ესპანეთის ნაკრებთან მიღებული ამაღლებული ემოციებისა და ამავდროულად, გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ გუნდს ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე საბერძნეთთან სტუმრობა ელის. გასაგებია, რომ დატვირთული გრაფიკი ყველა გუნდზე მეტ-ნაკლებად თანაბრად მოქმედებს, მაგრამ ბერძნებმა ესპანეთში მოპოვებული საპატიო ფრის შემდეგ მხოლოდ ისპარინგეს, როცა ჩვენ იმავე "ფურია როხასთან" მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ...

როტაციის მნიშვნელობა...

ჩვენ თვალს ვადევნებთ შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრებსაც და იშვიათად ვხვდებით ნაკრებს, რომელიც თითქმის ყველა მატჩს ერთნაირი შემადგენლობით ატარებს. ვილი სანიოლმა როტაციის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ ბოლო თბილისური შეხვედრის შემდეგ განაცხადა...

განვიხილოთ, რა რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს?!

როცა ფრანგი მთავარი მწვრთნელი გადახალისებაზე საუბრობდა, პირველ რიგში, გიორგი ბერიძის ძირითად შემადგენლობაში თამაში წარმოვიდგინე. "უიპეშტის" შემტევი შვედურ შეხვედრაში მშვენივრად ჩაერთო, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთთან დაპირისპირებაზე, თუმცა მისი ძირითადში ხილვა მართლაც საინტერესო იქნება. ბერიძე ენერგიული და სწრაფია. მსგავსი უნარების მქონე გუნდში საბა ლობჟანიძეა, რომელმაც განვლილ ორ თამაშში მოედანზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა. ვნახოთ, ჩაანაცვლებს თუ არა სანიოლი მას?!

საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი დანაკლისი დაცვის ცენტრში აქვს. ამიტომაც გია გრიგალავას ძირითადში გამოჩენა ლოგიკურად მიმაჩნია. ტულის "არსენალის" მცველს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრიცაა. ასეთ შემთხვევაში გადახალისება ვეტერან კაშიას შეეხება თუ ახალგაზრდა დვალს, ესეც საინტერესოა...

ვილი სანიოლმა მოედნის ცენტრში რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა. მათგან ზოგიერთი ნამდვილად არაა სათანადო ფორმაში. გუნდშია ლაშა პარუნაშვილიც - დანიის პირველი ლიგის კლუბ "ესბიერგის" საყრდენი...

ასეთი მნიშვნელობის შეხვედრებში ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ძირითადი მეკარის როტაციაა, მით უმეტეს, გუნდთან ერთად არაა გიორგი მაკარიძე, თუმცა სანიოლი იმდენად თამამად ენდობა დებიუტანტებს, გიორგი მამარდაშვილისთვის კარის დაცვაც არაა მთლად ფანტასტიკის სფეროდან...

რას ელიან ჩვენგან?!

ვილი სანიოლის გუნდის ხელწერა აშკარად გამოიკვეთა. "მოწინააღმდეგე გუნდს წინ სწრაფი მოთამაშეები ჰყავს" - განაცხადა მეტოქის თავკაცმა ჯონი ვან’ტ სხიპმა. რა თქმა უნდა, ბერძნები ყველანაირად ეცდებიან, ჩვენი ეს პლუსი ნაკლებად ეფექტური გახადონ. ასეთ დროს ფრანგ სპეციალისტს შეტევათა განვითარების ალტერნატიული გზა უნდა გააჩნდეს.

რას უნდა ველოდოთ ჩვენ?!

საბერძნეთის ნაკრები საკმაოდ მძიმე გუნდია. ამასთანავე, იღბლიანი. თუნდაც ესპანეთთან დაპირისპირება რომ ავიღოთ, მათ გაცილებით ნაკლები ხიფათი შეუქმნეს მეტოქეს, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა, თუმცა ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გრანდთან ქულა მოიპოვა.

რაც შეეხება ისეთ შეხვედრებს, სადაც ბერძნები ფავორიტები იყვნენ, თავი არც მანდ შეურცხვენიათ და ერთა ლიგის C ჯგუფში კოსოვოსა და მოლდოვას აჯობეს (მხოლოდ სლოვენიას ჩამორჩნენ).

საბერძნეთის ნაკრებს ნაკლებად ჰყავს ტანმაღალი მცველები, მაგრამ ისინი ძალიან გამოცდილები არიან, მაგალითად, კარგი საკლუბო კარიერის მქონე, ამჟამად "ლოკ ზაგრებში" მოთამაშე, 29 წლის კირიაკოს პაპადოპულოსი. ბერძნებს ჰყავთ ვეტერანი საყრდენი, "კოპენჰაგენის" 32 წლის მოთამაშე ხოსე ზეკა, რომელიც უხეშობით გამოირჩევა...

საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დიდი ხანია არ გაუმარჯვია და ნავსი უნდა გავტეხოთ!

კ ო მ ბ ლ ე
მადა ჭამაში მოდისო და უკვე ფინალიო ყვირიან.. ორ თამაშში სულ რამდენჯერ დაარტყეს ჩვენებმა კარში? ან ვისი იმედით გადიხართ ფინალში, კვარაცხელია და ვსიო? ფინალი თუ გვინდა, ათი კვარაცხელია უნდა გყავდეს და ორი იაშინი მაინც, ჩვენ კი, ათამაშდნენ ბიჭები და იმწუთას ამბიციაც გაიზარდა მსოფლიოს ჩემპიონობას ვითხოვთ უკვე, მერე ვინ? ქვილითაია გვყავს მესი, თუ ზაქი გვილიაა პელე? ... რაო? ამხელა ამბიცია სომხებისგან გადმოგვედო? ქვილითაია ტოჟე მნე პაგანინნი?.. .თუ ვცდები და ეგრეა მაშინ მე ბოდიშით.. პარდონ პაგანინნი..
givi
დღეს უნდა მოვიგოთ 2-0 და გავიდეთ ფინალში.
ბაჩის
ნამდვილად გეთანხმებით! ნაღდი მამულიშვილები და პატრიოტები სადღა გვყვავს? როგორებიც იყვნენ ზვიადი და მერაბი!
დავიდუსი
ბერძნებთან ჩემი აზრით უფრო გაგვიჭირდება თამაში,შვეცია და ესპანეთიც ჩვენ როგორც ფავორიტები გვეთამაშებოდენ,ბევრ თავისუფალ ადგილს გვიტოვებდენ, კონტრშეტევისთვის,რასაც ჩვენ შეძლების და გვარად ვიყენებდით,ბერძნები უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს ითამაშებენ,ჩვენ თითქმის ერთი კლასის ვართ,აქედან გამომდინარე იმდენი თავისუფალი ადგილი აღარ გვექნება.ამ სიტუაციაში გამოჩნდება ვილის კლასი.
kaxi
თვითდაჯერებული შვედებივით და ესოანელებივით კი არა, ითამაშებენ როგორც ბოლოჯერ და 1 ქულა თუ წამოვიღეთ უკვე საქმეა, ისე წაგება გვიხარია და ალბათ ფრეზე ხო რა გითხრა. მეტი შეგვეძლო, ბრავო ვილი, რეალი და სხვა არფრის გაგონება.
გენა
დღეს ბერძნებთან წააგებენ და მორჩება ეს ქართული ააღტყინება
საბა
ე.ი. იდეოლოგი-კინორეჟისიორი არ გვბალეშჩიკობს.
x9
ლობჟანიძე ძალიან მაგარია. უნდა იყოს მოედანზე ბერიძეც უნდა შემოვიდეს მერე
ბაჩი
არ მაქვს იმედი, ისე ისე, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ...
Troa.
ისინი წაუგებლები, ჩვენ მოუგებლები (ბოლო 5 მატჩის სტატისკა).
ბაჩი
ხვალ ჩვენი პირველი და ნამდვილად დამუკუდებრლი ქვეყნის(მისდროს ვიყავით რეალურად დამოუკიდებდლი) პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა,გილოცავთ ყველას... ბიჭებო,ხვალ მოიგეთ და მიუძთმღცენით ეს გამარჯვაბა ჩვენს დიად პრეზიდენტს თორემ ქვეყანას ის არც ახსოვს...
უშანგი
წითელიც :)
ზურა
საბა ძალიან სწრაფია და ვერავინ ჩაანაცვლებს. დღეს ვიგებთ 2:1
კარგია მოლოდინი მაქვს
თუ ისევ იღბალმა არ გვიმუხთლა, წესით თამაშით უნდა ვაჯობოთ. იმედია შედეგშიც აისახება. საბერძნეთთან ყველა დაპირისპირება მახსოვს 1999 წლიდან და პირველად მაქვს შეგრძნება რომ ფავორიტები ვართ (იმ ორი მატჩის ხასიათიდ გამომდინარე, როგორც ვითამაშეთ შვედეთთან და ესპანეთთან). ბერძნებს ძალიან ცუდი პერიოდი აქვთ, ძალიან სუსტი შემადგენლობა და ღმერთმა ქნას გამოვიყენოთ ოდნავ სტატისტიკა გამოვისწოროთ მაგათთან
N
უხეშობით გამოირჩევა ხოსე ზეკა და ყვითელი ბარათი ხომ არსებობს????
jjj
თუ გადაღლილი არაა კაშიას ამოგდება ალბათ არ შეიძლება, ლობჟანიძის ბერიძით ჩანაცვლება რეალური მგონია.
დ
ალბათ ბერიძეს უნდა მიეცეს სასტარტოში შანსი, თუმცა ლობჟანიძემ მეტნაკლებად კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ბერიძე პირველ თამაშში ძალიან მაგრად ჩაერთო, ვფიქრო შანსს იმსახურებს ბერიძე, ჩვენც გვაინტერესებს როგორ წარმოაჩენს თავს სასტარტოში, პირველ ტაიმში უნდა მოვიპოვოთ უპორატესობა.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?