ჯანლუიჯი დონარუმა და "მილანი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერა და ვერ ახერხებენ. მეკარეს "როსონერის" შეთავაზება არ აკმაყოფილებს, კლუბი კი პარალელურად ახალ კიპერს ეძებს.

დონარუმას ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. მთავარი პრეტენდენტი "იუვენტუსი" 22 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს სთავაზობს, როცა მშობლიური "მილანი" მზადაა წლიურად 8 მილიონი გადაუხადოს.

დონარუმას აგენტ მინო რაიოლას არცერთი შეთავაზება არ მოსწონს - ის თავისი კლიენტისთვის წლიურად 12-მილიონიან გასამრჯელოს ითხოვს. რაიოლა უკვე ეწვია ტურინს და "იუვეს" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მეკარის საკითხზე ისაუბრა. თუ ჯანლუიჯი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ის თავისუფალი აგენტი გახდება და მისი ხელში ჩაგდება გაცილებით ადვილი იქნება.

დონარუმამ უარით უკვე რამდენიმე ინგლისური კლუბი გაისტუმრა, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა მეკარეს კარიერის "მილანში" გაგრძელება სურს, მაგრამ "როსონერის" ხელმძღვანელობას მეკარის შესანარჩუნებლად იგივე ვნება არ გააჩნია და მისი შემცვლელიც მოძებნა: "ლილის" კარის დარაჯი მაიკ მენიანი. SPORT1 წერს, რომ "მილანმა" ტრანსფერი უკვე შეათანხმა, საფრანგეთის ნაკრების მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის და მას გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მილანელთა სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასანა უარყოფს და დაჟინებით ამბობს, რომ კლუბი მოლაპარაკებებს დონარუმასთან აგრძელებს.

Gazzetta dello Sport-მა დონარუმას სხვა სავარაუდო შემცვლელებიც დაასახელა: ხუან მუსო "უდინეზედან" და "ატალანტას" მეკარე პიერლუიჯი გოლინი. მენიანით კი არა მხოლოდ "მილანი", არამედ დორტმუნდის "ბორუსიაც" ინტერესდება. მოკლედ, "შავ-წითლებმა" მალე უნდა გადაჭრას მეკარის საკითხი, თორე ბოლოს 35 წლის ტატარუშანუს იმედად დარჩენა მოუწევთ.

სოსო
არ არის დონა რუმა იმ დონის მეკარე,რა ხელფასსაც მოითხოვს.სჯობია გაუშვან.მუდმივად ხვეწნა,არავისთან არ ღირს.
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
ნაპოლიმ სერია B-ს "კატანძაროს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
პსჟ "ფენერბაჰჩეს" მცველს 10 მილიონად მიჰყიდის
მარინა შალამბერიძემ ანდორაში ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი იმსაჯა
მიულერი მომავალ სეზონში MLS-ში ითამაშებს
ზედიზედ მეორედ - ინგლისის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა!
U18. საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ფინალში სომხეთს სძლია და B დივიზიონში გადავიდა
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
"ევერტონი" "ლიონის" შემტევის შეძენას აპირებს
ოსიმენი საბოლოოდ გადავიდა "გალათასარაიში" - ოფიციალური გამოცხადებაღა დარჩა
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები C დივიზიონის ფინალშია
ქოჩორაშვილის "სპორტინგის" მეკარე "ტორინოში" გადავიდა
პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია - სანჩო სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ "სენტ ეტიენში" იქნება? - რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
"ნაპოლიმ" 28 წლის სერბი მეკარის დამატების შესახებ გვაუწყა
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"დრო არ ითმენს - "ვალენსიას" ჩაკვეტაძის სასწრაფოდ დამატება სჭირდება" - ესპანური მედია
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
პსჟ-ს დონარუმას გამო სერიოზული პრობლემა აქვს - ვინ შეიძლება შეცვალოს იტალიელი?
"მილანი" ტეო ერნანდესის შემცვლელს "ბრაიტონიდან" ყიდულობს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა
პსჟ დონარუმას შემცვლელს ეძებს
ოფიციალურად: ესტუპინიანი "მილანის" ფეხბურთელია
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
მამარდაშვილი "მილანის" წინააღმდეგ - "ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
"ლივერპულთან" მატჩამდე კარგი ტესტი გვქონდა, შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლილთან" მატჩის შემდეგ?
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
"ვფიქრობ, "ინტერი" ამ გუნდებზე უკანაა" - ერნანეშმა სკუდეტოს ფავორიტები დაასახელა
[VIDEO] მამარდაშვილს შანსი მეორე ტაიმში მიეცა - უხვგოლიან მატჩში "ლივერპული" "მილანთან" დამარცხდა
დონარუმა და პსჟ სრულდება? - პარიზული კლუბი შევალიეს დამატებასთან ახლოსაა
საფრანგეთის ჩემპიონატზე "სტრასბურგისა" და "ლილის" მატჩისას სტუმართა კარში სამი სხვადასხვა მეკარე იდგა
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია