ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სუპერკლუბებმა ისევ გაიმარჯვეს - ასე მოხდა 30 წლის წინათაც, როცა ჩემპიონთა ლიგა შეიქმნა

სუპერკლუბებმა ისევ გაიმარჯვეს - ასე მოხდა 30 წლის წინათაც, როცა ჩემპიონთა ლიგა შეიქმნა

ჟან ბოდრიარი 1983 წელს აქვეყნებს ნაშრომს, სათაურით "სიმულაკრა და სიმულაცია", რომელიც პოსტმოდერნულ კულტურას ეხება. ახლა პოსტმოდერნიზმისა და მისი კულტურის შინაარსობრივი ახსნით არ შეგაწუხებთ, არც ბოდრიარის თეორიის განხილვით გადაგღლით, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ ნაშრომიდან ცნობილი გახდა ერთი პოსტულატი ტერიტორიისა და რუკის შესახებ. ფრანგი პოსტსტრუქტურისტი წერს: "პოსტმოდერნიზმის კულტურაში ჩვენი საზოგადოება უფრო მეტად გახდა მოდელებისა და რუკებისადმი მიმნდობი, იმდენად, რომ ჩვენ რეალურ სამყაროსთან კონტაქტი დავკარგეთ, სამყაროსთან, რომელიც წინ უსწრებს რუკას (ანუ, რომელსაც რუკა ასახავს). რეალობამ მოდელის იმიტაცია დაიწყო, რომელიც უკვე წინ უსწრებს და განსაზღვრავს რეალურ სამყაროს: "ტერიტორია აღარ ასწრებს რუკას, არც გააცოცხლებს ხოლმე მას. უკვე რუკა ასწრებს ტერიტორიას და ეს არის სიმულაკრას პროცესი, სწორედ ის წარმოშობს ტერიტორიას." პროფანული ენით რომ ვთქვათ, ჩვენი წარმოდგენები რეალობაზე ქმნის რეალობას, ხოლო წარმოდგენები როგორ იქნება, რა ტექნოლოგიებით ყალიბდება ისინი, ეს სხვა საკითხია.

თუ ჯერ ვერ ხვდებით, რატომ იყო საჭირო ზედა აბზაცი, არა უშავს, ახლავე გეტყვით. ცოტა ხნის წინ ევროპის სუპერლიგის იდეა ჩავარდა და მედიამ, ფუნქციონერებმა, ექსპერტებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთელთა ნაწილმაც ეს ფეხბურთისა და გულშემატკივრების გამარჯვებად ჩათვალა. ხალხსაც გაუხარდა, მკერდზე მჯიღებს ვირტყამდით, აქაოდა, "ბოროტსა სძლია კეთილმაო". ჩვენ რუკა მოგვაწოდეს, დაგვაჯერეს, რომ ფეხბურთმა მოიგო და რაც მოხდა, კარგია. ეს სიმულაციაა, რეალობა კი სხვა არის. რეალობა სწორედაც რომ ამ რუკის მიღმა დგას და აღნიშნულ ტექსტში სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ. ჩვენ შევინარჩუნეთ სისტემა, რომელიც მდიდარ კლუბებს კიდევ უფრო ამდიდრებს; სისტემა, რომელმაც გრანდები წარმოშვა; სისტემა, რომელმაც თუნდაც საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში განვითარების შესაძლებლობა ჩაკლა.

19 აპრილს ანდრეა ანიელიმ სუპერლიგის შექმნის შესახებ განაცხადა და მსოფლიოს მიჩვეულ წესრიგში რევოლუციონერივით შეიჭრა. პლანეტის ყველაზე პოპულარული კლუბები საფეხბურთო ბოროტების განსახიერებად იქცნენ. დიდი ხანია, მსოფლიოს თვალში უეფა ტრადიციების სიმპათიურ დამცველად იქცა (რამდენად ასეა, ცხადია, სხვა საკითხი გახლავთ). შუაღამით მომხდარმა უძლურმა გადატრიალებამ "მილანისა" და "ინტერის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერის" გულშემატკივრები გააერთიანა, ყველა, ვინც ახალ პროექტში ოლიგარქული დიქტატურის საფრთხე დაინახა. ევროპა მზად იყო ძველი ფეხბურთს ფერფლად საქცევად, ოღონდაც ის დიდ კლუბებს არ გაენადგურებინათ.

ჩემპიონთა ლიგა საუკუნობრივი პრინციპების სიმბოლოდ არის ქცეული. თუმცა, რეალობა ის არის, ისტორია კვლავ მეორდება. 30 წლის წინ ჩემპიონთა ლიგა იმავე ლოზუნგის ქვეშ შექმნეს, რაც დღევანდელ სუპერლიგას ჰქონდა/აქვს. შედეგიც კი ზუსტად იგივე იყო.

როგორც ახლა, მაშინაც ყველაფერი იტალიიდან დაიწყო.

ბერლუსკონი ცოფებს ყრიდა, რომ ტოპ-კლუბები, შესაძლო იყო, სუსტებთან გამოვარდნილიყვნენ და სუპერლიგის პროექტი შექმნა

1986 წელს უბედურ დღეში მყოფი "მილანი" სილვიო ბერლუსკონიმ იყიდა. პრეზენტაციამ კი ნახევარი ქალაქი გააღვიძა - საცეცხლო წარმოდგენა შექმნა ვერტმფრენებითა და მფრინავი დინამიკებით. წელიწად-ნახევარში კი მყუდრო ძველი ფეხბურთი გააღვიძა.

80-იანი წლების ძველი თაობის ინდუსტრიაში თანამედროვეობის გლობალიზაციისა და საექსპორტო ორიენტაციის ნიშანწყალიც არ არსებობდა. ფეხბურთი ლოკალურ თემად რჩებოდა. ფეხბურთით ცხოვრობდნენ, მის გამო იხოცებოდნენ, უფრო მეტი ვნებითა და სიგიჟით გულშემატკივრობდნენ, ვიდრე დღეს, თუმცა ინტერესი მხოლოდ ემოციის სფეროს ტუსაღად რჩებოდა; თამაშს არავინ განიხილავდა წარმოდგენად და მით უმეტეს, ბიზნესად. სხვა ლიგებისა და კლუბების თამაშებს ძალიან ცოტა ვინმე თუ უყურებდა. როცა ბრიტანულმა ნაკრებებმა 1984 წლის ევროპის ჩემპიონატს ხელი დაუქნიეს, ადგილობრივმა ტელევიზიებმა ტურნირის ტრანსლაციაზე უარი განაცხადეს. ასეთი მასშტაბური კონტინენტური ფესტივალიც კი არ იწვევდა ინტერესს, თუ იქ საკუთარი ნაკრები არ გამოდიოდა.

ფეხბურთი თამაში იყო და არა პროდუქტი, მაგრამ ისეთი ხალხი მაშინაც იყო, ვინც პოტენციალს ხედავდა. როცა 1987 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა თასის პირველ ეტაპზე ერთმანეთს "ნაპოლი" და მადრიდის "რეალი" დაეჯახნენ, ყველაზე მეტად სილვიო ბერლუსკონიმ გაიგიჟა თავი. ხუთრაუნდიანი ტურნირი, რომელშიც ნაადრევად გამოვარდნის შანსი დიდი იყო, სილვიოს რესურსების უაზრო ხარჯვად მიაჩნდა.

"ჩემპიონთა თასი ანაქრონიზმად იქცა. "მილანის" მსგავსი გუნდები პირველსავე რაუნდში რომ შეიძლება გამოვარდნენ, ეს ეკონომიკური აბდაუბდაა", - თქვა ბერლუსკონიმ და საქმეს შეუდგა.

1988 წელს ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ახალი ლიგის შექმნაზე მუშაობს. მიზნები და მოტივები იგივე იყო, რაც დღეს. "საჭიროა, ევროთასები კონტინენტურ ლიგად ვაქციოთ, რომელიც ფინანსური სტაბილურობის გარანტად იქცევა. მრავალრიცხოვანი ფანბაზებისა და მაღალი შემოსავლების მქონე ტოპ-კლუბებმა ერთმანეთში უნდა ითამაშონ", - ახსნა მან Corriere della Sera-სთან საუბარში.

ახალი პროექტის შესაქმნელად ბერლუსკონიმ მარკეტინგულ კომპანია Saatchi&Saatchi-ს მიმართა. რამდენიმე თვეში ორგანიზაციის ინგლისური ოფისის ხელმძღვანელმა ალექს ფინმა ახალი ტურნირის 10-პუნქტიანი პროგრამა წარადგინა. გეგმა ბერლუსკონის მოთხოვნებს პასუხობდა. ლიგა 18 კლუბისაგან შედგებოდა: ყოველი ოთხიდან სამი 4 ტოპ-ლიგიდან იყო, პლუს - საფრანგეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბელგიისა და შოტლანდიის ჩემპიონები. გასავარდნი მატჩები არ არსებობდა. "დავითს გოლიათის დამარცხება შეეძლო, ბერლუსკონი კი თვლიდა, რომ მაშინდელი რეალობის დამარცხება შეეძლო. მთავარი მიზანი კი ტოპ-კლუბების ერთმანეთში ჩატარებული თამაშების რიცხვის ზრდა გახლდათ, რაც ტელევიზიაში ადვილად გაიყიდებოდა", - ხსნიდა ფინი.

1988 წლის ბოლოსთვის რეგლამენტიც მზად იყო. ყველამ ვერ გაიგო და არც მიიღო, თუმცა ბევრი ხედავდა, რომ ევოლუცია გარდაუვალი იყო. "ბერლუსკონიმ ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა, - Independent-თან ინტერვიუში იხსენებდა აგენტი მარტინ შუსტი. - ის მომავალს ხედავდა. მისი ფილოსოფია იმაში მდგომარეობდა, რომ ფეხბურთი - ეს წარმოდგენა, შოუ იყო".

თავისთავად, სილვიო ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც გადატრიალების გარდაუვალობის სჯეროდა. არსებობდა მეორე პროექტიც.

შოტლანდიური გეგმა ისეთი რევოლუციურიც არ ყოფილა, როგორიც ბერლუსკონის ჰქონდა

80-იანები წლების ბოლოს ბალანსი რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი მოცემულობისგან. ბრიტანული ფეხბურთის ლიდერები ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ევროთასებს ჩამოცილებული ინგლისელები არ იყვნენ, არამედ შოტლანდიელები და პირველ რიგში, "რეინჯერსი". ჩემპიონთა თასი არც იმათ აწყობდათ.

"შეიძლებოდა პირველი რაუნდიდან გამოვვარდნილიყავით, - უსიამოვნოდ ამბობდა "რეინჯერსის" გენერალური მდივარი კემბელ ოგილავი. - მახსოვს, ასე გამოვვარდით "ოსასუნასთან" 1985/86 წლების სეზონში. ჩვენი დონის ყველა კლუბს კითხვა გაუჩნდა: შეგვექმნა ისეთი ევროთასი, რომელზეც 6 მატჩს გარანტირებულად ჩავატარებდით. ყველაფერი აქიდან დაიწყო".

80-იანი წლების ბოლოს ოგლივი სხვა ტოპ-კლუბების ხელმძღვანელებს მოელაპარაკა და ჩემპიონთა თასის რეფორმის გეგმა წარმოადგინა. ლიგა ღია იყო, ჯგუფური ეტაპით იწყებოდა და პლეი-ოფში გადადიოდა, თუმცა უეფა საკმაოდ კონსერვატიულმა პროექტმაც კი შეაშინა. ჩინოვნიკები უარზე იყვნენ. "მაშინ გადატრიალების მოხდენა ძალიან ძნელი იყო", - ამბობდა შოტლანდიელი.

მას კი ძალიან გაუმართლა, რომ ბერლუსკონი არსებობდა.

ბერლუსკონის გეგმა ბლეფი იყო. მან უეფა შეაშინა და ჩინოვნიკებმაც ჩემპიონთა ლიგის რეფორმა დაიწყეს

მაშინ უეფას ორგანიზაციის გაფართოება და რეფორმირება საერთოდ არ სურდა. თუმცა "პროგრესული" ჩინოვნიკებიც იყვნენ. თუმცა ლინარტ იუჰანსონისა და გერჰარდ აიგნერის აზრი 80-იანი წლების ბოლოს არაფერს წყვეტდა. 88 წლისათვის უეფამ ოგლავის გეგმა ორჯერ უარყო.

ბიუროკრატიულ მანქანას ყველაფერი რომ არ დაენგრია, რაღაც მოქნილი გამოსავალი იყო მოსაძებნი. სილვიო ბერლუსკონი კი საჭირო ბოროტებად იქცა. მაგნატმა საკუთარი პროექტის პროგრამა წარმოადგინა. ამ გეგმაში არც ჩემპიონთა თასისა და არც უეფას ადგილი არ რჩებოდა. სუპერკლუბების ლიგა ისე საშიშად და დამანგრევლად მოჩანდა, რომ პროექტის "ნესტიანობა" ვერავინ შეამჩნია. ბერლუსკონიმ ის დაგეგმილზე ადრე გამოაქვეყნა.

"მან პროექტი გამოიყენა, როგორც stalking-horse, ანუ უბრალოდ მოიმიზეზა, რათა რეალურად სხვა რამ მიეღო. ამასთანავე, საკუთარი არგუმენტები გაიმყარა, - ფინმა ყველაფერი დაინახა. - როცა ბერლუსკონის მსგავსი ვინმე არეულობას ტეხს, უეფაც ვერ აუვლის მას გვერდს. სილვიო საშიში იმიტომ იყო, რომ მას გეგმის განსახორციელებელი რესურსები ჰქონდა. რეალურად კი, მოვლენათა ასეთი განვითარება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო, რადგან ამისათვის ფიფასა და უეფას გაფართოება იქნებოდა საჭირო. ბერლუსკონიმაც გაიაზრა და ამიტომ დაგეგმა ისე, რომ ფეხბურთის მთავრობები ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე დაეყოლიებინა, რომლებიც მისი კლუბისა და ბიზნესისთვის იყო მომგებიანი. ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ".

ბერლუსკონის პროექტი გრანდიოზული შანტაჟი და მაგარი ბლეფი იყო, თუმცა მან იმუშავა. პირდაპირმა შეტევამ უეფა უფრო შეაშინა, ვიდრე ოგლივის დიპლომატიამ. ძალაუფლების დაკარგვით გამოწვეულმა საფრთხემ ორგანიზაციის შიგნით ცვლილებები გამოიწვია. გერჰარდ აიგნერი გენერალური მდივანი გახდა, ლინნარდ იუჰანსონი კი - პრეზიდენტი. ევროპულ ფეხბურთს სათავეში "პროგრესული" ჩინოვნიკები ჩაუდგნენ.

და ბუნებრივია, მათ ოგლივის შეთავაზება მიიღეს. 1991 წელს უეფას 35-მა წევრმა ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგის, საკვალიფიკაციო და ჯგუფური ეტაპის შექმნა დაადასტურა. ნაკლები ბოროტების კონცეფციამ იმუშავა.

1994 წელს ალექს ფინმა BBC Radio-სთან აღიარა: "სუპერლიგა გაუმაძღრობისა და ამბიციების ქარტია იყო, რომელიც ძველ ფეხბურთს გაანადგურებდა. ასეთმა პატივმოყვარეობამ გამაოგნა. კარგია, რომ უეფამ უარი თქვა, რადგან რეალური მიღწევების ნაცვლად ოლიგარქების მიღწევებზე დაფუძნებული სისტემა არასამართლიანია".

2018 წელს კემპბელ ოგლავიმ The Telegraph-ს უთხრა: "ჩემი მოდელის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონების შეჯიბრება უნდა ყოფილიყო. არც კი მიფიქრია, რომ იქ ერთი ქვეყნის წარმომადგენელი 4 კლუბი მოხვდებოდა, თუმცა სიტუაცია გახურდა და ნათელი გახდა, რომ სატელევიზიო შემოსავლების გასაზრდელად ტოპ-ლიგის მეტი გუნდი იყო საჭირო. ჩვენ სუპერკლუბები შევქმენით. ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შანსების მქონე კლუბების რიცხვი თითზე ჩამოსათვლელია, მისი ოდენობა ძალიან შემცირდა და ამას რამე უნდა მოვუხერხოთ. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ თამაში შეჯიბრობითი უნდა იყოს".

ჩემპიონთა ლიგის რეფორმები კი სუპერლიგას უახლოვდება. ეს გარდაუვალია, ეს ჯერ კიდევ 1979 წელს იწინასწარმეტყველეს

როგორც უნდა ყოფილიყო, კომერციალიზაცია გარდაუვალია. სანამ ევროპამ სუპერლიგის იდეა მოაშთო, უეფამ ჩუმად და წყნარად გაახმოვანა ჩემპიონთა ლიგის რეფორმა. 2024 წლიდან ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ერთიანი ლიგა იქნება, 36 კლუბით და გაზრდილი საპრიზო თანხით; 4-დან 2 ახალი სლოტი დიდი კლუბებისთვის იქნება განკუთვნილი, თუ შემთხვევით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან. ტურნირი კი ღია იქნება, ძველ ჰიმნსა და სახელს შეინარჩუნებს, მაგრამ მაინც შეიცვლება და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდება ელიტების ლიგა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად. სუპერკლუბებმა ისევ გაიმარჯვეს.

ცხადია, ეს საკმარისი არ იქნება. "ტოპ-კლუბებს ფული არასდროს ჰყოფნით, - ამბობს ალექს ფინი. - რა ცვლილებებიც უნდა განახორციელოთ, მათ გულს ვერასდროს მოიგებთ. სუპერლიგა დაბრუნდება. შეიძლება ისევ რეფორმით და უეფას არ დაანგრევს, მაგრამ ყველა ახალი ცვლილება "დიდ მიზანს" მიუახლოვდება.

"ასკოლის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა კონსტანტინო როციმ 1979 წელს თქვა:

"მომავალში ჩვენ ევროპის ჩემპიონატი გვექნება ყველა ქვეყნის მთავარი გუნდების მონაწილეობით. "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი" და "ტორინო" ელიტაში მოხვდებიან, დანარჩენებს კი ერთმანეთთან თამაში სხვა ტურნირზე მოუწევთ. სხვა გზა არ არსებობს. თავიდან ეს შოკში ჩაგვაგდებს, ხოლო როცა იდეას შევეჩვევით, ყველაფერი ნორმალურად მოგვეჩვენება".

კარლ მარქსმა "ლუი ნაპოლეონის 18 ბრიუმერში" დაწერა: "ისტორია პირველად მეორდება როგორც ტრაგედია, მეორედ - როგორც ფარსი". ეს ფრაზა კი ევროპულ ფეხბურთში არსებულ პროცესებს ბრწყინვალედ აღწერს.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

• ლუკა

ჩვებ უმაქნისები და არაპროფესიონალები ვართ რა გრანდევის და სისტემის ბრალია?

• რა ჩანს და რაც არ ჩანს

თავიდანვე ასე იყო ეს ამბავი და გაუზრებლად დაუწყეს გინება ფანებმა მფლობელბს. ზოგადად,მიჩნეულია რო ფეხბურთელები დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან,არინ მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელები(მაგ.კროოსი),მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან არც ნევილი და არც კარაგერი,ლინეკერზე არაფერს ვამბობ. რაღა შორს წავიდეთ,ნევილის ვალენსია ხომ გახსოვთ,ეგ არის პასუხი ფეხბურთი და ნევილი ან ინტელექტი და ნევილი. იმდენად უაზრო რამედ ჩანდა სუპერლიგა,რომ არ შეიძლებოდა ეს რეალური ყოფილიყო,თან უეფას ახალ ფორმატს დაემთხვა. ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფუნქციონიერები აკეთებენ ამგვარ პროექტს,რაც თავიდანვე ცხადი იყო,ეს იყო ბლეფი და ზეწოლა უეფაზე. არსებობს ასეთი ნაშრომი "რაც ჩანს და რაც არ ჩანს" ერთიერთში არის ამ ყველაფერზე. სწორად არის სტატიაში ეს ყველაფერი განხილული და გამოიწვევს ცვლილებებს,რომელსაც უეფაც დათანხმდება,ფანები კი გაწბილებულები დარჩებიან. 12 კლუბმა მოითხოვა მაქსიმუმი მინიმუმის მიღების მიზნით და ამას გააკეთებს უეფა ძალიან მალე. როცა ჩემპიონთა ლიგას არქმევ ტურნირს და მასში ისეთი გუნდები მონაწილეობენ,რომელბიც საერთოდ არ გამხდარან ჩემპიონები,ზოგი ნიკოლოზის დროს გახდა და ამას შენ ტრადიციას არქმევ ე.ი. სუპერლიგა შედგება. ამ ფორმატით არა,მაგრამ შედგება. უეფა კი მოგვევლინა სსრკ როლში და ადამიანებს მეხსიერების წაშლით ემუქრება. კლუბების დასჯა გასაგებია და ეს ლოგიკურიც იყო,მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაშების აკრძალვა სსრკსაც შეშურდებოდა. აი,ყიფიანს რო სდომოდა რეალში თამაში და მერე ვერადოსეს ითამაშებდა ნაკრებში და შესაძლოა სახლიც ვეღარ ენახა იმაზე უარესი შემთხვევა.ამას ტაში დაუკრა მსოფლიოს მოსახლეობის უმრაველესობამ და უეფა გამოიყვანეს ფეხბურთის გადამრჩენად. რეაურად,ეს ორგანიაზია ფიფისთან ერთად ფეხბურთის პრობლემა და მათ კისერზე არაერთი კორუფციული გარიგებაა სახეზე. ყატარის მოვლენები ამას ამოწმებს და მსოფლიო დუმს. პერესს,ანიელის და ჰენრის სურთ ფეხბურთი,სანახაობა გაზარდონ,ხოლო ჩეფერინი მილიონებს იღებს ყტარში გარდაცვლილი მიგრანტების ხარჯზე.

• გულშემატკივარი

არსენალი და სუპერლიგა?!პრემიერლიგაში მე-9 ადგილს ვერ ასცდება,შეიძლება სულაც 12 -ზე გავიდეს,სრული მარაზმია,სტოკის საღამოებიო რო იძახის პრეზიდენტი,ზუსტად სტოკის დონე როა. .იმედია ვილიარეალი ამოტენის....

• რა მაფიაა?

არაფრით არ ჩამოუვარდება პერესი ბერლუსკონის, ასაკშია უბრალოდ, მარა უარესი გაქნილია... საინტერესო სტატიაა ძალიან...

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში

3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს

"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა

კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს

პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა

პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს

"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

"ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!" - სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს