ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის ინტერესით ეცნობიან ინფორმაციას იმ ლეგიონერებზე, რომლებიც, პოტენციურად, ვილი სანიოლის გუნდს გამოადგებიან. ფრანგი სპეციალისტი დებიუტანტებს თამამად ეყრდნობა.

გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი წიტაიშვილის შემთხვევები გვაიმედებს, რომ მომავალში საქართველოს ნაკრებს უცხოური პასპორტის მქონე სხვა ნიჭიერი ქართველებიც გააძლიერებენ. მეორე მხრივ კი, არიან ფეხბურთელები, რომელთაც სანიოლის გუნდის ღირსების დაცვა დღესვე შეუძლიათ...

უკრაინის პრემიერლიგა, შესაძლოა, ძველებურად ძლიერი არაა, მაგრამ გარკვეულ თამასას მუდმივად ინარჩუნებს, ქვეყანას ხომ ორი სახელოვანი კლუბი ჰყავს. ამ ჩემპიონატში ბევრი გოლი ნამდვილად არ გადის, ნიკა სიჭინავამ კი, რომელიც გასულ სეზონში უკრაინული "ინგულეცის" ღირსებას იცავდა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სიჭინავა მოქნილი ფორვარდია, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. იგი საკმაოდ სწრაფია, ორივე ფეხით ძლიერად ურტყამს.

ქართველი შემტევისგან მშვენიერი გოლებიც გვინახავს - მაკრატელები, შორეული გასროლები. სიჭინავა "ინგულეცთან" ერთად უკრაინის პრემიერლიგაში პირველი ლიგიდან აღზევდა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მისით კიევის "დინამოც" კი იყო დაინტერესებული, მაგრამ ელიტაში დაწინაურებული "ინგულეცი" მთავარ შემტევ ძალას არ შეელია. შემდეგ "კოლოსის" მოთამაშე გახდა, სადაც ჯერჯერობით 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს.

უცხოეთში კარიერის გაგრძელებამდე სიჭინავა ფოთის "კოლხეთსა" და "ვიტ-ჯორჯიას" რიგებში თამაშობდა, ფეხბურთის თამაში კი თურქეთში დაიწყო... უკრაინაში გადასვლის შემდეგ ძალიან მოუმატა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უკვე რამდენიმე ფორვარდი გამოსცადა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძისა და დავით ვოლკოვის გარდა, სხვების თამაშით ნაკლებად კმაყოფილი დარჩა.

ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ნიკა სიჭინავას კარიერა და დაიმსახურებს თუ არა ფრანგი სპეციალისტის ყურადღებას.

"სტანდარტულებს რომ ვასრულებდე, უფრო მეტს გავიტანდი" - ნიკა სიჭინავა სიმბოლურ ნაკრებშია

Beqa
მაგარი დაბოღმილია ჯერ გელა ახლა ვაჟა ხოკეის უყურე დამშვიდები
ბექა
1 გოლი და 2 გადაცემა არ მგონია ნაკრების დონეს აკმაყოფილებდეს. ჯერ უნდა დაამტკიცოს ნაკრებში მოხვედრას რომ იმსახურებს.
G
ვაჟა გურგულია მართლა მძლავრი შემტევია.ლაციოში იმედია კარგად წარმოაჩენს თავს.მიხარია ძლიერ ლიგაში რომ გადავიდა.
ნუგზარ გელაშვილი
გელა რას შვება ნუგზარაშვილი???
Lasha
გიორგი მიქელთაძე დონეა, სპარტაკში სათადარიგოა, მარა ძაან მაგარია, დამიჯერეთ. არაა დასაკარგი კაცი.
გენა
ჰო ჩივაძე და სულაქველიძე კაი აზრია
მიდი ვაჟა
ვაჟა გურგულიაზე მარტო შახტარი კი არა ვარშავის ლეგიაც ნადირობსო პოლონეთის პრესა წერს. პოლონეთისთვის არ მემეტება ეს მაგარი ბიჭი. სერიოზული ფორვარდია.
რომა
კი გამოიძახონ ვნახოთ რა შეუძლია.. მაგრამ ბათუმის დინამოში რომ ბრაზილიელი თამაშობს თავდამსხმელი ისიც რომ დავამატოთ ნაკრებს რა პრობლემაა ყველა მაკრებს ერთი უცხოელი მაინც ყავთ და ჩვენები რა ცხვირს იბზუებენ?
ლამარა მერკვილაძე
საშა ჩივაძეც გამოსცადონ! არ ყოფილა ცუდ ფორმაში.
მიდი მოვდივარ
ვაჟა გურგულიაზე უკრაინულ პრესაში ბევრს წერენ უკვე. ეტყობა შახტარის ამბავი რეალურია. კარგი თავდამსხმელია ნამდვილად
Levani
ჰა ბურთი და ჰა მოედანი,გაიტანოს ახლა სეზონში გოლები და დაუძახებენ
beqa
გამოიცადოს ქვილითაიას და ზივზივაძეს თუ აჯობებს ხოკაი თორე სხვა ვერაფელს გააფუჭებს!!
გენა
ვაჟა გურგულიას ამბავი მართალია? ჟურნალისტებმა იქნებ მოიძიოთ ინფორმაცია. ისე ნიჭიერი ბიჭია ძალიან. ეს სანიოლი ვერ ხედავს?
მიდი ვაჟა
ვაჟა გურგულია გადადის შახტარში. იმედია გაამართლებს.
llcl
ნუ ეხლა მიქაუტაძე მარტო ხომ არ იქნება და ღირს ამ ბიჭზე ჩემის აზრით შანსის მიცემა, ზივზივაძეზე, ქვილითაიაზე, კაჭარავაზე მეტს რას გააფუჭებს
ს ა ბ ა
5 გოლი შეიძლება ფორვარდისთვის ძალიან ცოტა მოგეჩვენოთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე სეზონის ბომბარდირს სულ რაღაც 10 გოლი აქვს გატანილი. თან "ინგულეცი" ძალიან სუსტი გუნდია და ზოგადად ცოტა საგოლე შანს ქმნის. 20 გოლი აქვთ გატანილი 21 თამაშში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნამდვილად ღირს რომ სიჭინავას ყურადღება მიაქციონ. კიევის "დინამოს" დაინტერესებაც ბევრ რამეზე მეტყველებს..
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა
პსჟ-მა დონარუმას გუნდიდან მალე წასასვლელად მისი სატრანსფერო ფასი დაწია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
ქართველი ფორვარდი ფინეთის ჩემპიონატში ითამაშებს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ქართველმა ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილის გაძევება და "შახტარის" გამარჯვება
"შახტარი" გალიდერდა - დონეცკურ გუნდს ხელს უწყობენ?
მოისწრაფიშვილი უკრაინის "კოლოსში" არ ითამაშებს
ბათუმის "დინამომ" ლიეტუვის ნაკრების ფორვარდი დაიმატა
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
ბერიძის კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი ყოფილ კლუბთან - ქართველების შაბათი [VIDEO]
გზები დანაღმულია... ქართველებს დახმარება სჭირდებათ - უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი
კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება
ქართველი ფორვარდი გაცილებით ამბიციურ კლუბსა და ევროტურნირზე ითამაშებს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი