Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ბრძოლა, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ქართველი ფეხბურთელი ისევ მეორე ადგილზეა (45 023 ხმით), თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მზარდია (ამჟამად 20.8%).

არ შეცვლილა "რუბინის" გარემარბთან ყველაზე ახლოს მყოფი მოთამაშის ვინაობაც, ოღონდ "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ლუის ენრიკე ლიმას ქართველი უკვე საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს (ლიმას 17 135 ხმა აქვს, რაც 7.9%-ს შეადგენს).

პირველ ადგილზე ისევ "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუა, თუმცა მისი დიდი უპირატესობა ისევ შემცირდა (40.1%, 86 808 ხმა).

სიაში ბევრი საინტერესო გვარია - "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ ჯამალ მუსაილას მხარს 1,1% უჭერს, "რეალის" ბრაზილიელ შემტევ როდრიგოს კი მხოლოდ - 0.1%. მასზე ცოტათი მეტი (0.2%) მხარდამჭერი ჰყავს "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ ბუკაიო საკას.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ

სოსო
სიაში სულ დაბლამდე ჩადი და სიის ქვეშ,ხაზებში ჩასმული,ორი წარწერაა.მარცხენას დააკლიკე პირველად და შენი ხმა,ამით დაფიქსირდება.შემდეგ მის გვერდითვე მეორე წარწერა რომ არის ხაზებში ჩასმული,იმას დააკლიკე და ისევ უკან აუყევი სიას.უკვე გამოჩნდება,ვის რამდენი ხმა და პროცენტი აქვს.ახლა მივეცი ხმა და თურქს,40,0% აქვს.ხვიჩას კი,21,1%.მე 18 ივნისს დადებულ სტატიაში,შიგნით რომ არის წითელი ფერის წარწერა,ხმის მიცემა ამ ლინკზე შეიძლებაო,იქ ვაძლევ ხმას.აქ რაც არის,ის ვერც მე გავხსენი.
Kaxa
Xvichas gaswvriv wreshi rom monishnav shemdeg sias bolomde chamoxval da siis qvemot vote daklikav da eg ari
gela
თავს ნუ შეიწუხებთ პატივცემულო, ეგ კონკურსები ჩვეულებრივი pr- ია,აგენტების შექმნილი, რომელიც ფეხბურთის სპეციალისტებისთვის არაფერს წარმოადგენს თუ ფულს გადაიხდი ვისაც გინდა გაიყვან.
vaxo
მართლაც საღოლ ეგ ჯუღელი, ეს ძირითადათ მაგის გაკეთებული pr- ია, რუსეთის "რუბინის" მოთამაშეს ვინ შეხედავდა,კი ბატონო ნიჭიერია, მაგრამ 84- რეიტინგზე მყოფი საქ.ნაკრების და საშ.რუსული კლუბის ფეხბურთელი, ვიმეორებ რო არა ჯუღელი, ნაკლებ საინტერესოა. 17-18 წლ. ბიჭები ევროზე რო ბრწყინავენ, მოუსმინეთ კომენტატორს რა კლუბებიდან არიან და რა ტიტულებს ფლობენ.
ვვვ
ესეც უცნაური მენტალიტეტია - მსოფლიომ არა, გალაქტიკამ დაგვცინა. თავი ვეღარ გამოგვიყვია სირცხვილით ;)
კეთილი კაცი
ინგლისური არ ვიცი. იმ ბმულზე რომ შევალ და ხვიჩას გასწვრივ წრეზე რომ დავაკლიკებ შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე????????????????????????
სერხიო
გული აე გაიტეხო მეგობარო, ხვიჩამ მოიგოს და მეტი ვალდებულება ექნება რომ თავისი "ოქროს ბიჭობა" დაამტკიცოს. მასე 21 წლამდე ფეხბურთელებში არც თურქების მეკარეა ყველაზე დიდი ტალანტი, და მაგასაც გაუტანენ ბურთებს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. ჩვენ მივაწვეთ და ვისაც დაცინვა უნდა ის ნებისმიერ შემთხვევაში დაგვცინებს.
ნიკა
ხვიჩას არ ვაკნინებ მაგრამ ევროპის მაშტაბით საუკეთესო ტალანტი არა ვიყოთ ობიეკტურები თორემ მალე სომხებს გადავასტრებთ ესეთი მენტალიტეტით. ისედაც მსოფლიომ ფაჩულიაზე დაგვცინა ველურებს შეგვადარა რაც საწყენია :((
პელე
ხმის მიცემა ბევრჯერ შეიძლება, ასე რომ მიაწექით
ირაკლი
ფულის სტანოკია დღეს ფეხბურთი, ხოდა ამ სტანოკმა რომ ჭრიალი არ დაიწყოს დაზეთვაა საჭირო, ზეთი კიდევ მარკეტინგია, რომელსაც რუბინი ძალიან კარგად ახერხებს. რუბინის ოფიციალური საიტის მიხედვით კლუბმა მარკეტინგში და რეკლამაში ბოლო 9- თვეში მილიონ ნახევრამდე დოლარი დახარჯა, აქედან უშუალოდ კვარაცხელიაზე მოდის 70%. უღირს გუნდს დახარჯოს 1 მილიონი ერთ ფეხბურთელზე და მისმა ფასმა 5 მილიონით მოიმატოს. ეს არის სწორი მარკეტინგი რაც ქართულ ფეხბურთში არც იციან რა ხილია.
ლევანი
არის კი ლოგიკა, ამიტომ სჯობს ამ გამოკითხვაში არ გაიმარჯვოს, არც არაფრის მომცემია და თან ირონიით შეხედავენ ამ ყველაფერს ცოტა. სჯობს მერე და მერე თამაშით გაითქვას სახელი და ასე დაიმსახუროს პატივისცემა. ბეშიქთაშის მეკარის სახელი რამეს გეუბნებათ? ასეა ხვიჩაც ევროპისთვის და არაფერში არ ჭირდება არც ეს უაზრო გამოკითხვა და არც ზედმეტი ქება-დიდება...
ზორბეგი
ძალიან ნიჭიერია ხვიჩა და იმედია გაიმარჯვებს მაგრამ კითხვაა - რატომ? რუსეთის ჰა ჰა საშუალო ჩემპის საშუალო გუნდში გოლ+პასით 10 თუ ექნება, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები, ჩვენ კი ვიცით რომ თუ კარიერას ჭკვიანურად ააწყობს ფენომენი გახდება მაგრამ ევროპამ როგორ ან რატომ იცის? თუ Allstar-ის ამბავი მეორდება?
ss
არ იხსნება თქვენს მიერ დადებული ბმული..... 50 000 ხმა სჭირდება და თბილისის ერთი უბანიც ეყოფა ხმა რომ მივცეთ არაფერს ვამბობ საქართველოს მასშტაბზე, მაგრამ არ იცის ხალხმა და მოიფიქრეთ რამე რომ ხალხმა მასიურად მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემაში, ამ პრიზის აღებით კვარას დიდი რეკლამა გაუკეთდება.... ფედერაციამაც მიიღოს მონაწილეობა ....მარტო საიტი ვერ მოახერხებს...
ნაკრები
პირველ ადგილზე არის ბეშიქთაშის,თურქი მეკარე, რომელსაც აქვს ხმების 40.6% რაც არის 86667 ხმა 213483 ხმიდან.
გიორგი
კვარაცხელიას 42601 ხმა აქვს და პირველ ადგილზე მყოფს 40.7%? ერთი რაოდენობაა და მეორე პროცენტი. ეს ორი როგორ შავადაროთ???
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
გამარჯვება უკვე რეალურია - კვარაცხელია პირველადგილოსანს მიუახლოვდა!
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული