რუსულ/უკრაინულმა სარაგბო პორტალმა rugger-მა ინტერვიუ ჩაწერა ავსტრალიაში მყოფ რაგბის რუს ექსპერტ/ჟურნალისტ ნიკ ვასილიევთან და სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოს ნაკრებზეც ჰკითხეს.

- ვიცით, რომ მეორე დონის ქვეყნების ნაკრებ გუნდებს თვალს ადევნებ, როგორებიცაა ურუგვაი, საქართველო და სხვა. თვლი, რომ მათ ტოპ-გუნდებთან თამაშის მეტი შანსი უნდა მიეცეთ? მაგალითად, საქართველო მზად არის "6 ერისთვის"?

- სავსებით! განვითარებადი სარაგბო ქვეყნების დიდ ნაწილს წინსვლა შეუძლია, თუ დიდ ნაკრებებთან რეგულარულად ითამაშებენ. წინა მსოფლიოზე ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯის მოუგო, 2015 წელს იაპონიამ სამხრეთი აფრიკა დაამარცხა. ამ ქვეყნებს შიდა ჩემპიონატის გაძლიერება სჭირდებათ, უფრო პროფესიონალურ დონეზე უნდა აიყვანონ. გასაგებია, რომ მხოლოდ ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი, როგორც აშშ-ისა და იაპონიის ჩემპიონატებში მოხდა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტები უნდა მიიწვიონ და ფრანჩიზა შექმნან არგენტინული "ხაგუარესის" მსგავსად.

საქართველოს რაც შეეხება, მათ ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავთ და სახელმწიფოც რაგბის ეხმარება. ამიტომ, ევროპულმა რაგბიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ "ბორჯღალოსნები" "6 ერის" დონეზე ავიდეს. ვფიქრობ, ქართულ რაგბიში პროფესიონალი მწვრთნელების ნაკლებობაა, მათ შორის, ქართველების და არც ძლიერი საკლუბო ჩემპიონატია.

ჩემი აზრით, საქართველო "6 ერის" დონეს 5-10 წელში მიაღწევს. მაგრამ მათ პროფესიონალურად გაზრდის საშუალება სჭირდებათ. "ბორჯღალოსნებმა" იტალიის ნაკრები უნდა დაამარცხოს და როცა ეს მოხდება, მათთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება", - თქვა ვასილიევმა.

სოსო
აბურჯა,ფული სადაც გამოჩნდება,ნორმალურ ქვეყნებში,წინსვლა იწყება.ჩვენნაირში კი,ჩხუბი და კინკლაობა
gela 67
რა სახელითაც აწერ ხელს ,მოდი ის საქმე აკეთე რადგან მათი კატეგორიისა ხარ(უკაცრავად მათთან)....

:)) აქ დიზლაიკების დამწერთ აშკარად დრო გჭირდებათ,რათა გაერკვეთ თუ რა ხდება რაგბის სამყაროში.გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ...45 წელზე მეტია რაც რაგბს ვგულშემატკივრობ...

"წინა მსოფლიოზე ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯის მოუგო, 2015 წელს იაპონიამ სამხრეთი აფრიკა დაამარცხა". ეს თამაშები ფარსი იყო...
გიორგი
დააკონკრეტე თუ რას გულისხმობ დინამიკის პრობლემით? და რატომ გგონია, რომ ეს გენეტიკურია?
მე მინდა ძოვა
ქართველ მირაგბეებს დინამიკის პრობლემა აქვთ და ეს გენეტიკურია. მორჩა და გათავდა. ვერასოდეს ვერ გავხდებით ინგლისი
ჟორა
ფრანგებმა და ინგლისელებმა რა დაგიშავეს? მათაც მოვიგებთ 3 წელიწადში))))
ეჰ
სანამ შიდა ჩემპიონატს არ მიეხედება 7 ერი ზღაპრად დარჩება
3წელი
5-10 არა კვახი! რეგულარულად მოგვეცეს ასეთი თამაშები, როგორც ეს მეორე წელია და და 3 წელში გარანტირებულად მოვუგებთ იტალიას. დიდი ალბათობით შევძლებთ მოგება-წაგებას იაპონიასთან, ფჯისთან, შოტლანდია-ირლანდიასთან, არგენტინასთან.
aburjga
ფული სადაც გამოჩნდება, იქ იწყებაკინკლაობაც და ჩხუბიც!
aleksandre
აქ ერთმანეთში კინკლაობით არიან დაკავებული რაგბის მესვეურები, იმის მაგივრად ყველა ღონე იხმარონ ერთად რაგბის განვითარებისთვის, აგერ კარს არის მომდგარი სამ.აფრიკასთან თამაშები
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
რუსეთის ნაკრების მორაგბე: საქართველოსთან თამაშის წინ ბრწყინვალე განწყობაზე ვართ
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან