ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

• ამი

ბატონო სანიოლ, ხომ ხედავ, რამდენი საქმე გაქვს მოსაგვარებელი. იქნებ აუტების მოწოდებაზეც ავარჯიშო ფეხბურთელები და გამოყო რამოდენიმე მათგანი, რომლებიც აუტების შემსრულებლებად დასპეციალდებიან. როგორი მკაცრი პრესინგიც არ უნადა მოგვახვიოს თავს მეტოქემ, მოწოდებული აუტის შედეგად ბურთს რომ პირველივე შეხებით მეტოქე მოიპოვებს და გოლად აქცევს, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ჩვენს კარში მიღებული მეორე გოლი სწორედ ასეთი კატასტროფა იყო.

• ნიკა

მეორე ტაიმში რა შეიცვალა ნეტავ პირველთან შედარებით? ან ჰოლანდია ესპანეთზე ძლიერი გვგონია? ყველაფერი ერთი მარტივი მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ტაქტიკური ცვლილების შედეგი იყო, კერძოდ კი: მეორე ტაიმში დე ბურმა მინდრვის ცენტრალურ ზონაში. უფრო ჩვენს ნახევარზე, დამატებით ორი კაცი მიავლინა და 3-6-1-ზე გადავიდა, ვილის კონტრშეტევების იმედზე ხელი უნდა აეღო (ბურთი მაინც არ მიდიოდა თავდამსხმელებამდე) და ნახევარდაცვის საყრდენი ზონა გაეძლიერებინა. იმედი მაქვს დაინახავს- ჭკვიანი კაცი ჩანს. სხვათაშორის, მაკედონიამ მოგვიგო სწორედ რიცხობრივი უპირატესობით ცენტრალურ ზონაში, სხვათაშორის 3-6-1 და 2-7-1-ით აღწევს ხოლმე ბარსელონა ბურთის 70%-იან ფლობას გუნდებთან, რომლის მწვრთნელიც ვერ კითხულობს ტაქტიკას.

• Levani

რომელიღაცა ბრაზილიელმა თქვა ვეტერანმა-შემტევი მტაცებელი ცხოველივით უნდა იყოს 360 გრადუსზე ყველაფერს უნდა ხედავდეს და მთელი ტერიტორია თავისი სანადირო ველივით უნდა ჰქონდესო... ზოგს რო მოვარგოთ ეს ფორმულა,მტაცებელი კი არა შვლის ნუკრი ან ბეკეკა მოგაგონდება

• ლშა

შეეშვით ამ ცაში ფრენას , ჰოლანდიების და გერმანიებთან მოგებას რო ითხოვთ , აცადეთ ამ კაცს აცადეტ ნაკრებს ეხლა ვიდგამთ ფეხს და ეხცლა ვსწავლობთ ფეხბურთს , ნუ ითხოვთ არარეალურ რარაცეებს და ნუ უბნევთ თავგზას ფეხბურთელებს და მათ მესვეურებს .

• სიმართლე.

სამაგიეროდ საზღვარგარეთ თამაშობენ, ბიჭუნები. მაგრამ რა გასაკვირია, მეტი არავინა გვყავს.

• გიორგი.

რატომ ერთი, ხუთი ბურთი გაგვეტანა, არ სჯობდა?

გუშინწინ მებადურების მოყვარულებს ვერ ვუგებდით, უკვე დაგავიწყდათ?

• გლახუნა

სანამ ფეხბურთელთა ნაკრები შიშებით და სიფრთხალით ითამაშებს, ანუ ნებისმიერ მეტოქეს ბურთს ჩააბარებს და თვალის გაყოლებით დაასრულებს თამაშს ... მანამ არაკონკურენტული დავრჩებით. - კრესინგი და აგრესია თამაშში,ვერ შეგუება მეტოქის ბურთის ფლობის, შეტევაზე - მოგებაზე ორიენტირებით და ეს ყოველივე შესაბამისი სტრატეგიით და ტაქტიკით ...დგება გამარჯვება, რაც ამ თამაშში - ა რ იყო. - მო ა შ ო რ ე თ დაფრთხალის ფსოქოლოგია ქართულ ფეხბურთში.

ალბათ იმ ფეხბურტელებით, ვინც გუშინ გამოცადა.

ნოდო, ფეხბურთის ცოდნაა საჭირო, რომ მოითმინო.

• jordan beli

გია მეგობარო ჩემი სათქმელი თქვი.გეთანხმები ყველა სიტყვაში.

• Levani

დასკვნა ის გამოვიტანე რო ჩვენი ფეხბურთის სისტემა ვერ მუშაობს..ფეხბურთელებს ვერ ვზრდით და მაკედონიასთან წაგება კანონზომიერი იყო. ხვიჩა-ბუნებრივი ტალანტია,კიდე უფრო უკეთესი ხასიათით.მაგას ჩვენი ფეხბურგის სისტემას ვერ მივაწერ..ჩვენი ფეხბურთის სისტემას მიეწერება:ზარ-ზეიმით გახსნილი ხელოვნური სტადიონები და ფეხბურთელების ტრავმიანობა. მაგ ხელოვნურ საფარს კარგ ქვეყნებში მარტო თოვლის და ყინვის დროს იყენებენ.წელიწადის სამი დრო ბვშვთა თუ სამოყვარულო გუნდები ყველა ბუნებრივ ბალახზე ვარჯიშობს. ამას გარდა კიდე ბევრი კომპლექსური თემაა.თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ რომ,მართალია კუს ნაბიჯებით,მაგრამ წინ მივდივართ..2-3ე და მეოთხე ლიგამ დოღლიგაში კონკურენცია შექმნა და ყველა დარბის-სულაც არაა ცუდი საყურებელი. უბრალოდ 3-4 სტადიონის დამატება გვინდა რო რაღაცას დაემგვანოს.საგურამოს ბაზა,სანტრედიის და ქობულეთის სტადიონები კრიტიკული ზღვარია

• დათო

... პრ ა ფესორობას!!!

• დავითი

მდა... ჰოლანდიის ნაკრებს ვედრებით? თოთო ბავშვებიც არ ვართ ჯერ ფესხბურთში. ახლა ვსწავლობთ ფეხბურთის სწორად თამაშს... ძალიან ჩამოვრჩებით საფეხბურთო სამყაროს და ნუ გავიწყდებათ ძმებო ეგ.

• ისიდორე

ვის ამხნევებ ვილი საინტერესოა. საინტერესოა ნორმალურია სად შეამჩნია

• გრიგოლი1408

რუმინეთთან ცაში აიყვანეთ ნაკრები, ახლა ლანძღავთ. ასე დილეტანტები იქცევიან. მიწაზე დაეშვით და შეეშვით პროფესორობას.

• დ

დაუშვილი, გვილია?????????????????

• გიზოგ

მართალი ბრძანდებით, სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მაგრამ როდის იქნებ ვინმემ იცის. თაობები მიდის სწორი დასკვენების გამოტანის ლოდინში.

• master

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,ყველამ ხომ ვიცოდით რომ ჰოლანდია უშანსოდ მოგვიგებდა?რაა წინასწარ ემზადებოდით ნეგატიური კომენტარებისათვის?ასეთ ნაკრებთან ტოლსწორად სათამაშოდ არ ვართ მზად.ესპანეთს ნუ შეადარებთ ამ ჰოლანდიას,ამათ სხვა სტილი აქვთ და უფრო აგრესიულად თამაშობენ,ესპანეთი კი პასს პასისთვის თამაშობს და შედარებით იოლია მათთან თამაში,ჰოილანდიასთან კი ძალიან რთულია ჩვენნაირი გუნდისთვის ტემპში აყოლა და ბურთის წართმევა.გოლის გატანა რამდენჯერმე შეგვეძლო.ვფიქრობ მეკარის და დაცვის პრობლემა ნაკლებად გვაქვს.შეტევის ფლანგებზეც ნორმალური სტუაციაა.ლობჟანიძე,შენგელია,კვარა,ჩაკვე.მიქაუტაძეც ძალაინ კარგია.აი საყრდენ ზონაში და შუაში გვაქვს პრობლემა,ერთი კიტეიშვილი გვყავს ნორმალური,ისიც ერთი ტაიმის ფეხბურთელია და ამიტომ ვერ გასცდა შტურმს.საყრდენი ზონა კი მთავარი პრობლემაა.კანკავა დაბერდა,კვეკვესკირი უკლებს,გვილია არ ვარგა,აბურჯანიაა ერთი და ისიც ვერაა რა ის დონე.

• გია

დაკარგული და ქუჩაში გაყრილი ტალანტი ბიჭების ცოდვა ადევს ქართულ ფეხბურთს, უპატრონო და უფულო ოჯახის შვილები მაქვს მხედველობაში, რომლებიც მოყოლებული კომუნისტების დროიდან დღემდე,მწვრთნელთა კორუფციის და ჩვენი მენტალიტეტის გამო (ჩემიანი, ნათესავი, ძმაკაცის შვილი, ფულიანი მამიკოს შვილები და ას შ) აი იმ ბიჭების ცოდვა ადევს კისერზე ქართულ ფეხბურთს, რომლებიც დატოვეს ქუჩაში, გული აუცრუეს ფეხბურთზე და ზოგი განარკომანდა, ზოგი გალოთდა, ზოგიც ციხეში წავიდა და ასე იკარგებოდა და იკარგება ჩვენი ნიჭიერი თაობები. საქართველოში კვარას და ჩაკვესნაირებს რა გამოლევს მარა, რად გინდა, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ყვავის დღემდე....მიხვდით ალბათ რაც დავწერე....

• გიორგი

სანამ გვილია და მისნაირი ვაი ფეხბურთელი იქნება ნაკრებში ,შედეგი ყოველთვის მასეთი იქნება.და საერთოდ საიდან მოიყვანეს და ბვისი პროტეჟეა ეს არაფრიმომცემი გვილია.

• Amersfoort

ჰოლანდიაში იყო ფაშიტური საკონცენტარციო ბანაკი - Amersfoort და ალბათ იქიდან გამოქცეულები იყვნენ

• გიო

რა ნორმალურად ? ერთი გოლი მაინც გაგეტანათ

• ქართველი

ჰოლანდიასთან გრანდები ვერ გეგმავენ მოგებას და ჩვენ ვინ ვართ. მთავარია სწორი დასკვნები გააკეთოს სანიოლმაც და ფეხბურთელებმაც. ასთ გუნდთან 1 შანსი თუ მოგეცა უნდა გამოიყენო იყო რამდენიმე მაგრამ ვერ ვქენით მეტი და. თითო გოჯი მოედნისთვის იბრძოდა ჰოლანდია პროფესიონალები არიაინ და იმიტომ, გადახედეთ სად თამაშობენ. ლორიას ყოჩაღ. ესეც არ იყოს ისეთი ხალხი არ გვყავდა რომლებიც ქნმიან ამინდს ნაკრებში. ყველასთან შეიძლება ტამაში.

• haha

რუმინეთთან და ჰოლანდიასთან თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მეეჭვება კოსოვოს მოვუგოთ.

• zmo

არა გვყავს ფეხბურთელები მწვრთნელად სანიოლი კიარა ვინც გინდათ ის ჩამოიყვანეთ შედეგი ამ უსუსტესი ნაკრებით არასოდეს არ გვექნება, სავსია მაღალი დონის ფეხბურთელებით ესპანეთი, არგენტინა, ბრაზილია, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში ვერ ხვდებიან და ნატურალიზებულ ფეხბურთელებზე დროა ვიფიქროთ, როგორც კალადბურთში გვყავს მაგალითად

• ირაკლი

წარმოუდგენელია რამე ფუნდამენტალურად შეიცვალოს, გუნდი (ხმამაღალი ნათქვამია გუნდი) დაცვიდან ვერ ამოდიოდა, ორ გადაცემას ვერ აკეთებდნენ, პრესინგში მოახრჩვეს ნიდერლანდებმა. რა ტაქტიკაზე და გრძელვადიან ტურნირზეა საუბარი, ფიზიკურად 60 წუთიც კი ვერ ძლებენ ეს მოყვარულები. ჰოლანდიელებთან შედარებით საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსულ ნატანჯ ნაშიმშილარებს გავდნენ. სირცხვილია...

• lm

შეცდომა იყო ის , რომ მიქაუტაძე , მაშინ გამოიყვანა , როცა პასის მიწოდება ნაკრებს აღარ შეეძლო .

• ქომაგი

ამიტომაც არ გვესაქმებოდა არაფერი ევროპის ჩემპიონატზე! მიდი ვილი გაყარე გასაყრელი და დატოვე დასაყენებელი ფეხბურთელები! ბიჭებო ახლა რას იტყვით ჭე კლასისი დონის ჩემპიონატში გოლს, რომ გაიტანთ და ნაკრებში ბრონს ითხოვთ? წუხელ დაგიშალათ ვინმემ კარში დართყმა თუ კომბინაციური თამაში?

• ნოდო

არცერთი ოდნავ დადებითის აღმნიშვნელი კომენტარი არ წამიკითხია და კარგი თამაში ყოფილა თურმე რუნინეთტან მოგება ასევე მისი სიტყვებით ყელაზე ცუდი ჰოდა ღმერთთან მექნება კითხვა იქნებ გვითხრას ქართველებს ასეთი რა ცოდვა გვაქ რომ მოვინანიოთ

• მამუკა

მშვენიერი თამაშები იყო დასაკვირვებლად თუ ვისზე უნდა გაკეთდეს აქცენტი შესარჩევ მატჩებზე, ლორია უალტერნატივოა,დაცვას რაც შეეხება დიდი რჩევანი არც არის და ალბათ კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, გიორხელიძე საუკეთესო ვარიანტი იქნება, ყველაზე პრობლემური ნახევარდაცვაა, კანკავას გარეშე მაგრად გვიჭირს, გვილია და დაუშვილი ერთი მეორეზე წყალწაღებულები არიან და ალბათ სანიოლმა ამათზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს, კიტეიშვილი კარგი იყო,შენგელიასაც აქვს პოტენციალი, თავდასხმაში უფრო მარტივად გვაქვს საქმე, ჩაკვეტაძე როცა გამოჯანმრთელდება, კვარასთან და მიქაუტაძესთან ერთად მშვენიერ ტრიოს შექმნიან.არაფერი არ არის დაკარგული, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ბიჭები და შეიძლება ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი

• ემიგრანტი

რატომღაც მგონია რომ ფედერაცია უხეშად ერევა მწვრთნელების საქმეში და მოთხოვნა აქვთ რამოდენიმე ფეხბურთელზე რომ უნდა ათამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 4-5 ფეხურთელი სამწუხაროდ საერთოდ არაა ნაკრების დონის, ეგ კიარა და ეროვნულიდან შეილება ორჯერ უკეთესების ამორჩევა.

დავბრუნდით ისევ დამსახურებულ ჩასვრილის პოზიციაზე, მაგას მაინც არ გვეცილებიან და ვერ წაგვართმევენ

• სტალინი

მკვდრებს გასინჯვა აღარ უნდა თუ ძმა ხარ. ისეთებს ნუ ათამაშებ, თავად რომ არ ელიან

• gori

ბოლოს გიჟი გაიქცევა აქედან

რას უზავს ამ რახიტებს , არ იციან, ეზარებათ, უტყდებათ სირბილი, ათ აზიდვას ვერ გააკეთებენ, ფიზიკა ნული...........................................

როგორ უნდა თქვას კაცმა კულტურულად, უვარგისები არიანო. თვითონ გავიდეს მოედანზე ნახევარ გუნდს აჯობებს, ისევ უნდა გააგრძელოს ძიება, ბოლოს გააგიჟებენ ადამიან ეს მძორები

• ნიკა

ვილი ჭკვიანი კაცი ხარ და მჯერა ამ ხარახურა ნაკრების მუწუკ ხალხს მოაშორებ გუნდიდან რომლებსაც ვერ გაუგიათ ნაკრებში თამაში რატომ უნდათ... ტრამპლინად გინდა?გინდოდეს მაგრამ მოუმზადებელი რატო მოდიხარ? არხარ ფორმაში ვერ დარბიხარ და რაგინდა ნაკრებში??? ლორია-კაკაბაძე(ჩაბრაძე) კაშია-ხოჭოლავა(ტაბიძე) გიორბელიძე. კანკავა-კიტე. კვარა- ჩაკვე - წიტა. წინ ჟორჟიკა. აი ეს ნაკრები ასე არ ჩაისვრის

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან