭმა დაწერა სტატია ბოლომდე გააბანძა რუსები. დაჟე ქართველი ბალეშიკებიც რუსეთს ამხნევებდნენო და მაგანაც ვერ გვიშველაო. პირველი ტაიმის ჩვენებს მართლა დაუწყიათ დაცინვა ერთ მომენტში რასია რასიას ყვირილი მუდით აგერ ჩვენც გბალეშიკობთ იქნება ქნათ რამეო ... მოკლედ უბედურის ერთი სიტუაცია იყო

• alibaba

აი ახლა ივარგა მაისაშვილმა. რუსები ჩვენგან ელოდნენ ძალისმერს, მძიმე და ნელ თამაშს. მომზადნენ წონოსნებით, შერინე და მოლში. მაგრამ მიიღეს სწრაფი, კომბინაციური და ტექნიკური თამაში. მოკლედ, აჭამა ჯონსს. ხაზმაც ხელი შეუწყო და დღეს გამორჩეულად ითამაშა. ნინიაშვილმა ხომ პირდაპირ რა...

• gia jashi

გუნდი ჩამოყალიბების სტადიაშია,თაობათა ცვლა მიდის, ძალისმიერი რაგბიდან უფრო სწრაფ,ტექნიკურ და ლაღ თამაშზე გადადის! მაისაშვილი ძალიან მომწონს და ვთვლი მისი შეცვლა ახლა დანაშაული იქნება,კარგია ასე თამამად რომ ეწევა როტაციებს, შარშანდელი შეხვედრიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ექნებოდა გუნდის თვითდაჯერებულობაზე,წაგებას შეეძლო მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მოეყენებინა!საბედნიეროდ ყველაფერი პირიქით მოხდა,რუსები ჯერ გროგში ჩავაგდეთ და მერე სულაც დავანოკაუტეთ!ისე გაიხარეთ ბიჭებო,როგორც ჩვენ გაგვახარეთ!

• svano magarski

გენაცვალეთ ვაჟკაცებო, გენაცვალეთ ჩვენო ჯიგრებო...

• ბორჯღალოსანი

ფიზიური კონდიციების ამაღლება და მოღონიერება სჭირდება უკნა ხაზელებს.იმუშავეთ ვის კომპეტენციშიც შედის ეს სქმე. ფიჯელებს და სამოელებს ამათი წონა ფეხის კუნთები აქვთ

• leonardo

ძალიან გახარებული ვარ შედეგით - თამაშიც არ იყო ურიგო და მადლობა ბიჭებს, მაგრამ მაინც იგივეს ვიტყვი რომ აუცილებელია სერიოზული გამოცდილების და შედეგის მქონე მწვრთნელის მოწვევა ნაკრებში, თუ განვითარება გვინდა და 6 ერზე ოცნება ეგეთ გუნდებს ვისთანაც ეხლა ვთამაშობთ, მესამე ნაკრებმა უნდა მოიგოს მეტი ამგარიშით, ამას კი გრანჩაიზი ევროპულ ლიგაში და ნაკრების კვალიფიციური მწვრთნელები უნდა, თორე ერთ ადგილას ვართ 10 წელია

• სტალინი

არ ველოდი ესე ჩვენს გარდაქმნას ვაღიარებ. ყველა თამაშს ჯობდა, ცეცხლი დაანთეთ ნამდვილი, ახლებმაც გაასწორეს, მოკლედ გენაცვალეთ ქართულ ჯიგარში, მ ა დ ლ ო ბ ა ......................

• სოხუმელი ვეტერანი

გენაცვალეთ ბიჭებო.

• გლახუნა

ღოჩაღ ბიჭებს! რაქი - გამოსწორებული, ნამუშევარია, აუტი - გამოსწორებული, ნამუშევარია, ტაქტიკურად - მომზადება აშკარაა, ფიზიკურადაც - მომზადება დამაკმაყოფილებელი, სისწრაფე- მხოლოდ საშუალო, ფეხით თამაში - დამაკმაყოფილებელი, შ ე რ კ ი ნ ე ბ ა - პრობლემატური შეიქმნა და სერიოზული მუშაობაა საჭირო, მოლი- ნამუშევარი, რაც მთავარია შ ე მ ა რ თ ე ბ ა, მოგებისასთვის მისწრაფება - მაღალ დონეზე... ხელით თამაში საშუალო,დისციპლინა - ჯარიმები ბევრი არ ავიკიდეთ... - მაგრამ - ეს ა რ კმარა გრანდებთან, ა რ ა ნ ა ი რ ა დ, იქ სულ სხვა მ ო მ ზ ა დ ე ბ ა ა , პრაქტიკულად ყველა კომპონენტში უ შ ე ც დ ო მ ო დ თამაშია საჭირო!!! - ნინიაშვილი, ჯალაღონია, მოდებაძე, ტაბუცაძე, საღინაძის,შერკინების ახალგაზრდების, აფრასიძის თაობის სპეც - ფიზიკური მ ო მ ზ ა დ ე ბ ა - ზელანდიურ, ავსტრალიურ, სამხრეთ აფრიკული ხარისხით- ვარჯიშების სპეციფიკა გადმოვიღოთ+ გ ა ა კ ე თ ე თ, რამოდენიმე ახალგაზრდა მიზანმიმართულად ვეცადოთ ინგლისში-ც გავუშვათ და ეს ბიჭები მსოფლიო ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ა დ გვექცევიან!!!

• სტერლინგი.

ამას წინათ პუტინმა მოსკოვში ეგოროვის და ქანთარიას ძეგლი დაადგმევინა, რომელშიც ქანთარია სპეციალურად ერთი თავით დაბალი იყო გამოყვანილი არადა სინამდვილეში პირიქით იყო. ჟურნალისტი რომელიც მაგ ძეგლის დამონტაჟებას უყურებდა, დაინტერესდა რატომ იყო სიმაღლეში განსხვავება ასე აშკარა, და მუშებს კითხა რატომ არის ასეო ან მაღალია რომელი დაბალი რომელიაო ? ერთმა ნაგლმა რუსის მუშამ უპასუხა მარტო, - რა, ვერ ხვდები ეხლა მანდ მაღალი ვინ უნდა იყოსო? ამას თუ დაუმატებთ იმას რომ ქანთარია აფხაზეთის ომში ლტოლვილად იქცა, მიიღებთ იმას თუ ვისთანა გაქვთ საქმე და რატომ არ შეიძლება "თანამეგობრობა" კიდევ დიდხანს.

• სპორტ ფაზა

აღსანიშნავია დისციპლინური და უსინბინო თამაში თანაც რუსეთთან!!!!

• სპორტ ფაზა

ამ შესარჩევში საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ!!! რასაც სიმართლე გითხრათ განვლილი თამაშების ხარისხიდან ნაღდად არ ველოდით!! მწვრთნელით რომ დავიწყოთ:მაისაშვილი კარგი მწვრთნელია...18 წლამდელთა ნაკრებისთვის!!! მისი უდიდესი დამსახურებაა ამ ახალგაზრდა ბიჭების აღზრდა და ჩამოყალიბება!!! ძალიან კარგს აკეთებს რომ ნაკრებში გზა გაუხსნა სწორედ მის 18იანელებს და შექმნა ჯანსაღი კონკურენცია თითქმის ყველა პოზიციაზე!!! მაგრამ კვალიფიციური სამხრეთელი მწვრთნელი არ გვაწყენდა!!! როგორც გულშემატკივრები მოვითხოვდით--- შეასრულეს და 9 ნომერზე აფრასიძეს დაყენებით ხელით თამაში გაიზარდა,სისწრაფეებიც გაიზარდა და შედეგიც არის !!! უკანა ხაზში ცვლილებებმა მშვენიერი შედეგები გვიჩვენა!! ძველებს მადლობა და სწორია რომ ახალგაზრდებს უთმობენ გზას საასპარეზოდ!!! შერკინებამ ამ თამაშში ვერ იყოჩაღა როგორც გვინდოდა,მაგრამ აქ იტალიელის ხელიც ერია ხშირ შემთხვევაში!!! შერკინება წინა შეხვედრაში უკეთესი გვქონდა!! მოლები ბრწყინვალე იყო,მეტოქე როგორ არ ჯარიმდებოდა გასაკვირი იყო, მაგრამ იტალიურად რას გაუგებ... გამოსასწორებელი გვაქ მიყოლა და ბურთის ამოღლეტა!!! რუმინეთთან კიდე უკეთ ითამაშებენ ბიჭები და კაი შედეგს დავდებთ დარწმუნებული ვარ!!!! წარმატებები!!!!

• giorgi 3

ასეთი თანამედროვე რაგბი საქართველოს არც მახსოვს როდის ეთამაშოს. უკანა ხაზი იყო ბრწყინვალე! რუსები უბრალოდ არ ელოდნენ და ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა

• Zaza

ხელით რო ცდილობენ თამაშს ეს ძალიან კარგია ესე არასოდეს უთამაშით ეს იმის დამსახურებაა რო ახალგაზრდებს ენდობა მწვრთნელი და ისინიც უმართლებენ ხო კიდე აი მიყოლაში აგვიანებენ ხშირად ჩვენი პატარები წაგება კიდე გვაშოროს უფალმა თორე ხო გადმოხტება ეკრანიდან გვარამია და მიხუინი წარმომიდგენია რაებს ჩაატარებენ . დდ

• კაპიტანი

რა გუნდიც არის რუსეტი ის თამაში მივეცთ რა ყოჩაღ ბიჭებს ჯერ ჯერობით ასე მგონია ნახევარი ძალით მოვდივართ აი რუმინეთთან კი დაგვჭირდება მეხუთეში ჩაგდება.

• სოსო

გილოცავთ მეგობრებო,გილოცავთ ბიჭებო!ერთზე მწყდება გული,ბოლოსაკენ,კიდევ ერთი ლელო,აუცილებლად დასადები იყო და ამ მწვრთნელის იმედებსაც დავასამარებდით,რუსებთან ერთად.ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ შერკინებაში და საერთოდ მატჩში გამარჯვების.არც არაფერი დაუკლიათ,თავები დადეს,შეკრინებაში რაღაც პერიოდი,დაგვაჭარბეს კიდეც,მაგრამ მაინც ვიძალეთ და ადგილი მივუჩინეთ.ყოჩაღ ბიჭებო,ყოჩაღ მწვრთნელსაც,მან შეძლო და თითქოს რუსების ხელში გადასული თამაში,შემოატრიალა.აშკარად ჩანდა მოლში,რაქში და დერეფანში ნამუშევარი.დაკიდებულ ბურთებზეც კარგად ირჯებოდნენ ბიჭები და შერკინებისათვის სპეციალურად მომზადებული რუსები,მატჩის ბოლოს,მაინც დავჩაგრეთ.ბრავო ნინიაშვილი,ამ თამაშის შემდეგ,უკვე თამამად შეიძლება მისი,როგორც ნაკრების სრულფასოვანი წევრის სტატუსით მოხსენიება.მისი ნდობა უკვე თავისუფლად შეიძლება და თუ სოსო მათიაშვილმაც დაიბრუნა ძველებური ფსიქოლოგიური მდგრადობა,ჩათვალეთ,რომ 15 ნომრის პრობლემა,მთლიანად მოხსნილია.მართლაც სანახაობრივი თამაში გამოვიდა,სადაც ხელით თამაშში ვეძებდით წარმატებას და რომ არა,რამდენიმე დასანანად ხელიდან გავარდნილი ბურთი,ანგარიში,სარეკორდო იქნებოდა.არც ტრავმები ყოფილა თითქოს,რაც კარგ ფიზიკურ მზადყოფნაზე მიუთითებს.ასე რომ რუმინეთთან,უკვე კარგი,დალაგებული და სანახაობრივი თამაში უნდა ვნახოთ.

• ოზუზი

ქულა არ გაატანეს - 0 დუტოვესაი მალადეც

• ვახო...

ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! აბა რა გონიათ რუსებს, როდესაც გვინდა, სადაც გვინდა და როგორც გვინდა ისე მოუგებთ მათ და ამით მაინც შევახსენებთ ჩვენ, მათ მიერ, ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს!!!

• Nukri

სიმართლე გითხრათ ცოტა მეეჭვებოდა რომ ასე იოლად მოვუგებდით რუსეთს, ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მე უფრო იმიტომ მინდა იოლად და დიდი სხვაობით რომ მოვუგოთ ამ გუნდებს, რომ ექვსი ერისთვის შემოგვხედონ, თორემ როგორ ცუდად არ ვითამაშოთ, ამ გუნდებს მაინც მოვუგებთ

• გია

ყოჩაღ! კარგები იყავით!

• გ.ხ.

მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის! პირველ რიგში კარგი თამაშის გამო

• Shampaign

საქართველოს მალე მოვუგებთო, ვასიები რწმენაში ბრწყინდებოდნენ

• შოთა

ყოჩაბ ბიჭებო! გილოცავთ და ვულოცავ მთელს საქართველოს! პ.ს. რაღაც ცოტა კომენტარებია. სადაა ის პესიმისტი გულშემატკივრები?)))

• ბათუმის ფანი

ასე ლაღად,ხელით მოთამაშე ნაკრები ჯერ არ მინახავს! ეს ნინიაშვილი ვინ ყოფილა კაცოოო

• დიმა

ყოჩაღ ბიჭებს. გილოცავთ! ფსიქოლოგიურად შევჭამეთ დათვები! სტანკოვიჩმა მაგრად იმუშავა რუსებთან. P.S. მსოფლიო დონის მწრთვნელი და დავლაგდებით!

• ემზარი /ქუთაისი/

წარმატებები...

• მინდია

არ შემიძლია მეორეჯერ ხაზი არ გავუსვა ნინიაშვილის თამაშს, ის აბსოლუტურად ყველა ეპიზოდზში წარმატებული იყო, იდეალური თამაში. ჩამოვდივარ ფსონს, რომ სუპერვარსკვლავი გვეზრდება!

• zviads

აბა წააგებენო ზოგი რომ ღაღადებდა..?!

• მწრთვნელი

ესეც ასე! იბლატავეთ კიდევ აბა!

• გიორგი

ბრწყინვალე თამაში და დამაჯერებელი მოგება! გილოცავთ!!!

• რეზო

მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს ყოჩაღ, კარგი თაობა მოდის, შერკინება უკეთესის სურვილს ტოვებს

• di ma

დიდი მადლობა ბიჭებო ჯიგრები ხართ

• მინდია

ნინიაშვილი უბრალო ოქრო მეგონა და ბაჯაღლო ყოფილა, ლელო, ასისტი, რა მოხსნები და გარღვევები. ყოჩაღ ბიჭებს, გილოცავთ!!!

"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მატჩის დღე! ბორჯღალოსები ესპანელების წინააღმდეგ

ინფორმაცია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების შესახებ

მატჩის დღე! საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ

"ბორჯღალოსნებისა" და რუმინეთის შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე 27 წლის ასაკში გარდაიცვალა