ყველაფერი ეს 44 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა -

"წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!"

1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით - სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცნობილ მეცნიერებს, კულტურის მუშაკებს, სპორტსმენებს.

თბილისში დაბრუნებულ გუნდსაც დიდებული დახვედრა მოუწყვეს - ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ჰაერში აისროლეს.

"შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ 63-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა თბილისურ გუნდს ძალა შემატა, რაც გამარჯვებისადმი დიდი მისწრაფებით გამოიხატა. თასი მოიგო გუნდმა, რომელიც ტექნიკურად უფრო სრულყოფილი იყო და მოთამაშეთა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩეოდა. მოედანზე ყიფიანი ყველაზე თვალშისაცემი იყო. კრაუზემ ვერ შეძლო ამ ბრწყინვალე ტექნიკოსისა და მოთამაშის განეიტრალება. საინტერესოა, რომ სპეციალისტები მაღალ შეფასებებს აძლევდნენ ფანტაზიას ქართველი ფეხბურთელების თამაშში." - წერდა Rainishe Post-ი.

1981 წელს "ლივერპულმა" მოიგო ჩემპიონთა თასი, მაგრამ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. იმის გამო, რომ ორი წლის წინ, 1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამომ" ინგლისის ჩემპიონი დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, ეს უარი ქართველმა გულშემატკივრებმა კიდევ ერთი გარდაუვალი მარცხისგან თავის დაღწევად მიიჩნიეს.

მართალია, სუპერთასზე ვერ ითამაშა, მაგრამ "დინამო" 1981 წლის სექტემბერში მიწვეული იყო მადრიდში, ოთხთა ტურნირზე, სადაც მან მონაწილეობა მადრიდის "რეალთან", მიუნხენის "ბაიერნთან" და ნიდერლანდების ჩემპიონ "ალკმაართან" ერთად მიიღო.

"დინამომ" კარგად ითამაშა. ვლადიმერ გუცაევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რამაზ შენგელია კი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მომზადებულია primetimezone-ის მიხედვით

გურულო
და დათო ყიფიანს ფეხი მოტეხა ნაბუჭუჭუ ანხელმა და ამით მისი კარიერის დასასრულს დაუდო სათავე!
tngh
იმდროინდელი "დინამო" მაშინდელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო!!!
Დინამოელი
Ყველას გილოცავთ!!! Უფალმა კიდევ მოგვასწროს მსგავს წარმატებებს.
ბუხუტი
ასეთი ლეგენდებით უტენიდნენ ხალხს ტვინს :) რატომ უნდა შეშინებოდა ლივერპულს, დინამოსთან ან ნებისმიერთან შეხვედრა?! ვთქვათ, კვლავ დინამოს მოეგო. მერე რა?! არაფრის მომტანი ბაქი-ბუქი.
tngh
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს უნდა გვახსოვდეს ეს დიდი გამარჯვება!!!
იბერიელი
მეგობრებო მეამაყება ის დღე, ჯარში ვიყავი ქალაქ დალნერეჩენსკში ,ამ თამაშის შემდეგ ნაწილის უფროსი გამოვიდა პლაცზე,და მოგვილოცა მთელ ბატალიონს, ის იყო უკრაინელი კიევის დინამოს გულშემატკივარი, ჩვენ ათი ქართველი ვიყავით , ვერ ავხსნი იმ სიხარულს ,და ბოლოს, ვინც გინდ რაც უნდა თქვას ,ამ გუნდს ეძახდნენ კავკასიის ბრაზილიელების ,ახლა სიტყვები უდიდესი ადამიანისა მსოფლიო ჩემპიონის 78 წელს,ეს გუნდი არის მსოფლიოში საუკეთესო, ლუის სეზარ მენოტი, კიდევ იქნება გამარჯვებები, წინ საქართველოვ ჩვენო ლამაზო სამშობლოვ, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველა იმ საამაყო ჩვენს ფეხბურთელებს ვინც ეს სიხარული მოგვიტანა,და ნათელი იყოს იმათი სული ვინც არა გვყავს, მადლობა,
როდამდე?
გავა 100 წელი და ისევ 81 ექნება დინამოს გასახსენებელი, მეტი არაფერი. ))))))))))))
თბილისელს
მე მაინც გლობალური ომის პარტიის მამაძაღლობა მგონია.)))))))))))
თბილისელი
მაშინაც "დიფსთეითის " ნაჩალიჩარი იყო ეგ ამბავი.

1979 წელს,თბილისის დინამომ,სსრკ თასი მოიგო,მერე საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე გამოვიდა საქართველოს ნაკრების სახელით და ფინალამდე მიაღწია.ისე მოხდა,რომ 21 დღეში 9 თამაში მოუწიათ. ფიზიკურად გამოფიტვამ,უკვე ჰამბურგთან მატჩებში იჩინა თავი.რა თქმა უნდა ჰამბურგიც ბრწყინვალე გუნდი იყო,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კევინ კიგანის და მანფრედ კალცის ლიდერობით.დინამო კარგად იწყებდა,მაგრამ ძალები ბოლომდე არ ჰყოფნიდათ.მახსოვს თენგიზ სულაქველიძის ნათქვამი,დამატებით დროშიც რომ გადაგვეყვანა თამაში,მაინც წავაგენდით,რადგან ფეხები ბამბისა გვქონდა,ვეღარ ვგრძნობდითო.9 თამაში 21 დღეში დღესაც არაადამიანური დატვირთვაა,იმ დროს კი,არც ამდენი აღდგენის საშუალებები იყო, ცვლილებაც მხოლოდ 2 შეიძლებოდა და არც დინამოს ჰქონდა გრძელი სკამი.ჰამბურგთან თამაშების შემდეგ,ჩემპიონატის თამაშებში,სირბილის თავი აღარ ჰქონდათ,ფაქტობრივად დადიოდნენ მოედანზე და ერთადერთი,ვინც კიდევ მოძრაობდა,მანუჩარ მაჩაიძე იყო.ის გარბოდა წინ გადაგდებულ ბურთებზე და ეხმარებოდა ბიჭებს.სხვები,ყველანი ჩახოცილები იყვნენ.მხოლოდ სეზონის ბოლოს მოითქვეს ცოტა სული,თუმცა ჩემპიონობისათვის ბრძოლაში დაბრუნება,უკვე დაგვიანებული იყო.
დავითს
რა მაგრა გაკლია? იძახე რუსეთი, რუსეთი და იმას რა ვუყოთ, რომ ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ფეხებს ვერ უჭამთ რუსეთს? გინდა ევროპა? წადი ძმაო და აუცვი შიგ ევროპაში, გაკავებთ ვინმე? ჩვენ ქართველებს საქართველოში დაგვანებეთ ყველამ თავი! ყელში ხართ უკვე ამოსულები!
კობუჩი
კარგია წარსული ტრიუმფის გახსენება მაგრამ აწმყოშიც უნდა შექმნას დინამო თბილისმა რამე ღირებული
დავითს
ზუსტად ვიცი, მიშა სააკოვი იყო!
inviz9
555-ს ზედმიწევნით სწორად გახსოვთ ყველაფერი. ტაჰამატაც ეგ მურთხი და სტანდარტის ხელოვნური თამაშგარეები-რასაც მართლა ვერაფერი მოუხერხა დინამომ
555
მართალია, ლივერპულის შემდეგ იყო ჰამბურგი, რომელმაც ორივე მატჩი მოუგო დინამოს. სხვათა შორის თუ სწორად მახსოვს, გერმანიაშიც და თბილისშიც პირველი გოლები დინამოელებმა გაიტანეს, აი მერე კი მანფრედ კალცმა სისხლი გაუშრო ჩვენს დაცვას. 1982 წელს, ასევე თასების თასის ნახევარფინალში დინამო უკვე ლიეჟის სტანდარტმა გამოაგდო, მათ ჰყავდათ ასეთი ფეხბურთელი ტაჰამატა, ვერ გააჩერეს ჩვენებმა. ეეჰ, რა გუნდი გვყავდა...
zura222
ე კაით რა, ლივერპულს შეეშნიდაო? რა სისულელეა ბატონებო პროსტო ვერ შეთანხმდნენ რაღაც დეტალებზე, ნუ გგონიათ რო ყველას ეშინია თქვენი
Shakiras
რა ჰამბურგმა გამოგვანდო? სტანდარტი გაგიგია ასეთი გუნდი ლიეჟიდან? შეგვჭამა ხელოვნური თამაშგარეებით. კიგანის ჰამბურგმა კი მანამ დაგვიფრინა ვიდრე თასს მოვიგებდით, სწორედ ლივერპულის მერე
თბილისელი
წარსულსი ჩარჩენილებს, რო ეძახი ზოგიერთებს, შე რაღა ხარ თანამედროვე ლიბერასტი, თუ გადახრილ-გადმოხრილი? წარსულში იყო: უფროსებისადმი მორიდება და პატივიცემა, წესიერება და პატისნება, ქალი ქალსა გავდა და კაცი კაცსა, ბავშვი ბავშვობდა! ეხლა? დიდი პატარა ყველა იგინება, ერთმანეთს არ ინდობთ, თეატრში სპექტაკლებიც ბორდელებს დაემსგავსა ამი მაგალითია ვინმე დათი თავაძის აღვირ ახსნილი ვაი სპექტაკლი, საცოდავო საქართველო! რა დღეში ხარ? ფაქტიურად ერი კვდება!
G.las-s
შე საცოდავო და უბედურო! ეგ შენი ევროპა და ევროკავშირი,რო გვეჩხირება ჩვენს შიდა სააქმეებში და თითს გვიქნევს ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, ეს კანონი გაიტანეთ ის კანონი გააუქმეთ, მაგას რა ქვია ბრიყვო? ისე შეგვაზიზღეს ამ ლიბერასტმა ევრო პარლამენტარებმა და ევროპის მთავრობებმა თავი, რო ევრო კავშირის ხსენებაზეც გული გვერევა!
la masia
იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვისაც ეს პოსტი არ მოსწონს (პოლიტიკური შემადგენელის მიუხედავად)
ნაპოლეონი
ევროვიზიაზე შვეიცარიის გამარჯვება ხო აღნიშნე ძმას ვენაცვალე
skaro
რა ჰამბურგი, ჰამბურგთან თასის აღების მეორე წელს არ გვქონდა რო გამოგვაგდო კალცმა და კიგანმა?
ნაპოლეონი
აი როცა ქართული დროშა აფრიალდა ხო სულ ბუღი გააცდინა რა ან დინამომ ან ნაკრებმა. . .ფარერებთა 6-0 . . . მიმიფურთხებია ამნაირი დროშისთვის. . .შეურაწყოფის მეტი არაფერი მიუღია ამ დროშას რაც დამოუკიდებლები ვართ(ვითომ დამოუკიდებლები). . საკუთარი ასანთი ვერ გიწარმოებია ბიჭო რა დამოუკიდებლობაზე ამტვრევ რამსებს მაცოდინა ერთი რა
გიო
მაგრათ გაჟრიალებს ვიღაცა ხარ
დავით
მე გაგახსენებ. ივანიშვილი იყო გვარად
იასონას უდარი
უცნაურია,იმდენჯერ ახსენე რუსეთი,მეშინია არ შეგიყვარდეს:) დინამოზე რა დავწერო,ფაქტიც სახეზეა,სსრკს დროს გუნდი დაფრინავდა,დამოუკიდებლობის და ევროპების ძახილით მეთევზეები გვიგებენ. ხო გიყვართ ილიას მოშველიება,ხოდა ილია ჭავჭავაძე,აკაკი წერეთელი,იაკობ გოგებაშვილი,ნიკო ნიკოლაძე და ა.შ. იყვნენ რუსეთის იმპერიაში მცხოვრები საზოგადოების პროდუქტები,ხოლო ევრპეიზმის მიმდევარი ქვეყნის პროდუქტები არიან რატი ამაღლობელი,ტორესა მოსე და ლაშა ბუღაძე,განსხვავებას ატყობთ ხო? სსრკ დროს,გვყავდა გენიოსი მსახიობები,რეჟისორები,ხოლო ახლა ვინ გვყავს,ნანკა კალატოზიშვილი ან მიშა მესხი? აქაც განსხვავება თვალსაჩინოა. კიდევ ერთი ფაქტი,სსრკს დროს ჩვენი მოსახელობა იყო 5 მილიონზე მეტი,ხოლო ახლა 3 მილიონ 600 ათასი,აქაც განსხვავება თვალნათელია. ხოდა როცა ეს ყველაფერი იცი და მაინც ყველანაირ რუსულს აგინებ,ან დებილი ხარ ან დებილი. გასაგებია და გეთანხმებით,რუსეთის ხელისუფლება და პუტინი საგინებელია,რუსეთი ოკუპანტია,თუმცა ეთნონიმი რუსის ცუდ კონტექსტში მოხსენიება შეიცავს ნაციზმის ნიშნებს. არასწორია მსგავსი მიდგომა,რასაც ვერც იაზრებთ და რობოტებივით იმეორებთ. იმაზე საუბარიც ზედმეტია,რომ თავისუფლება ბატონის გამოცვლა გგონიათ,ესეც პრობლემაა.
ნიკა
1979 წლის 7 ნოემბერი,ოქტომბრის რევოლუციის საზეიმო აღლუმი, ზეიმობს სრულიად საბჭოეთი,,პოლიტექნიკურის ათასობით სტუდენტმა უნდა ჩავიაროთ მთავრობის სასახლის (დღეს პარლამენტი) წინ შეძახილით “დიდება პარტიას” ,ამის ნაცვლად “დინამო,დინამო,დინამო….,ფეხებიც ვერ მოგვჭამეს,იმ სუსხიან საღამოს ჰამბურგთან გვქონდა თამაში
სიმენონი
მაშინ ვინც უცხოეთში დადიოდა ყველა ვაჭრობდა, აქედანაც მიჰქონდათ რაღაცეები და იქედანაც ჩამოქონდათ.
ჟორა
ყველგან პოლიტიკის ჩაჩრა რა საჭიროა? სწორედ სსრ კავშირმა და რუსეთმა მოგცა საშუალება ამხელა გაზრდილიყო ეს უწიგნური ხალხი და ევროპის ერთერთ განათლებულ ერად ქცეულიყავი. უმადურო.
G.LA
აღარასოდეს უკან სსრკ-ში. დინამო ჩვენი სიამაყე იყო და არავინ იცოდა მაშინ ქართული გენის გუნდი რომ იყო. ქართული დროშაც არ ფრიალებდა ჩვენ დინამოს თამაშზე. ევროპაზე იფრიალებს ქართული დროშა პირველად დიდ ფორუმზე. საქართველოს გზა ევროპაშია. რუსების გზა ჭაობში. ენა, მამული, სარწმუნოება — ენას გვართმევდნენ ღორები, მამული წაგვართვეს 20% ღორებმა და ეკლესიები გადაგვითეთრეს ასევე ავტოკეფალია გაგვიუქმეს ღორრბმა. არა რუსულ პროექტს საქართველოში სახელად “ქართულ ოცნების” დივერსიულ ტერორისტულ დაჯგუფებას……… კი ევროპას!
მიშა
ვინც დისლაიქები დაუსვით, მართლა მაინტერესებს რას არ დაეთანხმეთ? რაც სიმართლე იყო, მე ის დავწერე. თუ თქვენთვის უფრო კომფორტულია იფიქროთ, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელ ლივერპულს ჩვენთან თამაშის შეეშინდა? :) ლივერპულს, თავის ისტორიაში, უკვე ჰქონდა იმდენი თასი მოპოვებული, ერთით მეტი სუპერთასი ექნებოდა თუ ნაკლები, დიდად არ დაგიდევდათ.
კახა
ზუსტად იმ დამპალმა მადრიდის რეალმა შეიწირა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის გენია დავით ყიფიანი , მოტეხეს ფეხი და მის შემდეგ დაიწყო უიღბლობის სერია , რამაც განაპირობა მისი ფეხბურთიდან წასვლა .
გოგა
ბოდიშს ვიხდი, ტელეფონით ვარ შემოსული და ასქროლვისას დისლაიქზე დამეჭირა თითი... დიდი პატივისცემა კომენტარის ავტორს!!!
მიშა
ლივერპულთან სუპერთასზე გასამართ შეხვედრაზე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ლივერპული ითხოვდა ერთი თამაშის გამართვას ნეიტრალურ მოედანზე. დინამო კი, ორ თამაშს (თბილისში და ლივერპულში). მოლაპარაკებები გაიწელა. სსრკ ფეხბურთის ფედერაციას კი სულაც ნაკლებად ადარდებდა, დინამო სუპერთასსაც მოიგებდა თუ არა. ბოლოს ისე გავიდა დრო, რომ შეთანხმება არაფერზე არ შედგა და სუპერთასი არ გათამაშდა მაგ წელს.
მამუკა
ანდრო რა დიდი მზე ხარ თუ იცი, მაგ ადამიანმა რაც ქსრთველ ხალხს სიხარული მოუტანა შენ იმის მეათასედს ვერ იზავ მთელი შენი ცხოვრება
ზურა7958
ნაპოლის რომ გადაუარეთ 78 ში,რატომ არავინ არ იხსენებს⁶
დონ
რა 6 საუკუნის?!ჟურნალ ნიანგზე ცოტა დიდია!!)) 300 წლის,ისიც 1 კონტინენტი ამოხოცა და მეორე მონად ჩაასახლა,ახლა კი საკუთარ ისტორიას ანგრევს ნერა რატო პინდოს?
სოსო
ის ფეხბურთელი,ვისზეც შენ ლაპარაკობ,უცხოეთში რომ გაეშვათ,წელიწადში მილიონს თავისუფლად იშოვიდა,აქ კი,მთელი კარიერა,200 მანეთ ხელფასზე ათამაშეს,მონასავით.რაც ამ თასის აღებისათვის ამ ფეხბურთელებს პრემია გაეწერათ,უეფასაგან,ის მაინც რომ მიეცათ,არც იმ კაცს დასჭირდებოდა,ოჯახის სარჩენად,ძონძების ყიდვა-გაყიდვა!კი,ეს ბიჭები,ჩვენი სიხარულისათვის იკლავდნენ თავს,მოედანზე,მაგრამ ოჯახებიც ჰყავდათ სარჩენი და სხვა საშუალება დამატებითი შემოსავლისა,არსაიდან ჰქონდათ.მთელი საბჭოთა კავშირი კი,"ლევი"შემოსავლით ცხოვრობდა და და ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა,ისინი ძალიან გაჭირვებით ინახავდნენ ოჯახს.საბჭოთა კავშირი თუ არ გახსოვს,რა ყაჩაღიც იყო,საქართველოს წინა მთავრობა გაიხსენე,ადამიანებს სახლ კარს რომ ართმევდა და მშიერი კაცი, სადღაც ერთ პურს თუ მოიპარავდა,10 წლიან ციხეს უსჯიდა,ქურდობისათვის.
მამუკა
ქურდობა და ძარცვა ყოველთვის იყო ხოლმე, ვისაც გახსოვთ ის პერიოდი დინამოს თამაში რომ იყო იმ დღეს არანაირი დანაშაული არ ხდებოდა ისე იყო დიდი თუ პატარა შეპყრობილი ფეხბურთით, ხალხი შაბათ-კვირას ელოდებოდა სტადიონზე რომ წასულიყო, მთელი პლეხანოვი იკეტებოდა, ვაგზლის მიმდებარე, დიდუბე, მარცხენა სანაპირო, პატარა დღესასწაული იყო ხოლმე ყოველ კვირა. ბავშვი ვიყავი სადღაც 8-10 წლისა წლიური აბონემენტი მქონდა ხოლმე ყოველ წელს და დინამოს არც ერთ თამაშს არ ვაცდენდი, ძალიან მაგარი გუნდი გვყვავდა, 6 ქართველი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ეს იყო რაღაც სასწაული იმ დროს
andro
ვინ იყო ის ვინც ვაჭრობდა ქალის ლიფებით და სხვადასხვა ნივთებით?დიდ ვაჭარი ფეხბურთელი,გვარს ვერ ვიხსენებ..
ნიკ
ბავარიას 2:1 ვუგებდით და მე2 ტაიმში აღარ გამოვიდნენ რეალს 2:1 ვუგებდით 82-ე წუთამდე, ყიფიანს მოტეხეს ფეხი(რის გამოც გაუცდა ნახევარი წელი და1982ში არ წაიყვანეს მსოფლიოს ჩემპიონატზე) დარჩენილ დროში რეალმა დემორალიზებულ დინამოს გაუტანა 3 გოლი 4:2
tngh
დიდება ლეგენდარულ თბილისის "დინამოს"!!! "ლივერპულს" შეეშინდა!!! "ბავარია" კი, ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიქცა... ბევრი ახალგაზრდისთვის ეს წარმოუდგენელია!!! სასიამოვნო და საამაყო ფაქტია, ეს კიდევ ბევრი სხვა. "ბენფიკას", "ინტერის" დამარცხებიდან... "ლივერპულის", "ფეინორდის" გაფარჩაკებამდე.

არ გამოვიდა, არა - მეორე ტაიმის დასაწყისში უხეშობისთვის რომელიღაცა ბავარიელს ყვითელი მისცეს და ამის გულისთვის რუმენიგემ გუნდს შეუძახა და გასახდელისკენ წაიყვანა. მერე პირობა დააყენეს, მსაჯი შეცვალეთ ან გამარჯვება ჩაგვითვალეთო. ყველაფერი პირიქით მოხდა - დინამო 2-1-ს იგებდა და ბავარიის პროტესტის მიუხედავად, ასეც დასრულდა. კადრების არის, გამარჯვებულმა დინამომ საპატიო წრე რომ დაარტყა სტადიონს

სინამდვილე ბოლომდე თქვან მაგ უნამუსოებმა - დიდმა რეალმა როგორ დაამტვრია ყიფიანი და რეკორდმაისტერი თავისი სუპერვარსკვლავებით როგორ გაექცა მოედნიდან უყიფიანო დინამოს - გუნდი ისეთ დონეზე იყო დირიჟორის გარეშე უმკლავდებოდა ტოპ გუნდებს. ისეთი ეპოქა შექმნა, დღეს აგერ 41 წელი გავიდა და ობიექტური რუსი კომენტატორები კვლავაც ადარებენ რეალს და ბარსელონას. ესეც ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და იქნებ ოდესღაც ისევ ამოხეთქოს ქართულმა ფეხბურთმა ხმაურიანი გამარჯვებით
შალვა
გახსოვდეს(თ), ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან! დიდება მათ, ვისაც ერთი კენჭი (რიყის ქვა, აგური) მაინც დაუდვია სამშობლო ქვეყნის ბალავარზე!
G.LA
ბრწყნიალე ბიჭები, ვაჟკაცების გუნდი. ჩვენი სიხარულის მომტანი გუნდი იყო. ამათ შემდეგ ვერასოდეს ისე ვერცერთ გუნდს ვეღარ ვგულშემატკივრობ, საქართველოს ნაკრების გარდა. ფაქტიურად ნაკრებიც იყო დინამო. დიდი მადლობა მათ, ბედიერები და ჯამთელები იყვნენ. იქ წასულ ბიჭები ნათელში იყვნენ. ლიკუეტ ვსია გრუზია, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა. ია პრედსტავლიუ ჩტო ტვარიტსია ვ ტბილისი...ასე თქვა. ამ სიტყვებზე კოტეს განმარტება გააკეთებინეს მოსკოვში. თვითონ თქვა ერთ ერთ ინტერვიუშში. ბავშვი ვიყავი და ეს დღე არსოდეს დამავიწყდება, ასევე ეს სიტყვებიც. მთელ საქართველოში ხალხი ქუჩებში გამოვიდა საზეიმოდ. რაც შეეხება ჩარჩენას დროში. დღეს ის 13 მაისია და ვისაც გინდათ მოიგონეთ რატომ იბოღმებით? ერს რაც გვჭირს ისეც მშვენივრად ვიცით ბევრმა...
American
და ამერიკა რომ სულ 6 საუკუნისაა რა?ვინმეზე ნაკლებია??მასე ეგვიპტე უძველესია მარა ტრა... შია მუდმივად ისევე როგორც საქართველო!
სოსო
რა ვქნა გუჯა,მეც ვდილობ,სადაც შემთხვევაა,თქვენი მეთოდიც ვახსენო ხოლმე,მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო.ალბათ არც კითხულობენ.
SOS!!!
დაე, კვლავაც განმეორებულიყოს 13 მაისის ბედნიერი ღამე !
Guja Kakhadze
1981 წლის შედეგის გამეორება შესაძლებელი გახდება - თუ გაიხსენებენ დახარჯული ენერგიის აღდგენა ფეხბურთელს თამაშის მსვლელობისას სირბილითვე რომ შეუძლია!
დავით აღმაშენებელი
წარსულში,რატომ ვართ ჩარჩენილები,არ გაგიგიათ?აწმყო შობილი წარსულისაგან - თუ წარსული არ გაქვს,მაშინ მომავალიც არ გექნება. დიდი წარსულის ერს ქვია დიდი ერი,თორემ თქვენ და მიშას,რომ გინდოდათ საქართველოს ისტორიის 2003 წლიდან დაწყება,სწორედ ეს იყო სიბნელე,უვიცობა და ქვეყნის ფეხებზე დაკიდება,ღმერთმა შეგინდოთ წარსულზე აუგად საუბარი.
REAL MADRID
ბავარია არ გამოვიდა ჩვენთან სათამაშოდ მეორე ტაიმში, ფინალში ბერნაბეუზე რეალთან დავმარცხდით, ყიფიანმა უმძიმესი ტრამვა მიიღო, გუცაევს და ყიფოს გასახდელში რეალმა კონტრაქტები შეუტანა, თანხა თქვენ ჩაწერეთო, მაგრამ კგბს არ ეძინა და ასე დასრულდა ყველაფერი........

აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავალისა. ძველები წიგნს მაინც კითხულობდნენ, მომავლისკენ მაყურებელი ახლებისაგან განსხვავებით.
me
კარგით რა კლასვიკი იყო შარშან
Dinamo
ბაიერნი მეორე ტაიმში მოედნიდან გაექცათ. რეალს 2:0 ს უგებდნენ და ბოლო 15 წუთში 4 "სასწაული" გოლი ჩაუთვალა რეალს მსაჯმა ყველაფერი იკადრა. თან ყიფიანს ფეხი მოტეხეს
ვანჩოპე
რეალთან 4-2 წავაგეთ. იმ შეხვედრაში მიიღო ტრვმა ყიფიანმა და მის კარიერას დაღი დაასვა. ბავარიას პირველ ტაიმს 2-1 უგებდნენ. გერმანელებს ბრაიტნერი და რუმინიგე გაუძევეს. და მეორე ტაიმის თამაშზე უარი თქვეს. ალკმაართან არ უთამაშიათ. მგონი ნახევარფინალის მსგავსი ტურნირი. ფინალში რეალმა ალკმაარს მოუგო
bejo
რეალთან ბავარიასთან და ალკმაართან რა ქნეს ?
ზურა
ქართული ისწავლეთ ჟჟუურნალისტებო.
სანდრო
მე მაინც "ზომიერი იმედით" ვცხოვრობ.. )
tngh
გილოცავთ და გეხვევით!!! ჩვენო უსაყვარლესო ბიჭებო... ნათელი დაადგეთ გარდაცვლილების ხსოვნას.
www
წარსულში ჩარჩენილი ერი!
სოსო
კრაუსი არა,კრაუზე.
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
საქართველო - კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
დრო და მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება
[VIDEO] 6 თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა და ემოციები ვერ შეიკავა - ლუის ენრიკეს ასისტენტის პირადი ტკივილი
ზივზივაძე გამოირიცხა - ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
"იდიოტი ვარ" - "ინტერს" აეროპორტში ერთადერთი გულშემატკივარი დახვდა
ოსიმენისთვის "იუვენტუსი" გამოირიცხა - დარჩა ორი ვარიანტი
წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "გრანადა" პლეი-ოფის მიღმა დარჩა
Ballon d'Or 2025: კვარაცხელიამ ფინალში საკვანძო როლი ითამაშა და ოთხი პოზიციით წინ წაიწია
[VIDEO] პარიზში საჩემპიონო ზეიმი დაიწყო
დონარუმამ შეიძლება პსჟ დატოვოს - მიზეზი ცნობილია
სლუცკი: ხვიჩას ცხოვრებაში საგზური მივეცი
ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო - საზონოვმა ივარჯიშა
"ჩემი ბიჭებით ვამაყობ" - "ინტერის" მთავარი მწვრთნელი
"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"იმედი მაქვს, მესი გვიყურებს" - ვიტინია
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება