შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა.

შოტლანდიელებმა ეს ნაბიჯი პირველად 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გადადგეს და "ბორჯღალოსნებთან" 31 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე“ ითამაშეს, წელს კი, 17 ივლისს გვეწვევიან. ჯერჯერობით უცნობია, სად და რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა.

მეექვსედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშია. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე, ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა "ბორჯღალოსნებთან" თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დააანონსეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასამდე“ შოტლანდიამ ტესტ-მატჩის გასამართად „მარიფილდზე“ მიგვიწვია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი, იძულებითი უქმობის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველი შეხვედრა 23 ოქტომბერს გამართა და მასპინძლებმა 48:7 იმარჯვეს.

მაგალითი ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სპორტული მიმართულებით ლაშა (ბაჩო) ხურციძე ამბობს, რომ შოტლანდიელთა მეორე სტუმრობა მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის:

„მადლობლები ვართ შოტლანდიის, რომელიც იყო პირველი ტიერ1-ის ქვეყანა, რომელიც საქართველოში გვეწვია. მერე ორჯერ გვიმასპინძლა და ახლა კვლავ ჩვენთან ჩამოდის. მათ თავად გამოთქვეს საქართველოში თამაშის სურვილი და ეს იმის დასტურია, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ 2019 წლის მასპინძლობით, როგორც საორგანიზაციო, ასევე სპორტული კუთხით. სტადიონზე იყო ძალიან კარგი გარემო და მიუხედავად ანგარიშისა, მეტოქე კმაყოფილი დარჩა ჩვენთან თამაშის ხარისხით“.

„ქართველი გულშემატკივარი არ არის განებივრებული ასეთი მაღალი დონის გუნდების ხილვით და ეს მათთვისაც მნიშვნელოვანია. შოტლანდიელთა სტუმრობა კარგი მაგალითი უნდა გახდეს ტიერ1-ის სხვა გუნდებისთვის. ისინი აუცილებლად გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ექვსი ერის და ტიერ1-ის სხვა გუნდებს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში უმაღლესი დონის სხვა გუნდებიც გვეწვევიან“.

შოტლანდიასთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა ხიბლავს "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილს:

„შოტლანდია საინტერესო გუნდია და მოხარული ვარ ამ შესაძლებლობის. მას შემდეგ, რაც ის გრიგორ თაუნსენდმა ჩაიბარა, წლიდან წლამდე სერიოზული პროგრესი აქვს და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაშიც გამოჩნდა. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში“.

„შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი ან ორი თამაში გვქონდეს და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით“.

rugby.ge

დემე
თუ ძმა ხარ რა, ფიჯი ისეთი გუნდია გაშლილი თამაში თუ აჩვენე საქართველოს კი არა შეიძლება ოლ ბლექსს მოუგოს. ჩვენი ნაკრები მაგათ გაშლილ თამაშში ვერასდროს მოუგებს, მაგათ უნდა ეთამაშო ჩაკეტილი თამაში რასაც ორჯერ და სამჯერ მეტი ენერგია მიაქვს. ტიპები რაქებში ელვის სისწრაფით შედიან ყველანი და არაამქვეყნიური შეთამაშება აქვთ უკანახაზელებს. ეს ქართული გენი გასაგებია ჩვენც ჯანზე ვართ რა თქმა უნდა მაგრამ იმათ სისხლში აქვთ ეს სილაღე თამაშისას რეებს აკეთებენ 7კაცაშიც და აქაც. ამათნაირი ხაზის მოთამაშე ერთი ორი რო გვყავდეს იტალიას თავისუფლად მოვუგებდით. ისე კი უთამაშებელი უფრო ძლიერია ფიჯი ვიდრე ნათამაშები, ბოლო-ბოლო ურუგუაიმ მოუგო მსოფლიოზე ნათაშებ ფიჯის.
ლუკა
ეგ უთამაშებელი ფიჯი,დასვენებული სუპერვარსკვლაბეია ძამია,.ეს სვეცკპრეტენზიული კრიტიკა რომ არა.გასაკვირს რას ნახავს კაცი ფიჯისთან მარცხში.
BOSS
რა აზრი აქ თუ ისევ მაისაშვილი იქნება?!მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება პირველ რიგში!!!სქოთებს კი მადლობა!
bs
100 %. დახვედრა ქართული, ბრძოლა ღირსეული და გაცილება ძმური!
რეზოს
თავად აზრზე, რომ ხარ ერთი გვითხარი აზრი - უთამაშებელმა ფიჯიმ როგორ მოგვიგო ნგრევით? ყველას წაუგია მაგრამ ასე? პირველ გუნდებთან ნათამაშებს ჩვენს ნაკრებს აბსოლუტურად უთამაშებელმა ფიჯიმ ასე უგებს დასკვნა ვერ უნდა გააკეთო, რომ შესაბამისი მწვრთელია ნაკრებში საჭირო?
alex
ბიჯო, ნამახვანში ესენი მაინც დაგვესახლებინა და ბაზაც გაეხსნათ, არ სჯობია? ვიცი - სახუმარო თემა რომ არაა და ბოდიში ვისაც ვაწყენინე, ძალიან დასაფასებელ საქმეს გვიკეთებენ სკოტები და აბა, ძმებო, მოძმეს ძმურად უნდა დახვედრა (გინება არ უნდა იყოს, ჰიმნის დროს სიჩუმე და მერე ტაში, დროშები და, ბოლოს, ქეიფი).
გიორგი 50
რაღაც საოცარი წინათგრძნობა მაქვს, უნდა მოვიგოთ.... და ეს იქნება ,,ძლევაი საკვირველი ''....
გლახუნა
ძალიან კარგი ინფორმაციაა...,, 8 ერის ტურნირს,, - აც თუ ტრადიციულს გახდიან და მასზე საქართველოს რაგბის ფედერაცია აქტიურად იმუშავებს - იაპონიის გარდა + ,, ერთა თასის,, გამარჯვებული და ოკეანეთის გამარჯვებულით- ასე- ტურნირს კომერციულად-აც თუ გადააქცევთ - 4-5 მილიონერის ჩართვით - დაფინანსებით...
დემე
ფიჯი ჩემო მეგობარო მსოფლიო ვარსკვლავებითაა სავსე, მთელი უკანა ხაზი. ჩვენ ნაკრებს მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ ყავს. ამას თავი რო დაანებო ღმერთმა იმათ უფრო მეტი ჯანი მისცა და აგერ ტაბუცაძე რომ თავისი ჯანის მაქსიმუმზეა ისეთ ტანზეა მართლა კუნთები ასკდება, ნადოლოსთან პატარა ბიჭივით იდგა გვერდიგვერდ
მადლობა
მადლობა შოტლანდიელებს. არცერთი გუნდი არ გვკადრულობს მათ გარდა. მეორეჯერ ჩამოდიან უკვე ჯიგრები. კარგი იქნება ბათუმში თუ ჩატარდება თამაში. ზაფხულში, მშვენიერი ქალაქი მშვენიერი სტადიონი მშვენიერი გულშემატკივარი მშვენიერი გუნდები მეტი რაუნდა გინდოდეს ნამდვილ გულშემატკივარს
რეზო
აზრზე არ ხარ რას ლაპარაკობ
alibaba
შარშან შემოდგომაზე მოუმზადებელი შევხვდით და ახლა უკეთ მოვემზადებითო. შარშან ჯერ 4 თამაში გვქონდა ზედიზედ ჩვენს რანგში - რუმინეთთან, ესპანეთთან, ბელგიასთან და პორტუგალიასთან, შემდეგ 4 უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩი გავმართეთ ზედიზედ - შოტლადიასთან, ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან, რის მერეც აბსოლუტურად უთამაშებელმა ფიჯიმ მაინც დაგვანგრია. მხოლოდ ფაქტი, ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ყველამ თავად შეაფასოს...
დიმა
მეორედ ჩამოსვლა უკვე ძმობაა! დასაფასებელია და საგულისხმო. ისე უნდა დავხვდეთ, როგორც არავის! სავსე სტადიონი და საქვეყნო ზეიმი !
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"