მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 2 და 9 ივლისს გასამართი მატჩების წინ მსოფლიო რაგბი "ბორჯღალოსანთა" ცენტრ გიორგი კვესელაძეს ესაუბრა:

„გიორგი კვესელაძე აღიარებს, რომ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართი ტესტ-მატჩები ისტორიულია ქართული რაგბისათვის.

"ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" სამხრეთაფრიკული ტურნეს წინ საქართველოსთან თამაში თითქოს იოლ გახურებად მოჩანს, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ძალა და რეპუტაცია არაერთხელ დაამტკიცა.

გუნდი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციას იკავებს, მსოფლიოს ჩემპიონს ფინალური მატჩის შემდეგ პირველ გამოცდას მოუწყობს და გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ისინი კარგ თამაშს აჩვენებენ:

„პირველად ვართ სამხრეთ აფრიკაში და მადლობას ვუხდი მათ ამ შესაძლებლობისთვის. ეს ჩვენთვის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, დიდი გამოწვევაა და მოუთმენლად ველით მატჩის დაწყებას. მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, მეტოქეს საქმეს არ გავუიოლებთ“ – ამბობს 23 წლის მორაგბე, რომლის ანგარიშზე უკვე 34 კეპია.

დიდი გამოცდილება

მიუხედავად იმისა, რომ 2 ივლისს საქართველო სამხრეთ აფრიკას 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შეხვდება, უკანასკნელ წლებში ისინი დიდ გუნდებს სულ უფრო ხშირად ეთამაშებიან და გამოცდილებას იღებენ.

ამ კუთხით კვესელაძე 2020 წლის „შემოდგომის ერთა თასს“ აღნიშნავს, რომელშიც მან ირლანდიის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და გუნდმაც რეპუტაციის გასამყარებლად დიდი ნაბიჯი გადადგა:

„შემოდგომის ერთა თასზე“ ტიერ1-ის გუნდებთან თამაშით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონს უნდა შევხვდეთ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ეს განვითარებაში დაგვეხმარება“ – ამბობს ის.

გუნდისთვის, რომელიც დომინანტია ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებს შორის, „შემოდგომის ერთა თასი“ უდიდესი ყოველკვირეული გამოცდილება იყო მსოფლიო თასს მიღმა. მართალია, მათ ტურნირზე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა გაუმჯობესება შეტევაში თვალნათელი იყო. ახლა საქართველოს, ცნობილი მორკინალების გარდა, ჰყავს მერაბ შარიქაძისა და კვესელაძის დუეტი ცენტრში და ახალგაზრდა დავით ნინიაშვილი, რომელიც უკანა ხაზისთვის ნამდვილი აქტივია.

საუკეთესო ფორმა

კვესელაძე ამბობს, რომ მისთვის შარიქაძის მხარდამხარ თამაში ერთი სიამოვნებაა, ინგლისის პრემიერშიფში გადასვლა კი საუკეთესო ფორმაში ამყოფებს:

„ინგლისში ოთხი თვე გავატარე და ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვარ. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ განვითარებას, რადგან პროფესიონალების მხარდამხარ, პროფესიონალურ გარემოში ვთამაშობ და ეს ძალიან მეხმარება“.

„შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ საქართველო ჩვეულ გარემოს დაუბრუნდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულა. ნიდერლანდებთან 48:15 მოგება ზედიზედ მე-20 გამარჯვება იყო ამ ტურნირში და 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის ბრძოლაში მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს:

„პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაზეც შესვენებისას ვისაუბრეთ და მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. ბედნიერი ვარ, რადგან კვლავ მოვიგეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატი და მორიგი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო თასზე გასასვლელად“.

rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
შარიქაძე: რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ
მაისაშვილი: რომ არა უდისციპლინობა, ტაიმს მოვიგებდით
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
კვესელაძის ლელო - საუკეთესო "შემოდგომის ერთა თასზე"! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს
"ბორჯღალოსნები" - "ბოკესთან" მეორე ტესტის გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშაა
"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე
ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
როდესაც ძალა აღმართს ხნავს - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?