"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის "ბაიონთან" ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, "ბაიონს" მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება თავიდანვე სურდა:

"მაშინ პირობებიდან გამომდინარე თავი შევიკავე, თუმცა უკვე ნოემბერში ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და პრე-კონტრაქტიც გავაფორმე. მაშინვე ვიცოდი, რომ გუნდში 2023 წლამდე დავრჩებოდი და ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ახალი კონტრაქტი ოფიციალურად გავაფორმე.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ვიყავი და ბევრ კლუბს არ სჯეროდა, რომ სათანადო დონეზე დავბრუნდებოდი და ამის გამო ბევრმა კლუბმა უარი მითხრა, მათ ნდობა გამომიცხადეს, ძალიან კარგად მიმიღეს და ახალ შეთავაზებაზე ბევრი აღარც მიფიქრია".

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "ბაიონი" 44 ქულით მე-12 ადგილზეა და 3-ით უსწრებს გადათამაშების ზონაში მყოფ "პოს". მიქაუტაძე დარწმუნებულია, რომ გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება და მომავალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს:

"ის ისტორიული კლუბია კარგი სპორტული და ფინანსური შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება. გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე იმატებს ძლიერ მოთამაშეებს და ფიქრობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან".

მას შემდეგ, რაც ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" მეორეხაზელები – ლაშა ჯაიანი და გრიგორ ქერდიყოშვილი გამოაკლდნენ, მნიშვნელოვანია, რომ კოტე ზაფხულის ტესტებს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველო სანაკრები მატჩებს 26 ივნისს, თელავში ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩით იწყებს, 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებს.

"თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ‘ბაიონში’ გადასვლიდან მალევე კორონა ვირუსი დამიდგინდა და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე, თუმცა კლუბის შემადგენლობაში 16-17 თამაში ჩავატარე, ხოლო „შემოდგომის ერთა თასზე“ ორჯერ ვითამაშე და ახლა კარგ ფორმაში ვარ. რაც არ უნდა ბევრი ივარჯიშო, სათამაშო ფორმა მაინც სულ სხვაა და თუ ნაკრებში დამიძახეს კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები", - ამბობს მიქაუტაძე და განაგრძობს:

"ნოემბერში ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ზაფხულში სამი კიდევ უფრო რთული თამაში გველის და ეს ზუსტად ისაა, რაც გუნდს და მის თითოეულ მოთამაშეს ჭირდება. ყველა ხედავს, რომ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაიზარდა და დიდ გუნდებთან მეტი თამაში გვჭირდება. ამას მსოფლიო რაგბიც ხედავს და იმედია, ასეთი შეხვედრები ხშირად გვექნება. ძალიან დიდი დაფასებაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გიწვევს და ორჯერ გეთამაშება. ასეთი ფუფუნება ბევრ გუნდს არა აქვს და იმედია თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენთ".

მიქაუტაძეს "ბორჯღალოსნების" კვართით 2010 წლიდან დღემდე 66 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 55 სასტარტო შემადგენლობაში და ორი ლელო გაიტანა.

rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს